მეორე რიგში რაც შეეხება ბოკეს: ბოკეზე რაც ხდება და რაც არავის მოგვწონს (მათ შორის რებეკას) ესაა ჩვენი ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტი და სამწუხაროდ დიდი დრო უნდა ამის შეცვლას...
ამ თემას იმიტომ ვხსნი,რომ მართლა გული მწყდება რომ ბოკე აღარ არის ისეთი,როგორიც იყო... მახსოვს როგორ მიხაროდა აქ შემოსვლა და რამდენი კარგი ფოტო მხვდებოდა ,ფოტოს რომ ვდებდი გულისცემაც კი მიჩქარდებოდა(თქვენ წარმოიდგინეთ) და სულ ვცდილობდი რომ უკეთესად გადამეღო ფოტოები ...მართლა ბევრი რამ ვისწავლე აქ და მადლობა ამისთვის!
მეც ზუსტად ასე ვიყავი, ფოტოს რომ ვდებდი ასე მეგონა გული ამომვარდებოდა... ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემთვის ფავორიტი (ნამდვილი) ფოტოგრაფების შეფასებას! (სამწუხაროდ ეხლა ყველა აფასებს ფოტოს ვისაც ფოტოაპარატი უნახავს)
მეც მართლა ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბოკემ... შემიძლია თამამად ვთქვა რომ ბოკემ გამზარდა... მაგრამ აი ეხლა მასწავლოს კი არა ვინ როგორ "გაგაბანძოს" და თავისი ადიდოს მარტო ამაზე არიან გადასულები!
გეეეეეეეეეეეეხვეეეეეეეეეეეწეეეეეეეეეეეეეებიიიიიიიიიიი შემიფასე დღის ფოტოები და გევედრები ეს ფოტო ნახე "ლინკი" ფოტოები უკვე ძალიან მაღიზიანებს!
ადრე რომ იწერებოდა ფოტოს ქვეშ კომენტარი და საღად და ნათლად გაჩვენებდა ეს კომენტარი შენს შეცდომას ან კარგად შესრულებას ეხლა მხოლოდ რამოდენიმე ფრაზა ან მინაწერი ჩანს "შ/თ" (ამოვიდა ყელში ეს ასოთა კომბინაცია) "მაგარია" "ემოცია მოდის" "!!!" "წარმატებები"
და PM-ში საქმეების გარჩევა!
მხოლოდ ამისთვის შემოდიან რომ ეს ფრაზები მოგათხლიშონ და თავი "ფოტოგრაფებად " ჩათვალონ
ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ძველებურად აღარაფერი იქნება. მე რომ აქ მოვედი 1500 კაცი იყო დარეგისტრირებული და აქედან ალბათ 200 აქტიურობდა. მაშინ მართლა შეიძლებოდა სწავლა. ახლა 11280 ადამიანი უწოდებს თავის თავს ,,ბოკელს".
ასე რომ აზრი აღარ აქვს მივტიროდეთ ძველს-როცა კიდევ შეიძლებოდა, ვერ შევინარჩუნეთ და ახლა გვიანაა.
სჯობს ის მოვიფიქროთ ამ ,,ახალ, გასუქებულ ბოკეს" როგორ ვუშველოთ, რომ არ იყანყალოს და თავისი ფეხით იაროს. თუმცა სირბილს ვეღარასოდეს შესძლებს, სამწუხაროდ
Kat... მართალი ხარ.მე ახალი დარეგისტრირებული რომ ვიყავი რაღაც რაღაც ფოტოებზე ვგიჟდებოდი ისე მომწონდა,ეხლა რომ ვუყურებ მეცინება.დრო გადის და უცხო,ხდება ნაცნობი და აი სწორედ მაშინ მოდის ნოსტალგია,აქ ჩემი აზრით ბოკეს ცვლილება არაფერ შუაშია.
ბოკედან მართლა ისეთი მაგარი ხალხი წავიდა რომ გული მწყდება ძალიან ფოტოები ეხლაც იყრება კარგები...
უბრალოდ გადახედეთ + - შეფასებები რომ იყო, (ანუ თავიდან) მაგ დროის კომენტარებს, ფოტოს ქვეშ ფოტოს გარჩევა მიდიოდა, გეუბნებოდნენ ყველა შეცდომას და როგორ უნდა გაგეკეთებინა და გაგეუმჯობესებინა ფოტოები გირჩევდნენ და
ეხლა მართლ;ა
მაგარია და ემოცია მოდის მეტი არაფერი არ წერია!
დაჟე ახალი დარეგისტრირებული რომ ვიყავი, ფოტოს რომ დავაგდებდი ლოლსკი თავიდან მიმუშავებდა ხოლმე და პახოდუ მიხსნიდა რა როგორ გააკეთა და ასეთი მაგალითები კიდე რამდენია
კარგით რა
მართლა ვერ ხედავთ სხვაობას?
Added @
QUOTE(Magdu @ May 19 2008, 22:29)
აბა... 4 წლის წინ საერთოდ კამფეტკა იყო
აჰა ესეც მე ვარ? Added @
QUOTE(7day @ May 19 2008, 22:39)
ისე ეს დღის ფოტოები ხომ შეიძლება რომ ვინც არიან ფოტოგრაფები,კლუბის დამმარსებლები იმათ აირჩიონ და არა PM-ით მათხოვრობით და ნაცნობ-დეიდაშვილობით?
ჯიგარი ხაააააააააააარ Added @
QUOTE(Tamri @ May 19 2008, 23:43)
მეც მენატრება იყო დრო როცა კომპიუტერის ჩართვისას პირველი ბოკეს ფანჯარა იხსნებოდა
და კიდევ იყო დრო როცა ლიმიტის გასვლას მოუთმენლად ველოდებოდი წუთით არ ვაცილებდი ....
დავაგროვებ აწი ფოტოებს და მერე გამოფენაზე დაგპატიჟებთ ) როგორ გავაცოცხლოთ ძველი ბოკე?
მართლაც შეიცვალა ადრე მართლაც როგორც ითქვა ჭყლენტვა არ იყო
კომენტარებიც შედარებით აზრიანი იყო და არა ჩ/ა; შ/თ, ემოცია მოდის არა რევოლუცია და ასეთები
მართლაც მსიამოვნებდა კომენტარის გაკეთება, იმიტო რო თუ რაიმეში ვცდებოდი საჭირო პასუხსასც მაძლევდნენ და ვღებულობდი შენიშვნას ეხლა კომენტარი რო გავაკეთო (კრიტიკა ან რჩევის სახით) ყველა ფროფესორად გაიჩითება (ნუ 60-70%)
მოკლედ ამაზე უარესიც გახდება მინდა დაგამშვიდოთ, იმიტო რო ვიზრდებით და ვფართოვდებიიით :P
ამ თემას იმიტომ ვხსნი,რომ მართლა გული მწყდება რომ ბოკე აღარ არის ისეთი,როგორიც იყო... მახსოვს როგორ მიხაროდა აქ შემოსვლა და რამდენი კარგი ფოტო მხვდებოდა ,ფოტოს რომ ვდებდი გულისცემაც კი მიჩქარდებოდა(თქვენ წარმოიდგინეთ) და სულ ვცდილობდი რომ უკეთესად გადამეღო ფოტოები ...მართლა ბევრი რამ ვისწავლე აქ და მადლობა ამისთვის! დღესდღეობით კიდევ რაღაც გაურკვეველი ხდება,საშინელი ფოტოები, საშინელი დღის ფოტოები ( თანაც 1 კვირით) , პასიური მომხმარებლები და გაურკვეველი მიზეზით და დამსახურებით არსებული სტატუსები... მოკლედ ,მინდა ვისურვო,რომ ყველაფერი დალაგდეს თავის ადგილზე...ისევ გამიხარდეს აქ შემოსვლა და მომინდეს ფოტოს დადება ან სხვა ფოტოს შეფასება და უბრალოდ,როგორც ადრე ძალიან,ძალიან მომეწონოს ფოტო!!!