სოლოლაკის, მთაწმინდის, ვერის და ოქროყანის ახალგაზრდებისათვის ეწყობა ფოტო-კონკურსი სახელწოდებით ,,ჩემი უბანი” .
კონკურსის მიზანია მთაწმინდის რაიონის ძველი უბნების კოლორიტული სახლების, ქუჩების, პეიზაჟებისა და ზოგადად მათთვის დამახასიათებელი იერსახის და ხასიათის აღბეჭდვა და შემდგომში მათ შორის საუკეთესოთა გამოცემა ალბომის სახით.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი იქნება 100 საუკეთესო ფოტო. საუკეთესო ფოტოებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რის შემდეგაც 14 მაისს, 20 საათზე, თამარობის დღესასწაულზე სულხან-საბას ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე გაიმართება ფოტო გამოფენა, კონკურსის ანალოგიური სახელწოდებით – ’’ჩემი უბანი’’
და რაც მთავარია:
ჟიური გაომავლენს ხუთ გამარჯვებულს, რომელთაც საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” გადასცემს მათთვის წინასწარ დაწესებულ პრიზებს!
კონკურსში მონაწილეობის პირობებია:
• მონაწილე ვალდებულია არაუგვიანეს 11 მაისისა წარმოადგინოს ციფრული ფოტოაპარატით (CD, FLASH) გადაღებული არაუმეტეს 10 ფოტოსურათისა; ფოტოები უნდა იყოს არანაკლებ A3 ფორმატისა. • მონაწილეთათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი ფოტოს გადაღება, რომელიც ასახავს როგორც სტატიკურ, ასევე დინამიურ კოლორიტულ პეიზაჟებსა და სიტუაციებს; • მონაწილე ფოტოსურათებთან ერთად ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა და საკონტაქტო ინფორმაცია (ბინის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); • მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება სკოლის ასაკიდან – 30 წლამდე ახალგაზრდებით; • გამარჯვებული 100 ფოტო გამოიცემა ალბომის სახით, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე 5000 – იანი ტირაჟით. • ყურადღება – ფოტოკონკურსის ორგანიზატორები არ არიან ვალდებულნი დააბრუნონ წარმოდგენილი ფოტო მასალები.
ჩვენი მისამართია: მელიქიშვილის გამზირი #12, სასტუმრო საქართველო. ტელეფონი: 920019
ნუ მოკლედ მხოლოდ ამ სამი უბანის ფოტოგრაფებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და ნუღარ გავავსებთ ტოპიკს ამ კითხვით რავიცი ჩანაფიქრი რა იყო მაგრამ ასეა და ჰა
Magdu, აბა პოლიტიკური განცხადება? რაც მითხრეს ის დავწერე პ.ს. არ გამიხმაურებია რომელი პარტია იყო Added @ Jan_basso, პირადობა იმიტომ რომ ნამდვილად იმ უბანში ცხოვრობ თუ არა Magdu, ნუ ცდილობ პოლიტიკურ დებატებში ჩამითრიო