მაინტერესებს, რა ინფო გაქვთ ისეთ მუსიკალურ რგოლებზე (კლიპებზე), სადაც მხოლოდ ფოტოსურათებია გამოყენებული. რომლებია ასეთი და ვინ არიან ამ ჟანრში მოღვაწე ფოტო-რეჟისორები?
ინტერნეტში განსაკუთრებული ვერაფერი ვიპოვე, იქნებ თქვენ იცოდეთ?
ვაბშეტო უფრო ხშირად ჩვეულებრივი კამერით იღებენ მსგავს კლიპებს და მერე 16 კადრამდე დაყავთ წამში ( თუ არ მეშლება რაოდენობა), თორე აპარატით დიდ შრომას მოითხოვს... რავი პირადად მე ეგეთი კლიპები ბევრი არ ვიცი მაგრამ ერთხელ MTV-ზე making the video-ს ვუყურებდი და მსგავს კლიპს იღებდნენ.. ხოდა გადაიღეს კამერით და მერე რაღაც პროგრამით ყოველი მესამე კადრი ამოაგდეს და დაემსგავსა ფოტოების კლიპს Added @ არა ვცდები.... გაცილებით ნაკლები კადრი იყო წამში
Atomic კლიპებზე ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ფოტო-ფილმების პრაქტიკა თეიმურაზ ფაფერაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში არის და საკმაოდ საინტერესო სიუჟეტებიც კეთდება... ანუ ხშირშემთხვევაში მუსიკა არის შთაგონების წყარო და მუსიკის მიხედვით ხდება ფოტოების გადაღება.ტექნიკურად კიდევ არაფერია აქ რთული პრემიერში ისევე არის შესაძლებელი ფოტო-ფილმის დამონტაჟება როგორც სხვა ვიდეო მასალის...
პ.ს. იმედს ვიტოვებ ამ კომენტარისთვის არ დამვორნავთ