კლუბის წესების თანახმად ორივეს გაუქმება ემუქრება, არადა ცუდი ფოტოები ნამდვილად არ აქვს. მე მივწერე მას PM ორივე ექაუნტზე, რომ თავად შეატყობინოს ადმინისტრაციას და სთხოვოს რომელიმე ექაუნთი მაინც დაუტოვონ.
მე ის მაინტერესებს, როდემდე უნდა იდოს საუკეთესო ნაშრომებში "კუკლა"ს ნაპლაგიატარი კუკლინის ფოტოები. იქნებ ვინმემ იმ კაცს მაინც მიწეროს და უთხრას, რომ მისი ნამუშევრები კლუბის საუკეთესოებში შევიდა
Giorgi Lomtadze, ბატონო კუკლინი საერთოდ არ საუბრობს კარტულად, როგორც მე გავიგე ეს ჩვენი "კუკლა" კი სხლავს ქართულს..
მე დავწერე კომენტარში რომ ეჩვენებინა კუკლას რომელიმე გალერეა სადაც ის ტვირთავს ფოტოებს, ბოკეს გარდა.. კუკლამ გაატარა ჩემი სკეპტიკური კომენტარები და გადმოვიდა აგრესიაზე, რომ მე მშურს მისი
კუკლინმა ქართულად შეიძლება მხოლოდ გამარჟობა გენაცვალე გითხრას
კარგი რა... ადამიანმა ნახა კუკლინის ფოტოები, დაირქვა კუკლა და დაიწყო მისი ნამუშევრებით სახელის მოხვეჭა. მსგავსი აფერისტების მეტი რა არის. სხვისი სახელით მოქმედებენ, რადგან ეტყობა თავად გათავისებული აქვთ, რომ არარაობები არიან. კუკლინმა კი რატომღაც ქართული ხომ იცოდა გამართულად და დაჟე ქართულად წერდა უშეცდომოდ კარგით, დავუშვათ და მართლა ის არის, რატომ შეწყვიტა ნამუშევრების დადება?...
მემგონი ამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევებზე კონკრეტული თემა უნდა შეგვექმნა, იქნებ მაშინ მაინც მიექცია ადმინისტრაციას ყურადღება, რომ მსგავსი ლაფსუსუ არ გაპარულიყო.
ზუსტად არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა რა აზრის ხართ fecebook-ზე რომ კონკურსები ტარდება, სხვის ფოტოებს დებენ და უფრო მეტიც, სხვისი ფოტოთი იმარჯვებენ. "ნ ტური" ატარებს ფოტოკონკურსს (?) სხვისი ფოტოებით!!!!!!!!!!!!!!! http://www.facebook.com/home.php#!/ntour "ყაზბეგმა" გუშინ გაამარჯვებინა სხვისი ფოტოებისგან გაკეთებულ ფოტოს, თანაც საკონკურსო პირობებში მიუთითებდა, რომ საავტორო უფლებები დაიცავითო http://www.facebook.com/kazbegionline?ref=...ionline?sk=wall თუ მიუთითებ იმათ არაკომპეტენტურობაზე,., მაშინვე შლიან პოსტებს. გამოსავალი მგონი ერთია: არ უნდა მიიღო მომაწილეობა და პირდაპირ თავიანთ ახლობლებს გადასცენ პრიზები
b]tutia[/b] შენ ალბათ გინდოდა გეთქვა რომ საავტორო უფლებებს ვარღვევ მაგ ქალბატონისას, პლაგიატობა სხა რამ არის, ეგ არის უფასო wallpaper-იდან ამოჭრილი და დამონტაჟებული, რომელიც არ გამოყენებულა კომერციული მიზნით, ასე რომ ... სცდებით.
Added @ tutia "პლაგიატი — მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება" წყარო wikipedia
ასე ძნელია ამის გაგება? ვიღაცის გადაღებული ხომ არის? ავტორი ხომ ჰყავს? შენ იმის ნამუშევარი მიისაკუთრე. ბოკედან შენი ფოტო რომ დადონ სადმე და ამ ფოტოთი რაღაც პრიზიც აიღონ, გესიამოვნება?
tutia, ეტყობა კარგად ვერ გაიგე, ბოკედან აღება ჩემი ნებართვის გარეშე მოპარვაა (არც მე და არც ბოკე არ ვარიგებთ ფოტოებს, მითუმეტეს უფასოდ), მარა როცა უფასოდ გასცემენ ეს სხვაა, თუ კიდე ვერ გაიგე თუ გინდა მობილურის ნომერი მომწერე და კიდევ ერთხელ აგიხსნი ცივილურად.
Added @ ისე კი ... თუ მე რამე გავაჩუქე და მისი გამოყენებით ვინმემ რამე მოიგო რათქმაუნდა მესიამოვნება. Added @ სახელწოდებიდან გამომდინარე "პლაგიატის საწინააღმდეგო თემა, ფოტოს ჭეშმარიტი ავტორობის დადგენა" მგონი შენი პოსტები ჩემს მიმართ არ ეხება ამ თემას, თუ რაიმე მსგავს თემას იპოვი სადაც შეგიძლია მართებულად არგუმენტირებული პრეტენზიები წამომიყენო სიამოვნებით შეგეკამათები. ეხლა კი მგონი დროა შევწყვიტოთ და მივცეთ საშუალება ადმინისტრატორს გაწმინდოს აქაურობა, თუ კვლავ გასარკვევი გაქვს რაიმე მაშინ PM.
გიხაროდენ. დაერხათ პლაგიატორებს http://images.google.com Added @ და არა მარტო პლაგიატორებს. უამრავი ჩემი ფოტო ვნახე უკვე სხვა და სხვა საიტზე განთავსებულ/მითვისებული.
მე ვერ მივხვდი პრინციპს,ჩავწერ ქათამს და სიტყვაზე ქათმის ფოტო მიდევს და მომპარეს,როგორ იპოვის? ვაიდა ჩინელმა მომპარა და ქათამს არ დააწერს,ლოგიკურად ჩინურად დააწერს ხო?
არადა "ავტორმა" უაზრობაში დამდო ბრალი, როცა მივწერე, რომ ეს ფოტო არ შეიძლება საქართველოში ყოფილიყო გადაღებული, რადგან ამგვარი მომწვანო სოკოთი დაფარული ღობე საქართველოში არ გვხვდება, რადგან ეგ სოკო ჩვენთან ვერ ხარობს. მითუმეტეს კახეთის მშრალ ჰაერზე. ის კი მიმტკიცებდა რომ კახეთში გადაიღო, სოფელ იყალთოში.
გიხაროდენ. დაერხათ პლაგიატორებს http://images.google.com Added @ და არა მარტო პლაგიატორებს. უამრავი ჩემი ფოტო ვნახე უკვე სხვა და სხვა საიტზე განთავსებულ/მითვისებული.