მაგდუ, მაშინ, როგორც სხვა ბევრ საიტზეა მიღებული, შემოვიღოთ რეგისტრაციის ისეთი ფორმა, სადაც ახალი ავტორი მიუთითებს საკუთარი ნამუშევრების ლინკებს სხვა საიტებზე ან ბლოგებზე..
სხვა შემთხვევაში, რამე მაკონტროლებელი საშუალება მაინც უნდა არსებობდეს..
ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არაოდეს გადაუღია და ეს "მისი პირველი ნამუშევარია" და, ამ დროს დებს საკმაოდ გამართულ და ხარისხიან ფოტოს, ის ყოველთვის საეჭვოა და 80% შემთხვევაში (თუ მეტში არა) ეს ეჭვი მართლდება..
kesha, რა ვუყოთ იმ ხალხს, რომელსაც არ დაუდიათ სხვაგან არსად თავისი სურათები?
გუჯა მაგ სემთხვევაში მოთხოვე ორიგინლი.. არაფერი ცუდი იმაში არაა, რომ არ ენდობი ახალ ავტორს.. თუ გავითვალისწინებ, იმ სტატისტიკას რაც ჩანს ახალ იუზერბში პლაგიატობის მხრივ, მემგონი არალოგიკური არ უნდა იყოს ორიგინალის მოთხოვნა..
ეს საკმაოდ კარგად იმუშავებს და როცა ავტორს ეცოდინება რომ საეჭვოდ კარგი კადრის ატვირთვის შემთხვევაში მას მოსთხოვენ ორიგინალს აღარ დადებენ და ეგ იქნება რა
ეს ფოტო დაიბეჭდა ჟურნალ ტაბულაში ამ კვირის ნომერში.. ეს არის ოლივიე ლაბან მატეის ფოტო, რომელი დადო იუზერმა გალერეაში.. დაბანეთ რა ეს ხალხი სამუდამოდ ამოვიდა ყელში უკვე
არადა კაკრაზ ეგ გეოფოტოგრაფერი მეგონა პლაგიატი და ვერსად ვიპოვნე ეგ ფოტოები.. კარგი საქართველოში ეგეთი ხარისხის ნიუს ვერ გადაიღებდა ვიღაც გეოფოტოგრაფერი სულ ვამბობდი მაგას და არის აღსურლდა ოცნება
Giorgi Janibegashvili, ერთი ერთზე არის სურათის იდეა გადმოცემული. სხვისი იდეის მოპარვა არაა ეს?
განა აუცილებელია ზუსტად ფოტოს კოპირება მოხდეს. ავტორმა იგივე იდეა გადაიღო "თავისი აპარატით". ამ სურათში სწორედ რომ იდეა ფასდება და არა შემწვარი კვერცხი