დიკარკა მაპატიე, მაგრამ აზრზე არ ხარ, პლაგიატი რას ნიშნავს. და, საერთოდ, მაგრად მიტყდება, ამდენი ფოტოგრაფია საქართველოში და მათგან ალბათ 20%-მა თუ იცის მხოლოდ, რომ საავატორო უფლებების დარღვევა იწყება უკვე იმ მომენტიდან, როცა ვინმე შენს ფოტოს ნებისმიერ სიტუაციაში შენ დაუკითხავად იყენებს. გამოყენება არ გულისხმობს მხოლოდ ფულის შოვნას და რეკლამას. გამოყენაბაა ისიც, რომ ვიღაც დაუკითხავად სადღაც საიტზე დებს შენს ნამუშევარს. ამით ავტორს ართმევს უფლებას, თავისი ნწარმოები გამოფინოს ან არ გამოფინო იქ, სადაც მას უნდა. ეს ავტორის პრეროგატივაა და ავტორის უფლება. ამ უფლების დარღვევად ითველება ყველა ნებისმიერი სახის მოქმეება, რომელიც ავტორთან არაა შეთანხმებული . თუ ამ ყველაფერს ამასაც დაამატებს დამღვევი, რომ იტყვის ეს ფოტო ჩემიაო და მიითვისებს, ეს უკვე დამამაძიმებელი გარემოებაა.
პლაგიატი [ლათ. plagiatus მოტაცებული] - ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად
პლაგიატის განმარტება უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან.. საავტორო უფლებების დარღვევას რაც შეეხება, თუ იურიდიული კუთხით შევხედავთ სხვა არის, თუ პირადი შეხედულებით და სურვილით- მაშინ სულ სხვა.. შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ თუ მე ფოტო მომეწონა, კომპიუტერში გადმოვწერე, ან სადმე გამოფენაზე ფოტო გადავუღე და სხვას ვაჩვენე, მეც ვარღვევ შენს უფლებებს და მეც პლაგიატი ვარ? შეიძლება რამე არასწორად გავიგე, მაგრამ შენი ნათქვამიდან ეს აზრი გამოვიტანე
ის, რომ შენ შენს საკუთარ კომპიუტერში გადმოიწერ დარღვევა არაა. ის რომ სენ შენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს აჩვენებ არც ეგაა დარღვევა. ავტორი იმიტომ დებს ამ ფოტოს საჯარო საიტზე, რომ ხალხმა ნახოს. მაგრა როდესაც შენ ავტორის უკითხავად ამ ფოტოს უკვე სხვა, მეორე საჯარო საიტზე ათავსებ ესაა დარღვევა. კანონი არცერთ შემთხვევაში არ მოდის წინააღმრდეგობაში ამ მიმართულებაში ადამიანის სუბიუექტურ შეხედულებებთან საავტორო უფლებების შესახებ. და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ის კანონი პირველ რიგში სწორედ მაგ ავტორების უფლებებს იცავს, სესაბამისად აქ ავტორების სუბიექტივიზმი არის პირველ პლანზე წამოწეული. მე რომ ვარ ავტორი, ემე ნებისმიერ სიტუაციაში ვიტოვებ უფლებას ვუჩივლო ან არ ვუჩივლო, მოვთხოვო კომპენსაცია ან არ მოვთხოვო. ადამიანი რომ მოკლა და ოჯახმა არ უჩივლოს, მკვლელს მაინც დაიჭერენ. ვინმემ რო ჩემი ფოტო მოიპაროს თუ მე არ მოვითხოვს არავინ არაფერს ეტყვის.. ესაა მტავარი განსხვავება. ავტორი სრულ უფლებას იტოვებს სუბიექტურობისა და ეს კანონში გათვალისწინებულია. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ფოტოს საფასური გამოითვლება ავტორის მიერ დასახელებული თანხიდან, ანუ რაც უღირს ავტორს ეს ნამუშევარი და არა იმის მიხედვით თუ რა შეიძლება ღირდეს. ნუ რა თქმა უნდა რეალურობის ფარგლებში
ხოდა კიდე ბაჯო ეგზიფებს ხელით აკოპირებს , ეგ რომ პლაგიატია არაა ძნელი მისახვედრი, მაგრამ მაგის ფოტოების ორიგნალების მომძებნი არა მგონია აქ ვინმე იყოს...
ზუსტად არვიცი წესებში თუ გიწერიათ მაგრამ ყველამ ვიცით რომ როდესაც რაიმე სესიას აკეთებ ან გადაღებაზე მიდიხარ მხოლოდ 1 კადრს არ იღებ ხომ ანუ სხვადასხვა კადრს იღებ ასე რომ ჩაწერეთ წესეში რომ როდესაც ეჭვი იქნება პლაგიატობაზე ადმინისტრაციას ქონდეს უფლება მოითხოვოს ან ის ფოტო დაუმუშავებლად (თუნდაც პატარა ზომის და არა დიდ ფორმატზე) ან სხვა მსგავსი ფოტო იმ სიტუაციაში გადაღებული და ა.შ.
მოთხოვნის შედეგად თუ არ წარმოადგენენ ფოტოს ე.ი. პლაგიატია... თუ პლაგიატია და მაინც წარმოადგინა და ხელთ ჩაუვარდა მთელი ნამუშევარი დაე დადოს გალერეაში ფოტოები
ჩემი აზრით ამ მეთოდით ძალიან მარტივად გამოვლინდება ის თუ ვინ არის პლაგიატი
Zaza Gabaidze მე მაქვს ბევრი ფოტო რომელიც ერთი მაქვს გადაღEბული იმ კონკრეტულ ადგილას და დამუშავებული ანუ დაუმუშავებელი აღარ მაქვს და ასეთ დროს რა უდნა ვქნა მაშინ ?
tsumbusha, იმ ტერიტორიაზე, იმ მომენტში სხვა მსგავსი ფოტო არა გაქვს? რაღაცით მაინც რომ ასოცირდებოდეს მეორე ფოტო მაგ დამუშავებულ ფოტოსთან? ეგ არც მიკვირს რადგან მეც დამემართა, დავამუშავე ფოტო ყველაფერი კარგად ფერებიც დამევასა საბოლოო ჯამში და ერთ ადგილას დამეწვა ოდნავ რა ჰოდა როცა დავაკვირდი და ვნახე თურმე დაუმუშავებელ ფოტოზე გადავაწერე და ფაფუ იმ პეიზაჟის დაუმუშავებელი ფოტო მაგრამ ზატო იმ ტერიტორიაზე სხვა ფოტოები მაქვს რა საქმეს რომ დაჭირდეს ამ კუთხით
მოკლედ ძალიან იშვიათობაა ესეთი შემთხვევა, აქ პლაგიატობის ისეთი ფაქტებია რომ უბრალოდ ისეთი მაღალი ხარისხის ფოტოების დროს, ან როდესაც ფოტოს მოდელს უღებ არამგონია 1 გადაღებით დაამთავრო მოდელთან მუშაობა და არ გქონდეს სხვა ფოტო
შენს შემტხვევაში უბრალოდ თუ ადმინისტრაციისადმი ნდობა გექნება დიდ ფორმატს წარადგენ რითიც დადასტურდება რომ ნამდვილად შენი ფოტოა და ეგ არის
pepillota,
იმ მეორე კადრის მნიშვნელობაზე კი არ ვსაუბრობთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ საბუთად გამოგადგება რომ ნამდვილად შენ გადაიღე იმ სიტუაციაში ეგ ფოტო თუ რაც გინდათ ის დაარქვით შინაარსი ხო მიხვდით რა რასაც ვამბობ
რავი ჩემი აზრით უნდა გაამართლოს ამ მეთოდმა თუ ადმინისტრაცია მოინდომებს ამ მეთოდის დანერგვას ფორუმზე
Zaza Gabaidze, კი რათქმაუნდა გასაგებია. პლაგიატორობის ფაქტი მქონია მეც როდესაც ერთ ერთ ფოტოკონკურსზე ჩემი ფოტო გამოყენებული იქნა და გამოიფინა სხვა სახელის მქონე პიროვნებაზე. რომელიც ამტკიცებდა რომ იგივე პოზიციაზე იდგა და იგივე კადრი გამოუვიდა რაც მე. ზოგჯერ ასეთი რამის მოსმენა აბსურდია, მაგრამ არის სიტუაციები როდესაც ვერაფერს დაამტკიცებ. ასეთ შემთხვევაში მგონია რომ ჯობია რაღაცა გარკვეული დამატებითი პირობა არსებობდეს როგორც ზემოთ ითქვა. თუნდაც ისეთი კაზუსის შემთხვევასიც კი რედესაც ორი ადამიანი ერთI პოზიციიდან იღებს ფოტოს
pepillota, გასგაებია მაგრამ ესეც ორი მარინა და ორივე ფერაძის სიტუაცია ხო არაა? ზუსტად იმავე განათების პირობებში გადაიღო? იგივე მონაცემებით (exif) ქონდა გადაღებული ფოტო? ამინდი, განათება, დამუშავება (თუნდაც დაუმუშავებელი იყოს) და ბევრი ათასი გარემოებაა რა რითიც შეიძლება რომ დადგინდეს ნამდვილი ავტორის ვინაობა ეგეთ სიტუაციაში
ბოკეზე იყო ადრე დ/ფ და ვიცი რომ სხვისი გადაღებულია.. შეგიძლიათ ბოკეს დატაში იპოვნოთ Added @ დავუწერე ეს ფოტო დ/ფ იყო ადრე მეთქი და წაშალა.. პლაგიატია რა..
რა არის ცუდი იმაში, რომ მშვიდად, კორექტულად და ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე ადმინისტრაციამ პოტენციურ პლაგიატორს მოსთხოვოს სურათის ორიგინალის ჩვენება?
gingery, kesha, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ორიგინალის მოთხოვნა. თუ არის ეჭვი პლაგიატობის უნდა დაუმტკიცო.
თუ ვინმეს გაქვთ კონკრეტული მტკიცებულება, რომ ესა თუ ის პირი არის პლაგიატი მომწერეთ. რეაგირებას ყოველთვის ვახდენ, უბრალოდ ხშირად სურათი უკვე წაშლილი მხვდება