ირაჩკას ძმა ჩემი მეგობარია და ნამდვილად იყო ასეთი ფაქტი...
მაგრამ ის ადამიანი აღარ არის ეხლა მოდერატორი.. (არადა ერთ დროს ადმინიც იყო...)
მაგრამ შეცდომა ყველას დაუშვია ცხოვრებაში და არ არის სწორი და აუცილებელი ჯვარს ვაცვათ ვისაც კი ფეხი დაუცდება სადმე Added @ Sopho Nadareishvili, მაგის დამამტკიცებელი საბუთი მე წარმოგიდგინე შენ წლინახევრის წინ...
და შენგან პასუხი მივიღე-"არაუშავსო, ფოტოები წაშლილია და დავამთავროთ ამაზე საუბარიო..." საწინააღმდეგო არ მქონია არაფერი მაშინ, არც ეხლა მექნებოდა, ადამიანს ცილისწამებაში რომ არ ადანაშაულებდეს აქ არავინ
ეს დაახლოებიT ის დროა, როცა მე ვიყავი ბოკეს მოდერი... უფროსწორად როცა დამნიშნეს მოდერად... მეორე დღეს შემხვდა ის ჩემი მეგობარი და გაოცებულმა იკითხა "ბოკეზე პლაგიატები როგორ ხდებიან მოდერებიო" მე თვალები ვჭყიტე და ძალიან მალე დავრწმუნდი რომ არ მეხუმრებოდა...
მერე ეს ადამიანი "გადადგა", მერე ისევ "დაბრუნდა", მერე ადმინისტრაციაში "გაწევრიანდა", მერე კიდე უკვალოდ "გაქრა"
Nika, მე ვთქვი რის თქმასაც ვაპირებდი.. ყველაფერი გასაგებია მემგონი და გამგები გაიგებს
და ეს ამბავი მე რო ვიცი, შენც იცი (წესით უნდა იცოდე ყოველ შემთხვევაში) სოფომ იცოდა მაშინც-სანამ მე ვეტყოდი იქამდე... მერე წაშალა იმ კაცმა ის ფოტოები და მიდი და უმტკიცე რამე, ისე აქ დასამტკიცებელიც არაფერია, არავის გაყვითლებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, ირაჩკამ უბრალოდ სამწუხარო ფაქტი გაამჟღავნა და ცილისწამება დააბრალეთ...
და თუ გამაგებინებ აი რა ფაქტის დადება გინდა... იგივე ფოტოსი? კაი ვთქვათ დავდებ, როგორ მიხვდები რო იგივეა? იქნება ვიტყუები?
საერთოდ ვერ ვხვდები რა რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს სხვისი სურათის დადების სურვილი. არ მაქვს ფოტოები და არ ვდებ დაიქცა ამით ქვეყანა? მოკლედ რა ... (ეს ისე კომენტარად ))) )
რომა, ეს თემა მე დავხურე, რადგან ,შენ სწორად თქვი, ის უზარმაზარი პოსტი მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილის გამო დავწერე და სახელების დაწერას ისევ იმ ადამინის გამო მოვერიდე, მაგრამ შედეგი იმდენაც მოულოდნელი იყო, ათასი PM მომივიდა, ყველას პასუხი გავეცი დაკონკრეტებით, და როგორ ვიცი, მოდერატორებს ერთმანეთთან აქტიური კონტაქტი აქვთ, წესით უნდა გაეცვალათ ინფორმაცია.... მე ინტრიგის ჩასაგდებად არაფერი დამიწერია აქ და ხაზგასმით ვამბობ, ამიტომაც მოვერიდე დაკონკრეტებას... და ამის პასუხად მე გამოვედი ცილისმწამაბელი ცოტა სასაცილოც კი აღმოჩნდა ეს ფაქტი ჩემთვის
არადა ის კაცი თვითონ აღიარებს, მე შენს ძმასთან ეგ საკითხი გარკევული მაქვსო, აღარაა საჭირო ძველი ამბების ქექვა, ვეღავ ვხედავ ამის აუცილებლობას... ჩემი ფოტოები არაა ისეთი "სასწაული" რომ აქ დადებად ღირდეს, და არც ჩემი ძმა აქვეყნებს აქ ფოტოებს, ასე რომ, პრობლემა მოხსნილია