ეს თემა ეხლა ვნახე ჩემდა სამწუხაროდ თორემ ადრე რომ მენახა, მაშინ უფრო აღშფოთებული ვიყავი და უფრო მწარე პოსტი გამომივიდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ დრო ყველაფრის მკურნალიაო და....
დაგეთანხმებით, რომ პლაგიატობა ნებისმიერ სფეროში ძალიან უსინდისო მოვლენაა. დაახლოებით 1-1,5 წლის წინ ჩემი ძმის გადაღებული საკმაოდ ეფექტური ფოტოები აღმოვაჩინე ბოკეზე, რომელიც ერთ-ერთ მოდერატორს უსინდისოდ მიეთვისებინა და დიდი სიამოვნებით იფერებდა ამ ფოტოებთან დაკავშირებულ ქება-დიდებას ცხადია ძალიან აღვშფოთდი და იმის გამო, რომ იმ დროს ჩემი ძმა აქ არ იყო და პასუხს ვერ გასცემდა. მე მივწერე სხვა მოდერატოს PM. მან ორიგინალები მოითხოვა და მეც ავდექი და გავიგზავნე... რა გგონიათ, ამ ყველაფერს შედეგად რა მოჰყვა????
არაფერი!!! მის გალერეაში ეს სამივე ფოტო წაშალეს და მორჩა...
დღეს ეს მოდერატორი აქტიურად განაგრძობს "მოდერატორობას" განსაკუთრებული კრიტიკით გამორჩევა პლაგიატთა მიმართ და იძლევა საკმაოდ მკაცრ შეფასებებს....
აი ასეეეე, მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, ქართული რეალობა თუ კიდევ უარესი სახელი მოვუგონო....
ყველაზე მეტად გული იმ მოდერატორებზე დამწყდა, რომლებმაც ამ საკითხს წაუყრუეს, და რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ დღესაც ოღონდ მართლა აღარ მინდოდა ამ თემის ამოქექვა, და არც ინტრიგანის როლში ყოფნა, უბრალოდ ადამიანურად გამაღიზიანა იმ ადამიანის დიდაქტიკურმა შენიშვნებმა სხვა პლაგიატების მიმართ....
მომიტევეთ ზედმეტი თუ მომივიდა, მაგრამ რა ვქნა, ასე იყო და.....
პირიქით, ცოტა მოგივიდა... საერთოდ დანაშაულზე არანაკლებად ცუდი საქციელი დაბრალებაა. შესაბამისად, ან უნდა თქვა ვინ იყო და დაამტკიცო ბოლომდე, რომ მართალი ხარ, ან... ასე მინიშნებებით ლაპარაქტით შთაბეჭდილება მრჩება, რომ უბრალოდ ბოკეს დისკრედიტაცია გინდა...
ნუ მიწყენ, თუ დაამტკიცებ შენ სიმართლეს იმ წუთში მოგიხდი ბოდიშს...
კარგი, შენი შენიშვნა მიღებულია, უბრალოდ არ ვიცი დამტკიცების საშუალებად რამდენად გამოდგება მხოლოდ ის, რომ იგივე სურათები ავტვირთო, ოღონდ აქ არ მაქვს ეგ ფოტოები და როგორც კი მოვახერხებ დავდებ
ბოკეს დისკრედიტაცია არ მინდა, ძალიან მიყვარს აქაურობა და ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აქ
დღეს ეს მოდერატორი აქტიურად განაგრძობს "მოდერატორობას" განსაკუთრებული კრიტიკით გამორჩევა პლაგიატთა მიმართ
მოდერატორ-6 -ზე ამბობს მგონი მაგრამ მაგას რომ გალერეაში არასდროს ქონია ფოტო ? ახლა სერიოზულად: არცერთი მოდერატორი, რომელიც 1-1.5 წლის წინ იყო მოდერატორი, დღეს აღარ მოდერატორობს და ეგ როგორ ? ან უნდა დაასახელო, რომელ მოდერატორს ედო გალერეაში ეგ ფოტოები, ან რბილად რომ ვთქვათ
QUOTE
უბრალოდ შავ PR-ს ეწევი
და ცდილობ ასე სახელი გაუტეხო მოდერატორებს. საიტზე ამწუთას 1 მოდერატორია, რომელსაც საკუთარ ნიკზე აქვს ჩართული მოდერირება. მე ვარ და იმედია ჩემზე არ საუბრობ დანარჩენი მოდერების ვინაობა ანონიმურია და არ გეცოდინება. მოკლედ, ველოდებით მოდერის დასახელებას ეუჰ, რა ამბები იქნება
შენ მე მითხარი რომელი მოდერი იყო ეგ და მერე ნახე სეირიიიი მე ყველა მოდერს ვიცნობ ბოკეს პირველი დღიდან ბევრი მათგანი ჩემი უშუალო მონაწილეობით დაინიშნა ხოდა მასეთ რამეს ვერცერთ მატგანს ვერ დავაბრალებ
რახან დაიწყე თქვი ბოლომდე და მერე მე ვიცი მისი პატივისცემა.
irachka, ძალიან სერიოზული ბრალდებაა. არ შეიძლება ესეთ საკითხზე საუბარი და ნებისმიერი სტატუსის მომხმარებლის დადანაშაულება დამამტკიცებელი საბუთის წარდგენი გარეშე. ჩვენ ვავლენთ პლაგიატის შემთხვევას მხოლოდ მას მერე რაც ხელთ 100%-იანი დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს. მხოლოდ ამის შემდეგ იხსნება თემა და ეს საჯაროდ ცხადდება. მანამდე კი დუმილს ვინარჩუნებთ რომ არავინ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. თუ თქვენ არ წარმოადგენთ (ან ამავე თემაში ან რომელიმე ადმინისტრატორს PM-ით) თქვენი ბრალდებების დამამტკიცებელ საბუთს და არ დაასახელებთ იმ მოდერატორს რომელსაც ბრალს სდებთ პლაგიატობაში, ასევე იმ მოდერატორის სახელს რომელმაც მას ხელი დააფარა, მაშინ საჯაროდ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა ყველა მოდერატორთან, ადმინისტრაციასთან.
Ruslan, ტესტზე გამახსენდა... ერთხელ მეც ვიფიქრე ანონიმით ფირის დასკანერებულ ბოლოს დავდებ და ცოტას ვიღადავებ მეთქი. http://www.boke.ge/forum/?img=76365 და აბა რა მოხდა? ჩემი შედევრი დღის ფოტო გახდა და დღემდე საუკეთესოებშია. მერე მე ბევრი ვიცინე, მაგრამ უფრო სატირალია, ჰმ ჰმ... რავიცი აბა. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, ამ ექსპონატის გადღისფოტოვებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბოკელების ღრმა პროფესიონალზმს!!!!!!!!!! Added @
QUOTE(Ruslan @ Jun 28 2007, 20:04)
Pet Shop Boys, , კიდევ კარგი ერთი მაინც საუკეთესო გალერეაში შევიდა, მიახლოებით ორი კვირის წინ ანონიმის სახელით Imogen Cunningham-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო დავდევი გალერეაში, თან დავარქვი "იდეალური კომპოზიცია", მაინტერესებდა როგორ შეაფასებდნენ, დაინახავდნენ, შეიგძრნობდნენ კომპოზიციას, ფორმას, პლასტიკას. შედეგი - კომენტარი ერთი(ისიც იკითხა ეს რა არისო) და შეფასება - ნოლი. მაგრად ვიხალისე
ეგ ორი წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაა უკვე. კომპოზიციის დანახვის, შეგრძნების მიხედვით ერთ ადგილზე ვდგავართ, ჩემი ტესტის მიხედვით ..
P.S. იმედია მოდერატორები მაპატიებენ, ეგ ფოტო 12 საათის განმავლობაში ანონიმის ქვეშ იყო და მერე წაიშალა. თან ჩემით ვაღიარე, როგორც კი შემთხვევა გამომიჩნდა
მე ერთი კითხვ მაქვს: აი თუ მე არ მქოვს მოცემულ მომენტში აპარატი, დავინახე კადრი, და მეგობარს ვუთხარი გადაეღო, მივუთითე კუთხე და მოკლედ ყველაფერი და კნოპკასაც მან დააჭირა. შემდეგ მე ავდექი და დავდე ცემ გალერეაში მე პლაგიატი ვარ? ან მეორე შემთხვევა: მე მოვამზადე სიტუაცია, მინდა გადავიღო ავტო და მივაწოდე აპარატი სხვას, მან გააჩხაკუნა მხოლოდ და მე მერე ის ფოტო ჩემ გალერეაში ავტვირთე ესეიგი რა პლაგიატი ვარ?
Moderator-2 გალერეაში არა მაგრამ კომპში მაქვს და მინდა დავდო... beshqena რატომ არა, სხვამ უბრალოდ დააჭირა ღილაკს, ჩემი რატომ არ არის?
ეს ამბავი დამიზუსტეთ.. რომ მერე არავინ მომარტხას ვორნი რომელიც ისედაც ბევრი დამიგროვდა და ვთვლი რომ უსამართლოდ, და დროა მომაშორონ, ან რომ მერე წამიშალონ ფოტო !