მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და შესავლებით თავი არ შეგაწყინოთ, მოგახსენებთ, რომ 1 მარტს ფოტო-კლუბ “ბოკეს” 4 წელი შეუსრულდა... თუმცა ეს ამბავი New Art Café -ში შეკრებილ ყველა ბოკელს თუ არა-ბოკელს ახსოვდა-მეთქი ვერ ვიტყვი... იქ მისვლის მიზეზი იმ გამოფენის გახსნა იყო ბატონი პრეზიდენტის ინიციატივით დღემდე რომ იმართება და "ჩემი წლის ფოტო" (საყვარელი ფოტო) ჰქვია...
ასე იყო თუ ისე... ამ მეტად ლოიალური გამოფენის გახსნაზე, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ბოკელს შეეძლო დიდი ინტერესით გავემართეთ... სხვისი არ ვიცი და მე კი მიხაროდა რომ გაზაფხულის პირველ დღეს „დაემთხვა“ ეს მშვენიერი eventი, მითუმეტეს, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის (Cqnapiს) ნამუშევარი პირველად იფინებოდა ...
New Art Café -ში ტევა აღარ იყო... გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე სულ ცოტა რჩებოდა და PR-მენეჯერის ეშმაკურად აციმციმებული თვალებით განდობილი დაპირებაც, რომ „მაგარი სიურპრიზი გველოდა“, აღარ ვიცოდი „დღეს პირველი მარტია ვინც მოტყუვდა ბატიას“ პრინიციპით იყო ნათქვამი, თუ მართლა გველოდა სიურპრიზი...
მოკლედ, მას შემდეგ რაც ხალხი შეიკრიბა, საოზაგდოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა კადრი ააწყო და ჟურნალისტმა კი მიკროფონი მოიმარჯვა, ბატონმა Leonsio-მ გამოფენა გახსნილად გამოაცხადა, მისთვის ჩვეული თავდაჯერებით წარმოსთქვა სიტყვა და ასპარეზი ბოკეს პრეზიდენტს დაუთმო....
შოთამაც მიულოცა მონაწილეებს (განსაკუთრებით პირველად გამოფენილებს) გამოფენის გახსნა, მეუღლესთან ერთად გადასცა ბოკეს მაისურებში მოსულ დამსწრეებს დაპირებული უფასო ლიმიტი და ის-ის იყო გავიფიქრე სიურპრიზი პირველი მარტის ხუმრობა იყო-მეთქი, რომ გაისმა შეკითხვა: -- „აბა, ვის ახსოვს დღეს რა დღეა?“ ... ვიღაცამ სადღაციდან წამოიძახა დღეს ბოკეს დაბადების დღეაო და შუქებიც ჩაქრა...
აი, ისიც... სიურპრიზი ბოკეს პირველმა ლედიმ შემოიტანა....
სანთლის ერთობლივი ჩაქრობის შემდეგ შესრულდა ბოკეს ახლადშექმნილი ჰიმნი... აინთო შუშხუნები... გამხიარულდა ყველა და PR-მენეჯერმა მთელი ბოკეს სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფოტოკლუბის დამფუძვნებლებს ამ მშვენიერი საქმის წამოწყებისათვის... დამფუძვნებელთა შორის უკოლორიტულესი ბატონი Guja წამით გამოერკვა კონკრეტულად მის გარშემო ატეხილი აურზაურიდან (მის გარშემო ხომ მუდამ აურზაურია), ჩიბუხი გვერდზე გადადო, ყველას მოგვესალმა და კატეგორიულად მოითხოვა ჰიმნის ცოცხლად შესრულება...
ოფიციალური ნაწილი დასრულდა და კაფეში ისევ ფუსფუსი ატყდა... თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მეტი ხალისით გაჯერებული...
მერე ნელ-ნელა ხალხი დაიშალა და ჩვენც წამოვედით... რაღა დაგიმალოთ და New Art Café-ს საკმაოდ ხშირი სტუმარი ვარ, გუშინაც ვიყავი და კიდევ ერთხელ გამიხარდა რომ კაფეში სადაც მაგიდაზე Warhol-ს თუ Basquiat-ას ჩარჩოში ჩასმული ფოტოები დევს და ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკა ისმის ბოკეს დაბადების დღე აღინიშნა...
ჩ/მ/ა უბრალოდ "ტეხავს"როდესაც Fოტოებს ათვალიერებ და არ იცი ვინ ვინ არის უინტერესოა ასე დათვალიერება-) უნდა ეწეროს ვინ არის-) სიტყვაზე მე ვიცი ვინ ვინ არის,მაგრამ ყველამ ხომ არ იცის?
DIKARKA, გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ მეც არ ვიცოდი ვინ ვინ იყო აქ ყველა... ჩემთვის ძალიან ბევრი ახალი ადამიანია ბოკეზე, რაც თავისთავად ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ ასე რომ ვერ დავწერდი ვინ ვინაა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ ვიცოდი და მე ვინც ვიცოდი ის ისედაც ყველამ იცის...
როგორ მინდა თქვენთან ერთად ვიყო რა მშვენივრად ჩატარებულა ყველაფერი
ბოკე გილოცავ დაბადების დღეს დიდხანს იარსებე და კიდევ მრავალს ასწავლე ფოტოხელოვნების სიყვარული. ბევრი ნიჭიერი აღმოაჩინე და საკუთარი თავი აპოვნინე გაძლერებას და გაფართოვებას გისურვებ ჩემს სითბოს და სიყვარულს გიგზავნით შორიდან