It's a wonderful life ქვია მაგ ფილმს, მე მგონი "ცხოვრება მშვენიერია" უკეთესი თარგმანია არაჩვეულებრივი ფილმია, მე მაქვს, ოღონდ ინგლისურად, 50იანის ამერიკული ისეთი საშინელი გასარჩევი იყო, ადრე გვახარიას თარგმანით რომ არ მქონოდა ნანახი, ნახევარს ვერ გავიგებდი ალბათ
მე რომ დავდო არ შეიძლება? ძალიან ადვილი გამოსაცნობია, არ გაგიჭირდებათ ჩემი უსაყვარლესი ფილმია:
dathuna, მარტივია: შეიძლება სიუჟეტი არ მოგეწონოს, მიუღებელი იყოს ადამიანისთვის, აღსაშფოთებელიც, მაგრამ ფილმი გამოვიდეს ძლიერი. ამაზე "საშინელი" ფილმები არ გინახავს ფსიქოში? მეც აღვშფოთდი სიუჟეტით, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად ოდესღაც სვანეთში რეალობა იყო... და რატო არავინ საუბრობს ბუნებაზე, ტექნიკურ გადაღებაზე, თუნდაც მხატვრულობაზე? ეს ფილმი არის ქართული დრამა, უფრო სწორად - ტრაგედია, რაც არ უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ მას საშინელი უწოდო. უბრალოდ, ძალიან მოგვხვდა ყველას გულზე, რადგან ჩვენია. დაგეთანხმები, რომ საშინელი საყურებელია..
არ ვიცი ვის ვიზე შეეცვალა წარმოდგენა, მე პირადად არ მომეწონა გადაღების ხარისხის მხრივ და არა იმ ისტორიებით რაც აღწერილია, ეგეთბი სვანეთშიც ხდებოდა, ხევსურეთშიც და საქართველოს გარეთაც. (ბანკოკში რესტორანში ცოცხალ მაიმუნს პირდაპირ სუფრასთან უჭეჭყავენ თავს და ტვინს დესერტად მიირთმევენო, დღესაც, ამბობენ, ასე რომ ჩვენი ნუ გაგვაკვირვებს მაინცდამაინც )
საერთოდ სადაც კანონი და სამართალი ბოლომდე არ სრულდება იქ ადამიანური სამართალი ყველანაირ სახეს იღებს და გასაკვირი არაფერია. მთაში გაზრდილ კაცს კიდევ თავმოყვარეობაც რომ სხვაგვარი აქვს და სიფიცხეც, არაა ახალი ამბავი.
ვინც მანამდე არ იცოდა სვანების შესახებ და მხოლოდ ამ ფილმით ან ანეკდოტებით იყალიბებს წარმოდგენას, ეს მისი პრობლემაა ნამდვილად და არა შენი ან ჩემი.
და საერთოდ ეს სხვა საკითხია და ამ თემას არ ეხებოდა, მე უბრალოდ ძლივს ერთი გადაღებული ფილმის (სვანეთზე კი არა, ზოგადად ბოლო დროს საქართველოში, კინოპროდუქციის სიმწირის ფონზე) ასეთმა ხარისხმა აღმაშფოთა (ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სოსო ჯაჭვლიანის - როგორც გედიას როლის შემსრულებლისადმი), და ეს ხარისხი ნამდვილად არ იყო დამოკიდებული ფულზე.
უბრალოდ, სულ ელემენტარულია რომ სვანებზე გადაღებულ ფილმში ქართლ-კახურად და მითუემტეს თბილისურად არ უნდა უქცევდნენ მსახიობები და სტუდიური გახმოვანება არ უნდა იყოს, ბალახს, ხეს, ნიავს, ყველაფერს თავისი ხმა აქვს და მაგის გარეშე საშინელი მოსასმენია. შინაარსობრივ გადასვლებზე, უფრო სწორად წყვეტებზე აღარაფერს ვამბობ.
მოკლედ, საშინელი ფილმია (გადაღების მხრივ) არ უყუროთ
makuku, არაფერი არ მომხვედრია იმიტო რო არაა ისე გადაღებული Fილმი რო რამე მოგხვდეს პირიქით თუ რამე აქვს ამ Fილმს ეგ სიუჟეტი მარა სიუჟეტსაც ხო უნდა გადაღება. ხოდა არ მომეწონა მე ეგ Fილმი როგორც გადაიღეს.
3 სხვადასხვა აზრი! ეს კარგია Kat, მე ეგენი არ შემიმჩნევია, ალბათ შენ უკეთ ერკვევი.. ფილმის დასაწყისში კი დავინახე სიყალბე, მაგრამ თანდათან ხელოვნურობა გაქარწყლდა. შეიძლება დიდი ეკრანის "დამსახურებაა", რომ საბოლოოდ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა
მგონი გავაოფეთ თემა. მოკლედ იმედია კიდე ბევრი კარგი ქართული ფილმი გვექნება, რომლის კადრებსაც აქ დავდებთ და განვიხილავთ
ბაბლუანების "მემკვიდრეობაც" მაგ სვანურ ტრადიციებზეა, მაგრამ ფინალი ტეხავს.
აი, სვანს რაც შეეხება, არაა ცუდი. 2 კვირის წინ იყო სიუჟეტი პე-ეს-ში, როგორ მოკლა სვანმა ბიძაშვილი (გოგო)... ასე, რომ ასეთები დღესაც ხდება და ტეხავს, და სადღცა აზიის გადაკარგულში მაიმუნებს რას უშვებიან არ მაინტერესებს!
რაც შეეხება გახომვანება-არგახმოვანებას, ყველა ფილმი ხმოვანდება. ამ ბოლო დროს ჰოლივუდმა რამდენჯერმე სცადა შუმავიკი პუშკით ხმის ჩაწერა და მხოლოდ ოთახებში გადაღებულ სცენებში გაამართლა. ქუჩის დროს ყველა ფილმი უნდა გადახმოვანდეს, იმიტომ, რომ მერე ბალანსს ვერ დაიცავ.
"სვანს" აქვს რამდნიმე ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემ თვალში მაინც ფილმია, ანუ ფილმად შედგა!
და აქ უკვე გემოვნების ამბავია, ზოგს მოწონს და ზოგს არა.