მარსელ კარნე-ს le jour se leve, ტორენტ რუზე თუ იპოვე, არ გაუშვა ხელიდან. 47-ში ჰოლივიდური ვერსიაც გადაუღიათ.
შენც დადე და თუ შეატყობ რომ დამწნილებას იწყებს, მიაწერე ვინაა და ახალი დადე. მოკლედ ამ თემას ერთადერთი ფუნქცია ისღა დარჩენია, რამე ახალი მაინც ვუთხრათ ხოლმე მე და შენ ერთმანეთს.
პს. აზზე არ ვარ, მინიშნება იქნება თუ პირდაპირ რეკომენდაციები წავა?
პ.ს.2. დღეს დისკები ვიყიდე და ბლომად ადგილი მაქვს : ))
ხო, ეგ ფუნქცია დარჩა.. და იდეაში, უფრო ჰუმანური, ვიდრე თავდაპირველი ჩანაფიქრი.. ეს უფრო უტულიტარულია, ყოველგვარი რძალო შენ გეუბნები, მულო შენ გაიგონეს გარეშე.. .. ) აბა, არ გამოდის სხვანაირად..
ჰო.. მინიშნება? ეს კაციც იმ იშვიათ რეჟისორებში შედის, რომელთაც ორჯერ გაიმარჯვეს კანში..
ეს კინო იცი? ორსონ უელსის პერსონაჟი არის ქართველი თავადი, ვასო ატაბიძე..
როგორია, ორსონ უელსი და ვასო ატაბიძე?.. მეტი რეკლამა რა გინდა.. თან კინოში არის მომენტი, ჭიქას პირთან აჩერებს და ამბობს.. ახლა ნაღდი სადღეგრძელო უნდა ვთქვა, ისეთი, როგორის საქართველოში იციან.... და "რეჩს" მოარტყამს და შესვავს.. მოკლედ, იცი?