საკამოდ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ასე, ვირტუალურად გავიცნობ ადამიანს და რამდენიმე თვეში აღმოვაჩენ, რომ თურმე საქართველოში არ ცხოვრობს...
ნელ-ნელა კომენტარებით ვარკვევ, რომ საკამოდ ბევრი მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შემოდის აქ.
დარწმუნებული ვარ აქაურებთან კონტაქტი რაღაცით მაინც აახლოებს საქართველოსთან თითოეულს.
მოდით ამ თემაში ყველა "ემიგრანტმა" (საშინელი სიტყვაა, მაგრამ მეტი სინონიმი ვერ ვუპოვე) დაწეროს ახლა სადაა (და რამდენი ხნით). მე პირადად ძაან მაინტერესებს
სხვათაშორის მართლაც ძალიან აქტიურად შემოდიან საზღვარგარეთ მყოფი ქართველები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან თუ შტატიდან და გლდანიდანაც შენ წარმოიდგინე
კაი თემაა : ))) ესე იგი ვარ საფრანგეთში (ლეგალურად) ოჯახის შექმნის მიზნით დავრეგისტრირდი ბოკეზე და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ ! პირველად აქ ლიბანიდან შემოვედი (ოღონდ ეს სერიოზულად) რამდენი ხნით ვარ და... ჟირინოვკი ივო ზნაეტ Added @ levani7ის მეუღლე არ გეგონოთ ოღონდ
ხოოოო, აიიი გამარჯობა ყველას )) გილოცავთ ძველით ახალ წელს ...
მთელი ოჯახით თუ გვიყურებთ , გვახარებს ეგ ფაქტი ))))
მოკლედ, ვარ ესტონეთში ლეგალურად.. )) ვმონაწილეობ "Evropean Voluntery Service project" -ში... პროექტი 10 თვიანია და უკვე ნახევარი წელია აქ ვარ.. ვმუშაობ ბავშვებთან "Creative work woth children" პროგრამით... საშინლად მენატრება საქართველო, თუმცა პირველი 3 თვე უფრო საშინელი იყო *))))) ვაპირებ ვიმოგზაურო გარშემო ქვეყნებში მაინც , სანამ ესტონეთის ID card მაქვს *)))))
ემიგრანტობაზე რა მოგახსენო ( მეზიზღება ეს სიტყვა) მაგრამ მე საფრანგეთში ვარ (ლეგალურად). ბოკეზე კი დიდი ხანია რაც დავრეგისტრირდი (საქართველოდანვე) მაგრამ დღეს ბოკე ჩემთვის უძვირფასესი კავშირია საქართველოსთან
leonsioo მაშინ მე საზღვარგარეთ დაბადებულ გაზრდილი ვარ (ანუ თემქა ) ლოლ
ეხლა ვარ ისრაელში ლეგალურად უკვე მერვე წელიწადი დაიწყოო ბოკე ძალიან მიყვარს იმიტომ რო მართლაც მაახლოვებს საქართველოსთან ყოველდღე ვხედავ აქ მონატრებული ქუჩების ფოტოებს ვისმენ პოლიტიკურ მოსაზრებებს ( უი დედაა ) და რავიცი მგონი საქართველოში უფრო ვარ ვიდრე აქ
მთელი ოჯახით არ ვუყურებთ ბოკეს მაგრამ მთელი ოჯახი დამჭყავის თავზე სუ მაგ ბოკეზე ნუ ხარო
ხოდა ვოოოტ .
ბექ კაი თემაა ( აი უსაქმურობა არც თუ ისე ცუდია ბევრი კაი აზრები იბადება მაგ დროს )
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ასეთი გრძნობა მუფლება,ანუ ვირტუალური WWW.BOKE .GE უფრო მეტად ვირტუალურ-არარეალური გახდება, როდესაც იცი,რომ სულ მალე ქვეყანას ტოვებ, თუნდაც ლეგალურად,,,ჯერ არ მონატრებული მონატრება,,,