კანადელმა ხელოვანმა გრეგორი კოლბერმა მოღვაწეობა პარიზში, დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო. ფილმების გადაღებამ დააახლოვა ფოტოგრაფიასთან. პირველი გამოფენა 1992 წელს შვეიცარიაში, Musée de l’Elysée-ში მოაწყო. 13 წლის განმავლობაში კოლბერმა ჩაატარა 33 ექსპედიცია მსოფლიოს ყველაზე შორეულ და ეკზოტიკურ ქვეყნებში: ინდოეთი, ბირმა, შრი-ლანკა, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, ტონგო, ანტარქტიკა, ნამიბია. მან ერთი მიზანი დაისახა-წარმოეჩინა ადამიანებისა და ბუნების, ცხოველური სამყაროს საოცარი ურთიერთობა. პროექტ "Ashes and Snow"-ში წარმოდგენილია ფოტოები, 1 საათიანი ფილმი, არტ-ინსტალაციები და რომანი წერილებში. ფოტოები შესრულებულია სეპიაში, მუქ ყავისფერ ტონალობაში. «В моих работах представлен мир без начала и конца, это может быть и здесь, и там, как в прошлом, так и в настоящем. И я надеюсь, что конечный результатом станет ощущение чуда и состояние созерцания, спокойствия и надежды». (Грегори Кольбер).