BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007

| |
Nika
post Aug 16 2007, 12:29
#1 
Club Founder

Administration Administration
8,485


დაიწყო ყველაფერი იმით, რომ გავმაზე "კარვის" ლაშქრობა სამსახურის გამო. უკვე გული მისკდებოდა როცა მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა გიორგიმ მითხრა რომ აპირებდა წასვლას თუშეთში და თუ მინდოდა მეც შემეძლო წაყოლა. თავდაპირველად 6-ნი უნდა წავსულვიყავით მისი გაზ-69-ით (ვინც არ იცის რა მანქანაა ეგ ფოტოებს რო დავდებ მიხვდება). ჯერ იდეაში იყო 9-12 აგვისტო მარა 2 დღით გადადება მოგვიწია. ამის გამო ორი კაცი ამოვარდა. ბოლო მომენტში მანქანის პრობლემებიც დაემატა ამას და უკვე ჩემი სამურაით ვაპირებდით წასვლას მარა საბედნიეროდ მაინც მოხერხდა გაზ-69-ით წასვლა. კიდე კაი მარტო 4 ვიჯექით მაქნანაში.

ამით შესავალი დამთავრდა.

შაბათს დილით ყველაფერი იმით დაიწყო რომ ეზოში 6 საათზე ჩასულს იქ არავინ დამხვდა. თურმე მაღვიძარამ არ იმუშავა და საბოლოოდ მარტო 7-ზე მოვახერხეთ გასვლა. წავედით მე, გიორგი, მამამისი ვაჟა და გიორგის ბიძაშვილი გოგა. ვინაიდან ტრასაზე მანქანა 70-ზე სწრაფად ვერ მიდიოდა თელავში გომბორით გადავედით რითაც მინიმუმ ნახევარი საათი მოვიგეთ. თუმცა თელავში დავკარგეთ ბლომად დრო ბაზარში რაღაცეების ყიდვაზე და საწვავის ჩასხმაზე. საწვავი ჩვენი მთავარი პრობლემა იყ. გაზ-69 მაინც ლამის ომისდროინდელი მანქანაა და ცუდ გზებზე 2-ჯერ მეტ საწვავს მიირთმევს. ფაქტიურად ძლივს გვეყო 70 ლირტი ბნზინი თელავი-თუშეთი-ალვანი გავლაზე. აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.

მაშ ასე. თუ მიდიხართ ბაკურზიხის მხრიდან და თელავში არაფერი გესაქმებათ გადაუხვევთ ეგრევე ყვარლის მიმართულებით და ალაზანზე გადასვლისთანავე ეგრევე წახვალთ მარცხნივ ახმეტისკენ. გაივლით ნაფარეულს, სანიორეს და მერე ფშაველია. ეს მარშუტი ყველაზე მოკლეა. ოღონდ ვიმეორებ ფშაველში რომ შეხვალთ ომალოს მაჩვენებელისკენ არ გაყვეთ. გაუხვიეთ ახმეტისკენ და მერე ცოტა ხანში გადაუხვიეთ მარჯვნივ (ანდა იკითხეთ).
გომბორზე გადასულებს შეგიძლიათ ვარდისუბნიდან ალავედისკენ გაუყვეთ გზას (თუმცა ცოტა წრე გამოდის ასე) მე მაინც თელავის გავლით გირჩევთ გავლას.

გომბორზე გზა მაინც ცუდ დღეშია. თუმცა მოძრაობა აღდგა თუ ტრასაზე 90-100 შეგიძლიათ სიარული ბაკურციხეზე ჯობია გაიაროთ. ბაკურციხის გავლით თელავამდე 150 კიოომეტრია. გომბორიდან 100.

ბოლო ბოლო გავედით ფშაველიდან და გავიყევით მდ. სტორი (ან სთორი) ხეობას.

გაგრძელება იქნება.


მანამდე დავწერ რა მოვინახულეთ.

1 დღეს ომალო. და დავბანაკდით დართლოს ძირში ალაზნის პირას.
2 დღეს კვავლო და დართლო. მერე ჭეშო ფარსმანთა და გირევი (შორიდან რადგან ალაზანზე მანქაით გადასვლა აღარ გვინდოდა). შემდეგ დავბრუნდით ომალოში და გადავედით შენაქო დიკლოში. მარა დიკლოს ციხეს ვერ ვასწრებდით უკვე და წამოვედით უკან. დავბანაკდით ხისოსთან.
3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)
4 დღეს დავბრუნდით უკან და გზად თავისუფალი დროის არესებობის გამო ვნახეთ კვეტერა.

ჩემი პირადი აზრით კვავლო-დართლო აუცილებლად სანახავია თუ ვინმე იქ წახვალთ. ასევე მაგარია ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკები. თუმა თუ დიდი ხნით ხართ მაშინ ბოლოსკენ მოიტოვეთ რომ სხვა სოფლების სანახაობა არ დაიჩრდილოს.
*****

მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კუთხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ. ამან ყველაფერმა ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. მანქანების რაოდენობამ რომლებიც ჯერ დართლოში და მერე ხისოსთან, ჩვენ ბანაკთან დადიოდნენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:37
#2 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე პირველი - გადასვლა თუშეთში, ომალო, დართლო

იმის თქმა დამავიწყდა რომ გომბორიდანვე გამოჩნდა რა ცუდი ამინდი გველოდა წინ. უღელტეხილზე ასვლა არ გვქონდა დაწყებული და უკვე ნისლები დაიწყო. მალე გაწვიმდა კიდევაც.
user posted image

ამის მერე ფოტოები ფაქტიურად არც კი გადამიღია. შორტებში და მაისურში ვიჯექი მანქანაში და ვკანკალებდი. ჩემი თთბილი ტანისამოსი კი ზურგჩანთაში მანქანის საბარგულის ძირში იყო. მანქანა ჯიუტად ადიოდა აღმართებზე სერპანტინზე. უკვე 10 მეტრში არაფერი ჩანდა. ნელ-ნელა ცა უფრო და უფრო ნათდებოდა და იმედი მოგვეცა რომ ეგებ ზევით ღრუბლებს მაღლა აღმოვჩნდებოდით და მზეს დავინახავდით. მაგრამ ამაოდ. უღელტეხილზე GPS-მა მაქსიმალური სიმაღლე 2850 მეტრი ანახა. მერე დაიწყო დაშვება.
ეს უკვე ხედი ქვევიდან. კომუნისტების დროს აქ მაღალი ძაბვის ხაზები გადიოდა.
user posted image

წინ კიდევ საიმედოდ კარგი ამინდი ჩანდა
user posted image

აქ უკვე ხისოს ალაზნის ხეობაში ვართ (მგონი) და პატარა ჩანჩქერუკაცაა.
user posted image

აი პირველი სოფლებიც. ქვევით ჭალა. ახალი დასახლებაა. ზევით კიდე ხისო.
user posted image

გავაგრძელეთ გზა და აი მივუახლოვდით ომალოს რომელიც სადღაც იქ ზევით გვემალება
user posted image

ქვევით კიდევ ალაზანი მიედინება (თუშეთის ალაზანი).
user posted image

კოშკები გამოჩნდა შორიდან
user posted image

აქ ქართული დროშა ფრიალებს!!!

user posted image

ხედი დართლო-ბოჭორმას გზისკენ
user posted image

აქ უკვე მივხვდით რომ პირვანდელ გეგმიდან, შენაქო დიკლოს მონახულება, უნდა გადავეხვია. საქმე იმაშია რომ მანქანა უზომოდ მიირთმევდა საწვავს. ხოლო შენაქოსკენ ისევ ქვევით უნდა წავსულვიყავით. ამიტომაც გზა დართლოსკენ გავაგრძელეთ. დართლო-ბოჭორმა გზის გასაყარზე ჩეხი ტურისტები შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენსავით ფიქრობდნენ საით წასულიყვნენ. საბედნიეროდ ამ დროს მანქანამ ჩაიარა და დართლოს გზა მიგვასწავლა. საერთოდ მანქანები ძაან ბევრი დადის. საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.

ესეც ხედი. ქვევით დართლო. ზევით კიდევ კვავლო ჩანს. მარა ეს კვავლოს 1% თუ იქნება. დანარჩენი აქედან არ მოჩანს.
user posted image

პირიქითის ალაზნის ხეობა და დართლოს ახლად გაშენებული ნაწილი
user posted image

ისევ დართლო და კვავლო (საერთოდ ამ ადგილას ალბათ 100 ფოტო გადავიღე ისეთი სილამაზე იყო).
user posted image

ესეც ჩვენი ბანაკი
user posted image

ალაზნის ხეობა მზის ჩასვლისას
user posted image

ჩეხი ტურისტები ივანა და ტომასი. მიდიოდნენ ხევსურეთისკენ. მათი ინფორმაციით შატილამდე 35 კილომეტრი იყო. უკვე მეორე დღეს რუკაზე რო დავხედე მივხვდი რომ 35 კილომეტრი მარტო აწუნთამდე იყო. მოკლედ ძაან კარგად ვისაუბრეთ იმ საღამოს. ვარძია ჰქონდათ ნანახი და კიდევ რამეს ნახვა უნდოდათ. ან სვანეთი ან სტეფანწმინდა. გააჩნია რას მოასწრებდნენ.
user posted image

ასე დამთავრდა პირველი დღე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:39
#3 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე მეორე, ნაწილი პირველი - კვავლო, დართლო

დღე მეორე. დილით გავიღვიძეთ არც ისე ადრე და არც ისე გვიან. ნუ მზე ხეობაში არ აპირებდა შემოხედვას ასე 8.30 იქნებოდა მარშუტზე გასასვლელად რო ვიყავით მზად. გადავწყვიტეთ გირევამდე ფეხით ასვლა (ბენზინის ეკონომიის მიზნით და ასევე სამანქანე გზის არსებობის გაურკვევლობის გამო), ხოლო უკან მოსულები კვავლოს დავათვალიერებდით და იქიდან ჩამოვიდოდით დართლოში. მარა თავიდანვე ყველაფერი არასწორად გამოგვივიდა. 200-ოდე მეტრში გზა ორად გაიყო და ჩვენ უფრო ნავალი გზით გავგრძელეთ სიარული. მალევე ცხადი გახდა რომ ეს გზა სოფელ დანოში ადიოდა, მერე კიდევ სავარაუდოდ აღარ გრძელდებოდა გირევისკენ.

დართლოს ხედი ზედა გზიდან. ქვედა გზა ჩანს მარჯვნივ.
user posted image

საბედნიეროდ მალევე გაირკვა რომ ეს გზა კვავლოსკენაც გრძელბოდა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა გეგმა და ჯერ კვავლო გვენახა. შემდეგ უკან დანოსკენ მოვსულიყავით და აქედან დავშვებულიყავით ქვედა გზაზე გირევისკენ წასასვლელად.

ხედი სოფელ დანოზე
user posted image

ამინდმა ხელი შეგვიწყო. ფაქტიურად მთელი ასვლის პროცესში (1800-დან 2200 მეტრამდე) მოღრუბლულობა იყო და უკვე კვავლოში მისულებს დაგვხვდა ადგილზე მზე და უღრუბლო ცა.

ქვევით დართლო მოჩანს
user posted image

ნელ ნელა "ახალი კვავლო"-ს გამოჩნდა (ეს სახელი მე შევარქვი). სოფლის ნაწილი ახლადაა აშენებული მთის მეორე ფერდობზე სადაც სამანქანე გზა მიდის.
user posted image

ისევ დართლო
user posted image

თივის ზვინები. უკან კვავლოს კოშკები მოჩანს.
user posted image

ზევით კი აი ასეთი ნისლებია
user posted image

კვავლოში ზამთარში ერთადერთი ბერიკაცი რჩება რომლის სახლზე აი ასეთი ნახატია.
user posted image

ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა რომ გირევამდე საკმაოდ კარგი სამანქანე გზა მიდის. ამიტომაც გეგმას კიდევ ერთხელ ვცვლით. აქედან გადავდივართ კვავლოში. შემდეგ დავეშვებით დართლოში სათიბებით, მერე მანქანით წავალთ გირევისკენ. შემდეგ უკან დავბრუნდებით და შენაქო დიკლოს ვნახავთ. გომეწარში კიდევ ან ფეხით წავალთ მესამე დღეს ან საერთოდ ამჯერად გამოვტოვებთ თუ ტბაზე ასვლას ვამჯობინებთ. მაგრამ ამაზე მერე მოვიფიქრებთ.

"ახალი კვავლო"
user posted image

კვავლო
user posted image

კვავლოს კოშკი.
user posted image

კვავლოს ხედები
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


დართლოსკენ პირდაპირ სათიბებით დავეშვით. გზაზე ყველა მიმართულებით მოსიარულე უცხოელი ტურისტები შეგვხვდნენ. და ძალიან ლამაზი ყვავილნარი იყო.
user posted image

აი ასეთი სველი წერტილი ვნახეთ დართოში ერთ ერთ სახლში
user posted image

საშხაპე
user posted image

ამ გადახურვებზე გონება გადამეკეტა.
user posted image

ეს კიდე ცივილიზაციის ნიშანი
user posted image

ამით დამთავრდა მეორე დღის პირველი ნაწილი. კიდევ ორი ნაწილი იქნება
გირევის მხარე და შენაქო-დიკლო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:46
#4 
Club Founder

Administration Administration
8,485


მაშ გავნაგრძობ.

დღე მეორე. ნაწილი მეორე (ჭეშო, ფარსმა, გირევი).

მალევე დავშალეთ ბანაკი და ჩავლაგდით მანქანაში. გეზი გირევისკენ ავიღეთ.
საკმაოდ ვიწრო გზა მიუყვებოდა მდინარეს. ცოტა ხანში პირველი სოფელიც გამოჩნდა ჭეშო. ეს ჭეშოსთან მთებია
user posted image

ეს კი იქვე მდელოზე მონავარდე ცხენები. უკანა პლანზე ჩანს ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკი. სამწუხაროდ ახლოდან არ გადამიღია გარკვეული მიზეზების გამო sad.gif
user posted image

აქვე გავიგეთ რომ გზა გირევამდეა მარა ორგან ალაზანზე უნდა გადავსულიყავით მანქანით. ერთგან გზა ორად გაიყო და ალაზნის მეორე ნაპირსაც მიუყვებოდა. დიდი დრო დავკარგეთ დაზვერვაზე და ბოლოს მაინც ისევ იგივე ნაპირს გავყევით. მალე სოფელ ფარსმამდეც მივედით.

user posted image

ფარსმას შემდეგ გზა მალევე გადადის ალაზანზე. ფეხით გირევში მისასვლელად შესაძლებელია გაუყვე ვიწრო ბილიკს. სამანქანე გზით კიდევ ...
user posted image

ეს ნივა ეტყობა დიდი სიჩქარით შევარდა წყალში და გაიჭედა. ჩვენ ამოვიყვანეთ
user posted image

ცხენებს ეგ პტობლემა არა აქვთ
user posted image

აი ასეთი მდელოა გირევის წინ
user posted image

ეს თვითონ გირევი
user posted image

აქეთ რაღაც ლამაზი მთაა
user posted image

როგორც აღმოჩნდა იმ დღეს გირევის დღეობა იყო და უამრავი ხალხი მოიწევდა იქით
user posted image

აი აქედან მოვედით
user posted image

აი ეს ჯგუფი ფეხით მოდიოდა ჭეშოდან. გზად ერთი გოგო ცუდად გამხდარა და ჩვენ წავიყვანეთ დართლოში. ამის გამო მეტი ფოტო დართლომდე არ გადამიღია
user posted image

როგორც ჩანს გირევში დოღი უნდა გამართულიყო. აფსუს დრო არ გვქონდა სანახავად.
user posted image

ხედი ფარსმას ზევით.
user posted image

დავიძარით ომალოსკენ. მეორე მხარეს კი აი ეს სოფელი ჩანდა. სავარაუდოდ ჩიღო.
user posted image

ეს კი ჩანჩქერუკაა იმავე გზაზე
user posted image

ამის შემდეგ ჩავედით ომალოში.

გაგრძელება იქნება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:48
#5 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე მეორე ნაწილი მესამე (შენაქო, დიკლო)

ომალომდე არ მისულებს უნდა გადაგვეწყვიტა რა გვექნა. საბოლოოდ გეგმა ასე გადაწყდა და უკვე აღარ გადაგვიხვევია: მივდიოდით ომალოში და მერე შენაქო დიკლოს ვნახავდით. დრო იმდენი გვქონდა რომ მერე ვასწრებდით ხისომდე ასვლას და სადმე იქ დაბანაკებას. მესამე დღეს კი დილიდან ხისოდან ტბაზე ავიდოდით. ბოლო დღე მთლიანად უკანა გზას დავუთმეთ და დრო თუ დაგვრჩებოდა კვეტერასაც ვნახავდით.

საკმაოდ მალე გავიარეთ ომალო. ვიკითხეთ შენაქოს გზა. ძალიან ციცაბო დაღმართ-აღმართის შემდეგ ამოვედით შენაქოსთან და დავინახეთ ბოსლები. თუმცა გაუჩერებლად ეგრევე ეკლესიისკენ წავედით.
user posted image

ძალიან ლამაზია
user posted image

აი კიდევ სხვა მხრიდან
user posted image

ბოსლები
user posted image

ხედი სხვა მხრიდან
user posted image

გზა დიკლოსკენ
user posted image

ძაან ლამაზი ნაძვია
user posted image

ბესლები აქედან ასე ჩანდა
user posted image

შენაქოს ვიწრო ქუჩები
user posted image

ორი კიბე ხის და ქვის
user posted image

სახლები
user posted image

ხედი დიკლოსკენ
user posted image

ისევ სახლები
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

შემდეგ წავედით დიკლოში მაგრამ აქ ციხის ნახვას ვეღარ ვასწრებდით და მარტო სოფლით შემოვიფარგლეთ.
user posted image

სახლი დიკლოში
user posted image

დიკლოს ხედი იქვე მდებარე ბორცვიდან
user posted image

ეჰ დათომ ახსენა ჩვენს გამყოლს სულ რაციით ეძახდნენო ფეხბურთზე. აი ისიც
ფეხბურთი დიკლოში
user posted image

მაშტაბები რო დაინახოთ
user posted image

გამოვეშურეთ ისევ ომალოსკენ. განათება სხვანაირი იყო და ვერ მოვითმინე რამდენიმე ფოტო რომ კიდევ არ გადამეღო
user posted image

user posted image

user posted image

ჩავედით "ბარში" (ასე ეძახიან მგონი ომალოში მდინარის ხეობასთან მდებარე სოფლებს). გავუყევით გზას ხისოსკენ. გურულის რჩევით ტბაზე მანდედან ასვლა ვარჩიეთ. თან ხისოსკენ სასროლი ბადით სათევზაოდ უკეთესი ადგილები უნდა ყოფილიყო. ძალიან გაგვიჭირდა საკარვე ადგილის მონახვა. ერთ ადგილი ვნახეთ მაგრამ ხისოდან შორი იყო. ბოლოს მდინარის მეორე ნაპირზე გადამავალი გზა დავინახეთ და იქ დავბანაკდით საკმაოდ კარგ ადგილას. სასმელი წყალი არ იყო მარა ალაზნის წყალზე გავაკეთეთ ჩაი. ხოლო დასალევად საკმაო წყალი ხისოს ძირში მდებარე სოფელ ჭალაში მოვიმარაგეთ.

აი ჩვენი ბანაკის ადგილი შემდეგი ორი ღამე.
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:48
#6 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე მესამე, ნაწილი პირველი - ასვლა "ტბა"-ზე.

სახელს არ ვწერ იმიტო რო ვერ მივხვდი რა ქვია ტბას და ყველას უბრალოდ ვეკითხებოდოთ ტბაზე როგორ ავიდეთ. გაკვირვებასაც არავინ გამხატავდა.


ამ დღეს გიორგი და გოგა ადრე ადგნენ. 6 საათიც არ იქნებოდა უკვე თევზაობა დაიწყეს. მაგრამ მდინარე ძაან ცივი იყო და ასე 7.30-ზე მომესმა მათი ხმა. ადექიო. მოვრჩით თევზაობას. დროზე ვჭამოთ და ავიდეთ ტბაზეო. გამოვედი კარვიდან და აი ეს თევზები დავინახე.
user posted image

ხისოს მხარეს უკვე მზე ანათებდა
user posted image

მდინარეზე მანქანით გადავედით და გავუდექით გზას. ჭალაში გვითხრეს რომ ჯერ ხისოში უნდა ახვიდეთო და იქ კიდევ იკითხეთო გზაო. აქვე გაირკვა რომ ბოთლი მარტო მე მქონდა ასე რომ წყლის პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. აღმართი ძაან ციცაბო იყო. ძაან მალე აი ეს ხედები დაიწყო. ქვევით სოფელი ჭალაა უკან კიდე სოფელი ჩანს მგონი ჩიგლაურთა.
user posted image

ცოტა მარცხნივ კი ზევით სოფელი შტროლთაა.
user posted image

ხისოში გზა ვიკითხეთ და ისევ იგივე გვითხრეს. წადით ზევით იქ მწყემსები იქნებაო და ისინი მიგასწავლიანო. მეტი გზა არ გვიკითხია. GPS მაინც იგივე გვანახებდა.

მთლიანი ხედი. ქვევით ხისო, უკან მარჯვნივ შრტოლთა, მარცხნივ ჟველურთა, ამ უკანასკნელის ქვევით კიდევ ერთი სოფელია - ნაციხარი
user posted image

მალე აღმართი ისეთი ციცაქბო გახდა ძლივს ავდიოდით. თან მზეც საშინლად აცხუნებდა. საბედნიეროდ ალაგ ალაგ ხეები იყო და მათ ჩრდილში ვისვენებდით. საბოლოოს ავედით თხემზე. მთლიანობაში 2 კმ გავლის შემდეგ 450 მეტრი სიმაღლე ავკრიფეთ და ეს ყველაფერი სულ რაღაც საათნახევარში. წინ კიდევ 4-5 კმ გზა და სულ რაღაც 400 მეტრი ავლა გველოდა. თან გზა უკვე ტყეში მიდიოდა
user posted image

user posted image

სადღაც აქ შემოგვიერთდა კუმელაურთადან მომავალი ბილიკი.
user posted image

შემდეგ მოგვესმა ძაღლების ყეფა და ჩვენსკენ რამდენიმე გიგანტური ცუგა გამოექანა. ცოტა არასასიამოვნო იყო თუმცა მწყემსი გვარწმუნებდა რომ ისინი "არ იკბინებიან". გვერდი ავუარეთ ფერმას და ავედით ზევით მდელოზე.
user posted image

ისევ დაცემული ხეები
user posted image

user posted image

მორიგი მდელო
user posted image

არყის ხეების სილამაზე ვერ შევაფასე. არა და გურული სულ მაგაზე აკეთებდა აქცენტს. საქმე იმაშია რომ ერთ ერთი ცუგრუმელა უკან გამოგვყვა ჩუმად. და როცა არყის ხეების როშას მივუახლოვდით სიგნალი მისცა ზევით კიდევ 3 ძაღლს. მთელი არყის ხეების გავლის განმავლობაში ყველა მხრიდან ყეფა ისმოდა. მხოლოდ აქ მოხვედრის შემდეგ ჩამოგვრჩნენ ცუგები.
user posted image

უკანა პლანზე ნელ-ნელა მთელი კავკასიონი გამოჩნდა თავისი სიდიადით. თან მთების თავზე უკვე პაწა ღრუბლებიც შეიქმნა
user posted image

user posted image

ბოლოს როგორც იქნა ავედით ტბაზე. ტბამდე არ მისული პატარა ღელე იყო და იქ შევავსეთ როგორც იქნა წყლის მარაგები.
user posted image

ტბამ ცოტა იმედგაცრუება გამოიწვია. ლაგოდეხში თამარის ტბისა და რაჭაში უძირო ტბის შემდეგ რაღაც მაგარს ველოდი მაგრამ ამაოდ. მიზეზი მარტივია. ზემოთხსენებული ადგილებისსგან განსხვავებით ეს ტბა გამდინარე არაა. მას ერთი პაწა ნაკადული უერთდება და მერე მთელი წყალი ეტყობა უბრალოდ ორთქლდება. ამიტომაც არაა ასეთი კამკამა. გარდა ამისა როგორც ჩანს ამ ნაკადულზე ცხვრის ფარამ გადაიარა ზევით და აამღვრიეს.
user posted image

თქვენი მონა მორჩილი ტბასთან
user posted image

user posted image

ზევიდან ტბა გიგანტურ თავკომბალას ან სკაროსს მომაგონებს
user posted image

გაგრძელება იქნება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:49
#7 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე მესამე, ნაწილი მეორე - "ტბიდან" დაშვება.

ტბასთან შესვენებას თავი ავარიდეთ. ისევ ღელესკენ დავეშვით და იქ მოვაწყეთ მცირედი პიკნიკი. აქვე საშინელი რამე აღმოვაჩინე.
ლაშქრობაში პირველად მქონდა წამოღებული Shom-ის მიერ ნათხოვარი 4 გიგაბაიტიანი კარტა. ასევე ჩემი 2 GB მქონდა და კიდევ პოკეტ პისიში რუკებისთვის 256 მეგაბაიტი. მოკლედ მეხსეიერების პრობლემას არ ვუჩიოდი. ჩემი 2 GB წინა ორ დღეში გავავსე. ტბასტან ამოსულმა Shom-ის 4 GB-დან 1 შევავსე და მოულოდნელად ფოტოაპარატმა გაჭედა. არც ახალ ფოტოებს წერდა ბარათზე და არც ძველებს მანახებდა. ჯერ გააზრებული არაფერი მქონდა მაგრამ გამოდიოდა რომ მეტი ფოტოებს ვერ გადავიუღებდი. არა და ხვალ უღელტეხილზე კარგი ამინდი რომ იყოს რა ვქნა. პიკნიკზე ეგრევე მივაშალე რუკები (მეტი აღარ დაგვჭირდებოდა მაინც) და 256 მეგაბაიტი ხელთ ვიგდე. ფოტოები აწი უკვე JPEG-ში რო გადამეღო 100 ცალი გამომივიდოდა კიდევ. ცოტა ამოვისუნთქე. მერე ნელ-ნელა დავიწყე პოკეტ პისის გამოყენებით 2 გიგაბაიტიანიდა 4-იანზე სურათების გადატანა. ძაან ნელი პრიცესი იყო მაგრამ შესვენების განმავლობაში კიდევ 150 MB გამოვინთავისუფლე. ამასობაში უკან დაშვების დროს მოვიდა. გადავწყვიტეთ გრძელი შესვენება სიცხის თავის არიდების მიზნით სადმე ტყეში გაგვეკეთებინა.
user posted image

აი ამ ხეობუკაში იყო ღელე სადაც შევისვენეთ
user posted image

გიორგის ცხელა
user posted image

წავედით ქვევით. ეს დეკაა. მისი სუნი ამ მონაკვეთში ძაან არომატულია
user posted image

ვუახლოვდებით ძაღლების მეორე კონტაქტის ადგილს. საბედნიეროდ ამჯერად ზედა ძაღლები არავინ გააფრთხილა და ავცდით.
user posted image

განათება სხვანაირი იყო. ყველა ხე ისევ თავისებურად და უნიკალურად ლამაზი იყო
user posted image

user posted image

კიდევ ხეები
user posted image

ქვევით ფერმასთან 2 ცუგაღა იყო დარჩენილი და ისევ გვიყეფეს მაგრამ უკვე ნაკლებად. ბოლოს მივედით ხისოს თავზე მთის თხემამდე და იქ შევისვენეთ კაი ხანი. მე ამასობაში გამწარებული გადამქონდა ფოტოები ერეთი ბარათიდან მეორეზე. მერე მაინც ყოველი შემტხვევისთვის შევამოწმე ეგებ ამ მეროე ბარათზეც არ გადაიღებდა. გადაიღო. მერე ისევ ის გაფუჭებული ჩავდე როლემზეც უკვე მომატებული მქონდა ფოტოები. და ოი საოცრებავ. ამაზეც გადაიღო უპრობლემოდ. მოკლედ ეს ანომალია მე ვერ ამოვხსენი. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ცოტა რომ აგრილდა დავეშვით ხისოსკენ. ამჯერად ეტყობა ცოტა სხვა გზით ჩავედით და აი ეს ვნახეთ
user posted image

ხოლო ჭალასტან კიდევ უფრო უნიკალური რამე ხდებოდა. პირველი შეხედვით უბრალოდ ბავშვები ბანაობდნენ ალაზანში
user posted image

მაგრამ ახლოს რო მივედით აღმოჩნდა რომ აქ პენორაფტინგი მიდიოდა
user posted image

მდინარეზე გიორგი თვითონ გადავიდა მაგრამ მე რო ვნახე კაი ღრმა იყო. გადავიდოდი მაგრამ ვაი ფეხი დამიცდეს და ფოტოაპარატი წყალში აღმოჩნდეს. ვაჟა ბიძიამ მანქანა დაქოქა და გადამიყვანა მეორე ნაპირზე
user posted image

user posted image

საჭმელი ვჭამეთ და მალევე გავითიშეთ. ხვალ დილიდან ისევ თევზაობა და უკანა გზა გველოდა წინ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 12:50
#8 
Club Founder

Administration Administration
8,485


დღე მეოთხე. მშვიდობით თუშეთო!

დილით ადრე გავიღვიძეთ. ასე 7 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი მაგრამ ამ დროს წვიმა წამოვიდა. სერიოზულად გატეხილში ვიყავით. ნუთუ პერევალს დღესაც ვერ ვნახავდით. წვიმამ მალევე გადაიღო მაგრამ თევზაობის დრო არ იყო. ალაზნის მეორე ნაპირზე ვიყავით და რომ ადიდებულიყო შეიძლება კაი ხნით გავჭედილიყავით. უცებ ვჭამეთ ჩავლაგდით მანქანაში და დავიძარით უღელტეხილისკენ. გზაში ამინდი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. მალე მზემაც გამოანათა ღრუბლებიდან. უღელტეხილზე ასულებს საოცარი ხედები დაგვხვდა. მართალია მყინვარი არ ჩანდა ღრუბლებს ამოფარებული მაგრამ მაინც ლამაზი იყო

ჯერ ერთმ მხარეს გავიქეცი ანძებისკენ და იქიდან გადავიღე
user posted image

user posted image

ეს პანორამის ერთი კადრია
user posted image

აქეთ უკვე ამიერკავკასიაში ვართ.
user posted image

სტორის ხეობა (ან სთორის შემისწორეთ თუ მეშლება)
user posted image

სანამ მე ანძებთან ავდიოდი გიორგი და გოგა მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ
user posted image

მალე მეც წამოვეწიე. ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა
user posted image

მე და გოგა
user posted image

გოგა და გიორგი
user posted image

დანარჩენი სულ პანორამებია და მოგვიანებით იქნება. დავეშვით ქვევით. აი მაშინ დავინახე რა გზა ყოფილა აქეთ მხარეს. დაახლოებით 1 კილომეტრიანი ხევები და ა.შ. ბოლოს ჩამოვედით მდინარესთან. აქ გიორგი და გოგა კალმახის დაჭერის პერსპექტივაზე საუბრობენ.
user posted image

ზევის ასვლისას ეს ნიშნები ვერ შევნიშნეთ.
user posted image

26 კმ ფშაველამდე, 46 ომალომდე. 1600 სავარაუდოდ სიმაღლეს უნდა ნიშნავდეს თუმცა GPS ამ დროს საბოლოოდ მკვდარი იყო (ელემენტები დაჯდა), მაგრამ მაინც შეცდომაა. უღელტეხილის დასაწყისთან რომ ხიდია ისაა 1550 მეტრზე და ეს ადგილი უფრო დაბლაა. ასეთი აზომვებით უღელტეხილი 3000-ზე მეტი გამოდის (2825-2850 არის სინამდვილეში).
user posted image

ერთ ადგილას ვაჟა ბიძიამ რაღაც საინტერესო ქანები დაინახა და სინჯები აიღო. ვაჟა გეოლოგია და ბევრი საინტერესო რამეც მოგვიყვა მთელი ამ 4 დღის განმავლობაში იმის შესახებ თუ როგორ უნდოდათ რიონის აღმოსავლეთ საქართველოში გადმოშვება კასპიის ზღვის ასავსებად და ალაზნის ირანში გაშვებას. ალაზანი წელიწადში 2 მლნ კუბომეტრი წყალი ყოფილა. ირანში კიდევ 12 მილიონის გატანა უნდოდათ. ხვდებით რომ კახეთი მაგ შემთხვევაში საჰარას დაემსგავსებოდა. ასევე სევანის ტბის უბედური ბედის შესახებ რომელიც ელექტროსადგურების მშენებლობას შეეწირა. ტბაში წყლის დონის აღსადგენად მდინარე გადმოუშვეს, ჰესები დაკეტეს მაგრამ პირვანდელი დონე ვერ აღადგინეს. სწორედ ამას, და არა სიგას, შეეწირა სევანის კალმახი - იშხანი. ასეთი ისტორია უამრავი იყო.
user posted image

ეს ჩანჩქერი ზევით მიმავლებმა გამოვტოვეთ იმიტო რო წვიმდა და გვეჩქარებოდა დროზე გადასვლა.
user posted image

ძაან ლამაზი ადგილია.
user posted image

ამის შემდეგ გავედით ფშაველამდე და ახმეტის გავლით ავედით კვეტერაზე. კვეტერას ფოტოებს არ დავდებ ყველამ იცის როგორია. იქიდან კიდევ ისევ გომბორის გავლით ჩამოვედით თბილისში.

იმედია არ მოგაწყინეთ ასეთი გრძელი მონაყოლით.

ახლა გადავხედე და 20-ზე მეტი პანორამა ელოდება როდის დავამუშავებ. ასე რომ წინ კიდევ გელით საინტერესო ფოტოები (მეც მელის მეც ხომ არ მაქვს ეგენი ნანახი ერთად DDDD.gif ).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 13:07
#9 
Club Founder

Administration Administration
8,485


მცირედი გაიდლაინი წამსვლელთათვის.

1) 4 დღე ძაან ცოტაა. სასურველია 1 კვირა რომ ოდნავ მაინც მოასწროთ შეთვალიერება.
2) დროის ეკონომიის მიზნით სასურველია საკუთარი მანქანით იყოთ. ძაან ბევრ დროს დაზოგავთ გზაზე.
3) მანქანის მძღოლი გამოცდილი უნდა იყოს.
4) მანქანა. 4X4 და ან ძაან გამძლე ან ისეთი რომ დაბრუნების შემდეგ რემონტი იაფი დაჯდება. პირველ კატეგორიაშია. UAZ, GAZ-69, Toyota Hilux (არა სურფი ოღონდ), Toyota Land Cruiser, Nissan Patrol, Land Rover Defender. მეორე კატეგორიაში კიდევ მარტო "ნივა".
5) მანქანა 100% გამართული უნდა იყოს. არც ერთი დეტალი ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
6) საწვავი თუ გინდათ გათვალოთ აიღეთ თქვენი მანქანის ხარჯი ქალაქში და გაამრავლეთ 2-ზე. აი მაგდენი დაგეხარჯებათ იქაურ გზებზე. ტრასაზე სასიარულო ფშაველამდე არის 130 ან 180 კილომეტრი იმის და მიხედვით გომბორზე გადახვათ თუ არა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post Aug 16 2007, 14:10
#10 

Photographer Photographer
6,717


ყოჩაღ თქვენ კარგად გივლიათ, ბევრჯერ ვარ ჩაფრენილი და არასდროს დრო არ მქონდა წესივრად რომ დამეთვალიერებია

ეკლესიის გვერდძე რომ ნაძვი გაქვს გადაღებული ეს იგივე ნაძვია ოღონდ ჰაერიდან
http://www.boke.ge/forum/?img=53373
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 14:26
#11 
Club Founder

Administration Administration
8,485


დამავიწყდა მიმეწერა. გამოყენებული ფოტოტექნიკა
Canon EOS 10D
Canon EF 17-40 L
Hoya Circular Polarizer

იყო მომენტები როცა ოდნავ ტელე კუთხე მაკლდებოდა. მაგრამ მეორე ობიექტივს ვერ ვათრევდი ზურგჩანთით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Aug 16 2007, 16:34
#12 

Amateur+ Amateur+
11,521


ძალიან კარგი რეპორატაჟია და ვრცელი smile.gif


ისე
QUOTE
სოფელი ფშაველიდან

წარმოშობით ამ სოფლიდან ვარ smile.gif
Added @
ყველაზე მეტად
ის ფოტო მომეწონა

ბოსლები
ქვია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sebastiao_Salgado
post Aug 16 2007, 16:44
#13 

Amateur+ Amateur+
3,125


აუ რა მაგარია, ვერაფით ვერ წავედი მთაში ამ ზაფხულს : (
ტბამ დაგლიჯა lol.gif lol.gif

ყოჩაღ ნიკოლოზ!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nina Minzoni
post Aug 16 2007, 17:21
#14 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


ვააააააააა ნიკა აი საღოლ შენ , დავტკბი ფოტოებით, დიდი მადლობა...ეხ მეც მინდა მანდ sad.gif ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რეპორტაჟისთვის smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sophia87
post Aug 16 2007, 17:31
#15 

Amateur Amateur
1,780


bravo.gif bravo.gif bravo.gif bravo.gif ბრავო მართლა !!!!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
keto
post Aug 16 2007, 17:50
#16 

Amateur+ Amateur+
4,157


ულამაზესი ადგილებია! დიდი მადლობა ნიკა შენ! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NaNN
post Aug 16 2007, 18:07
#17 

Amateur Amateur
4,458


ძალიან მომეწონა და მეც მინდა მაგ ადგილების ნახვა gavcitldi2.gif იმედია ვნახავ B).gif

ფოტოებიც მშვენიერია! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
oshkhe
post Aug 16 2007, 19:24
#18 

Amateur+ Amateur+
4,797


აფერუმ თქვენ, აფერუმ!!!
ენით აუწერელი სილამაზეო, რომ ამბობენ, აი ეს არის ხომ?
დიდი მადლობა ასეთი ფოტოების და რეპორტაჟის "ჩუქებისთვის"....


ნეტა მე თუ მეღირსება ოდესმე ამის ნახვა sad.gif
ეჰ........
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
natiii
post Aug 16 2007, 20:38
#19 

NewBie NewBie
1,293


ლამაზი ფოტოებიაა......... gavcitldi2.gif gavcitldi2.gif gavcitldi2.gif rolleyes.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
irakli-78
post Aug 16 2007, 20:44
#20 

Amateur Amateur
1,237


ძალიან ლამაზია bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Aug 16 2007, 22:04
#21 
Club Founder

Administration Administration
8,485


მადლობა ყველას. და ცხადია ყველას ვუსურვებს რომ ეს სილამაზე საკუთარი თვალებით ნახოს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
SHOT MARLI
post Aug 16 2007, 23:18
#22 

Amateur Amateur
2,909


ძაან მაგარი ფოტოები და კაი ადგილას ყოფილხართ ყველაზე მეტად ის ფოტო მომეწონა კაცს რო უჯირავს მანქანა წყალში (იმედია მიხვდებით) DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MaStErOFmAsTeRs
post Aug 17 2007, 12:49
#23 

Amateur+ Amateur+
7,000


მაგარი რეპორტაჟია და შესანიშნავი ფოტოებია!!!

bravo.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Lortqipanidze
post Aug 17 2007, 13:38
#24 

Amateur Amateur
2,733


ვააააააააა gavcitldi2.gif gavcitldi2.gif

მართლაც რომ კაი ფოტოებია smile.gif


კაი რეპორტაჟი smile.gif



მომეწონა!


ბრავო! gavcitldi2.gif gavcitldi2.gif gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
giako
post Aug 17 2007, 14:49
#25 

Amateur Amateur
2,239


bravo.gif აღფრთოვანებული დავრჩი ყველაფრით. ულამაზესია საქართველო და ჩვენ კიდევ რამდენი რამე გვაქვს სანახავი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nature
post Aug 17 2007, 15:51
#26 

Amateur Amateur
4,227


ძალიან კარგია,ბედნიერი კაცი ხარ ეს სილამაზე რომ შენი თვალით ნახე.კეთილი შურით მშურს შენი.მეც უნდა წავსულიყავი,მაგრამ არ გამოვიდა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
niciko
post Aug 17 2007, 16:32
#27 

Amateur Amateur
8,420


მადლობთ უმშვენიერესი რეპორტაჟისთვის : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kartvelo
post Aug 18 2007, 04:24
#28 

NewBie NewBie
13


ასეთი უმშვენიერესი და ულამაზესი ადგილებითაა სავსე ჩვენი უნეტარესი და უძვირპასესი საქართველო.
ნამდვილად ლამაზი სურათებია გაგახარა გმერთმა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GFFerre
post Aug 18 2007, 11:53
#29 

NewBie NewBie
211


აუუუ რა ლამაზიააა.. ულამაზესიიი! მეც მინდაა... და აუცილებლად წავალ მანდ... angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Aug 18 2007, 15:19
#30 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ძალიან ლამაზია ყველაფერი ძალიან!
გამიხარდა ასეთI კარგი სურათების ნახვა wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 29th April 2024 - 21:28

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'