არაფერს ვყიდი და არაფრის ყიდვა არ მაინთერესებს. მაქვს ძალიან ბევრი კითხვა და ყველას დავსვამ, წინა კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი , მაგრამ ჩავთვალოთ რომ 24 საათში პასუხის მიღება დიდი ფუფუნებაა. ეხლა რა მაინტერესებს. ჩემი მეგობარი ამერიკაში სწავლოს ფოტოგრაფიის რაღაცა ვიწრო მიმართულებით. სამწუხაროდ არ ვიცი რა ქვია. ერთი ვიცი ის რომ ფოტოს მხოლოდ და მხოლოდ დამუშავებას და დაბეჭდვისთვის მომზადებას და დაბეჭვდას სწავლობენ. ჩემი ფოტოები რომ ვანახე მითხრა ზოდზე, რომ მწვანეა, რომ ფერებია გასასწორებელი და ასე შემდეგ. მე რა თქნმა უნდა ამ სიმწვანეებს და გასასწორებელს ვერაფერს ვამჩნევ.ეხლა კითხვები:
როგორ მივხვდე რომ ჩემს ფოტოებს ყველაფერი რიგზე აქვს? რატომ ვიღებ დაბეჭდილი სახით სულ სხვა ფერთა გამის სურათს?( ვიცი რომ ვინმე ზაზასთან უნდა მივიტანო დასაბეჭდად) არსებობს თუ არა რამე სტანდარტი? შემიძლია თუ არა საქართველოში სადმე , ვინმესთან,ვისწავლო ამ პროცესის მართვა გადაღებიდან- დაბეჭვდამდე?(მაგალითად ეგ ზაზა თუ მასწავლის)? და საერთოდ აუცილებელია თუ არა ფოტოგრაფმა იცოდეს ეგ პროცესი( სასურველია იცოდეს, თუ უნდა იცოდეს?)
ჩემმა მეგობარმა ვერ გამცა პასუხი.პროცესში ისწავლა თვალით გარჩევა და ფოტოშოპში ასწორებს და მთელი პროცესი ვერ მითხრა სკაიპით. და მე "გადამწვარი "ფოტოები მომწონს და სწორია?
რას იღებ? რეპორტაჟს? ზუსტი ასლები გინდა რომ გადაიღო? თუ კრეატივს იღებ, მაშინ როგორიც გინდა ისეთი გადაიღე, არ არსებობს სწორი და არასწორი რავიცი აბა, პროფები შემოივლიან და კომპეტენტურ აზრს დაწერენ ალბათ.
მაგას სხვა ეკრანი აქვს, შენ სხვა ეკრანი. დაბეჭდილიც ამიტომ გამოდს სხვანაერი. გადახედე ფორუმის თემებს. ძალიან ბევრი თემაა (თუნდაც ფერების კორექციაზე, მონიტორის დაკალიბრებაზე და ა.შ.)
დამწვარი მომწონსო და თუ სწორიაო. შენ გემოვნებაზე როგორ გითხრა სწორია თუ არა. როგორ შეიძლება გემოვნება იყოს სწორი ან არასწორი?
კი ბატონო გადავხედე, მაგრამ ვერ ვნახე ყველა კითხვაზე რომ იყოს პასუხი.
ინტერაქტიული ინფორმაცია მინდა რომ რამე თU ვერ გავიგე ისევე კითხვა დავსვა.
უბრალოდ არ მინდა რომ ის რაც მე მომწონს(მაგალითად გადამწვარი ფოტოები(რას გადავეკიდე , მაგრამ მაინც))აღქმული იყოს რომ სხვანაირად გადაღება არ შემიძლია ან კომპეტენცია არ მყოფნის და ვამბობ რომ ასე მომწონს და ვსიო!
ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ კომერციული კუთხით კარგი ხარისხის ნამუშევარზე Added @ Jedaiah,
რეპორტაჟზე და კრეატივზე არ მაქვს ლაპარაკი. სარეკლამო ფოტოზე მაგალითად, ნატურმორტზე
თვალს არავინ არ ენდობა არსებობს მათემატიკური ნიშნული აქედან გამომდინარეობს რომ,თუ პროდუქტი კომპერციული ხასიათისაა,მაშინ ხელოვნება+მათემატიკა უნდა ძმაკაცობდნენ
თვალს არავინ არ ენდობა არსებობს მათემატიკური ნიშნული აქედან გამომდინარეობს რომ,თუ პროდუქტი კომპერციული ხასიათისაა,მაშინ ხელოვნება+მათემატიკა უნდა ძმაკაცობდნენ
მეც ეგეთი ეჭვი მქონდა სად და როგორ გავიგო ეგ ამბები ხომ ვერ მირჩევდი
TIHIRO, ფოტოგრაფობა სხვაა ფოტოშოფისტობა ცოტა სხვა, თუმცა საერთო ფოტოს სახით ბევრი აქვთ, ეცადე ისე გადაიღო რომ ნაკლები დამუშავება დაგჭირდეს, შენს კითხვებზე ერთიანი პასუხი ყველას გაუჭირდება, ტექნიკური მხარე (პროგრამების ცოდნა, კომპის მონაცემები და მონიტორის ფერები, თუ ლაბში სურათის დაბეჭდვა.....) და სულიერი ( გემოვნება, ესთეტიკური სილამაზე, ხედვა... და ა.შ.) მაქსიმალურად უნდა დაახლოვო ერთმანეთთან - მიიღებ იმ რეზულტატს რაც გინდა.