BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> დააბეზღე მკითხველი, ჰეი შენ, მკითხველო, მე მოგიწოდებ, Book ‘n’ Roll-ის

| |
Kapo
post May 17 2012, 21:02
#1 

Amateur Amateur
1,281


ჰეი შენ, მკითხველო, მე მოგიწოდებ, Book ‘n’ Roll-ის ინდიელი ბელადი!
user posted image
ხვალ არავინ გახვალთ სახლიდან უწიგნოდ, და საქვეყნოდ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს ტყე, სტეპი, ქუჩა თუ ბილიკი! ნებისმიერ ტრანსპორტში – ეტლში, მანქანაში, ავტობუსში თუ მეტროში – წაიკითხავთ წიგნს!

მე დავგზავნე ჯაშუშები და ისინი გადევნებენ თვალყურს, ისინი დაგაბეზღებენ ჩემთან მკითხველო!

დააბეზღე მკითხველი, გახდი ჯაშუში!
ხვალ ღამის თორმეტ საათამდე ჩვენ გვერდზე ატვირთე შენი ფოტო, შინაარსით – იკითხე ნებისმიერ ადგილას, იკითხე ნებისმიერ ტრანსპორტში.

დააბეზღეთ ერთმანეთი, ხვალ ყველგან იკითხეთ წიგნები.

საუკეთესო ფოტოს ავტორი, რომელსაც თქვენი ინდიელი ბელადი გამოავლენს, საჩუქრად BBC-ის პიესების საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ლაშა ბუღაძის “ნავიგატორს” მიიღებს. ამ პრიზს მიიღებს საუკეთესო ჯაშუში, ხოლო მკითხველს,

ვისაც ჩვენთან დააბეზღებენ და ვისაც ფოტოთი გამოიჭერენ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თავის წიგნებზე ფასდაკლების კუპონით დაასაჩუქრებს!

იკითხე და თან დააბეზღე სხვები!

არ დაგავიწყდეთ, რომ ფოტოები ხვალ (18 მაისი, პარასკევი) ღამის თორმეტ საათამდე უნდა ატვირთოთ ჩვენ გვერდზე.
https://www.facebook.com/booknroll

მეტი ექსტრიმისთვის და თავგადასავლებისთვის ხვალ თბილისში წვიმას მოვავლენ :დ

პატივისცემით,
თქვენი ინდიელი ბელადი.
17.05.2012

Event - http://www.facebook.com/events/411801752193168/

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 28th April 2024 - 03:58

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'