უცნაურია, რა ეგონათ სპეციალურად ფოტოგრაფის დაქირავების გარეშე და სტუდიური განათების გარეშე გადაღებული ფოტოები ისეთი იქნებოდა რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე "გამოძვრებოდნენ"?.. ნწუ ნწუ ნწუ
რა კარგი იქნება რომ აღმოჩნდეს რომ მე არ გიგულისხმივარ. იმიტომ რომ ის რაც მე გადავიღე (ეს ფოტო), მევე მოვიფიქრე, ხომ მაგარია? მე ვამაყობ... ეს ვიდეო-რეკლამა ულამაზესია და იდეა შესანიშნავად არის გადმოცემული, მაგარამ თვითონ იდეა როგორც ჩანს ისეთი ორიგინალური ვერაა იმიტომ რომ მეც სრულიად ბუნებრივად მომაფიქრდა (ან მაშინ ჩემი გონებაა განსაკუთრებით ორიგინალურად მოწყობილი ) დავიჯერო ამ რეკლამის ნახვამდე ან ჩემი ფოტოს ნახვამდე არავის გქონიათ მსგავსი ასოციაცია ღვედთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა კი ისე სტუდიაში ამ ფოტოს ბევრად უკეთესად გადაღება შეიძლება.
უკან არც არასდროს დამიხევია და არც დავიხევ და ჩემი სიტყვის არასდროს შემშინებია რასაც ვამბობ ესეა და ამაში ეჭვის შეპარვის უფლებას არავის მივცემ რადგან ჩემი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ
ხოლო რაც შენ მითხარი რომ ასეტქვიო და დაიხიე უკან და ეს უკეთესიაო ეს მინდა გიხრა ძალიან არარეალური ნატქვამია ანუ გამოდის შენ იფიქრე ჩემს მაგივრად და ჩემი გონება თავად დაალაგე, რასაც დამიჯერე ვერავინ მოახერხებს ქვეყანაზე
რახან ჩემი ნაწერი შენი ფოტოს ქვეშ აღმოჩნდა ეს იმას არ ნიშნავს ფოტოზე ვამბობ რამეს
ერთადერთი რაც მაგ ფოტოზე არ მომწონს ისაა რომ ანგელიზოს სახე და დარწნუნებულიც ვარ ულამაზესია ეგ ადამიანი ჩააგდე კადრში, აი ეს შემიძლია ვთქვა
ვინაიდან გახსნილად მიდის საუბარი, ფორუმია და არა პირადი საუბრები, თავს უფლება მივეცი და ჩავერიე.. LOOSER, სიმართლე გითხრა შენი პოსტებიდან ვერ მივხვდი რა თქვი, ან რატომ იცავ თავს.. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.. ალბათ ვერ ვართ კარგი მსმენელები, თუმცა ზოგჯერ ისიც კარგია როცა ადამიანი დაფიქრდება, არის თუ არა კარგი მთქმელი, რომ მსმენელმა, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს იგი, შეძლოს და გაიგოს მთქმელის საუბარი.. რაც შეეხება თათის ფოტოს, ჩემი აზრით, არ არის საჭირო ანგელოზს სახე უჩანდეს. მაშინ, ის ანგელოზი აღარ იქნება, რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს უბრალო, ფრთებიან გოგონად დარჩება.