BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> თამაში ჭვავის ყანაში ანუ ჩემი პირველი ფოტო., იკითხე მანამ, სანამ წისქვილები დევებად არ მოგეჩვენება

| |
Kapo
post Apr 25 2009, 17:07
#1 

Amateur Amateur
1,281


ეს იდეა, უფრო თამაში, კარგა ხანია თავში მიტრიალებს. საკუთარი თავის ქება აბა რა ბიჭობაა, მაგრამ ბევრი მხრიდან შევხედე ამ აზრს და უარყოფითი მხარე ვერ მოვუნახე. ბევრს შეიძლება მოეწონოს, ბევრს შეიძლება არა, მაგრამ წინასწარ ვთხოვ ყველას, რომ თემას ნუ გადაუხვევს. მოგეწონებათ? მაშ შემომიერთდით და ამყევით, არა? თავს ნუ შეიწუხებთ და ლანძღვას ნუ დამიწყებთ. კიდევ ერთი დიდი თხოვნა მაქვს, თემას უკბილო ხუმრობებით ნუ გამოტენით.

ჩემი გაგებით, ფოტოგრაფია წარმოსახვის გარეშე იგივეა, რაც არწივი ფრთების გარეშე. ლიტერატურა კი ერთ-ერთი ის წყაროა, რომლითაც ადამიანი სწავლობს არა ამსივრცულ აზროვნებას, ოცნებას. ოცნება და წარმოსახვა ხომ თითქმის ერთი და იგივეა...
ლიტერატურით ადამიანი იძენს გამოცდილებას, განცდის უნარს, თავისუფლებას, ოცნების უნარს, მხნეობას, გამძლეობას, ვაჟკაცობას, კეთილშობილებას, შემოქმედების უნარს, ფანტაზიის უნარს, აზროვნებისა და მსჯელობის, ფიქრის უნარს, იუმორის გრძნობას, პატიოსნებას, შებრალების უნარს და რა ვიცი კიდევ რას, ლიტერატურა გასწავლის ცხოვრებას. აბა წარმოიდგინეთ ფოტოგრაფი ზემოთ მოყვანილი თვისებების გარეშე... ფოტოგრაფი და ყველა შემოქმედი უნდა იყოს განვითარებული და გამოცდილი, ბრძენი, ჰუმანური, რადგან შემოქმედება ესაა ახლის შექმნა. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ შემოქმედია ღმერთი და როცა რომელიმე ადამიანს ასე მიმართავენ მას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება კაცობრიობის წინაშე, რადგან მას თვით ღმესრთს უტოლებენ და მის აზრს პატივს სცემენ... ღმერთი კი რაა? ესაა სიყვარული და პატივისცემა, მორჩილება და დაფასება, სიკეთე რომელიც მხოლოდ კარგ და გამოსადეგ ნაყოფს ისხავს. და კიდევ ერთხელ, თუ არა გამოცდილება და ჰუმანიზმი, თუ არა წარმოსახვა ვერ გახდები ხელოვანი და მითუმეტეს შემოქმედი...
ლიტერატურის დადებითი თვისებების მტკიცებას აღარ დავიწყებ და ამით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ ერთს დავამატებ. "- იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება." (ციტატა გურამ დოჩანაშვილის რომანიდან, "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა") - აი ესაა ის გამოცდილება და რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, რასაც ლიტერატურა იძლევა.

ამდენი იმისთვის ვილაყბე, რათა დამენახებინა თქვენთვის, რომ ლიტერატურა ისეთივე საჭიროა ფოტოგრაფისთვის, როგორც ფოტოაპარატი, რადგან ერთი პასუხობს კითხვას რითი იღებ და მეორე რას იღებ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------
ნუ მოდით ახლა გადავალ იმ იდეაზე რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის მინდა.
მოკლედ ვიტყვი და ყოველგვარი ორაზროვანი, მეტაფორულ-ფილოსოფიური ფრაზების გარეშე.

ყოველ შაბათს, მაქსიმუმ კვირას ამ თემაში დაიდება რაიმე ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტი, (ეს შეიძლება იყოს ლექსი, ესე, მოთხრობა, რომანი, ოდა და ა.შ.) თქვენ უნდა წაიკითხოთ, გაიაზროთ, იფიქროთ და ტექსტიდან გამოტანილ აზრზე, ნაწარმოების პერსონაჟზე, ან რაზეც გინდათ (მთავარია კონკრეტული ნაწარმოების ირგვლივ იტრიალოთ) უნდა გადაიღოთ ფოტოები, ფოტოები რომლებიც თქვენთვის იგივდება ნაწარმოებთან. იცით აუცილებელი არაა ძალით დაიწყოთ გადაღება, თუ ტექსტის წაკითხვის მერე რაიმე იდეა არ მოგივათ, მაშ ისღა დაგრჩენიათ იფიქროთ იდეაზე, ან დაელოდოთ შემდეგ კვირას ანუ ახალ ტექსტს. ამ თამაშში მონაწილეობას მხოლოდ ის კი არ იღებს ვინც წაკითხვის მერე ფოტოს აუცილებლად იღებს, არამედ ყველა ის ვინც უბრალოდ წაიკითხავს ნაწარმოებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ფოტოები არ უნდა დაიდოს ამ თემაში, ფოტოები უნდა დაიდოს ბოკეს გალერეაში და შემდეგ მხოლოდ ლინკი დაიდოს აქ. ეს პირველ რიგში თქვენს იმიჯს შეუწყობს ხელს და თქვენი ფოტოს რეიტინგზეც იმოქმედებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თემა არ გაიტენოს ოფებით, მაგალითად ასე, "-რა მაგარი ფოტოა" და ა.შ. თემაში შეფასდება მხოლოდ ფოტოს მხატრულობა და არა ხარისხი... ამავდროულად ვიმსჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, და ერთი თხოვნა მაქვს, თუ ნაწარმოებიდან ვინმე რამეს ვერ გაიგებს არ შერცხვეს ამის თქმა, რადგან ეს სირცხვილი სულაც არაა, ვისაც შეეძლება აუცილებლად აუხსნის მას... ჩვენი მიზანი ისაა, რომ ჩავწვდეთ ლიტერატურის არსს და მნიშვნელობას, რაც ფოტოგრაფიაში უცილებლად გამოგვადგება.

მარტივად ასე ვიტყვი, ვკითხულობთ, შემდეგ ვიაზრებთ და იმ შემთხვევაში თუ ფოტოს გადავიღებთ ვდებთ ბოკეს გალერეაში, აქ მხოლოდ ვდებთ ფოტოს ლინკს. ფოტო გვეხმარება ნაწარმოების აღქმაში, ნაწარმოები კი ფოტოს აღქმაში...

სასურველია გაიმართოს დისკუსია, მსჯელობა, კარგი იქნება თუ საკუთარ აზრს გამოთქვავთ ყოველივეზე, ზოგი სიტყვით ზოგი კი ფოტოთი.

და კიდევ ერთი, ვისაც რაიმე საწინააღმდეგო აქვს ამ თამაშთან აქ გარჩევას ნუ დამიწყებს, ჩემი გაუმართავი ქართულისთვის კი მომიტევეთ და ამისთვის ნუ გამათახსირებთ.
(თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ PM-ში).

იცით იმაზე ვიფიქრე, თუ ვინ შეარჩევდა ლიტერატურას აქ დასადებად ყოველი შაბათისთვის. ასე გადავწყვიტე. მე ვითავებ, რადგან ყველას რომ ჰქონდეს ამის უფლება მაშინ დიდი ქაოსი შეიქმნება, ამას დიდი მსჯელობა არ უნდა, ძალიან გთხოვთ ამპარტავნებაში ნუ ჩამომართმევთ. თუ ვინმეს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ რაიმე თავისი არჩეული ნაწარმოების ტექსტი დაიდოს, მაშ ისღა დარჩენია ტექსტი PM-ში გამომიგზავნოს და შემდეგ კვირას დაელოდოს. (არ დაგავიწყდეთ ნაწარმოები არ უნდა იყოს დიდი ზომის და არც ისე პატარა. დაახლოებით 2-3 გვერდიანი. ლექსების შემთხვევაში ალბათ რამოდენიმეს დავდებთ).


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 13:29

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'