BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფიქრები საიტის მუშაობის გაუმჯობესებაზე., კლუბის წევრთა მოსაზრებები საიტის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის

| |
besos
post Dec 18 2012, 00:30
#1 

Amateur Amateur
1,507


გამარჯობა!
ამ თემაში მინდა ყველა ბოკელს ვთხოვო, გამოხატუოს საკუთარი აზრი და შეხედულებები საიტის უკეთესად ფუნქციონირებისთვის და მისი პოპულარიზაციის ხელშესაწყობად.
მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში საიტი კლუბის წევრების დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. ამასთან ერთად ბევრი ახალბედა და დამწყები ფოტოგრაფი თუ ფოტომოყვარული შემოუერთდა კლუბს, რომელთა ნმუშევრების შეფასება და კრიტიკა არც თუ ისე ხშირად ხდება კლუბის წევრების მიერ (ერთეულებს თუ არ ჩავთვლით). ვფიქრობ ადმინისტრაციას, თუ სურვილი აქვს რომ კლუბის საიტმა ნორმალურად იფუნქციონიროს და დაუბრუნდეს ისეთ კონდიციებს, როგორიც წლების წინ ჰქონდა, უნდა გატარდეს რეფორმები, და შეიცვალოს ის მდგომარეობა რაც დღესდღეობით არსებობს.

1. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ლიმიტები დროში. და დამწყები ფოტოგრაფებისთვის არა 3 დღეში 1, არამედ 2 დღეში ერთი ფოტოს ათვირთვა უნდა იყოს შესაძლებელი, რითიც სხვა კონკურენტ საიტებს გაუთანაბრდება და მათ ვინც სხვა საიტებზე ატვირთეს თავიანთი ნამუშევრები, ბოკეზე ფოტოს ატვირთვა არ დაეზარებათ.

შესაბამისად სტუდენტებს და ბაკალავრებსაც უნდა შეეცვალოთ დროის ლიმიტები. 3 დღეში 1 ფოტო, როცა ის არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებოდა, ნორმალური ვარიანტი იყო. მაგრამ დღესდღეობით არაპოპულარულია და ზედმეტ ბარიერებს ქმნის.

2. დღის ფოტოს ეხება. სერიოზული კრიტიკისა და ქილიკის სგნადაა ქცეული ყველა კლუბის წევრისა თუ სხვა დამთვარიელებლისგან ის ფაქტი, რომ ხანდახან დღის ფოტო ერთი კვირის მანძილზეა გამოდგმული მთავარ გვერდზე. დღის ფოტო კი შეფასების კრიტერიუმით განისაზღვრება. ჩეი აზრით უნდა ჩამოიწიოს კრიტერიუმმა სადღაც 2,5 ქულამდე. ამის შედეგად დღის ფოტოს გამოცვლის პერიოდი საკმაოდ შემცირდება.

3. გაუქმდეს ნულით შეფასების კრიტერიუმი და შეფასებები იწყებოდეს დადებითი ნიშნით. ამით თავიდან ავიცილებთ კადრების "გაფუჭების" შესაძლებლობას.

4. NewBie ჯგუფის წევრებს მიეცეთ შეფასების უფლება. საკმაოდ არაჰუმანური და დამთრგუნველია ადამიანისთვის როცა სხვები მის ფოტოს აფასებენ და მას კიარ აქვს შეფასების უფლება. შეფასების წონა ალბათ უნდა განისაზღვროს სტუდენტის შეფასების ნახევრით. ანუ მაქსიმალური შეფასება 0,31.

ეს ის შემოთვაზებების, რაც ეხლა მომაგონდა. ვთხოვ ყველას ვისაც ამ საიტის ბედი ჯერ კიდევ ადარდებს და არ მობეზრდა ის, გამიზიარეთ თქვენი აზრი ზემოთაღნიშნულის თაობაზე და თქვენი მსაზრებებიც გამიზიარეთ რომ ერთად ჩმოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა და მივმართოთ ადმინისტრაციას ჩვენი რეკომენდაციებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 29th April 2024 - 17:37

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'