მეორე წელია მზიურში 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს ეწყობა მზის ზეიმი. ზეიმის მიზანია: მზიური ისეთ ადგილად იქცეს როგორც თავად ნოდარ დუმბაძეს სურდა, წელიწადში თუნდაც 1 დღე იყოს ღიმილის და სიყვარული დღე, ნოდარ დუმბაძის შემოემედების გახსენება, მზრუნველობას მოკლებულ და ინვალიდ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
ყოველ წელს ზეიმს აქვს თავისი სლოგანი, შარშან იყო "გაგვიღიმეთ' ბავშვები მოუწოდებდნენ უფროსებს, რომ ხშირად გაიღიმონ.
წლევანდელი სლოგანია- "სიყვარული ყველგან არის"
მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტორიაზე გამოიფინება ბავშვების ნახატები, ბავშვები ფერადი ცარცებით დახატავენ მზეებს.......
ახალგორის ბავშვთა სახლიდან ჩამოდის 100 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი, რომელთაც მთელი დღის განმავლობაში კვება აქვთ უზრუნველყოფილი.
იქნება თოჯინების თეატრი, მთელი დღის განმავლობაში მზიურში ირბენს დიდი თოჯინა მზე, ზეიმი დასრულდება საბავშვო ანსამბ "ბომბორას" კონცერტით ასევე მოწვეულია, საერთაშორისო კლასის ილუზიონისტი გია ფარადაშვილი რომელიც 45 წუთიან შოუს გამართავს.
დასწარით ამ ღონისძიებას, უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს რომ საქართველოში მზის ზეიმი ტარდება.........
ჩემი დიიიიიიიიიდი თხოვნა იქნება, ეს ყოველწლიური ზეიმია და სერიოზულად ვაგროვებთ, მასალას. თუ შეიძლება (არავის საავტორო იფლებას არ დავარღვევ) გადაღებული ფოტოები ამიტვირთეთ და PM ში მომწერეთ ლინკი, ფოტო რომელიც ავტორს უნდა, ფოტოზევე წააწეროს თავისი სახელი და გვარი ..
აუ.... რა კარგია.... მაგრამ სამსახურის გადამკიდე 1 საათით თუ გამოვარდები... არადა რა მაგარი იქნება.... აბა კარგი სურათები გადაიღეთ რომ მე რეპორტაჟით მაინც დავტკბე....
მინდა ავღნიშნო რომ ულამაზესი დღე იყო!! ძალიან ფერადი და სასიამოვნო!ამ ყველაფრისთვის ანიას მინდა ვუთხრა:"დიდი დიდი მადლობა,შენ გაგვილამაზე ერთი დღე" აუ მე უფრო ვერთობოდი ვიდრე პატარები მემგონი ხვალ დავდებ სურათებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ანიას უსაყვარლესი ადამიანი ხარ!!!