სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას,რა თქმა უნდა თუ რომელიმე ჩემ ფოტოს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ მშვენიერ საქველმოქმედო აქციაში,სამწუხაროდ 18 რიცხვში ვმუშაობ და გახსნას ვერ დავესწრები რაც მართლა დასანანია
აი ამიტომაც არი საწევრო კარგი. ფული რომ იქნება დაიქირავებდით 1 დღით და ყველა მივიდოდა. ადმინისტრაციას მივმართავ, რამე ანგარიში გაიხსნას და იქ სურვილისდა მიხედვით გადავრიცხოთ ფული. ან უფრო მარტივი. sms ით შეიძლებოდეს გაგზავნა. ვისაც რამდენი შეეძლება!
Tamri, ყოველი სურათის ქვეშ იქნება ბოკეს პატარა ლოგო და ავტორის ნიკი. ცალკე ლოგოების-ხელმოწერების დასმა დროის თვალსაზრისით გამიჭირდება, რომ გავაკეთო. თუ ვინმე ითავებს, სიამოვნებით.
მე ასეთი აზრი გამიჩნდა როგორც ეკონომისტს:)50 ლარი ცოტა არ იყოს ძვირია,რო დაადოთ ფოტოს მაგალითად 30 ლარი ბევრად მეტი შემოსავალი იქნება ვიდრე 50 ლარიანი ფოტოებით
მთავრობამ რო ყურძნის გაყიდვის რეკლამა გააკეთა მიხოზე და ვიღაცაზე გახსოვთ?
დაგვჭირდება თქვენი დახმარება გამოფენის დღეებში ბოკეს წარმომადგენლის ამპლუაში. 20 და 21 დეკემბერს 16:00-20:00-მდე საგამოფენო დარბაზში რომ იყოთ, შეძლებთ? გთხოვთ, PM-ით გამომეხმაუროთ.
ვის შეუძლია მოგვეხმაროს გამოფენის დღეს რეპორტაჟის გადაღება-მომზადებაში? საჭირო იქნება 18 დეკემბერს 12:00-დან 20:00-მდე ადამიანი, რომელიც 30-50 კადრს გადაიღებს (ჯამში). სასურველია - საკუთარი ფოტოაპარატით.
მეგობრებო ჩემი უმორჩილესი თხოვნაა გააქტიურდით, ბავშვები საახალწლოდ ელიან ჩვენგან სითბოს და სიყვარულს. ჩვენს ეს გავაკეთედ 2 ჯერ და კიდევ გვაქვს იმის საშუალება რომ გავაკეთოდ პატარა სასიკეთო საქმე ასე რომ გელით
kipiani, მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ: - გამოფენის მოწყობა-რეკლამირების საქმეში; - გამოფენაზე წარდგენილი ფოტოების ყიდვით, ან სხვების მიერ ამ ფოტოების ყიდვაში დაინტერესებით;
მონაწილეობის მიღება გამოფენაზე ფოტოების გამოტანით შეუძლებელია, რადგან იქ წარდგენილია მხოლოდ 2007 წლის საუკეთესო ფოტოები (ისინი, რომლის ავტორებიც დაგვთანხმდნენ გამოფენაში მონაწილეობაზე).
jonathan, მესმის, მაგრამ მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ 50 ლარი ფასი კარგი ფოტოსურათისთვის - ძვირი არაა, მით უმეტეს, როდესაც მიზანი - საქველმოქმედოა.