დღეს შედგა მიუზიკლის პრემიერა. საინტერესო იმდენად არის რამდენადაც AMT მხოლოდ სექტემბერშI გაიხსნა და საკუთარი ძალებით შესანიშნავი თეატრი გააკეთა უკვე. ბოლო კვირა ხო საერთოდ მგონი არც არავის ეძინა მხოლოდ სპექტაკლზე იყო კონცენტრირებული დიდი თუ პატარა . პატარები გაცილებით მეტნი არიან დიდებზე ) ( თან ყველა მოუსვენარი და ნამდვილად ყველა ნიჭიერი)
გენერალური რეპეტიციიდან დავიწყოთ.
ბატონი გია-RGB- კარდინალი (დღეს დავარქვი ჩემთვის), რუხი არ არის და იმიტომ.
=რაღაც მავიწყდება=
=ევრიკა=
=ელექტრიკიც მე ვარ?=
ამ დროს მუსიკალური გაფორმების, ხმის აპარატურის "ნალადკა" და 1000 საქმე კეთდება, ქალბატონი ეკა თავად ამოწმებს ყველაფერს. ცუდია პერფექციონისტობა, ცუდი რა ძალიანაც კარგია, მაგრამ გაგტანჯავს, ყველაფერი თვითონ უნდა აკეთო შედეგი თუ გინდა .
ამ ყმაწვილის აქ რა უნდა.. მიბრძანდით ახალგაზრდა სცენაზე, ხმის ოპერატორი მიხედავს მიკროფონებს...
კოსტიუმების ბოლო მოზომვა
და რეპეტიციაც დაიწყო..
რეჟისორი იტყვის გაბრაზებული ერთი ორჯერ "არ მჯერა" ს აბა რას იზამს
დასი
მოკლედ ბევრი იშრომეს თუ ცოტა იწვალეს, ან პირიქით არ ვიცი, მაგრამ ყველა გადაიღალა. საბედნიეროდ ბავშვები უფროსებისგან განსხვავებით არაფერსაც არ დარდობდენ ( აი რას ნიშნავს პროფესიონალიზმი!!! ) Added @ სტოპ პოსტინგ
ახლა ევროპა ტრადიციებს მოგვისპობსო ვინც იძახის არ არის მართალი. ვენაცვალე საქართველოს, ამ ჯერზედაც არ დარღვეულა ტრადიცია და ..... რა თქმა უნდა აგვიანებენ (ჩვენ მზად ვართ )
5 წუთი
10 წუთი..
არა არა უნდა დავიწყოთ, აბა რას იტყვის ევროკავშირი!!!
სპექტაკლის მერე აჟიოტაჟი, ჟურნალისტები, რადიო, ტელევიზია ...... ჩვეულებრივი ამბები
ჩჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ეგ კიდევ საკითხავია დაცვას მოუწია მსახიობების ხელით გაყვანა კულისებიდან!!!
ვულოცავ AMT ხელოვნების სახლს შესანიშნავ პრემიერას! არაჩვეულებრივი საშობაო საჩუქარი გაუკეთეს ბავშვებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს!!! მომავალ წარმატებებს გისურვებთ!