BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> დეგრადირებული ბოკე

| |
vakerman nekerman sekerman
post Mar 7 2011, 04:06
#271 

Amateur Amateur
1,294


QUOTE(Nini Mamaladze @ Mar 6 2011, 22:09)
რა საკამათო ესაა სხვადასხვა ჟანრია საერტოდ, როგორ ადარებთ?
*


ვფიცავ პიონერის ყელსახვევს, რომ არ ვადარებთ. მაგალითად მოვიყვანეთ უბრალოდ. წინა გვერდებს გადახედეთ და მიხვდებით smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Mar 7 2011, 09:39
#272 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


მეზარება ამდენი რამის წაკითხვა. ამდენი დრო გადაღებაში დახარჯოთ ჯობია.
და ვაფშე ვინც ყველაზე დასტოინია აღარ დაპოსტოს ამ თემაში DDDD.gif

P.ს. და საერთოდ მე რომელი ფოტოზეც მომინდება იმაზე დავწერ კომენტარს. ეს არაა ვინმეს საქმე.
დავწერ იქ სადაც გაითვალისწინებენ ან გაატარებენ და არ ამიჯანყდებიან DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Mar 7 2011, 11:02
#273 

Amateur+ Amateur+
4,684


სერაფიმ, გაიწკეპლები! DDDD.gif

ვაღიარებ, რომ საწინააღმდეგო აზრს (როდესაც განსაკუთრებით კრეტინულია) ხშირად მშვიდად ვერ ვეგუები, მაგრამ ყველაფრის გაგება შემიძლია, ვფიცავ ალაჰს... და ეს მიდგომა მაგიჟებს!
წინა დღეებშიც ვლაპარაკობდი ამაზე და პირდაპირ ვაკოპირებ:
აი ზიხარ შენთვის და საუბრობ ან კამათობ, მოკლედ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას რაღაცა თემის ირგვლივ. თავისთავად ნიშნავს, რომ ეს თემა და საკითხები შენთვის საინტერესოა. მაგრამ თურმე ნუ იტყვით და არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი არ აინტერესებს და თავს მოვალედ თვლიან, მოვიდნენ და პირში გეცენ. გამოთქვან არა თავისი აზრი, გითხრან, "აი ამაში ცდები, ამაში არ გეთანხმები, ამაში მართალი ხარ". არა!!!! "როგორ ბედავ, რომ ამაზე ფიქრობ და მითუმეტეს, როგორ ბედავ, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობ. მე რომ არ მაინტერესებს?!"

თუ არ გაინტერესებთ, რას კითხულობთ. თუ არ კითხულობთ, რატომ ეჩრებით. იცით რამდენი რამე არ მაინტერესებს , რაც თქვენ გაინტერესებთ ან მე ან იმ ადამიანებს, ვისი ლაპარაკიც არ გაინტერესებთ? მოვდივარ და გიკრაჭუნებთ კბილებს?
თქვენ ვინ გეკითხებათ, ვინ რაზე ილაპარაკებს და ვის რა აინტერესებს????

წინა გვერდზე ვიხუმრე, ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, მთავარია სხვამ არ გაბედოს იგივე-მეთქი. არ მიხუმრია ბატონო, სრულიად სერიოზულად ვთქვი.
"მე რასაც მინდა, სადაც მინდა, იმას დავწერ და იმას ვიტყვი და თქვენ ხმა ჩაიგდეთ."
ცოტა დაფიქრდით, რას წერთ და ლაპარაკობთ მართლა რა........
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Mar 7 2011, 13:09
#274 

Amateur+ Amateur+
7,355


user posted image

user posted image user posted image user posted image user posted image user posted image


ფოტოგრაფიის გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი არსებობს ჩვენს ყოფაცხოვრებაში.


ისე ჩემი აზრით რასაც ადამიანი უკეთებს სხვას, თვითონაც რომ იგივე მიიღოს არ უნდა უტყდებოდეს.


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakerman nekerman sekerman
post Mar 8 2011, 00:05
#275 

Amateur Amateur
1,294


QUOTE
ვაფშე ვინც ყველაზე დასტოინია აღარ დაპოსტოს ამ თემაში DDDD.gif


"იყო ერთი მელა" ჯობდა წაგეკითხა smile.gif ან პირდაპირ დაგეცყევლა. DDDD.gif
Added @
QUOTE
მზარება ამდენი რამის წაკითხვა


ეს რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ მაშინ პასუხს ნუღა წერთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post Mar 8 2011, 12:06
#276 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


აქ წერა უკვე წყლის ნაყვას გავს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jun 16 2011, 02:08
#277 

Amateur Amateur
1,507


მართალია ეს თემა უკვე თვეებია რაც ალბათ ყველას მიავიწყდა, მაგრამ ჩემი აზრი მეც მინდა გაგიზიაროთ, ამ ყოველივესთან დაკავშირებით:

შეფასება 0

ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ფოტოს გადაიღებს და საიტზე ატვირთვას, ეს უკვე მისი შრომაა და თუნდაც ფუჭი, არასოდეს არ შეიძლება "0"-ით შეფასდეს. მითუმეტეს, როგორც ვხედავთ ეს ავად სახსენებელი ციფრი, საკმაოდ აფუჭებს შეფასების ხარისხს. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ "0" შეიცვალოს "X"-ით, ანუ შემფასებელი დააფიქსირებს მის შეფასებას, მაგრამ ამით ჯამურ ქულას არც დააკლდება რამე და არც მოემატება.

რაც შეეხება შემთხვევებს სადაც მაგალითად: ფოტოს შეფასებას ანხორციელებს 25 ადამიანი და კომენტარები ფოტოზე მხოლოდ 10-12-ია. ამის გადაჭრა ძალიან ადვილად შეიძლება: შეფასება ვერ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ კომენტარში რაიმე არ ჩაიწერება. ანუ იძულების წესი. აკეთებ კომენტარს, შეგიძლია შეაფასო, არ აკეთებ და ვერც შეაფასებ. თუმცა შეფასების გარეშე კომენტარის გაკეთებაც უნდა იყოს შესაძლებელი. მემგონი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება იმათთვის, ვისაც სურვილი ჰკლავს გაიგოს ვინ შეაფასა მისი ფოტო. თან ვინაიდან აქ ბევრის უარყოფითი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ბოკე "სასტავურ-კლანური" დაჯგუფებებისგან შედგება, სადაც ეს ხალხი ერთმანეთს "უპადდერშკებს" და სხვებს "სძირავს", ყველასთვის ცხადი გახდება, ვის ფოტოზე ვინ აკეთებს შეფასებას და რატომ.

რაც შეეხება "დღის ფოტოს". თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ძალიან მწყინდება, როდესაც ხანდახან 3-4 დღის მანძილზე ერთიდაიგივე ფოტოა გამოკიდებული მთავარ გვერდზე. რაც არ უნდა კარგი ფოტო იყოს, ერთიდაიგივე ძალიან მოსაბეზრებელია. ამიტომ ვფიქრობ მაღლა მოტანილი "0"-ის "X"-ით შეცვლა ამ საკითხსაც გადაჭრის.

ტოპ-100 და ტოპ-50 :
არსებობს ასეთი სისტემა, სახელად "გადაფასების სისტემა" სადაც ასეთი პრინციპი მოქმედებს: ის ფოტოები, რომლებიც გადავლენ გარკვეული შეფასების ზღვარს, გახდებიან დ/ფ, თუ მოგვიანებით აეწევათ ქულა, უნდა მოთავსდეს ერთ დამატებით გალერეაში, ვთქვათ სახელად "თვის საუკეთესო ფოტოს არჩევა": სადაც მათი შეფასებები განოლდება და შეფასების უფლების მქონე წევრს თავიდან შეეძლება მათი შეფასება. ამ სისტემით "კარგი ფოტოს დაკარგვის" შესაძლებლობასაც ავიცილებთ თავიდან და ისეთი მომხმარებელიც, რომელიც მოუცლელობის გამო ძალიან იშვიათად შემოდის საიტზე, და დღეების წინ ატვირთული ფოტოების თვალიერების დროც არ აქვს, ამ ფოტოებს ერთად ნახავს და შეაფასებს.

და კიდევ ერთი. არ ვიცი ეს ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან კარგი იქნება რომ იყოს ატვირთული ფოტოს შეცვლის ფუნქცია. თუნდაც ატვირთვიდან 15 წუთის განმავლობაში. რადგან ძალიან ხშირად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ფოტო კომპიუტერში კარგად ჩანს, ატვირთულს კი დეფექტები აქვს. შესაბამისად ფოტოს გამოცვლა ხელს შეუწყობდა საიტზე უფრო ხარისხიანი ფოტომასალის არსებობას.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ველი თქვენს გამოხმაურებებს და აზრებს.
პატივისცემით...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post Jun 30 2011, 01:24
#278 

Amateur+ Amateur+
22,472


besos,
ზაფხულის განმავლობაში ყოველთვის ასეა: ერთი ფოტო დიდხანს ინარჩუნებს დღის ფოტოს სტატუსს იმიტომ რომ იუზერების ნაკლებობაა smile.gif

შემოდგომაზე თავისით გამოსწორდება smile.gif

რაც შეეხება შეფასების სიტემას გეთანხმები, კომენტარის გარეშე ქულებს ვერ უნდა წერდეს ვერავინ - ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

თვის და წლის ფოტოები კივფიქრობ ყოველდღიურობიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ როგორც არის ახლა, ქულების განულება არ მიმაჩნია მე სწორ ნაბიჯად, მაგ შემთხვევაში ნებისმიერ ფოტს აქვს მანდ მოხვედრის სანსი smile.gif უკვე დაგროვებული ქულები თუ არ იქნა გათვალისწინებული ტოპ 50/100-ის დაკომპლექტებისას, დიდი დომხალი ატყდება და უფრო მეტად გამოჩნდება "სასტავის" პრობლემა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post Jun 30 2011, 03:49
#279 

Amateur Amateur
1,507


kesha
მესამე საკითხში, რომ დავფიქრდი, მართალი ხარ. სანამ სტატუსი არ მქონდა, წარმოდგენაც არ მქონდა, შეფასების სისტემაზე. ეხლა ვხედავ, რომ ქულების განოლება მართლა პრობლემებს შექმნის. მერე მართლა წავა PM-ები, იმ ფოტოზე ქულები მიმიწერე, ეს ფოტო შემიფასე... ჯერ ეხლა ხდება ეგეთები და მერე რა იქნება წარმომიდგენია.

მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა თავის შეფასებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი და ახსნაც უნდა შეეძლოს იმისი, რატომ წერს ამა თუ იმ ქულას. ქულები არაფერს ნიშნავსო, ყველა იძახის, მაგრამ ბოლოს მაინც ყველას ქულები სჭირდება, რომ TOP-ებში მოხვდნენ ან დ/ფ გახდნენ. მაინც იქამდე მივდივართ, რომ ქულები მნიშვნელოვანია. მესმის, ქართველები ვართ და არ გვინდა მეგობარს და ნაცნობს ვაწყენინოთ დაბალი ქულის გამო. მაგრამ ამითი, იმ ახლობელს და ნაცნობს მგლურ სამსახურს რომ ვუწევთ?!

მემგონი შეფასების გრაფა ცალკე და კომენტარის ცალკე, თავიდანვე იმიტომ გაკეთდა, რომ მათ, ვინც ეს მოიფიქრა, არ სურდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი თავი შემფასებლებში და ისე შეეფასებინათ. რატომ? ვის ემალებიან? დღეს-დღეობით ხომ გამჭვირვალეობისკენ ვისწრაფვით? გამოდით ბატონებო და ქალბატონებო ჩრდილიდან.

შეფასებისა და კომენტარის გრაფების მიბმა, გამოიწვევს:
1. ყველა იქნება იძულებული ნიღაბი ჩამოიხსნას და განმჭვირვალედ მისცეს ხმა.
2. 100%-ით დაკაყოფილდება ბევრი კლუბის წევრის ინტერესები, ბოლოს და ბოლოს იცოდნენ ვინ აძლევს ხმას და ვინ არიგებს ასე უპრაკონოდ ნულებს.
3. გაადვილდება საიტის ნავიგაცია და ერთიდაიგივე ფოტოზე 2-ჯერ დაბრუნება აღარ იქნება საჭირო, ჯერ ხმის მისაცემად და მერე კომენტარის გასაკეთებლად. ეს ხომ ვიზიტორთა რაოდენობის მრიცხველის მონაცემებსაც აორმაგებს.. ანუ:
4. ხელს შეუწყობს ფოტოს დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობის შედარებით ზუსტ აღრიცხვას.

smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 30 2011, 14:20
#280 
Club Founder

Administration Administration
4,838


შეფასების და კომენტარების გაერთიანება არაფერს მოგვცემს.
თუ პრობლემა არის კომენტარების არ დაწერაში - შემფასებელი შემოიფარგლება არაფრისმთქმელი კომენტარით; "კარგია", "არ ვარგა", "!" და ა.შ.

თუ პრობლემა იმაშია, რომ გაიგოთ ვინ რა ქულა დაგიწერათ. ფარული შეფასება ზუსტად იმიტომ გაკეთდა, რომ ეს არ ნახოთ. რადგან გარჩევების და პრობლემების მეტს არაფერს მოგიტანთ (ავტორ <-> შემფასებელს). ეს განვლილი ეტაპია. ბოკეზე იყო პერიოდი, როდესაც ჩანდა შეფასებები.

შეფასების გაკეთებისას ან კომენტარის დაწერისას კვლავ სურათის გვერდზე რჩებით, რას გულიხსმობთ "ერთი და იგივე ფოტოზე ორჯერ დაბრუნებაში"?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jun 30 2011, 14:32
#281 

Validating
5,589


Magdu,

გთხოვ, დახურე თემა... :=((

მადლობა....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 24th May 2024 - 05:30

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'