BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფრიდა კალო, ფერწერა

| |
dathuna
post Feb 9 2008, 09:38
#1 

Amateur Amateur
19,278


ფრიდა კალო (* 6 ივნისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― † 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) - მექსიკელი ფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვარი დიეგო რივერას მეუღლე.

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიო გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.

1925 წელს ტროლეიბუსისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.

მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებანი ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.

თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ 1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთს "სოციალიზმის ახალ იმედს" უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამოდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარჰყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.

დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით ფრიდა კალო გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს. 1984 წელს რეჟისორმა პოლ დე ლუკმა გამოუშვა ფილმი "ფრიდა, ნატურალესა ვივა" (Frida, naturaleza viva), რომელშიც ფრიდას როლს ოფელია მედინა თამაშობს. 2002 წელს კი, სტუდია მირამაქსმა (Miramax) გამოუშვა მხატვრული ფილმი სახელწოდებით "ფრიდა", სალმა ჰაიეკით მთავარ როლში.

კალოს არატრადიციული შესახედაობა, გადაბმული წარბებითა და თხელი ულვაშებით (რომელსაც ის არ იშორებდა) თვალშისაცემი იყო, და ამას ის საკუთარ ავტოპორტრეტებშიც ხაზს უსვამდა.


Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Feb 9 2008, 10:15
#2 

Amateur Amateur
19,278


user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image

user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TATI
post Feb 9 2008, 11:51
#3 

Photographer Photographer
5,420


Fრიდა!
რა ქალი! DDDD.gif

სალის გაუსწორდება smile.gif))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
xatunia
post Feb 9 2008, 13:11
#4 

Amateur Amateur
6,949


ამ ქალზე ვგიჟდები! გაიხარე დათუნა ამ თემისთვის kiss3.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Feb 9 2008, 14:46
#5 

Amateur Amateur
19,278


ხოდა ფილმს ვეძებდი კიდე ამ მხატვარზე გადაღებულს და ვერ ვიპოვე ვინმემ თუ იცით სადაა ლინკი მომცეთ იქნებ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
limo
post Feb 9 2008, 14:51
#6 

Amateur+ Amateur+
10,647


ოოოო ესეც ძაან მაგარია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
BATA
post Feb 9 2008, 15:19
#7 

Amateur Amateur
1,684


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sophia87
post Feb 9 2008, 16:44
#8 

Amateur Amateur
1,780


მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით.


ამაზეა ნათქვამი " ხელოვანს ტანჯვა აყალიბებს "
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Sep 12 2008, 14:44
#9 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


ამასწინებზე ვუყურე ძალიან მაგრად გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმს ჰისთორიზე....
ნუ პირდაპირ Fანსთასთიშ ფილმი იყო.
გამიჩინა სურვილი რომ ფოტო მასალა მომეპოვებინა დიეგოსი და Fრიდასი დოკუმენტური ხოდა რაღაცეები ვიპოვე ....
ინებეთ.
და დიეგოს კიდევ რმოდენიმე ნახატსაც ავტვირთავ.
ამ ფილმში იყო "ჰომ ვიდეოს" ტიპის კადრები ფირზე გადაღებული, ვერ მივხდი თითქოს ახლა გაფერადებულუ მაგრამ მე პადობნი ფერები ფირზე ცხოვრებაში არ მინახავს.
დიეგო და Fრიდა ეს ის შემთხვევაა როდესაც მათი ხელოვნება სწორედაც რომ მათი ბიოგრაფიის ცოდნიდან არის განპირობებული.
ამიტომაც ვდებ ამ ფოტოებს.

user posted image

user posted image


user posted image


user posted image
Added @
user posted image

ნახეთ რა ფერებია!

user posted image


Added @
user posted image


user posted image


ეს დიეგო რივიერა და Fრიდა.

user posted image



user posted image

Added @
user posted image




user posted image

user posted image


user posted image

Added @
user posted image

ფოტოზე Fრიდა, დეიგო და ტროცკი.
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Sep 12 2008, 15:00
#10 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


ნონსენსია ის როდესაც ასეთ დიდ ხელოვანებს შეიძლება ბოროტების მანქანის სიწმინდის და სიდიადის სჯეროდეთ, მაგრამ მე ამას დიდი ხელოვანების უკვდავ მიდრეკილებას მიამიტობისკენ მივაწერდი.

user posted image


user posted image

ეს დიეგოს ნახატია, რევოლუციონერი ლენინი.

user posted image

ამბობენ როდესაც Fრიდა გარდაიცვალა, დიეგო ერთ საათში დაბერდაო.
ზუსტად ერთ წელიწადში Fრიდას გარდაცვალებიდან გარდაიცვალე დეიგო რივიერაც.
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
oeeee
post Sep 12 2008, 15:54
#11 

Amateur+ Amateur+
1,980


ვერ ვკაიფოფ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
frida kalho
post Sep 13 2008, 12:13
#12 

NewBie NewBie
135


user posted image

ფრიდა ყოველთვის დარჩება ჩემს ერთ ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად ხელოვნებაში და საკუთარ თავში . ნამდვილ შემოქმედად ის მიმაჩნია ვინც იმას ქმნის რაც მას აღელვებას და ისე ქმნის როგორც ეს მას მიაჩნია სწორედ.
დიდი პიროვნებაა ეს ქალი, და მოვლენაა მსოფლიო მხატვრობაში როგორც
განუმეორებელი ინდივიდი!
შეეძლო უფრო მარტივი გზა აერჩია ცხოვრების ფრიდას და უფრო წყნარად, ნაკლები ტკივილისა და შფოტის გარეშე გაეგრძელებინა გზა.
და მე ვფირობ რომ სწორედ მისმა სიმამაცემ, ამტანობამ შეაძლებინა ის რომ, შეაძლებინა შემოქმედების იმპულსი აეღო იმ სახიფათო გზიდან რომელიც თავად აირჩია, და რომელმაც აქცია და დატოვა განუმეორებელ ფრიდად!


წლებია აქ არ შემოვსულვარ, მაგრამ ფრიდას თემას ვერ ავუარე გვერდი , მიტუმეტეს ნიკიც შესაბამისი მქონდა smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Sep 13 2008, 12:31
#13 

Amateur Amateur
19,278


frida kalho,
ეს თემა მაშინ გავხსენი ერტხელ შენ ნიკს წავაწყდი და გამახსენდა ეს მხატვარი და მეთქი თემას გავხსნი თქო ვიფიქრე LოL DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
frida kalho
post Sep 13 2008, 15:21
#14 

NewBie NewBie
135


dathuna რა მაგარია DDDD.gif




”ჩემი ნახატები გადმოსცემენ ტკივილს... მხატვრობისგან შედგება ჩემი ცხოვრება... მჯერა რომ შრომა არის საუკეთესო რამ...”
”...მე ვხატავ ჩემს პირად რეალობას. ერთი კი ნამდვილად ვიცი, ვხატავ იმიტომ, რომ მე ეს მჭირდება, და ვხატავ ყველაფერს რაც კი ტრიალებს ჩემს თავში ყოველგვარი ანალიზის გარეშე...
-Frida Kahlo





 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
frida kalho
post Nov 3 2008, 19:50
#15 

NewBie NewBie
135


user posted image

გამორჩეულად ჩემთვის საინტერესო და საყვარელი ნახატი.
ეს დაუფარავი ექსპრესიული ნიუანსები გული, ძარღვები, ნერვები, კაპილარები...
და ამ დროს აბსოლიტური უტეხი სახე.
ალბათ ეს დაუფარავი პირდაპირობა მიყვარს ამ შემოქმედის , რომელიც ყველაფერს წარბშეუხრელად იტანს და არ ვარდება წამითაც კი სასოწარკვეთაში.
გააზრებულია აქვს თითქოს ეს გზა და ძალიან მორჩილად იტანს ტკივილებს, რაც
აძლევს უნარს მოძრაობისას და უფლებას თვითრეალიზებისას.
მიუხედავად იმ დიდი ტემპერამენტისა და ესეთი ცოცოხალი ვნებისა რომელიც ამ ქალშია, მაინც ცივი გონებით გამოხატავს იმას რაც აწუხებს. მე ესე ვფიქრობ ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 15th May 2024 - 21:39

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'