BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> სახელწოდებების წარმომავლობა

| |
User-Nikala
post May 26 2008, 03:28
#1 

Amateur+ Amateur+
8,113


შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა იცის,ბევრს არ ეცოდინება.საიდან წარმოიქმნა ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდება.საინტერესო ინფორმაციაა,გადახედეთ smile.gif

Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.

Nikon - Nippon Kogaku K.K., იგივე Japan Optical Co., იგივე Japanese Optical Society დაასრსდა 1917 წლის 25 ივლისს 3 კომპანიის შერწყმის შედეგად(Tokyo Keiki Seisaku-sho's optical division, Iwaki Glass Seisaku-sho და Fujii Lens Seizo-sho).კომპანიის მიზანი გახლდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საბრძოლო შეიარაღების ოპტიკა.1933 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფოტოობიექტივებას სერიული წარმოება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Canon 1947 წლამდე იყენებდა Nikkor-ის ობიექტივებს,რაზეც დღესდღეობით კომპანია Canon არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობს DDDD.gif 1946 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა კომპანიის მიერ პირველი 35მმ-იანი ფოტოკამერის წარმოება.
კომპანიის სახელის ლაკონური ახსნა:NIppo-KOgaku-N = Nikon

Casio - ეწოდა მისი დამაარსებლის სახელიდან-Kashio Tadao,რომელმაც შექმნა კომპანია Kashio Seisakujo.

Fuji - მომდინარეობს იაპონიის უმაღლესი მწვერვალის ანალოგიური სახელწოდებიდან.

Kodak - კამერის სახელი მოიფიქრა მისმა მწარმოებელმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმანმა.მისი საყვარელი ასო გახლდათ "K". მან გადაწყვიტა აპარატის სახელი დაწყებულიყო ასო "K"-ზე და მასზევე დამთავრებულიყო,მრავალი კომბინაციის შემდეგ აირჩია სახელი Kodak.

Konica - მომდინარეობს კომპანიის ძველი სახელწოდებიდან:Konishiroku Kogaku რომელიც დააარსა ვინმე Rokusaburo Sugiura-მ 1850-იან წლებში.

Sony - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "sonus" რომელიც ნიშნავს - ხმას.


ვინმემ თუ კიდევ იცით რამე საინტერესო შეიგიძლიათ დაამატოთ smile.gif

p.s იმედია თემის გახსნას მოდერატორის თანხმობა არ ჭირდებოდა DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Reply to this topicStart new topic
(30 - 36)
Batumskii
post Sep 5 2009, 15:19
#31 

Amateur Amateur
678


აი კიდევ ლოგოები....


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zaza Gabaidze
post Oct 9 2009, 12:49
#32 

Amateur Amateur
3,176


ძალიან საინტერესო თემაა diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Oct 9 2009, 12:52
#33 

Validating
5,589


Batumskii,

სონიზე გამახსენდა. smile.gif
ე.ი. რა სად როდის თამაში იყო სკოლებს შორის, იყო ასეთი შეკითხვა, ყოველ 30-ე მოსახლეს აქვს ამ ბრენდის ტექნიკა, ხოლო მისისიტყვა სიტყვით თარგმნა გამოდის როგორც შვილუკა, შვილიანი...

გამოვიცანით, სონი.... DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Batumskii
post Oct 20 2009, 02:58
#34 

Amateur Amateur
678


Lasha Palavandishvili-Shenc tamashobdi ra,sad,rodiss?????????smile.gif)))))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ekaterine Buckley
post Mar 24 2011, 15:33
#35 

NewBie NewBie
84


რადგან ლაიკის გარდა თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი ახსენეთ, მე მასზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.
კომპანია "ლაიკა კამერა" და არა "ლეიკა კამერა" diax.gif 1925 წელს ერნსტ ლაიცმა(Ernst Leitz)-მა შექმნა. სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა (Leitz Camera)
დასაწყისში ფირმა მიკროსკოპებით და დურბინტებით ვაჭრობდა და პირველი 35მმ ლაიკის შემდეგ, რომელიც ოსკარ ბარნაკის დიზაინით შეიქმნა, თითქმის მთლიანად აპარატების სერიულ დამზადებაზე გადავიდა.
პროდუქცია გერმანიასა და პორტუგალიაში მიმდინარეობდა.
1954 წლიდან არსებობს ლაიკის "M" სერია, რომელმაც რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში დიდი გარდატეხა მოახდინა...
პატარა 35 მმ ლაიკა მაგნუმელების საყვარელი თანამგზავრი გახდა. ელიოტ ერვიტი ამბობდა:"ლაიკის ოპტიკაში, კადრი უნდა დაინახო, ამოიცნო და შემდეგ გულში ჩაიკრა"-ო. იცოდა იმ კაცმა ხარისხის ფასი diax.gif
ლაიკის აპარატები სიჩუმით გამოირჩევაიან...ობიექტივები კი მაღალი ხარისხის მქონე მინით, სისწრაფით და ზუსტი ფოკუზით.
"M" სერია "R" სერიამ შეცვალა და თუ რა რევოლუცია მოახდინა ლაიკამ ფოტოგრაფიის ისტორიაში, მაგის დაწერას აღარ ვაპირებ და არც არის ალბათ საჭირო smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
NUEVA
post Aug 23 2011, 12:16
#36 

NewBie NewBie
76


საინტერესოა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Aug 23 2011, 15:38
#37 

Validating
5,589


Ekaterine Buckley,

:P


ლაიკას 0 სერია...
შედევრებია...
1 ვნახე მუზეუმში საბედნიეროდ... :-))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 11th May 2024 - 22:51

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'