მაშინ მე თეა ვარ,შოთაშვილი დავიბადე-1975წ. 2 აგვისტოს პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ჰობი:მუსიკა, მოგზაურობა,ფოტოგრაფია,კულინარია, ოღონდ ნამცხვრები არა. ხატვა, ძერწვა, შუშის ჭურჭელის მოხატვა და ასე შემდეგ მომწონს გულწრფელ და თბილ ხალხთან ურთიერთობა. თვითონ ემოციური და სენტიმენტალური ვარ. არასდოს არ ვიბოღმები და 2 საათში გამდის წყენა . სულ ეს იყო და თუ რამე გავიხსენე კიდევ დავწერ
ხო ეხლა მეც გაგეცნობით. ნინი კაკაბაძე, დავიბადე1987წ. 23 მარტს ვარ 18წლის დავამთავრე მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯი და ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ეგ ჯერ არ ვიცი ფოტოგრაფია ჩემ კოლეჯში ვისწავლე და ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. ჰობი კლდეებზე ცოცვაა ასევე ვგიჟდები ველოსიპედზე მაგრამ ჯერჯერობით არ მაქ . ხო ვუსმენ როკს როკს და კიდე როკს სხვას არაფერს. ი ვსიო ესა ვარ მე. და უი ის დამავიწყდა ზოდიაქოთი ვარ ვერძი
ნანა, 29 წლის, იურისტი, ვმუშაობ სპეციალობით, მაქვს სანის გაკეთებული ავატარი , კიდევ რა გითხრათ, ფოტოსურათების გადაღება რომ ჰობია, შემატყობდით ალბათ. დანარჩენი კი აროს პროფილში თავის სურათიანად .
ვახ, ვახ! საინტერესო ამბებია აქა: მე ვფიქრობდი რამ გამაგიჟა ეს იურისტი კაცი ფოტოგრაფიაზე-თქო და თურმე ეს "პროფესიული დაავადება" ყოფილა, იმდენი იურისტი გაიჩითა ამ ფორუმზე ფოტოგრაფიით დაშპრიცული! კაია, მაინც როცა ხვდები, რომ მარტო არა ხარ "გადახრებით"..
მე ვარ ზურა, ვარ 30 წლის. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ვასწავლიდი კიდეც ამავე ფაკულტეტზე - რეფორმამდე. ეხლა არ ვიცი რა იქნება. პრეზიდენტის სიტყვა მახსოვს "პროფესიონალები და ქალები მჭირდებაო"! ქალებში ასრულებს სიტყვას და პროფებში არ ვიცი, არ ვიცი.. (ტაკ ჩტო, უნკასო, შეიძლება ჩემს ხელშიც გაიარე, თუ თსუ-ში იყავი ) ჯერჯერობით პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ კოშმარები მტანჯავენ და ალბათ ვეღარ გავუძლებ და ფოტოგრაფიაში გადავდგამ რაკავოი ნაბიჯს! სხვა თუ არაფერი, ერთით მეტი ლოთი-ფოტოგრაფი კი გამოვა ამ ამბიდან და ..
სახელი: დავით ჭაბაშვილი განათლება: მარკეტინგის მაგისტრი, CSB დაბათების თარიღი: 1978 წლის 23 თებერვალი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი სამუშაო ადგილი: UGT ჰობი: კინემატოგრაფია (ჰობიზე მეტია, მაგრამ სერიოზულად არ დავკავებულვარ ჯერ) , ფოტოგრაფია (მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ჩემი ზენიტი 2 თვეა რაც ჩამოვიღე თაროდან და შედეგს ჩემთან ერთად კლუბიც ადევნებს თვალს), კითხვა, მუსიკა, ბილიარდი, ფეხბურთი სად შიგიძლიათ მიპოვოთ: MSN - dchabashvili, Yahoo - dchabashvili. ასევე htt://chaba.boom.ge ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული და თანაც 2 შვილი
მე ვარ თინათინ შელია , ვარ 22 წლის, დავამთავრე ESM, ეხლა კი ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, ჩემი ჰობია მთები , ტყეები და ბუნება საერთოდ, მიყვარს ჩემ ავჩარკასთან ერთად ბუნებაშI ხეტიალი...და რასაკვირველია მიჩნდება დიდი სურვილი ამ ბუნებისთვის სურათის გადაღების....ასე რომ მოყვარულ ფოტოგრაფად ვითვლები ალბათ
1. Gruzinus Vulgaris 2. დათო მაღრაძე, (75წ 6 ნოემბერი) 3. იურისტი, ამჯერად ვმუშაობ ერთ-ერთი არასამთავრო ორგანიზაციის კანონის უზენაესობის პროექტში. 4. ფოტოგრაფია, თხილამურები და კარგი მუსიკა. 5. თბილისელი. 6. დაოჯახებული, ორი შვილის მამა.
არ მიყვარს ფოტოგრაფიას ფოტოხელოვნებას რომ ეძახიან და ფოტოგრაფს ფოტოხელოვანს.
1. PsixOdino4ka 2. სახელი : Psix , გვარი : Odino4ka , t.e ლიზი (1986წ, 11 აგვისტო) 3. ტექნიკური უნივერსიტეტის (მარტივად GPI-ის), ინფორმატიკის ფაკუკტეტის 3 კურსის სტუდენტი, "პასტაიანი" სამსახური ჯერ არ მაქვს, მაგიტომ ჯერ ტო ტამ, ტო სიამ 4. ფოტოგრაფია, "ლუბიტელსკი" თეატრი, მუსიკა... (ყველაფერს აღარ ჩამოვწერ) 5. no comments 6. adino4ka
მე დავწერე თუ არა არ მახსოვს.....მგონი კი მაგრამ კიდე ვწერ
1. მიკა ვერულაშვილი 2. სამედიცინო უნივერსიტეტი 6 კურსი 3. ხეტიალი ბუნებაში. თხილამურები. ხატვა 4. ფოტოგრაფიამ დამაინტერესა მას შემდეგ რაც ამ საიტზე აღმოვჩნდი....უფრო სწორად ბორჯომი ხარაგაულის ლაშქრობის შემდეგ.....
1. keto 2. ქეთი ოთიაშვილი, 28/06/83- ში დავიბადე. 3. დავამთავრე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტში სინქრონული თარგმანის განყოფილებაზე (ინგლისური). 4. მიყვარს ცურვა, თხილამურები, მთა. ფოტოგრაფია დიდი ხანია მიტაცებს, რაღაცეებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ ხარისხი ბევრი არაფერია და არც მიცდია აქ დადება. გუშინ ვიყიდე ციფრული და იმის შემდეგ რაც ცოტა გავერკვევი გადაგების ტექნიკაში (აქაც თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ალბათ ) ჩემი სურათებიც გაჩნდება გალერეაში 5. 6. single
პირველად რომ ვნახე ეს საითი, მას შემდეგ გამორიცხულია რომ ყოველდღე რამოდენიმეჯერ არ შემოვიდე, დამისვეს კიდეც დიაგნოზი - ესე თქვეს www.boke.ge არისო. მე ვარ დათო კორძაძე, 28 წლის, 1 სპეციალობა იურისტი - სისხლის სამართალი, 2 სპეციალობა უცხო ენები - ძირითადი ინგლისური და + მესამეც სამხედრო განათლება. ჰობია ასტრონომია და წყალქვეშა სამყარო, აი ესე ზემოთ ქვემოთ ვარ მოდებული. . ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ჩემ სურათებს ვერ ვდებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ (იმედია). სხვა მეტი რა?, უფრო ავატარში თუ დაინახავთ რამეს
მე მქვია კახა და გვარად ვარ ოღაძე. დავიბადე 1981 წლის 24 აგვისტოს. ჩემს დაბადების დღეს იხსნება ქალწულის ზოდიაქო. მყავს სამი ძმა დავამთვრე 65-ე საშ. სკოლა. შემდგომ 1998წელს ჩავაბარე ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რელიგიის განხრით ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. ჩემი ჰობია მოგზაურობები მთასა და ბარში.
ბიოგრაფია, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ! აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? 1. გახლავართ ნატა იორდანიშვილი. თუმცა ყველა ნატალის მეძახის. ამ ფორუმზეც ძალიან მინდოდა ეგ ნიკი მქონოდა, მაგრამ არაო. 2. დავიბადე 82-ში, სექტემბერში.(თუმცა ქალწულის ნიშნის ბევრი არაფერი მცხია!) 3. ვსწავლობ უცხო ენებში. მარადმწვანე სტუდენტი ვარ და ვაპირებ გავაგრძელო! 4. საყვარელი საქმიანობა-ვინ მოსთვლის. ნამეტანი ინტერესიანი ვარ და ყველაფერს ვეპოტინები. ჯერ ბოლომდე ვერაფერი მივიყვანე-მოკლედ ძიებაში ვარ! ა) ხატვა ბ)პოეზია- საკუთარი და ბრიტანული. განსაკუთრებით ინგლისელი მეტაფიზიკოსები (ვწერ წიგნს მაგათზე) გ) მუზზზიკა- ზემფირას ოფიციალური ფანი. ჯგ. კინო. ნიკ ქეივი. ბრაზილიური ჰანგები. ბობ მარლი. გორან ბრეგოვიჩი. როდ სტიუარტი, კლასიკური ჯაზი და კიდევ ვინ მოსთვლის რა. დ)ფოტოხელოვნება (ოღონდ ჯერჯერობით უბრალოდ ვაჩხაკუნებ! ) ე)ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულიიიი (ეს უმთავრესი საქმიანობაა!! კაი გაგებით, რა თქმა უნდა) ვ) და ა.შ. 5) ამჟამად თბილის-ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ისე სუფთა კახელი ვარ და ამით ვამაყობ! აპაჩის გასაგონად-ჩემთვის დედაქალაქი- თელავია!!!! 6) ვეძებ, და იმედია -მეძებენ! ბოდიში. რამდენი დამიწერია?!
კარგი topic-ია. თავის ჩვენება არ მიყვარს, მაგრამ ამავე დროს არც ინკოგნიტოდ დარჩენა მსიამოვნებს. ამიტომ ჩემი "CV"-ს შემოგთავაზებთ.
სახელი: ხატია ე.-მ. ასაკი: 27 პროფესია: ენათმეცნიერი, ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური ენების სპეციალისტი ჰობი: ცურვა, მთაში სეირნობა, ფოტოგრაფია. ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული. ჩემი ერთ-ერთი "ჰობი" გამომდინარეობს ჩემი პროფესიიდან, კერძოდ, მიყვარს სხვადასხვა ენების გრამატიკისა და ფონეტიკის შედარება და სხვადასხვა გრამატიკული და ფონეტიკური მოვლენების მიზეზების ძიება და ახსნა. ფოტოგრაფიით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი პირველი ფოტოაპარატი CANON EOS 300 შევიძინე. თუმცა აქ განთავსებული ჩემი ყველა სურათი არის CANON Power Shot A510-ით გადაღებული.
me var mariam kopadze 17 tslis.vstsavlob cavcasiis biznes skolasi pinansebze.potograpia seileba itkvas rom tsemi hobi ar iko tsels zapxulamde.magram tsels vikavi pinetsi,ik vmonatsileobdi potograpiis workshopshi da agmovatsine ro arts ise tsud suratebs ar vigeb.ro tamovedi mondoda seriozulad momekida xeli magram iset adgilas vstsavlob eg tsota dzneli agmotsda da rats stsavla daitsko erti surati ar gadamigia:(
თუ ვინმეს აინტერესებს... ნინო ტაბუცაძე 21 წლის. ჟურნალისტი, მაგრამ ხანდახან ვჟურნალისტობ ხოლმე ისე бездельник ვარ ჯერჯერობით მაგისტრატურაში ვარ. ფოტოგრაფია მიყვარს ბავშვობიდან - არც ვიცი, რამდენი წელია ჩემთვის ვაჩხაკუნებ, თითქმის ყველგან და ყოველთვის ინტერესები: კინო, თეატრი, ბალეტი, ე.წ. ვიზუალური ხელოვნება, ტენისი, მსოფლიოში ბოდიალი და თხილამურებიიიიიიიიიიიიიიიი... თან მიყვარს ყველაფრის ამის ფოტოგრაფირება
ჩემი სახელი და გვარია ზურა მექვაბიშვილი,დავიბადე ქალაქ თბილისში 1985 წლის 15 ივლისს.ვსწავლობ თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში.მიყვარს მთაში სიარული და მოგზაურობა
1. --- 2. ნელი აგირბა. 19 წლის გახლავართ. 3. თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ მე-2 კურსზე. კიდევ მუსიკალურ სასწავლებელში სიმებიან განყოფილებაზე. არფისტი ვარ. ვმუშაობ მხოლოდ ხელფასისთვის და რაც ცუდია, ეს მთრგუნავს კიდევ, რამდენიმე თვეა,რაც დავაფუძნეთ NGO, უამრავი საქმე გამიჩინა. 4. ჰობი - რავი,ბევრია. გრაფიკული მხატვრობა, რაიმე ენის სწავლა , სასწაულების აღმოჩენა, ბილიარდი, ჩოგბურთი და ა.შ. ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა, უფრო - შავთეთრი. გუშინ გავაფუჭე ჩემი გადაღებული 1-ლი ფირი... Fედ-ით გადავიღე (ხომ გმირი ვარ?!!) და ბოლოს გაჭედა. შემდეგ ფირს ზენიტში ჩავდებ. 5. ვინ ვარ?- ადამიანი, რომელსაც ხშირად არაფრის სწამს, არც ეშინია, მაგრამ მომავალი აინტრიგებს. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ აზარტული ვარ 6. არ მინდა ბავშვობა მომენატროს! 7. მადლობთ ამ საიტისთვის! ოღონდ მართლა!
გამარჯობა! ნათურა, მეგობრებმა შემარქვეს რატომღაც ვარ ნათია ხულუზაური, 24 წლის. ხელოვნებათ მცოდნე, ჟურნალისტი. ამჟამად ვმუშაობ ტელე-კომპანია "იმედში". არადა აშკარად ჯობდა ან ცეკვა გამეგრძელებინა, ან მუსიკა... რას იზამ... ჰობი, ბევრი მაქვს... ბევრ რამეს მივედ-მოვედები, მაგრამ საშინლად ზარმაცი ვარ... ისე, ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან... იყო დრო როცა ხშირად ვიღებდი... ახლა საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი გადამიღია და ისევ მინდა დავიწყო ფოტო-აპარატით ბოდიალი... მიყვარს მთაში სიარული, კლდეზე ცოცვა, ბუნებაში ხეტიალი, ცეკვა, ცურვა, კლასიკური მუსიკა, ჯაზი, ბლუზი... და ჩაი... სხვა რა გითხრათ? ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს საიტი და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მის დამფუძვნებელს...
Natura, ნეტა რატომ შეგარქვეს, ან ვინ? ახლა რაც შემეხება მე:
1.Cyb 2. ნიკა [ნიკანდრო, ნიკოლოზი, ნიკალა, ნიკალაიჩიკ, უფონი, ნიკუშა, და მრავალი სხვა უბედურება] გოგოჭური. [შვილს ალბათ დუდუკს დავარქმევ და იქნება დუდუკი გოგოჭური] 3. პროფესია: კავშირგაბმულობის სპეციალისტი. ძირითადი საქმიანობა: 3D. 4. ჰობი: ფოტოგრაფია მიყვარს, ავტომოტოსპორტი მიყვარს, მანქანით ფიგურული სრიალი მიყვარს, ტანგოს ცეკვა მიყვარს [ნათურ, ] , ბევრი რამე მიყვარს, კითხვა, წერა, ხატვა... ლაპარაკი მიყვარს ძალიან ლაზღანდარობა და თხზუზობა [ანუ შეთხზვა] მიყვარს კიდევ და რავი, 10013 საშინელება კიდევ... ბავშვობის ჰობი, ბავშვობაში ორი ბუშტი მქონდა და მაგით ვთამაშობდი... ახლა ინვალიდი ვარ. 5. სახლის მისამართი ჩემი არავის აინტერესებს ალბათ, და დაბადების თარიღი და ადგილი კი : ქ. თბილისი [დაფუძვნებულია ჩემი ბიჭის, ვახოს მიერ, ერთ ერთი გასეირნების დროს, რავი ალბათ დაფუძვნების ხასიათზე იყო...] მესტო დეისტვია: მე5 სამშობიარო [მაშინ ის ჯერ კიდევ ავჭალაში იყო, მე ამ სამშობიაროს უკანასკნელი კლიენტი ვიყავი. ჩემი დაბადების მერე მათ თქვეს, რომ ახლა ყველაფერი ნანახი აქვთ ცხოვრებაში და სახალხო სუიციდით დაასრულეს მოღვაწეობა. მას მერე სამშობიაროში აღარ შეისვლებოდა და ის დაანგრიეს. ახლა მანდ აღარაფერი მიუთითებს ასეთი გამოჩენილი ადამიანის დაბადებაზე... ა ჟალ.. ადრე კედელზე ბიძაჩემმა "ნიკა" დააწერა... ვანდალიზმ....] ეს ტრაგედია მანდ 25/04/1983 21:33:13 დატრიალდა... არადა რა კარგად იწყებოდა დღე... 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე"": უცოლო [ფეის კონტროლს ვერ გავდივარ, მერამდენედ ვიჭრები მაგ ეტაპზე )))))]
That's all I can say about it... [Forest Gump]
გმადლობთ, რომ ასე გულმოდგინედ აფურთხეთ მონიტორს...