BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> გაიცანი კავკასია

| |
teodal
post Sep 20 2011, 12:41
#1 

Amateur Amateur
2,215


user posted image


საქართველოს უნივერსიტეტი და პროექტი „კულტურული ტურები კავკასიაში“ 23 სექტემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ ფოტო გამოფენას გაიცანი კავკასია. გამოფენა გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში (IV კორპუსი, კოსტავას 77ა).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტონამუშევრები, რომლებიც ასახავს კავკასიას, მის დღევანდელობასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
პროექტი „კულტურული ტურები კავკასიაში“ ხორციელდება საქართელოს უნივერსიტეტისა და ფონდ მიტოსტის მხარდაჭერით.
პროექტი განხორციელდა კავკასიის მასშტაბით, პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს კავკასიის სამი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოამზადეს ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე. ამავე დროს გაიმართა შეხვედრები კავკასიელ ახალგაზრდებს შორის, სადაც განიხილებოდა მომავალი თანამშრომლობის საკითხი.
პროექტის მიზანია კავკასიელი ახალგაზრდების დაახლოება, სტერეოტიპების დაძლევა, კავკასიის, კავკასიაში არსებული სოციალური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება.
სამომავლოდ დაგგემილია გამოფენის ორგანიზება ჩეხეთის ქალაქ ბუდვაიზში, პოლონეთსა და რუსეთის ფედერაციაში. ასევე იგეგმება გამოფენის ონლაინ სივრცეში განთავსება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 23:24

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'