BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> საიტზე რეგისტრაცია, რეკომენდაციების მეშვეობით

| |
www.boke.ge
post May 17 2008, 20:18
#1 

Administration Administration
462


დღეიდან საიტზე ამოქმედდება რეგისტრაცია რეკომენდაციის საშუალებით.


კერძოდ, კლუბის წევრებს, რომელთა სტატუსი არის ამატურ, ამატურ+, ფოტოგრაფი, მასტერი შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციას რეკომენდაციით ახალი მომხმარებლის რეგისტრაცის შესახებ.

ამისათვის საჭიროა რეკომენდაციის გამწევმა ელ.ფოსტის საშუალებით (invitation ‘@’ boke.ge) მიაწოდოს ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია მის მიერ რეკომენდირებულ პირზე.
კერძოდ:
1. მომხმარებლის სასურველი სახელი (Username)
2. სახელი და გვარი
3. საკონტაქტო ინფორმაცია(ელ.ფოსტა და ტელეფონი).

ასევე აუცილებელია, რომ რეკომენდაციის გამწევსაც სრულად ჰქონდეს შევსებული ზ/მითითებული ველები.



აღნიშნული ინფორმაციის არასრული მოწოდების შემთხვევაში, ადმინისტრაცია არ განიხილავს რეკომენდირებულის კანდიდატურას.


რეკომენდაციის გამწევი ხდება რეკომენდირებულის თავდები.
კერძოდ რეკომენდირებულის დარღვევები ზეგავლენას იქონიებს რეკომენდაციის გამწევისგან მომავალში რეკომენდაციების მიღებაზე (აღნიშნული არ ეხება მცირე დარღვევებს)

რეკომენდაციები არ მიიღება ზ/აღნიშნული ჯგუფების იმ წევრებისგან, რომელთა warn-ების ოდენობა რეკომენდაციის გაწევის მომენტისთვის შეადგენს 20 ან მეტ პროცენტს.

დადგენილია რეკომენდაციების ყოველთვიური ლიმიტი:
1. ამატურ1 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
2. ამატურ +2 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
3. ფოტოგრაფი3 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
4. მასტერი4 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)

გამონაკლისის სახით ადმინისტრაციას შეუძლია თავად დაუშვას რეკომენდაციების გაზრდილი ლიმიტი კონკრეტული მომხმარებლისგან.

მიღებული რეკომენდაციები განიხილება ყოველი კალენდარული კვირის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო არ ემთხვევა კალენდარული კვირის ბოლოს, კანდიდატურები განიხილება მომდევნო თვის პირველი კალენდარული კვირის ბოლოს.

რეგისტრაციაზე მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალ წევრთან დაკავშირება მოხდება ელ.ფოსტის საშუალებით.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jun 16 2009, 23:34
#2 
Club Founder

Administration Administration
4,838


დღეიდან საიტზე კვლავ ჩართულია რეგისტრაცია.

დამატებულია ახალი დამწყები ჯგუფი, რომელსაც აქვს ნიუბაითან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობები.

მომდევნო (ნიუბაი) ჯგუფში გადასვლისათვის, ახლად დარეგისრირებულმა წევრმა გალერეაში უნდა განათავსოს მინიმუმ 3 ფოტოსურათი (გალერეის ლიმიტი 600კბ-იუა) და ფორუმში გახსნას ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი თემა. ასევე მას სრულყოფილად უნდა ჰქონდეს შევსებული საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის მომენტში.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად დაისჯება კლონების რეგისტრაცია.
_____________________
ახალი ჯგუფის შექმნის გამო, ნიუბაი ჯგუფის წევრებს გაეზარდათ გალერეისთვის გამოყოფილი სივრცის მოცულობა. (600კბ-თი)

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ძალაში რჩება რეკომენდაციები (მცირეოდენი სახეცვლილებით).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პიროვნებას (დასარეგისტრირებელ პიროვნებას) გაუწევენ რეკომენდაციას ის პირდაპირ დარეგისტრირდება ნიუბაი ჯგუფში. (რეკომენდაცია არ ვრცელდება უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებზე.)

ახლა კი ჩამოვწერ რეკომენდაციების განახლებული ლიმიტებს:
1. ამატურ + – 3 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
2. ფოტოგრაფი 4 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
3. მასტერი 5 რეკომენდაცია (კალენდარული თვის განმავლობაში)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 12:59

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'