BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რა მომავალი აქვს ფრის ფოტოგრაფიას?..., ეს თემა ფირის ყველა მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს!!

| |
Kapo
post Jan 16 2011, 23:52
#1 

Amateur Amateur
1,281


ცოტა დრო გავიდა და მე კვლავ ფორუმში წერის ნოსტალგიამ შემიპყრო )))
გამარჯობა მეგობრებო!

ვისაც ცოტა დრო აქვს ან კითხვა ეზარება, მეოთხე აბზაციდან დაიწყოს...

თბილისის ბაზარზე კრიზისია. DDDD.gif
ასე ორი კვირა იქნება, ფერად 36 კადრიან ფირს ვერ ვშოულობ ვერსად. არც ფოტო-სამყაროში აქვთ და არც "კონიკა მინოლტაში" (თუ რა ქვია იმ მაღაზია/სალონს, "დაბეჭდე ყველა ფერი", სლოგანი რომ აქვთ)... სიმართლე რომ ვთქვა, სხვაგან ფირს არ ვყიდულობ ხოლმე, ამიტომ არც მიძებნია მეტი. ფირით თუ ვიღებ, თორმეტ და ოცდაოთხ კადრიანს რატომ ვიყიდი (?) არც ეკონომიურია და არც პრაქტიკული. მაგრამ სხვა რა გზა მაქვს თუ სხვას ვერ ვშოულობ...
დღეს სახლში ვიჯექი უსაქმოდ და ვიფიქრე ავდგები, გავივლ-დამოვივლი და ერთი ორ სურათს გადავიღებ-მეთქი. ასე მოწადინებული ჩავედი ეზოში და მთელი ქუჩა მოვიარე, სადაც მაღაზია იყო ყველგან ვიკითხე, მაგრამ ფირი გასაყიდად არავის ქონდა. ბოლოს ერთგან მაჩვენეს, ფირის ვადას რომ დავხედე კინაღამ გულმა დამარტყა DDDD.gif "პრაიავიც დო: 2009", ეგრევე ცივად გავუშვი ხელი.. მერე ავდექი და გზა გავიგრძელე, გუდვილში ჩავედი...
ალბათ დაგებადათ კითხვა, -რატომ ეძებდა ეს კაცი ფირებს უბნის მაღაზიებში, ფირი ხომ სურსათი არა არის?
როგორ დაგიმალოთ და ლოგიკური კითხვაა. დღეს მე ჩემი უბნის ახლო-მახლო გორებისა და მინდვრების მომენხალუება მომინდა, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე გარეთ გასვლა. იმ იმედით, რომ 5-6 მაღაზიიდან, რომელსაც ვიტრინაზე აწერია "1001 წვრილმანი", ერთს მაინც აღმოაჩნდებოდა ფირი, მე თადარიგი აღარ დავიჭირე და სამი საათს გადაცილებული იყო, ქუჩაში რომ გავედი. როგორც უკვე გითხარით, მოვიარე მთელი ქუჩა და იმედგაცრუებული უკანასკნელ აზრს ჩავებღაუჭე. -როგორ შეიძლება ხიპერმარკეტ გუდვილში ფირი არ იყოს, ვუთხარი ჩემ თავს.
არ ვიცი რა ღმერთი გამიწყრა, მაგრამ ფირის საყიდლად მელიქიშვილზე გასვლა მომიწია. გუდვილში თავაზიანი უარი მითხრეს ღიმილიანი სახით. გამოვედი და პირველივე შემხვედრ ტრანსპორტს გავყევი. ასე აღმოვჩნდი ნაძალადევის მეტროსთან. გამარჯვებულის ნაბიჯებით გავუყევი გზას, მახსოვდა იქვე საჯარო რეესტრთან დიდი ღიაცისფერი მაღაზია, რომელშიც ადრე მე პირადობისთვის სურათი გადავიღე. მივადექი იმ ადგილს და წინ "ნიკორას" მაღაზიის ვეებერთელა ვიტრინები დავინახე. შემდეგი იმედგაცრუება არ შემიმჩნევია და ვიფიქრე ის ადგილი ალბათ ნიკორას გვერდით იქნება ან იმის გვერდით-თქო, მაგრამ ასე ძიებ-ძიებაში ბოლოს ნიჰილისტრუი სიცილი წამსკდა. ჩვენი ფოტო-მაღაზია კარგა ხნის წინ დაუკეტიათ და მის ადგილას სოსისებისა და ძეხვების მაღაზია გაუხსნიათ...
დანებებაზე არც მიფიქრია და ასე ამოვყავი თავი მელიქიშვილზე, ფოტოსამყაროში. კვლავ არ ქონდათ ოცდათექვსმეტიანი ფირი და კვლავ ოცდაოთხიანი ვიყიდე. უკვე შებნდებული იყო შინ რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, მთების მონახულება და გასეირნება უკვე შეუძლებელი იყო.
ახლა ვზივარ და კიდევ ისე მეცინება, როგორც ნაძალადევის მეტროსთან, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეცინებოდა.. ნუ პრინციპში პირდაპირ მელიქიშვილზე რომ წავსულიყავი და ფირი იქ მეყიდა, შეიძლება მომესწრო უკან დაბრუნება და მთებში გავლა, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით გავედი გარეთ, რომ ცოტა ხნით მოვშორებოდი ქუჩის ხმაურსა და ხალხის ლაპარაკს... დღეს ავტობუსში ნამდვილად ვერ ჩავჯდებოდი, მაგრამ როგორც ყველამ დავინახეთ, მაინც მომიწია...
ამ წარუმატებელი დღის შემდეგ, თავს სულაც არ ვთვლი წარუმატებლად. ბოლოს და ბოლოს ფირი ვიშოვე და სხვათაშორის არც თუ ისე ცუდად გავერთე. მაგრამ ამას არაფერი საქმე არა აქვს იმასთან, რისთვისაც ეს თემა გავხსენი. ალბათ თქვენც ერთი სული გაგძვრათ, სანამ ამ ნაწერს ჩაიკითხავდით და მას თემის სათაურთან დააკავშირებდით. უნდა გაგაწბილოთ და ეს არაფერს შუაშია DDDD.gif მთავარ საკითხზე ახლა გადავალ...

კოდაკ გოლდი, ეს ის ერთადერთი ფირია, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება. შეიძლება ამ ოცი წლის მანძილზე, რაც მე დავიბადე, დრო და დრო რაიმე სხვა "ბრენდიც" გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მე არ მახსენდება. მართლია პიონერთა სასახლეში გავიღრმავე ფოტოგრაფიის სიყვარული და იქვე ვისწავლე ფოტოს გამჟღავნება/ბეჭდვა (ახლა საერთოდ აღარ მახსოვს) და ის ზოგადი საკითხები, რაზე დაყრდნობითაც ("") დღეს მე ვიღებ, მაგრამ ამის მიუხედავად, არასოდეს მქონია იმის ფუფუნება, რომ პროფესიული ფირით გადამეღო. არც ის უსწავლებიათ ჩვენთვის, თუ რა განსხავვებაა ამ უკანასკნელს შორის და ჩვენთვის ნაცნობ კოდაკის დილეტანტ ფირს შორის.

რამ გადამაწყვეტინა პროფესიულ ფირზე ფიქრი?
სიმართლე გითხრათ მე ჩემი კოდაკ გოლდი სრულიად მაკმაყოფილებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხარისხი ჩემთვის ნორმლური აქვს და მეორე იმიტომ, რომ ჩემი აპარატის მონაცემები არ მოითხოვს და ვერც აკმაყოფილებს პროფ. ფირის მოთხოვნებს. მაგრამ დიდი სიამოვნებით გადავიღებდი შავ-თეთრი ფირით. დღეს ალბათ ვადაგასულ კომუნისტურ მარაგს თუ წააწყდები სადმე.. და კიდევ მაინტერესებს არიან აქ ისეთები ვინც კოდაკ გოლდს არ მოიხმარს?.. და სად ყიდულობენ სხვაგან?.. ასევე მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ არ შემოაქვთ ქართულ კომპანიებს, თუნდაც "ფოტო-სამყაროს", პროფ. ფირები?..

მე ჩემი ბიზნეს ინტუიცია მკარნახობს, რომ ფირების ფასი საგრძნობლად გაიზრდება მომავალში. ეს აზრი ლოგიკურიც უნდა იყოს ალბათ, რადგან მას შემდეგ, რაც ბაზარზე იაფფასიანი ციფრული აპარატები გამოჩნდა, მომხმარებელი ნაკლებად გამოიყენებს ფირს. ციფრი უფრო ეკონომიური უჯდება და თავისი ვიწრო გაგებით ფიქრობს, რომ უფრო ხარისხინი ფოტოს გადაღებასაც შეძლებს.. ცუფრული აპარატი დღეს ყოველ საშუალო სოც. ფენის ადამიანს აქვს, ასე რომ ფირზე მოთხოვნა შემცირდა. ეს კი მხოლოდ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმპორტიორებს ფირის ნაკლები ინტერესი ექნებათ. მომავალში კი ალბათ საერთოდ შეწყვეტენ შემოტანას ან გააძვირებენ (რაც ძნელად იშოვება და ცოტაა, ძვირი ღირს).

ვდგავართ თუ არა კრიზისის ზღვარზე, რადგან ფირის მარაგი როგორც მოგახსენეთ იწურება, ეგ რთული გასარკვევი და გაზვიადებული ნათქვამია. მაგრამ ჩემი აზრის უგულებელყოფაც არ იქნება ჭკვიანური.

ეს პრობლემა ალბათ მსოფლიოს პატარ-პატარა ჯგუფესაც შეაწუხებთ, მათ ვისაც ფირის ფოტოგრაფია უყვარს, რადგან ალბათ ფირით გადაღება ფუფუნებად იქცევა, ჩემი აზრით.


მე მოგახსენეთ ჩემი არაკომპეტენტური და ჩემს ლოგიკას მინდობილი აზრი. ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრიც მაინტერესებს. იქნებ ვინმეს გაუგია ოფიციალურად მსგავსი რამ, ან რას ამბობს კოდაკი ამასთან დაკავშირებით?..

და საბოლოოდ მოგახსენებთ იმასაც, თუ რატომ გავხსენი ეს თემა. მაინტერესებს რეალურად არის თუ არა პროფ. ფირის კლიენტი საქართველოში და რამდენად აქვს სურვილი იმისა, რომ თბილისში იყოს მსგავსი პროდუქტის ყიდვის საშუალება.?..

P.S. ბოკე გადაიყვანეთ წესიერ სერვერზე, ხანდახან ისე ჭედავს, რომ კარგ მჭედელსაც შეშურდება.. და მომიტევეთ აბდაუბდა ნაწერის გამო...
Added @
კიდევ დავამატებ იმას, რომ საქართვეოს გულისთვის ფირის წარმოება არავის დაუწყია და არც საქართველოს გულისთვის შეწყვეტს ვინმე, მაგრამ ხალხის მოთხოვნა/არმოთხოვნას ყველაფერი შეუძლია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Jan 17 2011, 00:25
#2 

Amateur+ Amateur+
3,330


ვფიქრობ ფირის კრიზისზე და დეფიციტზე ლაპარაკი ჯერ ადრეა რადგან ბოლო ბოლო ჰოლივუდში კიდევ ხშირად იღებენ ფილმებს ფირზე, რაც ნიშნავს რო ფირი კვლავ აქტუალურია როგორც ფოტოგრაფიაში ასევე კინომატოგრაფიაში smile.gif ნუ დარწმუნებული ვარ სანამ მე ვიცოცხლებ ფირის პრობლემა არ შეიქმნბა მსოფლიოში smile.gif))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Jan 17 2011, 00:48
#3 

Photographer Photographer
8,492


ყველაზე კარგი საშველია ფირების გამოწერა უცხოეთიდან (ამერიკიდან).
გამოწერა-ჩამოტანის პროცესი იმდენად გამარტივებულია რომ ფოტოლაბორატორიებს გაუჭირდებათ უფრო იაფად შემოგთავაზონ ფირი ვიდრე შენ დაგიჯდება გამოწერით.
მე მგონი იმისაც მადლობლები უნდა ვიყოთ რომ გამჟღავნების და დასკანრების სერვისი აქვთ.
სამომავლოდ ფირი ალბათ გაძვირდება მაგრამ ჯერ ჯერობით ეგეთი პირი არ უჩანს, გაჩნდნენ ახალი ფირმები რომლებმაც დაიწყეს ფირის წარმოება, უშვებენ ახალფირებს და არც ფასები არ აქვთ მაღალი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 00:49
#4 

Amateur+ Amateur+
4,684


მელიქიშვბილზე რომ მოხვდები, ზაზასთანაც შეიარე ხოლმე ფუჯიში (კი არადა, მანდედან დაიწყე), რაღაცა ყოველთვის აქვს : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 01:23
#5 

Amateur+ Amateur+
1,081


ძაან მონდომებული ხარ : ))))

მელიქიშვილზე ყოფილი ჩაის სახლის პირდაპირ არის ფუჯი და იქ ვყიდულობ ხოლმე ფირს როცა ფირით ვიღებ

ერთი ორი ფირი ვიპოვე ძველები გოლდი და ფუჯიკოლორ 200 და შემილია ერთი ფირი მოგცე 36 იანი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
cundruka
post Jan 17 2011, 01:25
#6 

Amateur Amateur
1,042


კიდევ დინამოსთან ფოტომაღაზია "მაიკოა" და მანდაც ყოველთვის აქვთ ფირები, ბანძი შავ-თეთრიც კი... და სასურსათო მაღზიებში არც უნდა იყიდებოდეს ალბათ ფირი, აღარაა უკვე მასობრივი მოხმარების პროდუქტი, შესაბამისად...

ფირის გადაშენებას რაც შეეხება, ყოველთვის იარსებებს(იმედია) ფირის სეგმენტი, მართალია რაოდენბა მცირეა, მაგრამ ნიშური პროდუქტი იქნება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lasha Palavandishvili
post Jan 17 2011, 02:46
#7 

Validating
5,589


ფირს ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.
შეიძLება მისი ტექნიკური, ხარისხობრივი და ვიზუალური ხმარე შეიცვალოს.
ორგანულად არა. :-)))

ბოლსდაბოლოს კლასიკა და ყველაზე ღირებული კადრები ფირითაა გადაღებული.
ნუ ისიც ავღნიშნოთ, რომ ციფრული ფოტოგრაფია ახლგაზრდაა. :-)))


ფართეფორმატიან კამერებს ვერაფერი შეცვლის.
უბრალოდ შეუძლებელია. :-)))


მე ირადადა ბოლო 5-6 თვეა კოდაკსა და ფუჯს ვერ გავცდი.
სლაიდით გადავიღე 2 თვე ველოდე გამჟღავნებას.
ასე რომ ფირის კრიზისზე ცოტა არ იყოს აპელირება არ მესმის...
უბრალოდ აქ ფოტოგრაფიის დეგრადაციასთან გვაქვს საქმე, როგორც ხელვნების დარგთან, დოკუმენტალისტიკასთან და ა.შ.

ბაზარს სჭირდება ერთიანი სულის შთაბერვა. :-)))
ე.წ. მოთხოვნა, მოთხოვნა...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
natali777
post Jan 17 2011, 11:30
#8 

NewBie NewBie
647


3 თვის უკან არ მახსოვს რუსეთის რომელ არხზე ვუყურე ამერიკელი მეცნიერების გადაცემას...ჩამოთვლილი იყო პროფესიები რომლებიც დაახლოებით 20 30 წლის ან უFრო ადრეც საერთოდ გაუკმდება და აGარ იარსებებს...10 Fპროფესია იყო ჩასმოთვლილი და სიაში პირველ ადგილზე ფირების მწარმოებელი ქარხანა იყო...მოტივივად სახელდებოდა ის რომ ციფრულმა სამყარომ იმდენად შეცვალა ფოტო სამყარო რომ აღარავის არ უნდა თავის ატკიება Fირებით როცა შეგიძლია გკონდეს უბრალოდ ჩიპი..შესაბამისად დღესღეობით ფირების მწარმოებელი ქარხანის არსებობის აზრს ვერ ხედავენ იმიტომ რომ მას უკვე თავის შენახვაც არ შეუძლია რადგან მოთხოვნილება ფირების მიმართ მინიმუმდეა დაყვანილი და და სავარაუდოთ მალე არსებობს ვერ შეძლებს.... არ იყო კონკრეტული თარიღი ნათქვამი მაგრამ თუ მათ ნათკვამს დავუჯერებთ მაშინ ჩვენს შვილებს არ ვიცი მარა შვილიშვილებს წარმოდგენაც არ ეკნებათ რა არის ფირი....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Unc
post Jan 17 2011, 12:33
#9 

Photographer Photographer
849


როგორ არის იმ რეკლამაში? ყველაფერი დანარჩენისთვის მასტერკარდიო?? : ))

აწ უკვე 2 წელიწადია ფირს ვიწერ და ქართული ბაზრის დეფიციტი ნაკლებად მაღელვებს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 15:14
#10 

Amateur+ Amateur+
1,081


მე ბევრად ოპტიმისტურად ვუყურებ ფირების წარმოების საკითხს

ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის ფირის პრობლემა

ბოლო წლებში სადაც არ ვიყავი (პარიზი,ბერლინი,ვარშავა,ამსტერდამი) არსად არ ყოფილა დეფიციტი

ფოტო და არა მარტო ფოტოტექნიკის მაღაზიებში ცალკე კედელი ეთმობა ფირებს,სლაიდებს,ფართე ფირებს და აქსესუარებს, ასევე ფირის კამერებს

მეორეც, რადგან არ გაგვიმართლა და ვცხოვრობთ ფოტოტექნიკის მხრივ ბნელ ქვეყანაში , ამისათვის არსებობს ონლაინ შოპინგი როგორიცაა: ამაზონი,ადორამა და სხვა მრავალი სადაც არჩევანი დიდია ფირების (ფირებს დიდი მოცულობა და წონა არ აქვს ამიტომ არ იხდი დიდ გადასახადს ტრანსპორტირებისას,რომელიც მართლა ძალიან გაიოლებულია დღეს)

და მესმე მთავარი, მოთხოვნილება ფირზე ჩემი აზრით შემცირების მაგივრად გაზრდილია, flickr.com იცით ალბათ ეს საიტი , მილიონობით groups არსებობს ფირის ფოტოგრაფიის

ასე,რომ თუ შენ გარშემო რაღაცის დეფიციტია არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან იგივე სიტუაციაა

ჩემთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემებია საქართველოში ვიდრე ფირის დეფიციტი, უბრალოდ ფოტო განათება , რადიო თრიგერები, ბიუთი დიშები, სოფტ ბოქსები ანუ ის ყველაფერი ელემენტარული რაც ფოტოგრაფიას ჭირდება არ არსებობს და მიწევს სამმაგის გადახდა და გამოწერა + 300 ლარზე ზევით ღირებულების ნივთებზე 18% ის დამატება

აღარაფერს ვამბობ ლინზებზე და სხვა აქსესუარებზე


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 15:46
#11 

Amateur+ Amateur+
4,684


გიორგი დადიანი +1

და ამას გარდა...

მიუხედავად იმისა, რომ მეც ფირის მუღამი უფრო მაქვს და არც ციფრულზე გადასვლას ვაპირებ ჯერჯერობით:

შეუცვლელი არ არსებობს არაფერი, მათ შორის, არც ფირი. თუ არ გინდა, ნუ შეცვლი, მაგრამ თავის დროზე ფირიც ახალგაზრდა იყო, მაგრამ დაძველდა და კლასიკად იქცა. ვერაფერი შვილი არგუმენტია.
რა დეგრადაციაზე და აპელირებაზეა ლაპარაკი, ვერ გავიგე DDDD.gif DDDD.gif
ერთადერთი, რითაც უმრავლესობა ფირს და ციფრას ერთმანეთისგან არჩევს, მარცვალია (იმასაც ბევრი ჭუჭყს და სიბინძურეს ეძახის და გაგეწმინდაო, შემოგიტევს lol.gif)
მარტო ბოკეს რომ ათვალიერებთ, გადახედეთ ცოტა "ზემდგომ ორგანოებსაც".
ცოდნა, გემოვნება და კარგი ტექნიკა (გადასაღები, გადაღების და პოსტგადაღების) უნდა ყველაფერს. ფირის ეფექტი გინდა? კაი ბატონო, ციფრულით გადაღებული ისეთი ფირისტული ფოტოებია "ოპტომ" (ბოკეზე რომ ნოისის დადებას ეძახიან და შავის გაღიავებას, მაგას არ ვგულისხმობ), ავტორები რომ არ ამტკიცებდნენ, ციფრულიაო, ვერავინ დაიჯერებთ. ვებ სივრცეზე და 800X600 (გინდა უფრო დიდი იყოს) ფაილებზე მაქვს ლაპარაკი და აბა უზარმაზარ პოსტერებს თქვენ არ ბეჭდავთ პირდაპირ ფირიდან.
გადაიღებთ, წაიღებთ სადმე ლაბში, ან გაგიმჟღავნებენ წესიერად, ან არა, ან დაგისკანერებენ წესიერად, ან არა. მოიტან, შეყრით კომპიუტერში, გააფოტოშოპებთ (ან წესიერად, ან არა), დადებთ ბოკეზე და არიქა, ფირი სულ სხვაა. კარქით რა.
Added @
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კი, ფირი სულ სხვაა.
მაგრამ აქ ვინც ვწერთ და ვაკომენტარებთ, აბსოლუტური უმრავლესობისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფირი თუ ციფრული. (არ ვგულისხმობ ემოციურ დამოკიდებულებას და ხუშტურებს, მეც მაგიტოა, ფირს რომ ვარ შეჩენილი).
და თუ გაქვს საშუალება (აპარატის თუ შენი პირადი რესურსების), ძალიან კარგად შეგიძლია მიიღო იგივე, რასაც ფირით იღებ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 16:28
#12 

Amateur+ Amateur+
8,113


QUOTE
ძალიან კარგად შეგიძლია მიიღო იგივე, რასაც ფირით იღებ.


ამით არ უნდა დაგემთავრებინა )) და სრულიად არ გეთანხმები, რადგან ვერანაირად ვერ მიიღებ იმას რასაც ფირით იღებ. ვინც ფირსა და ციფრულს შორის მარტო მარცვლის განსხვავებას ხედავს იმათთვის უამრავი პლაგინი არსებობს, რომლითაც მარცვალს დაადებს და იფიქრებს, რომ ფირის ეფექტი აქვს, მაგრამ შენც კარგად მოგეხსენება, რომ განსხვავება მარტო მარცვალში არ არის :P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 16:35
#13 

Amateur+ Amateur+
4,684


შესაძლებელი არის და ჩვენ შეგვიძლია თუ არა და რატომ არ შეგვიძლია, ეს სხვა საქმეა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 16:37
#14 

Amateur+ Amateur+
8,113


არ ვიცი არ ვიცი, ეხლა უაზრო კამათი გამოვა ფაქტების გარეშე. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 16:37
#15 

Amateur+ Amateur+
4,684


ბოკეზე და სხვა საიტებზე დასადები 800X600 ფაილისთვის ნამდვილად შეგვიძლია, მეც და შენც.
სხვა გაქანების ფოტოგრაფები ჩვენ არა ვართ. ჯერჯერობით DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 16:43
#16 

Amateur+ Amateur+
8,113


ახლა ეგრე ვიწვალებ და მივიღებ, მაგრამ ფოტოშოპში უნდა ვატრიალო წინ და უკან, არ მოვაკლო სუნელები DDDD.gif ეს უკვე თავისთავად მაიმუნობაა და პლიუს რა სიამოვნებას აკლდები გამჟღავნება სკანირებისას, შემდეგ ნახვისას. ამ მუღამებს, რომ თავი დაანებო პრიალა ციფრულით მაინც ვერ მიიღებ იმას რასაც ფირით, რავიცი, მე ასე ვფიქრობ )))
Added @
აგერ ოთოს (opeople) ძალიან მარტივი ექსპერიმენტი, ორი დაუმუშავებელი ფოტო. თან გაითვალისწინე, რომ 28-80 არაფერი ობიექტივი არაა. საერთოდ არ ჩანს აქვს მარცვალი, მაგრამ რამხელა სხვაობაა... ))

user posted image

user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 16:50
#17 

Amateur+ Amateur+
1,081


კაი თემა წამოიჭრა და ეხა კარგ რამეს გთავაზობთ

ორ ფოტოს ავტვირთავ ერთი ფირითაა გადაღებული და მეორე ციფრულით ორივე 50მმ იანითაა ტყვილა ფაქტურას ნუ ჩააცივდებით : )))

თუ გამოიცნობთ კაი ვადა გასულ გოლდს ან ფუჯი კოლორს გადმოგცემთ 36 ასე ნანატრ 36 იანებს smile.gif)))


user posted image


user posted image


ცოტა რთულადაც შემეძლო არჩევა მაგრამ იყოს მაინც ესენი


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 16:52
#18 

Amateur+ Amateur+
4,684


ნიკა, ეგენი ხუშტურები და პირადი სუბიექტური ახირებებია და მეც ვიზიარებ, როგორც თავიდანვე დავწერე : ))))

ფირებს ჩვენ არ ვამჟღავნებთ და ვასკანერებთ, რა სიამოვნებაზე ლაპარაკობ. ლაბებში ლოდინის ნაცვლად, ადექი და ფოტოშოპში გააკეთე. რატომ არის ეგ მაიმუნობა? წვალება აღარ დაგჭირდება, როცა იცი რა გინდა და ეს როგორ გააკეთო :P

ჩვენს დავას აზრი მართლა არ აქვს, იმიტომ, რომ მეც მაგ ბანაკში ვარ DDDD.gif
მაგრამ ციფრული ხიხიაა და აპრიორი ფირი სჯობსო, უზნეო ბავშვი რომ გაწვება და ფეხებს გაფშეკს, მაგას მაგონებს DDDD.gif
ახლა თორემ, განა მე არ გამიფშეკია მასე ფეხები, შეიძლება ამავე ფორუმზე ნახოთ სულ რაღაც რამდენიმე თვისწინანდელი ჩემი პოსტები DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 16:55
#19 

Amateur+ Amateur+
8,113


ჩემის ღრმა რწმენით ფირია პირველი და პრიზი დამითმია მსურველებისთვის ))))


არასწორედ გაგონებს, იმიტომ რომ თავიდანვე ცუდი დამოკიდებულება გაქვს, იმ აზრს მისდევ, რომ უბრალოდ ახირებაა ჩვენი. ჩემთვის ახირება ნამდვილად არაა, ალბათ არ გამომდის და ციფრულით ვერ ვიღებ იმას რასაც ფირით (თუმცა ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ფოტოშოპი და მე ისე ვართ როგორც ყველი და პური DDDD.gif ), მაგრამ მაინც დაჟინებით ვანიჭებ უპირატესობას ფირს, თავისი "ისხოდნი" ფასეულობების გამო.

p.s. ციფრული ხიხია არ არის, ძალიან კარგად მოვიხმარ კომერციული თვალსაზრისით და ნამდვილად კმაყოფილი ვარ :P

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:06
#20 

Amateur+ Amateur+
1,081


დიაფრაგმამ დამწვა : )))) ეგ არი

მოკლედ ფირიც მიყვარს და ციფრულიც, მაგრამ როდესაც საქმე დგება ფოტოგრაფიაზე როგორც სამსახურზე, ფირის ადგილი აღარ არის თუ განუსაზღვრელი ვადები არ გაქ სამუშაოს შესასრულებლად და თუ კონკრეტულად იდეურად არ გაქვს ფირი არჩეული იმ გადაღებისთვის

როდესაც უბრალოთ გართობაა ფოტოგრაფია, მაგ შემთხვევაში მესმის ფირზე თავგადაკლულების, არის ფირში ის magic მომენტი რაც ციფრულში არაა , ესაა სურპრიზი როცა ამობეჭდილ კონტაქტებს ათვალიერებ და რაღაც კადრები საერთოდ დავიწყებული გქონდა და აღმოაჩენ რო გადაგიღია რამოდენიმე დღის წინ და გაგახარებს

ასევე დაკვირვება ყველა კადრის გადაღებისას და მეტი სიფრთხილე კადრების რაოდენობის შეზღუდვის გამო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 17:06
#21 

Amateur+ Amateur+
4,684


შენ უდგები კაცო არასწორად ჩემს პოსტებს.
მეც არ შემიძლია და ვიღებ ფირით. ასე მირჩევნია და მეც მაქვს ის მუღამი ლოდნის და წვალების და მოკლედ... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლებელი არ არის.
და იმასაც გავიმეორებ, რომ ლაპარაკია აქ ვებისთვის განკუთვნილ პატარა ფაილებზე და შედეგზე, რომელსაც ფენ და არა პროცესზე.

გიორგი DDDD.gif
დადე უფრო რთული ვერსიებიც, თუ გაქვს, პოსტების რახა-რუხის ნაცვლად, გამოჩნდება მაგით ყველაფერი DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:11
#22 

Amateur+ Amateur+
1,081


ოკ ეხა ვეცდები ისეთი დავდო რო მართლა გარტყმით თუ გაარჩევენ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 17:17
#23 

Amateur+ Amateur+
8,113


QUOTE
დიაფრაგმამ დამწვა : )))) ეგ არი


ნწ, კანის ფაქტურაზე დაკვირვებაც საკმარისია )))


რათქმაუნდა არსებობოს ისეთი ფოტოები, რომელთა გარჩევაც ძნელია. შორს, რომ არ წავიდეთ ჩემს გალერეაში შეიხედეთ და ბევრი ფირით გადაღებული ფოტო ციფრული გეგონებათ, მაგრამ ასეთი ფოტოები მაგალითებად არ გამოდგება, არც ასეთი გიორგიმ რაც დადო ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:19
#24 

Amateur+ Amateur+
1,081


user posted image




user posted image


გისმენთ smile.gif))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 17:21
#25 

Amateur+ Amateur+
4,684


ცუგაა ფირი :P
თუ არადა ჩამცხეთ მართლა თავში ეს ჩემი მძიმეწონიანი ფირის აპარატი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:23
#26 

Amateur+ Amateur+
1,081


იმდენათ გცემ პატივს რომ თავში ვერ ჩაგცხებ მაგრამ აი როგორ შეილება შეცდომაში შეგიყვანოს მაღალმა ისო-მ : )))))

პირიქითაა ტყე არის ფირი ნიკონ ფჯ 50მმ და ცუგა არის ცანონ 40დ 50მმ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 17:27
#27 

Amateur+ Amateur+
4,684


ჰოდა, ძალიან კარგი. არავინ დამიწყოს ახლა იმის მტკიცება, რომ არ შეიძლება ეს ძაღლი ფირზე ყოფილიყო გადაღებული და ტყე ციფრულზე.

პ.ს. მადლობა, რომ არ გამიმეტე DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 17:32
#28 

Amateur+ Amateur+
8,113


მეორეა ფირი DDDD.gif ძალიან ადვილი გასარჩევია )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:34
#29 

Amateur+ Amateur+
1,081


ნიკოლოზ პროვოკაციას ააქვს ადგილი smile.gif)))

პრიზ ვსტუძიუ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 17:35
#30 

Amateur+ Amateur+
4,684


და სულ სხვა იზიუმინკა აქვს ნიკოლოზ, ხო? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th June 2024 - 07:36

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'