BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რა მომავალი აქვს ფრის ფოტოგრაფიას?..., ეს თემა ფირის ყველა მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს!!

| |
User-Nikala
post Jan 17 2011, 17:36
#31 

Amateur+ Amateur+
8,113


ჩემთვის მართლა ადვილი გასარჩევია. პირველ ფოტოს ფირის ოდნავი ნიშანიც კი არ დაკრავს. ფერებს თუ დავაკვირდები დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ქენონია DDDD.gif

იზიუმინკის რა მოგახსენო ამ ფოტოში, თუმცა ზოგადად ფირს აქვს :P საბოლოდ, რომ ნათელი მოვფინოთ საქმეს: მე ვკამათობ მხოლოდ იმაზე, რომ ციფრულით იმას ვერ მიიღებ რასაც ფირით, მაგრამ ეს არ უნდა აგერიოთ იმაში, რომ ფირი შეუცვლელი არ არის, იგივე კომერციული თვალსაზრისით ფირს ვერ იხმარ. გიორგიმ მოიყვანა მაგალითი და იმიტო შევეხე ამ თემას. მოკლედ მე როცა მინდა ვისიამოვნო ფოტოს გადაღებით მირჩევნია ფირი ვიხმარო და აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ციფრული გამოსახულებით ისე ვერ ვიკაიფებ როგორც ფირით. ვოტ ი სკაზკე კანეც, ა კტო სლუშალ აგურეც. მორჩა კინო )))



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:37
#32 

Amateur+ Amateur+
1,081


აბა ახსნა ადვილად გარჩევადობია რაში მდგომარეობს ამ ორ ფოტოს შორის : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 17:43
#33 

Amateur+ Amateur+
8,113


პირველი ფოტო, რომ ვნახე მეორეს არც კი დავკვირვებივარ, იმდენად პრიალა და ბლედნი იყო. ფირს ასეთი ბლედნი ფერები არ ახასიათებს, თუ რათქმაუნდა ფოტოშოპით არ ჩაერიე. ცუდი განათების პირობებშიც კი არ მაძლევს ასეთ ფერებს. შენ აქცენტი გააკეთე მაღალ ისოზე და ზერნოზე, აკი ავღნიშნე ფირი მხოლოდ ზერნო არ არისთქო )))

p.s. ფეხბურთისთვის ცივა? angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:48
#34 

Amateur+ Amateur+
1,081


პირველი ფოტოს ისოზე გეთანხმები, მაგრამ მეორე ფოტო ტყე სადაცაა ნამდვილათ არ არის ადვილი მისახვედრი რითია გადაღებული ციფრულით თუ ფირით (მითუმეტეს ვადაგასული ფირით)

მე ფირს სადაც ვცნობ რო ფირია ესაა ბლარი (ანუ უფოკუსო ადგილის სიღრმე) რა ფორმის ბლარი აქვს

ფეხბურთისთვის არ ცივა თუ დარბაზში ვითამაშებთ, გარეთ ცივა

სკა-ზე ვთამაშობ ხოლმე ოთხშაბათობით და სიცივე ნაღდათ არაა ისეთი რო ვერ ითამაშო

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 17:52
#35 

Amateur+ Amateur+
8,113


ბოკეზე გეთანხმები, მაგრამ არის ფაქტურის ფაქტორი. მეორე ფოტოს პირველისგან მკვეთრად განსხვავებული ფაქტურა აქვს, დეტალიზაცია აქვს უფრო მკვეთრი.

სკაზე ვითამაშოთ შემდეგ შაბათ-კვირას თუ გექნებათ სურვილი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 17:55
#36 

Amateur+ Amateur+
1,081


სურვილი მექნება კი, უბრალოდ ჩემი ორი მეგობარი საქართველოში არ არიან,მაგრამ შემიძლია ვიკითხო თუ შევკრიბე 6 კაცი მაშინ სიამოვნებით

გავარკვევ ამ დღეებში

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 19:06
#37 

Amateur+ Amateur+
4,684


აბა აქ რა ხდება და რატომ ხდება?

1. user posted image

2. user posted image

3. user posted image

4. user posted image

5. user posted image

6. user posted image

7. user posted image

8. user posted image
Added @
9. user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 19:14
#38 

Amateur+ Amateur+
8,113


გაინტერესებს ციფრულია თუ ფირი? ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 19:18
#39 

Amateur+ Amateur+
4,684


მე ვიცი, რომელი რომელია. ზოგს მარტივად ეტყობა, ზოგს არც ისე. უბრალოდ მაინტერესებს როგორ დააჯგუფებ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 17 2011, 19:42
#40 

Amateur+ Amateur+
1,081


თუ არ ვცდები

1. ფირი

6. ფირი

8.ფირო

2. ან ციფრია ან 6X6 ზე ფირი (ხარისხიანად დასკანერებული) ანუ მედიუმი თუ მერე არაა ფორმატი ფოტოსი შეცვლილი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Komedianti
post Jan 17 2011, 19:43
#41 

Amateur Amateur
346


1-ფირი
2-ფირი
3-ციფრა
4-ფირი
5-ციფრა
6-ფირი
7-ციფრა
8-ციფრა

რა კარგი "თამაშია" DDDD.gif

9- ფირი

გამომრჩა

ვინ არის "გამარჯვებული " ?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 17 2011, 19:44
#42 

Amateur+ Amateur+
8,113


ტესტირების მეორე ეტაპია? სარგებელი რა იქნება? DDDD.gif

დავაჯგუფებ თუ ვერა მაგითი მაინც არაფერი დამტკიცდება :P ხოდა შეიძლება ზოგი სლაიდი იყოს, მაგაზეც უნდა გქონდეს პასუხი, თუმცა მე მაინც ჩემს აზრს მოგახსენებთ.

1. ფირი
2. ციფრა ან სლაიდი
3. ციფრა
4. ფირი
5. ციფრა
6. ფირი
7. ციფრა
8. ციფრა
9. ციფრა

აბა, საინტერესოა შენი განაჩენი DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Komedianti
post Jan 17 2011, 19:46
#43 

Amateur Amateur
346


9- ფირი

გამომრჩა DDDD.gif

ვინ არის "გამარჯვებული " ? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 21:01
#44 

Amateur+ Amateur+
4,684


გასული ვიყავი DDDD.gif

კომედიანტო, შენი ყველა პასუხი სწორია! :რევერანს:

მაგრამ მთავარი ეს არ არის, ანუ, ნიკოლოზ, გამოცდას და ტესტირებას არ გიწყობთ DDDD.gif
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ფოტო კარგი ფოტოა, იმისდა მიუხედავადმ ციფრაა თუ ფირი. და რომ ციფრას ციფრობა ეტყობა და ფირს ფირობა, იმას არ ნიშნავს, ერთი მეორეს სჯობს. ფოტოს რომ ეტყობა ციფრაა, გრეხი ხო არაა, კაცო DDDD.gif ციფრათიც იღებენ ძალიან მხატვრულ და ჭიის გასახარ ფოტოებს და ფირზეც ბევრი ნაგავია.
ეს ფოტოები შედევრები არ არის, უბრალო, სასიამოვნო, ნუ ვისთის როგორ, მაგრამ ნორმალური და კარგი ფოტოებია და ძალიან ხშირ შემტხვევაში ციფრა და ფირი ერთმანეთს გავს. და თუ მათ არჩევთ არა იმის ხარჯზე, რომ ერთი მეორეს ჩამოუვარდება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jan 17 2011, 21:08
#45 

Amateur Amateur
1,281


ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის...

აი მე რას მოგახსენებთ )))

რაც გინდათ ის მიყავით, მაგრამ მე კვლავ ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ვარ DDDD.gif და ფოტოში კროპის გარდა სხვა ცვლილებებს ვერ ვამართლებ DDDD.gif
ზოგადად ციფრსა და ფოტოზე დავა, ეს ჯობია თუ ის, მაინც, ჩემი აზრით, გლობალური საკითხია. ესაა ადამიანის ინსტინქტი ახლის მიმართ. საერთოდ ყოველი ადამიანი ახალს თავისებურად უყურებს. მაგრამ ზოგადად რომ ავიღოთ, ცივილიზაცია/სიახლე, მაინც განუვითარებელ ტომებს აშინებდა ყველაზე მეტად... ეს რა თქმა უნდა, უცნობის მიმართ შიშსა და უნდობლობაზე იყო დამყარებული.. დღეს, რა თქმა უნდა, აღარ არიან განუვითარებელი ტომები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მათი შვილთაშვილიშვილები ვართ და ეს ინსტინქტი ასე თუ ისე მაინც გადმოგვყვა...
ციფრის იგნორირება, ჩემი აზრით, მხოლოდ მისი არცოდნით და მისი რთული სისტემის შიშით აიხსნება. რაც ადამიანური და ბუნებრივია.

ფირიც შეიძლება ოდესღაც ასე იყო მხატვრებისთვის, ვინ იცის?..

ახლა რომ კაპა ცოცხალი იყოს, რომელი დამაჯერებს, რომ ის კვლავ ფირით ისარგებლებდა?.. DDDD.gif

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფირი გლობალურად უვარგისი გახდა... მე რამოდენიმე არგუმენტი მაქვს, რის გამოც ფირს ვანიჭებ უპირატესობას..
1) "მაგრამ როდესაც საქმე დგება ფოტოგრაფიაზე როგორც სამსახურზე, ფირის ადგილი აღარ არის თუ განუსაზღვრელი ვადები არ გაქ სამუშაოს შესასრულებლად და თუ კონკრეტულად იდეურად არ გაქვს ფირი არჩეული იმ გადაღებისთვის" - მე ამაში სრულიად ვეთანხმები გიორგის. ციფრი საქმისთვის ძალიან პრაქტიკულია და ფირთან შედარებით ეკონომიურიც. მაგრამ მე ფოტოგრაფი არ ვარ და არც გაწერილი გრაფიკი მაქვს ამა თუ იმს ფოტოს გადასაღებად. მე თავისუფლად ვმუშაობ.
2) არავის გაგეცინოთ, მაგრამ მე ყველაზე დიდ უპირატესობას მექანიკურ აპარატებს ვანიჭებ. ე.ი. იმ აპარატს, რომელსაც არც დამტეი სჭირდება და არც ელემენტები. ბუნების ტრფიალი ვარ და ყოველ Dღე ექსტრემალურ პირობებში მიწევს გადაღება, სადაც არც შუქია და არც კომპიუტერი-თქო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტან, როცა აპარატი მიჯდება. ეს ხომ საძაგლობაა.
3) არ მაქვს იმდენი, რომ წესიერი ციფრი და ლინზა ვიყიდო და არც ვთვლი საჭიროდ, როცა მე ფირი სრულიად მყოფნის.

მაგრამ იმაზე დავა ეს ჯობია თუ ის, იგივეა გემოვნებაზე ვიდავოთ... დღეს ორივეს თავისი ფუნქცია გამოწერილი აქვს.
________________________________________
მე მაინტერესებს ზოგადი სტატისტიკა, ფირის მომხარებელთა რამდენი ფროცენტი რომელ, რა რაოდენობით ფირს იყენებს.

აი ვთქვათ ერთ თვეში ერთ ფოტოგრაფს რამდენი ესაჭიროება. საშუალოდ.
_____________
კიდევ იმასაც დავძენ, რომ ბოკეზე ძალიან ცოტაა ისეთი ვინც ძირითადად ფირით იღებს. ლოგიკურია, რადგან ციფრულ სივრცეში ზედმეტი ჩალიჩია ფირის ატვირთვა. ასე რომ შეიძლება მათი შეხედულებები გუთვალისწინებელი დაგვრჩეს..
________________

დაბოლოს. ფოტოებს კომპიუტერის ეკრანზე არასოდეს ვადარებ მე. ფოტო უნდა დაიბეჭდოს. ფოტო "ჩარჩოში" სხვანაირად ჩანს...

P.ს.
"როცა ხალხი გაბოზდა,
პოეზია გაპროზდა." DDDD.gif
ეს თანმედროვეთა გამოთქმა აქ უადგილოა, მაგრამ ჩემთვი ფირი პოეზიაა, ციფრი კი პროზა... DDDD.gif
Added @
მადლობა რჩევებისთვის... აუცილებლად გავითვალისწინებ..

დადიანი: შემოთავაზება მიღებულია, როცა ამოვწურავ დღევანდელ მარაგს შეგეხმიანები ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 21:42
#46 

Amateur+ Amateur+
4,684


ყველაფერში გეთანხმები, გარდა ქალიშვილობის ინსტიტუტისა და კროპისა.
ოღონდ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, ამაზე არ ვიკამათებ lol.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Archer
post Jan 17 2011, 23:08
#47 
Прощай цыганка Серааа!

Amateur+ Amateur+
5,002


რაღა დროს ფირია DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Luichka
post Jan 17 2011, 23:23
#48 

Amateur+ Amateur+
11,852


ფირი სულ იარსებებს, ნუ ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ცოცხალი ვარ DDDD.gif
DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 17 2011, 23:34
#49 

Amateur+ Amateur+
4,684


ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post Jan 18 2011, 00:01
#50 

Amateur Amateur
3,500


ვაიმე რამდენი ვიკითხე ...რომელი დიდი მცოდნე მე ვარ,რომდ ავიწყო,ახლა ფირის(ციფრას) ლპიუსებზე თუ მინუსებზე,რადგან ვთვლი რომ არ მაქვს სათანადო განათლება და პრაკტიკაც(მითუმეტეს ფირებში,გოლდი და სუპერიას გარდა სხვა არც მიხმარია)
რაც შეეხება გარჩევა არ გარჩევას,85 % მგონი გამოვიცანი დადებული ფოტოებისა
და ბოლოს,თემა რაზეცააა,ადრე კოდაკში ვიკითხე:
"-კოდაკის ოფიციალური დისტრიბუტორი ხართ?
-დიახ
-ვაუ,და ფირები რატომ არ ჩამოგაქვთ? ხო თქვენ უშვებთ,თან აშკარად მოთხოვნა -არის...
-და ვინ თქვა რომ არ ჩამოგვაქ?
-აბა რომლები? გოლდის გარდა არაფერი მინახავს... ?!
-ამასწინად პორტა160 გვქონდა,პროფოტო100,ეკტარ 100...
-უბრალოდ ცოტა ჩამოგვაქ და ეგრევე იყიდება
-მოიცა მოიცა,ეგრევე როგორ? ეგრევე როგორ იყიდება? საიდან გებულობს ხალხი?უნდა გითვალთვალოთ? როგორ გავიგო რომ გაქვთ?
-ჭალო,შემდეგი პარტია რომ ჩამოვა დაგირეკავ და გეტყვი თუ გინდა
-კი კი მინდა რააა"

ეს დიალოგი იყო ოქტომბერში,ერთხელ დამირეკეს,მაგრამ ვერ ვიყიდე,იმის მერე აღარ დაურეკავთ,ალბათ არც ჩამოუტანიათ


როგორც ჩანს,ნაცნობობაა საჭირო ან უბრალოდ დამაიმედეს ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jan 24 2011, 23:49
#51 

Amateur Amateur
1,281


რადგან აქ პატარა "დისკუსია გაიმართა ფირის მომხმარებლებსა და ციფრავიკებს შორის", ვიფიქრე რაიმე სიმბოლური ექსპერიმენტი ხომ არ ჩაგვეტარებინა ამ საკითხში გასარკვევად.


პირველ რიგში მივმართავ მათ, ვინც ამ თემას გამოეხმაურა (მათი აზრი ჩემთვის პრიორიტეტული იქნება).
ე.ი. რა მინდა გითხრათ DDDD.gif

კვირა დღეს, რა თქმა უნდა თუ გცალიათ, ერთი პატარა და სახალისო ღონისძიება მოვაწყოთ. ამისათვის საჭიროა მინიმუმ ერთი მოხალისე ადამიანი, რომელიც იღებს ციფრული აპარატით. რადგან მე უკვე მონაწილედ ვითვლები და ფირით ვიღებ და რადგანაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის გაერთიანებას ერთი იდეისა და მიზნის ქვეში გუნდი ეწოდება. ახლა კი ცოტა არ იყოს და დაბნეულებს, რამეთუ ვერ გაიგებდით რა შუაშია ის, რომ მე ფირით ვიღებ და ა.შ. და ა.შ., აგიხსნით რაც მნებავს DDDD.gif

ფოტო მარათონი მოვაწყოთ ამ კვირას
ორი გუნდი შევადგინოთ. ერთ გუნდში იქნებიან "ციფრავიკები", მეორეში - შესაბამისად ფირით შეიარაღებული პარტიზანები DDDD.gif

გეოგრაფიული მდებარეობა და თემატიკა თქვენ თვითონ შეარჩიეთ. დროის ხანგრძლივობაც თქვენზე მომინდია. გავალთ, გადავიღებთ, ღამის თორმეტ საათამდე ავტვირთავთ ნამუშევრებს ჩვენ-ჩვენი გუნდის ბანაკში (ან ორ თემას გავხსნით ან ერთ თემაში მოვუყრით თავს ყველა ფოტოს). ხალხის აზრი ჩვენნაირი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მოგეხსენებათ და უმნიშვნელოვანესია! ამრიგად გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ხმების უმრავლესობა!!! DDDD.gif

აბა ველი თქვენს გამოხმაურებას angel.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Dadiani
post Jan 25 2011, 00:15
#52 

Amateur+ Amateur+
1,081


ამ დარგში, შეჯიბრებითი სისტემის სისუტეა იმაშია, რომ გემოვნება კი არ იმარჯვებს არამედ ტენდენცია, ცოტა BMW vs MERCEDES - ის ამბავი მგონია : )
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jan 25 2011, 01:15
#53 

Amateur Amateur
1,281


ხო მარა რაძი კაიFა ი რაძი ინწერესა.. DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ramaz
post Jan 25 2011, 16:10
#54 

Amateur Amateur
308


სალამი ყველას .
ვფიქრობ ჩემი ,,სტატუსი" მაძლევს იმის უფლებას გამოვთქვა რამოდენიმე მოსაზრება ამ თემის (თუ თემების) გარშემო.
ფირი თუ ციფრა??
ამ სიტუაციაში შედარება სხვადასხვა წონით კატეგორიებშია და რატომ. დღევანდელ თაობაში ციფრული ტექნიკის ათვისება ბევრად უფრო სწრაფად მიდის ვიდრე ფირის. ფირით (ტექნიკურად კარგი და აზრობრივად) გამართული სურათის გადაღებას გარკვეული პრაქტიკა სჭირდება, თეორიულ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ. ციფრით ეს ელემენტი ბევრად გამარტივებულია და შედეგიც ბევრად სწრაფად მიიღება. გამოცდილებით გეტყვით რომ, ამ კამათს სასრული არ ექნება იმიტომ რომ, ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს შედეგს, კარგი სურათის გადაღება ორივეთი შეიძლება გააჩნია ვის როგორ ეხერხება და როგორ მიუწვდება ხელი შესაბამის ტექნიკაზე. ხარისხი? ესეც ტექნიკაზე და გადაღების ცოდნაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა დღეისათვის ციფრი ბევრად პრაქტიკულია, ფირი ბევრად ხელმისაწვდომი (ფასებში), ზოგს შედეგის სწრაფად ნახვა მოსწონს, ზოგს კი თვითონ გადაღების პროცესი. ზოგჯერ გადასაღებად მომზადებას 0,5-1 საათი წაუღია, თვითონ სურათი კი 10 წამში გადამიღია, ჩემი მე-7 კლასელი ბიჭი 10 წამში იღებს სურათს და მერე ერთი საათი ამუშავებს პროგრამაში. DDDD.gif მინდა ვთქვა (ფირის სასარგებლოდ) ისიც რომ, მცირეფასიანი ფირის აპარატით შეიძლება მიიღო ძალიან ძვირადღირებული ციფრის აპარატის ხარისხი. 3 ათეული წელია ვიღებ სურათებს და დღესაც ხანდახან ბავშვური აღტკინება მეუფლება როდესაც ჩემი ხელით დამუშავებულ ნეგატივში თუ სლაიდში იმას დავინახავ რისი მიღებაც მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ ყოფილა სიტუაცია როდესაც გარკვეული ოპერატიულობის გამო ციფრული აპარატი მინატრია, ვისაც მომენტალური შედეგი სჭირდება ციფრს მიანიჭებს უპირატესობას, ვისაც გადაღება დამუშავების პროცესი სიამოვნებს ალბათ ფირს. ციფრით გადაღებისას არ ზოგავ დუბლებს, კადრების რაოდენობას, ნახულობ ეფექტებს ... ნაკლებად გაღელვებს ხარვეზი რადგან იმას მაშინვე გამოასწორებ, ფირი სრულიად საპირისპიროა, მეტად მოტივირებული და კონცეტრირებული ხარ ხარისხზე, სწორ ექსპოზიციაზე, სიუჟეტის დანახვაზე.... იმიტომ რომ (მაგალითად) მთიდან ჩამოსული 36 კადრიდან შეიძლება ტექნიკურად კარგი ყველა იყოს მაგრამ ის რაც გინდა არცერთი, უკან მთაში კი ვეღარ ახვალ ხელახლა გადასაღებად.... შეგნებულად არ ვუსვამ ხაზს გარკვეულ ეფექტებს. თუ იცი პრაქტიკულად ყველანაირი ეფექტის მიღება შეგიძლია ფირითაც..... ეს კამათი და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა ძალიან შორს მიდის. ბევრი პროფესიონალი ვიცი რომელიც ძირითადად იღებს ციფრული აპარატით, მაგრამ ზოგიერთ მთავარ სურათს აუცილებლად ფირითაც.

Nino Baidauri ციტატა ''უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ფოტო კარგი ფოტოა, იმისდა მიუხედავადმ ციფრაა თუ ფირი" bravo.gif 100%

უნდა იცოდე გადაღება კაცმა...თეორიულ ცოდნას აუცილებლად უზარმაზარი პრაქტიკა სჭირდება, გადაღებული სურათების ანალიზი, ექსპოზიციების, გადაღების პირობების ჩაწერა და შედარება, მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევ სასურველ შედეგს. ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება). DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Erekle Mumladze
post Apr 23 2012, 01:10
#55 

Amateur+ Amateur+
877


გადაიღეთ ერთი და იგივე კადრი ერთი ციფრულით და ერთიც ფირით - განსხვავევებას დაინახავთ აშკარას.

ახლა რომელია კარგი და რომელი ნაკლებად კარგი?
რათქმაუნდა ისაა კარგი თქვენთვის, რომელიც მოგეწონებათ. smile.gif

ფირის უპირატესობა მაშნ იჩენს ხოლმე კარგად თავს როცა კონტრაჟურულ კონტრასტულ კადრებს მივუშვერთ ხოლმე ჩვენს აპარატებს, მას შეუძლია ციფრულზე ბევრად უფრო გამოკვეთილად შეინარჩუნოს ფაქტურა ჩრდილიან და მზიან ანუ ბნელ და ნათელ ადგილებზე კადრში, უფრო მეტი გრადაციაა შუქსა და ჩრდილს შორის, ასევე ტონებს შორის, თან ეფექტურია.
იმედია მოვა დრო ციფრული ტექნოლოგიაც გაიმეორებს იგივე შესაძლებლობებს, რავიცი რავიცი.
თუმცაღა კარგ ციფრულს სიამოვნებით გადავიკიდებდი მხარზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Dec 16 2012, 15:44
#56 

Amateur Amateur
1,281


ფირებზე ვეძებდი ინფორმაციას და აი სად მოვხვდი... :დ


ჰელოუ გაიზ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 12th May 2024 - 05:56

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'