დაიწყო ყველაფერი იმით, რომ გავმაზე "კარვის" ლაშქრობა სამსახურის გამო. უკვე გული მისკდებოდა როცა მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა გიორგიმ მითხრა რომ აპირებდა წასვლას თუშეთში და თუ მინდოდა მეც შემეძლო წაყოლა. თავდაპირველად 6-ნი უნდა წავსულვიყავით მისი გაზ-69-ით (ვინც არ იცის რა მანქანაა ეგ ფოტოებს რო დავდებ მიხვდება). ჯერ იდეაში იყო 9-12 აგვისტო მარა 2 დღით გადადება მოგვიწია. ამის გამო ორი კაცი ამოვარდა. ბოლო მომენტში მანქანის პრობლემებიც დაემატა ამას და უკვე ჩემი სამურაით ვაპირებდით წასვლას მარა საბედნიეროდ მაინც მოხერხდა გაზ-69-ით წასვლა. კიდე კაი მარტო 4 ვიჯექით მაქნანაში.
ამით შესავალი დამთავრდა.
შაბათს დილით ყველაფერი იმით დაიწყო რომ ეზოში 6 საათზე ჩასულს იქ არავინ დამხვდა. თურმე მაღვიძარამ არ იმუშავა და საბოლოოდ მარტო 7-ზე მოვახერხეთ გასვლა. წავედით მე, გიორგი, მამამისი ვაჟა და გიორგის ბიძაშვილი გოგა. ვინაიდან ტრასაზე მანქანა 70-ზე სწრაფად ვერ მიდიოდა თელავში გომბორით გადავედით რითაც მინიმუმ ნახევარი საათი მოვიგეთ. თუმცა თელავში დავკარგეთ ბლომად დრო ბაზარში რაღაცეების ყიდვაზე და საწვავის ჩასხმაზე. საწვავი ჩვენი მთავარი პრობლემა იყ. გაზ-69 მაინც ლამის ომისდროინდელი მანქანაა და ცუდ გზებზე 2-ჯერ მეტ საწვავს მიირთმევს. ფაქტიურად ძლივს გვეყო 70 ლირტი ბნზინი თელავი-თუშეთი-ალვანი გავლაზე. აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.
მაშ ასე. თუ მიდიხართ ბაკურზიხის მხრიდან და თელავში არაფერი გესაქმებათ გადაუხვევთ ეგრევე ყვარლის მიმართულებით და ალაზანზე გადასვლისთანავე ეგრევე წახვალთ მარცხნივ ახმეტისკენ. გაივლით ნაფარეულს, სანიორეს და მერე ფშაველია. ეს მარშუტი ყველაზე მოკლეა. ოღონდ ვიმეორებ ფშაველში რომ შეხვალთ ომალოს მაჩვენებელისკენ არ გაყვეთ. გაუხვიეთ ახმეტისკენ და მერე ცოტა ხანში გადაუხვიეთ მარჯვნივ (ანდა იკითხეთ). გომბორზე გადასულებს შეგიძლიათ ვარდისუბნიდან ალავედისკენ გაუყვეთ გზას (თუმცა ცოტა წრე გამოდის ასე) მე მაინც თელავის გავლით გირჩევთ გავლას.
გომბორზე გზა მაინც ცუდ დღეშია. თუმცა მოძრაობა აღდგა თუ ტრასაზე 90-100 შეგიძლიათ სიარული ბაკურციხეზე ჯობია გაიაროთ. ბაკურციხის გავლით თელავამდე 150 კიოომეტრია. გომბორიდან 100.
ბოლო ბოლო გავედით ფშაველიდან და გავიყევით მდ. სტორი (ან სთორი) ხეობას.
გაგრძელება იქნება.
მანამდე დავწერ რა მოვინახულეთ.
1 დღეს ომალო. და დავბანაკდით დართლოს ძირში ალაზნის პირას. 2 დღეს კვავლო და დართლო. მერე ჭეშო ფარსმანთა და გირევი (შორიდან რადგან ალაზანზე მანქაით გადასვლა აღარ გვინდოდა). შემდეგ დავბრუნდით ომალოში და გადავედით შენაქო დიკლოში. მარა დიკლოს ციხეს ვერ ვასწრებდით უკვე და წამოვედით უკან. დავბანაკდით ხისოსთან. 3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს) 4 დღეს დავბრუნდით უკან და გზად თავისუფალი დროის არესებობის გამო ვნახეთ კვეტერა.
ჩემი პირადი აზრით კვავლო-დართლო აუცილებლად სანახავია თუ ვინმე იქ წახვალთ. ასევე მაგარია ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკები. თუმა თუ დიდი ხნით ხართ მაშინ ბოლოსკენ მოიტოვეთ რომ სხვა სოფლების სანახაობა არ დაიჩრდილოს. *****
მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კუთხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ. ამან ყველაფერმა ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. მანქანების რაოდენობამ რომლებიც ჯერ დართლოში და მერე ხისოსთან, ჩვენ ბანაკთან დადიოდნენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
იმის თქმა დამავიწყდა რომ გომბორიდანვე გამოჩნდა რა ცუდი ამინდი გველოდა წინ. უღელტეხილზე ასვლა არ გვქონდა დაწყებული და უკვე ნისლები დაიწყო. მალე გაწვიმდა კიდევაც.
ამის მერე ფოტოები ფაქტიურად არც კი გადამიღია. შორტებში და მაისურში ვიჯექი მანქანაში და ვკანკალებდი. ჩემი თთბილი ტანისამოსი კი ზურგჩანთაში მანქანის საბარგულის ძირში იყო. მანქანა ჯიუტად ადიოდა აღმართებზე სერპანტინზე. უკვე 10 მეტრში არაფერი ჩანდა. ნელ-ნელა ცა უფრო და უფრო ნათდებოდა და იმედი მოგვეცა რომ ეგებ ზევით ღრუბლებს მაღლა აღმოვჩნდებოდით და მზეს დავინახავდით. მაგრამ ამაოდ. უღელტეხილზე GPS-მა მაქსიმალური სიმაღლე 2850 მეტრი ანახა. მერე დაიწყო დაშვება. ეს უკვე ხედი ქვევიდან. კომუნისტების დროს აქ მაღალი ძაბვის ხაზები გადიოდა.
წინ კიდევ საიმედოდ კარგი ამინდი ჩანდა
აქ უკვე ხისოს ალაზნის ხეობაში ვართ (მგონი) და პატარა ჩანჩქერუკაცაა.
აი პირველი სოფლებიც. ქვევით ჭალა. ახალი დასახლებაა. ზევით კიდე ხისო.
გავაგრძელეთ გზა და აი მივუახლოვდით ომალოს რომელიც სადღაც იქ ზევით გვემალება
ქვევით კიდევ ალაზანი მიედინება (თუშეთის ალაზანი).
კოშკები გამოჩნდა შორიდან
აქ ქართული დროშა ფრიალებს!!!
ხედი დართლო-ბოჭორმას გზისკენ
აქ უკვე მივხვდით რომ პირვანდელ გეგმიდან, შენაქო დიკლოს მონახულება, უნდა გადავეხვია. საქმე იმაშია რომ მანქანა უზომოდ მიირთმევდა საწვავს. ხოლო შენაქოსკენ ისევ ქვევით უნდა წავსულვიყავით. ამიტომაც გზა დართლოსკენ გავაგრძელეთ. დართლო-ბოჭორმა გზის გასაყარზე ჩეხი ტურისტები შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენსავით ფიქრობდნენ საით წასულიყვნენ. საბედნიეროდ ამ დროს მანქანამ ჩაიარა და დართლოს გზა მიგვასწავლა. საერთოდ მანქანები ძაან ბევრი დადის. საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
ესეც ხედი. ქვევით დართლო. ზევით კიდევ კვავლო ჩანს. მარა ეს კვავლოს 1% თუ იქნება. დანარჩენი აქედან არ მოჩანს.
პირიქითის ალაზნის ხეობა და დართლოს ახლად გაშენებული ნაწილი
ისევ დართლო და კვავლო (საერთოდ ამ ადგილას ალბათ 100 ფოტო გადავიღე ისეთი სილამაზე იყო).
ესეც ჩვენი ბანაკი
ალაზნის ხეობა მზის ჩასვლისას
ჩეხი ტურისტები ივანა და ტომასი. მიდიოდნენ ხევსურეთისკენ. მათი ინფორმაციით შატილამდე 35 კილომეტრი იყო. უკვე მეორე დღეს რუკაზე რო დავხედე მივხვდი რომ 35 კილომეტრი მარტო აწუნთამდე იყო. მოკლედ ძაან კარგად ვისაუბრეთ იმ საღამოს. ვარძია ჰქონდათ ნანახი და კიდევ რამეს ნახვა უნდოდათ. ან სვანეთი ან სტეფანწმინდა. გააჩნია რას მოასწრებდნენ.
დღე მეორე. დილით გავიღვიძეთ არც ისე ადრე და არც ისე გვიან. ნუ მზე ხეობაში არ აპირებდა შემოხედვას ასე 8.30 იქნებოდა მარშუტზე გასასვლელად რო ვიყავით მზად. გადავწყვიტეთ გირევამდე ფეხით ასვლა (ბენზინის ეკონომიის მიზნით და ასევე სამანქანე გზის არსებობის გაურკვევლობის გამო), ხოლო უკან მოსულები კვავლოს დავათვალიერებდით და იქიდან ჩამოვიდოდით დართლოში. მარა თავიდანვე ყველაფერი არასწორად გამოგვივიდა. 200-ოდე მეტრში გზა ორად გაიყო და ჩვენ უფრო ნავალი გზით გავგრძელეთ სიარული. მალევე ცხადი გახდა რომ ეს გზა სოფელ დანოში ადიოდა, მერე კიდევ სავარაუდოდ აღარ გრძელდებოდა გირევისკენ.
დართლოს ხედი ზედა გზიდან. ქვედა გზა ჩანს მარჯვნივ.
საბედნიეროდ მალევე გაირკვა რომ ეს გზა კვავლოსკენაც გრძელბოდა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა გეგმა და ჯერ კვავლო გვენახა. შემდეგ უკან დანოსკენ მოვსულიყავით და აქედან დავშვებულიყავით ქვედა გზაზე გირევისკენ წასასვლელად.
ხედი სოფელ დანოზე
ამინდმა ხელი შეგვიწყო. ფაქტიურად მთელი ასვლის პროცესში (1800-დან 2200 მეტრამდე) მოღრუბლულობა იყო და უკვე კვავლოში მისულებს დაგვხვდა ადგილზე მზე და უღრუბლო ცა.
ქვევით დართლო მოჩანს
ნელ ნელა "ახალი კვავლო"-ს გამოჩნდა (ეს სახელი მე შევარქვი). სოფლის ნაწილი ახლადაა აშენებული მთის მეორე ფერდობზე სადაც სამანქანე გზა მიდის.
ისევ დართლო
თივის ზვინები. უკან კვავლოს კოშკები მოჩანს.
ზევით კი აი ასეთი ნისლებია
კვავლოში ზამთარში ერთადერთი ბერიკაცი რჩება რომლის სახლზე აი ასეთი ნახატია.
ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა რომ გირევამდე საკმაოდ კარგი სამანქანე გზა მიდის. ამიტომაც გეგმას კიდევ ერთხელ ვცვლით. აქედან გადავდივართ კვავლოში. შემდეგ დავეშვებით დართლოში სათიბებით, მერე მანქანით წავალთ გირევისკენ. შემდეგ უკან დავბრუნდებით და შენაქო დიკლოს ვნახავთ. გომეწარში კიდევ ან ფეხით წავალთ მესამე დღეს ან საერთოდ ამჯერად გამოვტოვებთ თუ ტბაზე ასვლას ვამჯობინებთ. მაგრამ ამაზე მერე მოვიფიქრებთ.
"ახალი კვავლო"
კვავლო
კვავლოს კოშკი.
კვავლოს ხედები
დართლოსკენ პირდაპირ სათიბებით დავეშვით. გზაზე ყველა მიმართულებით მოსიარულე უცხოელი ტურისტები შეგვხვდნენ. და ძალიან ლამაზი ყვავილნარი იყო.
აი ასეთი სველი წერტილი ვნახეთ დართოში ერთ ერთ სახლში
საშხაპე
ამ გადახურვებზე გონება გადამეკეტა.
ეს კიდე ცივილიზაციის ნიშანი
ამით დამთავრდა მეორე დღის პირველი ნაწილი. კიდევ ორი ნაწილი იქნება გირევის მხარე და შენაქო-დიკლო.
მალევე დავშალეთ ბანაკი და ჩავლაგდით მანქანაში. გეზი გირევისკენ ავიღეთ. საკმაოდ ვიწრო გზა მიუყვებოდა მდინარეს. ცოტა ხანში პირველი სოფელიც გამოჩნდა ჭეშო. ეს ჭეშოსთან მთებია
ეს კი იქვე მდელოზე მონავარდე ცხენები. უკანა პლანზე ჩანს ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკი. სამწუხაროდ ახლოდან არ გადამიღია გარკვეული მიზეზების გამო
აქვე გავიგეთ რომ გზა გირევამდეა მარა ორგან ალაზანზე უნდა გადავსულიყავით მანქანით. ერთგან გზა ორად გაიყო და ალაზნის მეორე ნაპირსაც მიუყვებოდა. დიდი დრო დავკარგეთ დაზვერვაზე და ბოლოს მაინც ისევ იგივე ნაპირს გავყევით. მალე სოფელ ფარსმამდეც მივედით.
ფარსმას შემდეგ გზა მალევე გადადის ალაზანზე. ფეხით გირევში მისასვლელად შესაძლებელია გაუყვე ვიწრო ბილიკს. სამანქანე გზით კიდევ ...
ეს ნივა ეტყობა დიდი სიჩქარით შევარდა წყალში და გაიჭედა. ჩვენ ამოვიყვანეთ
ცხენებს ეგ პტობლემა არა აქვთ
აი ასეთი მდელოა გირევის წინ
ეს თვითონ გირევი
აქეთ რაღაც ლამაზი მთაა
როგორც აღმოჩნდა იმ დღეს გირევის დღეობა იყო და უამრავი ხალხი მოიწევდა იქით
აი აქედან მოვედით
აი ეს ჯგუფი ფეხით მოდიოდა ჭეშოდან. გზად ერთი გოგო ცუდად გამხდარა და ჩვენ წავიყვანეთ დართლოში. ამის გამო მეტი ფოტო დართლომდე არ გადამიღია
როგორც ჩანს გირევში დოღი უნდა გამართულიყო. აფსუს დრო არ გვქონდა სანახავად.
ხედი ფარსმას ზევით.
დავიძარით ომალოსკენ. მეორე მხარეს კი აი ეს სოფელი ჩანდა. სავარაუდოდ ჩიღო.
ომალომდე არ მისულებს უნდა გადაგვეწყვიტა რა გვექნა. საბოლოოდ გეგმა ასე გადაწყდა და უკვე აღარ გადაგვიხვევია: მივდიოდით ომალოში და მერე შენაქო დიკლოს ვნახავდით. დრო იმდენი გვქონდა რომ მერე ვასწრებდით ხისომდე ასვლას და სადმე იქ დაბანაკებას. მესამე დღეს კი დილიდან ხისოდან ტბაზე ავიდოდით. ბოლო დღე მთლიანად უკანა გზას დავუთმეთ და დრო თუ დაგვრჩებოდა კვეტერასაც ვნახავდით.
საკმაოდ მალე გავიარეთ ომალო. ვიკითხეთ შენაქოს გზა. ძალიან ციცაბო დაღმართ-აღმართის შემდეგ ამოვედით შენაქოსთან და დავინახეთ ბოსლები. თუმცა გაუჩერებლად ეგრევე ეკლესიისკენ წავედით.
ძალიან ლამაზია
აი კიდევ სხვა მხრიდან
ბოსლები
ხედი სხვა მხრიდან
გზა დიკლოსკენ
ძაან ლამაზი ნაძვია
ბესლები აქედან ასე ჩანდა
შენაქოს ვიწრო ქუჩები
ორი კიბე ხის და ქვის
სახლები
ხედი დიკლოსკენ
ისევ სახლები
შემდეგ წავედით დიკლოში მაგრამ აქ ციხის ნახვას ვეღარ ვასწრებდით და მარტო სოფლით შემოვიფარგლეთ.
სახლი დიკლოში
დიკლოს ხედი იქვე მდებარე ბორცვიდან
ეჰ დათომ ახსენა ჩვენს გამყოლს სულ რაციით ეძახდნენო ფეხბურთზე. აი ისიც ფეხბურთი დიკლოში
მაშტაბები რო დაინახოთ
გამოვეშურეთ ისევ ომალოსკენ. განათება სხვანაირი იყო და ვერ მოვითმინე რამდენიმე ფოტო რომ კიდევ არ გადამეღო
ჩავედით "ბარში" (ასე ეძახიან მგონი ომალოში მდინარის ხეობასთან მდებარე სოფლებს). გავუყევით გზას ხისოსკენ. გურულის რჩევით ტბაზე მანდედან ასვლა ვარჩიეთ. თან ხისოსკენ სასროლი ბადით სათევზაოდ უკეთესი ადგილები უნდა ყოფილიყო. ძალიან გაგვიჭირდა საკარვე ადგილის მონახვა. ერთ ადგილი ვნახეთ მაგრამ ხისოდან შორი იყო. ბოლოს მდინარის მეორე ნაპირზე გადამავალი გზა დავინახეთ და იქ დავბანაკდით საკმაოდ კარგ ადგილას. სასმელი წყალი არ იყო მარა ალაზნის წყალზე გავაკეთეთ ჩაი. ხოლო დასალევად საკმაო წყალი ხისოს ძირში მდებარე სოფელ ჭალაში მოვიმარაგეთ.
სახელს არ ვწერ იმიტო რო ვერ მივხვდი რა ქვია ტბას და ყველას უბრალოდ ვეკითხებოდოთ ტბაზე როგორ ავიდეთ. გაკვირვებასაც არავინ გამხატავდა.
ამ დღეს გიორგი და გოგა ადრე ადგნენ. 6 საათიც არ იქნებოდა უკვე თევზაობა დაიწყეს. მაგრამ მდინარე ძაან ცივი იყო და ასე 7.30-ზე მომესმა მათი ხმა. ადექიო. მოვრჩით თევზაობას. დროზე ვჭამოთ და ავიდეთ ტბაზეო. გამოვედი კარვიდან და აი ეს თევზები დავინახე.
ხისოს მხარეს უკვე მზე ანათებდა
მდინარეზე მანქანით გადავედით და გავუდექით გზას. ჭალაში გვითხრეს რომ ჯერ ხისოში უნდა ახვიდეთო და იქ კიდევ იკითხეთო გზაო. აქვე გაირკვა რომ ბოთლი მარტო მე მქონდა ასე რომ წყლის პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. აღმართი ძაან ციცაბო იყო. ძაან მალე აი ეს ხედები დაიწყო. ქვევით სოფელი ჭალაა უკან კიდე სოფელი ჩანს მგონი ჩიგლაურთა.
ცოტა მარცხნივ კი ზევით სოფელი შტროლთაა.
ხისოში გზა ვიკითხეთ და ისევ იგივე გვითხრეს. წადით ზევით იქ მწყემსები იქნებაო და ისინი მიგასწავლიანო. მეტი გზა არ გვიკითხია. GPS მაინც იგივე გვანახებდა.
მთლიანი ხედი. ქვევით ხისო, უკან მარჯვნივ შრტოლთა, მარცხნივ ჟველურთა, ამ უკანასკნელის ქვევით კიდევ ერთი სოფელია - ნაციხარი
მალე აღმართი ისეთი ციცაქბო გახდა ძლივს ავდიოდით. თან მზეც საშინლად აცხუნებდა. საბედნიეროდ ალაგ ალაგ ხეები იყო და მათ ჩრდილში ვისვენებდით. საბოლოოს ავედით თხემზე. მთლიანობაში 2 კმ გავლის შემდეგ 450 მეტრი სიმაღლე ავკრიფეთ და ეს ყველაფერი სულ რაღაც საათნახევარში. წინ კიდევ 4-5 კმ გზა და სულ რაღაც 400 მეტრი ავლა გველოდა. თან გზა უკვე ტყეში მიდიოდა
სადღაც აქ შემოგვიერთდა კუმელაურთადან მომავალი ბილიკი.
შემდეგ მოგვესმა ძაღლების ყეფა და ჩვენსკენ რამდენიმე გიგანტური ცუგა გამოექანა. ცოტა არასასიამოვნო იყო თუმცა მწყემსი გვარწმუნებდა რომ ისინი "არ იკბინებიან". გვერდი ავუარეთ ფერმას და ავედით ზევით მდელოზე.
ისევ დაცემული ხეები
მორიგი მდელო
არყის ხეების სილამაზე ვერ შევაფასე. არა და გურული სულ მაგაზე აკეთებდა აქცენტს. საქმე იმაშია რომ ერთ ერთი ცუგრუმელა უკან გამოგვყვა ჩუმად. და როცა არყის ხეების როშას მივუახლოვდით სიგნალი მისცა ზევით კიდევ 3 ძაღლს. მთელი არყის ხეების გავლის განმავლობაში ყველა მხრიდან ყეფა ისმოდა. მხოლოდ აქ მოხვედრის შემდეგ ჩამოგვრჩნენ ცუგები.
უკანა პლანზე ნელ-ნელა მთელი კავკასიონი გამოჩნდა თავისი სიდიადით. თან მთების თავზე უკვე პაწა ღრუბლებიც შეიქმნა
ბოლოს როგორც იქნა ავედით ტბაზე. ტბამდე არ მისული პატარა ღელე იყო და იქ შევავსეთ როგორც იქნა წყლის მარაგები.
ტბამ ცოტა იმედგაცრუება გამოიწვია. ლაგოდეხში თამარის ტბისა და რაჭაში უძირო ტბის შემდეგ რაღაც მაგარს ველოდი მაგრამ ამაოდ. მიზეზი მარტივია. ზემოთხსენებული ადგილებისსგან განსხვავებით ეს ტბა გამდინარე არაა. მას ერთი პაწა ნაკადული უერთდება და მერე მთელი წყალი ეტყობა უბრალოდ ორთქლდება. ამიტომაც არაა ასეთი კამკამა. გარდა ამისა როგორც ჩანს ამ ნაკადულზე ცხვრის ფარამ გადაიარა ზევით და აამღვრიეს.
თქვენი მონა მორჩილი ტბასთან
ზევიდან ტბა გიგანტურ თავკომბალას ან სკაროსს მომაგონებს
ტბასთან შესვენებას თავი ავარიდეთ. ისევ ღელესკენ დავეშვით და იქ მოვაწყეთ მცირედი პიკნიკი. აქვე საშინელი რამე აღმოვაჩინე. ლაშქრობაში პირველად მქონდა წამოღებული Shom-ის მიერ ნათხოვარი 4 გიგაბაიტიანი კარტა. ასევე ჩემი 2 GB მქონდა და კიდევ პოკეტ პისიში რუკებისთვის 256 მეგაბაიტი. მოკლედ მეხსეიერების პრობლემას არ ვუჩიოდი. ჩემი 2 GB წინა ორ დღეში გავავსე. ტბასტან ამოსულმა Shom-ის 4 GB-დან 1 შევავსე და მოულოდნელად ფოტოაპარატმა გაჭედა. არც ახალ ფოტოებს წერდა ბარათზე და არც ძველებს მანახებდა. ჯერ გააზრებული არაფერი მქონდა მაგრამ გამოდიოდა რომ მეტი ფოტოებს ვერ გადავიუღებდი. არა და ხვალ უღელტეხილზე კარგი ამინდი რომ იყოს რა ვქნა. პიკნიკზე ეგრევე მივაშალე რუკები (მეტი აღარ დაგვჭირდებოდა მაინც) და 256 მეგაბაიტი ხელთ ვიგდე. ფოტოები აწი უკვე JPEG-ში რო გადამეღო 100 ცალი გამომივიდოდა კიდევ. ცოტა ამოვისუნთქე. მერე ნელ-ნელა დავიწყე პოკეტ პისის გამოყენებით 2 გიგაბაიტიანიდა 4-იანზე სურათების გადატანა. ძაან ნელი პრიცესი იყო მაგრამ შესვენების განმავლობაში კიდევ 150 MB გამოვინთავისუფლე. ამასობაში უკან დაშვების დროს მოვიდა. გადავწყვიტეთ გრძელი შესვენება სიცხის თავის არიდების მიზნით სადმე ტყეში გაგვეკეთებინა.
აი ამ ხეობუკაში იყო ღელე სადაც შევისვენეთ
გიორგის ცხელა
წავედით ქვევით. ეს დეკაა. მისი სუნი ამ მონაკვეთში ძაან არომატულია
ვუახლოვდებით ძაღლების მეორე კონტაქტის ადგილს. საბედნიეროდ ამჯერად ზედა ძაღლები არავინ გააფრთხილა და ავცდით.
განათება სხვანაირი იყო. ყველა ხე ისევ თავისებურად და უნიკალურად ლამაზი იყო
კიდევ ხეები
ქვევით ფერმასთან 2 ცუგაღა იყო დარჩენილი და ისევ გვიყეფეს მაგრამ უკვე ნაკლებად. ბოლოს მივედით ხისოს თავზე მთის თხემამდე და იქ შევისვენეთ კაი ხანი. მე ამასობაში გამწარებული გადამქონდა ფოტოები ერეთი ბარათიდან მეორეზე. მერე მაინც ყოველი შემტხვევისთვის შევამოწმე ეგებ ამ მეროე ბარათზეც არ გადაიღებდა. გადაიღო. მერე ისევ ის გაფუჭებული ჩავდე როლემზეც უკვე მომატებული მქონდა ფოტოები. და ოი საოცრებავ. ამაზეც გადაიღო უპრობლემოდ. მოკლედ ეს ანომალია მე ვერ ამოვხსენი. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
ცოტა რომ აგრილდა დავეშვით ხისოსკენ. ამჯერად ეტყობა ცოტა სხვა გზით ჩავედით და აი ეს ვნახეთ
ხოლო ჭალასტან კიდევ უფრო უნიკალური რამე ხდებოდა. პირველი შეხედვით უბრალოდ ბავშვები ბანაობდნენ ალაზანში
მაგრამ ახლოს რო მივედით აღმოჩნდა რომ აქ პენორაფტინგი მიდიოდა
მდინარეზე გიორგი თვითონ გადავიდა მაგრამ მე რო ვნახე კაი ღრმა იყო. გადავიდოდი მაგრამ ვაი ფეხი დამიცდეს და ფოტოაპარატი წყალში აღმოჩნდეს. ვაჟა ბიძიამ მანქანა დაქოქა და გადამიყვანა მეორე ნაპირზე
საჭმელი ვჭამეთ და მალევე გავითიშეთ. ხვალ დილიდან ისევ თევზაობა და უკანა გზა გველოდა წინ.
დილით ადრე გავიღვიძეთ. ასე 7 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი მაგრამ ამ დროს წვიმა წამოვიდა. სერიოზულად გატეხილში ვიყავით. ნუთუ პერევალს დღესაც ვერ ვნახავდით. წვიმამ მალევე გადაიღო მაგრამ თევზაობის დრო არ იყო. ალაზნის მეორე ნაპირზე ვიყავით და რომ ადიდებულიყო შეიძლება კაი ხნით გავჭედილიყავით. უცებ ვჭამეთ ჩავლაგდით მანქანაში და დავიძარით უღელტეხილისკენ. გზაში ამინდი ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. მალე მზემაც გამოანათა ღრუბლებიდან. უღელტეხილზე ასულებს საოცარი ხედები დაგვხვდა. მართალია მყინვარი არ ჩანდა ღრუბლებს ამოფარებული მაგრამ მაინც ლამაზი იყო
ჯერ ერთმ მხარეს გავიქეცი ანძებისკენ და იქიდან გადავიღე
ეს პანორამის ერთი კადრია
აქეთ უკვე ამიერკავკასიაში ვართ.
სტორის ხეობა (ან სთორის შემისწორეთ თუ მეშლება)
სანამ მე ანძებთან ავდიოდი გიორგი და გოგა მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ
მალე მეც წამოვეწიე. ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა
მე და გოგა
გოგა და გიორგი
დანარჩენი სულ პანორამებია და მოგვიანებით იქნება. დავეშვით ქვევით. აი მაშინ დავინახე რა გზა ყოფილა აქეთ მხარეს. დაახლოებით 1 კილომეტრიანი ხევები და ა.შ. ბოლოს ჩამოვედით მდინარესთან. აქ გიორგი და გოგა კალმახის დაჭერის პერსპექტივაზე საუბრობენ.
ზევის ასვლისას ეს ნიშნები ვერ შევნიშნეთ.
26 კმ ფშაველამდე, 46 ომალომდე. 1600 სავარაუდოდ სიმაღლეს უნდა ნიშნავდეს თუმცა GPS ამ დროს საბოლოოდ მკვდარი იყო (ელემენტები დაჯდა), მაგრამ მაინც შეცდომაა. უღელტეხილის დასაწყისთან რომ ხიდია ისაა 1550 მეტრზე და ეს ადგილი უფრო დაბლაა. ასეთი აზომვებით უღელტეხილი 3000-ზე მეტი გამოდის (2825-2850 არის სინამდვილეში).
ერთ ადგილას ვაჟა ბიძიამ რაღაც საინტერესო ქანები დაინახა და სინჯები აიღო. ვაჟა გეოლოგია და ბევრი საინტერესო რამეც მოგვიყვა მთელი ამ 4 დღის განმავლობაში იმის შესახებ თუ როგორ უნდოდათ რიონის აღმოსავლეთ საქართველოში გადმოშვება კასპიის ზღვის ასავსებად და ალაზნის ირანში გაშვებას. ალაზანი წელიწადში 2 მლნ კუბომეტრი წყალი ყოფილა. ირანში კიდევ 12 მილიონის გატანა უნდოდათ. ხვდებით რომ კახეთი მაგ შემთხვევაში საჰარას დაემსგავსებოდა. ასევე სევანის ტბის უბედური ბედის შესახებ რომელიც ელექტროსადგურების მშენებლობას შეეწირა. ტბაში წყლის დონის აღსადგენად მდინარე გადმოუშვეს, ჰესები დაკეტეს მაგრამ პირვანდელი დონე ვერ აღადგინეს. სწორედ ამას, და არა სიგას, შეეწირა სევანის კალმახი - იშხანი. ასეთი ისტორია უამრავი იყო.
ეს ჩანჩქერი ზევით მიმავლებმა გამოვტოვეთ იმიტო რო წვიმდა და გვეჩქარებოდა დროზე გადასვლა.
ძაან ლამაზი ადგილია.
ამის შემდეგ გავედით ფშაველამდე და ახმეტის გავლით ავედით კვეტერაზე. კვეტერას ფოტოებს არ დავდებ ყველამ იცის როგორია. იქიდან კიდევ ისევ გომბორის გავლით ჩამოვედით თბილისში.
იმედია არ მოგაწყინეთ ასეთი გრძელი მონაყოლით.
ახლა გადავხედე და 20-ზე მეტი პანორამა ელოდება როდის დავამუშავებ. ასე რომ წინ კიდევ გელით საინტერესო ფოტოები (მეც მელის მეც ხომ არ მაქვს ეგენი ნანახი ერთად ).
1) 4 დღე ძაან ცოტაა. სასურველია 1 კვირა რომ ოდნავ მაინც მოასწროთ შეთვალიერება. 2) დროის ეკონომიის მიზნით სასურველია საკუთარი მანქანით იყოთ. ძაან ბევრ დროს დაზოგავთ გზაზე. 3) მანქანის მძღოლი გამოცდილი უნდა იყოს. 4) მანქანა. 4X4 და ან ძაან გამძლე ან ისეთი რომ დაბრუნების შემდეგ რემონტი იაფი დაჯდება. პირველ კატეგორიაშია. UAZ, GAZ-69, Toyota Hilux (არა სურფი ოღონდ), Toyota Land Cruiser, Nissan Patrol, Land Rover Defender. მეორე კატეგორიაში კიდევ მარტო "ნივა". 5) მანქანა 100% გამართული უნდა იყოს. არც ერთი დეტალი ეჭვს არ უნდა იწვევდეს. 6) საწვავი თუ გინდათ გათვალოთ აიღეთ თქვენი მანქანის ხარჯი ქალაქში და გაამრავლეთ 2-ზე. აი მაგდენი დაგეხარჯებათ იქაურ გზებზე. ტრასაზე სასიარულო ფშაველამდე არის 130 ან 180 კილომეტრი იმის და მიხედვით გომბორზე გადახვათ თუ არა.