რუსული ავიაგამანადგურებელის მიერ ჩამოგდებული ჭურვები შარაბიძეებში, მახვილაურსა და დაბა ხელვაჩაურში აფეთქდა
აჭარაში რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ერთი საათის წინ ჩამოგდებული ჭურვები ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში – შარაბიძეებში, მახვილაურში და დაბა ხელვაჩაურში აფეთქდა. მახვილაურში აფეთქება საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა. მოსახლეობამ ჭურვის ნამსხვრევებიც იპოვა. ეს სოფელი თურქეთის საზღვრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. დაბა ხელვაჩაურში დაზიანებულია რამდენიმე ავტობუსი და ერთი საცხოვრებელი სახლი. აფეთქებების შედეგად არავინ დაჭრილა.
თბილისის ზღვასთან არის მახათას სამხედრო ნაწილი და რაც ყველაზე მთავარია თბილისის ყველაზე მთავარი სარადარო სისტემა... მაგრამ მე არაფერი გამიგია ნაუშნიკები მეკეთა... ყველა მესენჯერში მომწერეს... მახათა ჩემგან არის დაახლოებიტ 5 კილომეტრში... ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი
რუსულმა ბომბდამშენებმა კოჯრის ბრიგადა დაბომბეს. 04.30 საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა თბილისში გაისმა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დაბომბვის დროს ბრიგადა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა.