BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ვიმსჯელოთ ფოტო კრიტიკაზე, ის შნური რომ იქ არ ყოფილიყო

| |
Nikusha23
post Mar 20 2007, 02:30
#1 

Amateur+ Amateur+
4,178


როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,


ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...

- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..."
- "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... "
- "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... "
- " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "


როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...

მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია

რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?

მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,

ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...

მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,

ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ... smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
IlikoPopkhadze
post Mar 20 2007, 02:33
#2 

Photographer Photographer
6,991


მთავარია ადამიანობა, DDDD.gif
Added @
გაგება კონანსიონ, უნდ ადამიანობა!!!:D
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikusha23
post Mar 20 2007, 02:37
#3 

Amateur+ Amateur+
4,178


ანუ ავტორმაც ხომ იცის რომ უკეთესია უშნუროდ მაგრამ ეგეთ ფოტოს ვეღარ გადაიღებს და ის შნურიც უყვარდება

მიიღეთ და შეაფასეთ ისეთები როგორი ფოტოებიც არის !

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Akaki Zerekidze
post Mar 20 2007, 02:38
#4 

Amateur Amateur
2,401


მთავარია ისო გაიზარდოს მართლა DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ketusha
post Mar 20 2007, 02:39
#5 

Amateur Amateur
5,802


გეთანხმები
ისე მაღიზიანებ სხოლმე ესეთი კომენტარები ნუ როცა მართლა რაღაც შენისვნაა რო სხვანერად შეეძლო ავტორს და არ გააკეთა ეგ სხვაა და აი ეს რაღაც უაზრობები ძაან მაღიზიანებს: " წერტილი რო ჩანს 0.00001 მმ ის აი იქ იატაკის ბოლოში აი ეგ არ უდნა გამოგეჩინა და 0 შენ და რაღაც ეები კიდე DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tatuna
post Mar 20 2007, 02:40
#6 

Amateur Amateur
6,100


QUOTE
- "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... "
- " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "



lol.gif lol.gif lol.gif



ჰჰჰმ, ახლა სერიოზულად: აი ამ შენიშვნებს მეც უაზროდ მივიჩნევ, ასე რომ ყოფილიყო , ისე რომ ყოფილიყო , კი , კარგი იქნებოდა ,
მეც მინდა წამში მოსწრებული კადრი, კომპოზიციურად შესანიშნავად აგებული და ხუთიანზე გამართული, ყოველგვარი ზედმეტი დეტალის გარეშე და ა.შ,,,, მაგრამ სად არის?!(ხშირ შემთსვევაში)

ასეთ ფოტოებზე მიღებულ შენიშვნებს არ ვიზიარებ ხოლმე, რადგამ იმ მომენტში სხვანაირად არ გამოდიოდა კადრის გადაღება !!!!

მოკლედ , ფოტოს დაწუნების კრიტერიუმს ეს ზემოთ თქმული არ უნდა წარმოადგენდეს!!!!


ხო, სტუდიური, დადგმული ფოტოები არ იგულისხმება თავისთავად!!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikusha23
post Mar 20 2007, 02:40
#7 

Amateur+ Amateur+
4,178


Akaki Zerekidze

შენ რაღა დაგემართა შენც მთვრალი ხარ?

კი იუმორიც კი არა, იუმორი კაი რაღაცაა! მაგრამ შენც ბოკელი ხარ, ოღონც მართლა




პ.ს მე მინდა ეს თემა ისე გაიგონ როგორც დავწერე !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
s a f o
post Mar 20 2007, 02:43
#8 

Amateur+ Amateur+
6,704


მთავარია ერთმანეთის ხედვას პატივი ვცეთ!!!!
სისულელეა ხოლმე მაგაზე მსჯელობა ასე რომ არ იყოს ან ისე რომ ყოფილიყო, სხვისთვის რჩევის მიცემა ადვილია!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MAMONT
post Mar 20 2007, 02:51
#9 

Amateur Amateur
3,481


მდაას ისე მომენტში საინტერესოა...
ისიც უნდა ითქვას რომ ბევრ მსოფლიოში ცნობილ ფოტოზე არის ხოლმე ეგეთი შნურები და რაღაცეები მაგრამ არავინ ამბობს მაგას მითუმეტეს როდესაც ჯანრზეა საუბარი და სიტუაციას იღებ იმ ადგილს ყველა შნური მური უხდება და ჭირდება კდიევაც მეტი ბუნებრიობისთვის
ანუ კადრში ობიექტზე არ უნდა იყოს ნაჟიმი თუ რა თქმა უნდა ეს ობიექტი არ აგდებს მთელ კადრს...
Added @
აუ რეები ვწერე გამაგდეთ ლოგინში
წავედი მე
მართალი ხარ ნიკუშ შენთან ვარ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Mar 20 2007, 04:40
#10 

Amateur+ Amateur+
11,521


QUOTE
"მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... "


ეს ჩემთვის მისაღებია წამებში გადაღებულ ფოტოზეც
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Mar 20 2007, 08:58
#11 
Club Founder

Administration Administration
8,485


თუ ფოტოს ეტყობა რო წამშია გადაღებული მაშინ ხო. მარა რა გიშლის მიაწერო ეგ აღწერაში?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Roma
post Mar 20 2007, 09:21
#12 
Unregistered





Nika,
დამიწერია ათასჯერ ეგეთი რაღაცა...რა პირობებშია გადაღებული და სად...და მერე ვითომც არაფერი...სხვა თუ არაფერი ნერვები მეშლება, 4000 და 5000 მეტრზე კლდის კედელზე, ყინვაში და ნისლში რო ფოტოს გადაიღებ და მერე იმაზე უაზრო შენიშვნებს იღებ....უაზროს კი არა, ვაბშე რო იღებ lol.gif
ეს ავიხუმრე მარა ეგეთზე რო გეტყვის ვინმე კამერა სხვანაირად უნდა დაგეჭირაო, ხო შეიძლება გაგიჟდე! ავიდეს და ცადოს ერთი სხვანაირად დაჭერა! angry.gif gcem1.gif lol.gif
Added @
ხო, კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა....ერთხელ ვიღაცამ ანსელ ადამსის ფოტო რო ატვირთა გალერეაში და საშუალო ქულა 3.70 რო ქონდა lol.gif lol.gif კადრი ცუდადაა აგებულიო...ანუ ზოგი პროსტა იმიტო წერს ეგეთ კომენტარებს რომ...რამე ხო უნდა დაწეროს და თავისი უსამართლო შეფასება გაამართლოს...ზოგი კომენტარსაც არ კადრულბს angry.gif wesebi1.gif DDDD.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
keto
post Mar 20 2007, 09:58
#13 

Amateur+ Amateur+
4,157


QUOTE(Roma @ Mar 20 2007, 09:21)
ხო, კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა....ერთხელ ვიღაცამ ანსელ ადამსის ფოტო რო ატვირთა გალერეაში და საშუალო ქულა 3.70 რო ქონდა lol.gif  lol.gif  კადრი ცუდადაა აგებულიო...ანუ ზოგი პროსტა იმიტო წერს ეგეთ კომენტარებს რომ...რამე ხო უნდა დაწეროს და თავისი უსამართლო შეფასება გაამართლოს...ზოგი კომენტარსაც არ კადრულბს angry.gif  wesebi1.gif  DDDD.gif
*


ხოდა აი იმას მოსცლია, ვისაც მაგ კომენტარებზე ნერვები ეშლება DDDD.gif
გაატარეთ, გაატარეეთ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikala
post Mar 20 2007, 10:44
#14 

Photographer Photographer
4,902


ნუ იშლით ნერვებს DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Mar 20 2007, 10:57
#15 

Amateur Amateur
6,485


mokled zogi ras dawers da zogi ras amaze ar unda ifiqro namdvilad ertshi sheushvi meoreshi gaushvi DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Mar 20 2007, 11:00
#16 
Club Founder

Administration Administration
4,838


ნიკუშა23-ს ვერ დავეთანხმები სივრცეზე. (ანუ ფანი-ს ვეთანხმები smile.gif )

კაბელები, ჩიტები და ა.შ. შეიძლება ვერ მოაშორო კადრიდან, მაგრამ გადაღებისას (თუნდაც წამიერი მომენტის შემთხვევაში) უნდა შეძლო კომპოზიციის აწყობა.

აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი თვალით შეხედავ კომენტარს.
თუ გაღიზიანებული ხარ და უარყოფითს ელოდები, ნებისმიერი "დადებითი" კომენტარიც კი შეიძლება სხვანაერად აღიქვა.

მაგალითად "კამერას ოდნავ გავწევდი მარჯვნივ"
1. შემთხვევაში შეიძლება რეაქცია გქონდეს - "თუ შეგიძლია უკეთესი გადაიღე"
2. შემთხვევაში კი - "მართალია... მეც უნდა გამეწია"

ამიტომ შენ (ავტორის) იმ მომენტში სულიერ მდგომარეობას და განწყობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა.

ისიც მართალია, რომ ხშირად კომენტარი იწერება იმიტომ, რომ რამეზე გააკეთონ შენიშვნა.

რაც შეეხება რომას დაწერილს, გინდ 4000 მეტრზე გადაღებისას (თუ ამას როგორც "ფოტოგრაფი" იღებ და არა ადამიანი, რომელიც უბრალოდ აღმოჩნდი ლამაზ ადგილას, ფოტოაპარატიტ ხელში) კომპოზიციასაც უნდა მიაქციო ყურადღება და ტექნიკურადაც გამართული კადრი უნდა გადაიღო...


ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არავისთვის სავალდებულო არ არის DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 20 2007, 11:01
#17 

Photographer Photographer
8,572


lol.gif ვა ვაი!!!!!!



არადა მართლა რომ არ ჯდება ის შნური კომპოზიციაში!!!!


ან ძაღლის "ნახალოვკური" ჩაკვანცხულობა სულ არ უხდება ფოტოს სიუჟეტს არ გითხრა???



ნე პანიმაუ!!!



 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LilacWine
post Mar 20 2007, 11:42
#18 

Photographer Photographer
3,940


მოკლედ "შენიშვნები მინდა" და "შენიშვნები არ მინდა" შინაარსის თემები დღეგამოშვებით იხსნება უკვე, ეხლა მათი რაოდენობა უნდა დავითვალოთ, დავაჯამოთ და საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ - უნდა ამ ხალხს შენიშვნა თუ არ უნდა..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Mar 20 2007, 11:45
#19 

Amateur+ Amateur+
5,922


კამუ ია ნუჟნა ნო ვსიო ჟე

თუ ფოტოს იღებ, ბარემ გადაიღე რა
იქ მციოდა და მცხელოდა და ბარგი მქონდა და მეჩქარებოდა არ მოსულა
ბრესონს რა არ ციოდა? შინაგანად უნდა გქონდეს მოთხოვნა, რაიმეს თუ აკეთებ, თავი გადადო და ბოლომდე დაიხარჯო
მეორე კიდევ - ვიღაცის კადრში, გინდა კაუსტონი იყოს, გინდა ბონდერი DDDD.gif
თვალი მე შეიძლება მთხოვდეს კიდევ სივრცეს, ან სხვა წყობას, მაგრამ რა?
ისეთსაც, როგორსაც თვალი მთხოვს ავდგები და მეთვითონ გადავიღებ, მოგეწონება კაი, თუ არადა გავიქცევი ეხლა და თავს ჩამოვიხრჩობ?
არასდროს არ უნდა გაიხადო საზომად არც ბოკე, არც ბრესონი და არც რომელიმე ფოტოგრაფი და საიტი, გადაიკიდე კამერა და წადი რა : )
და მესამე კიდევ - ვარჯიში ვარჯიში ვარჯიში თვალის ხელის რეაქციის ტემპის
გაუთავებელი ვარჯიშია საჭირო იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, სულ რომ ვან გოგის თვალი და ფანტაზია გქონდეს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikusha23
post Mar 20 2007, 11:52
#20 

Amateur+ Amateur+
4,178


იცით რა მაინტერესებს კიდევ ერთი რატომ გგონიათ რომ თემას ვინც ხსნის ის უეჭველი ნერვებმოშლილია რაღაცაზე ან "ბოკე" -გეს კომენტარებმა გააღიზიანეს?

Nino Tabutsadze არც ბოკეს საზომით ვზომავ არაფერს უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი და ვსო, smile.gif


LilacWine შენიშვნები არაფერ შუაშია, თქვენ როგორც გსიამოვნებთ ისე წერეთ ჩემს ფოტოებზე და რაც გინდათ წერეთ კიდევ ვიმეორებ რომ დამაინტერესა მსგავს კომენტარებზე რას ფიქრობს ხალხი ,

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nikala
post Mar 20 2007, 11:58
#21 

Photographer Photographer
4,902


ეს ყვეაფერი იცით რისი ბრალია?

ჩვენ გვინდა ყოველდღე შედევრი გადავიღოთ და ამიტო smile.gif))

არა, თავიდან მეც ყველა კარგი კომენტარი მინდოდა , არ მიყვარდა შენიშვნები smile.gif მეგონა ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ ეხლა რომ მივხვდი რომ თურმე არაფერი ვიცი, ეხლა კი მინდა შენიშვენი მაგრამ ეხლა სადაა....... DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Mar 20 2007, 12:01
#22 
Club Founder

Administration Administration
4,000


მაინტერესებს რომელ ჟანრს ეხება ეს "წამიერი გადაღება"
გავიგე რო სტუდიურს არა, კიდე? smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Mar 20 2007, 12:03
#23 

Amateur+ Amateur+
5,922


Nikusha23,
მე ზოგადად დავწერე : )
კონკრეტულად კომენტარებს რაც შეეხება, მეორედ მოსვლა ხდება :
მე რომ ბოკეზე მოვედი, ესეთ კომენტარებს წერდნენ :
"ნინო, შენმა ტექნიკურმა ინფორმაციამ გამაკვირვა
ექსპონომეტრს პლიუსში რატო ამუშავებ? (ის100 -იან ფირს 75 აყენებ?)
22 დიაფრაგმა რა უბედურებაა? 10X15-ზე დიდი ანაბეჭდის გაკეთება არ გინდა?"
"ეს კარგია, მარა შენ უკეთ უნდა აგეგო კადრი, მე ასე ვფიქრობ
ისე აწი ჩემიდან კაი სიტყვას ვერ გეიგონებ, თუ ძაან მაგარ ფოტოს არ დადებ
შეგიძლია და მიტო :
"მე თუ მკითხავთ, არაფრის მოჭრა არაა საჭირო, უკანა ხეები ძალიან უხდება, ვერც გაშავთეთრებაზე დაგეთანხმებით. აი მდინარე რომ ცოტა მეტად ჩანდეს, მგონი გაასწორებდა.".....

მაგრამ ეს იყო ორი წლის წინ
დღეს ესეთი დომინირებს კომენტარები:
"კარგია"
"ხო / არა"
"მე არ მომწონს"......

ზოგადად მიდგომა შეიცვალა საიტის და მისი ფუნქციის მიმართ : გალერეა იქცა ალბომად............................
ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მოუსმინო იმას, ვისი აზრიც გაინტერესებს, დანარჩემნი ყველაფერი გაატარო და დაიკიდო
ძალიან მარტივია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 20 2007, 12:05
#24 

Photographer Photographer
8,572


QUOTE
მოუსმინო იმას, ვისი აზრიც გაინტერესებს



ვსიო!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Luichka
post Mar 20 2007, 12:05
#25 

Amateur+ Amateur+
11,852


კომენტარს გააჩნია ...

ისე ყველა შემთხვევაში მირჩევნია ჩემს ფოტოზე რაც შეიძლება ბევრი შენიშვნა იყოს
მერე მეთითონ ზოგს გავითვალისწინებ, ზოგს-არა

ყოველ შემთხვევაში, არა მგონია მასეთი კომენტარები რამეს აშავებდეს : )

angel.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nachkebia
post Mar 20 2007, 12:09
#26 

Master Master
13,119


lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 20 2007, 12:11
#27 

Photographer Photographer
8,572


nachkebia, რა გაცინებს რა gcem1.gif tongue.gif




 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Mar 20 2007, 12:13
#28 
Club Founder

Administration Administration
4,000


ჩემი აზრით სტუდიურსაც ჭირდება წამი, გასაგებია რო შუქს აყენებ და სცენას დგავ, მაგრამ იმ მოდელს რომელსაც გადაუღებ, პირველივე კადრიში მოგეცონება მისი ხასიათი ან მიმიკა? გადაღების პროცესში შეიძლება 1 წამით მიიღოს ის მიმიკა რაც შენ შეიძლება გინდოდეს და რაც მერე შეიძლება ვეღარ დაიჭირო საერთოდ smile.gif
ხოდა ჩემი აზრით ასევეა დანარჩენზეც, გასაგებია რო შენ შორ გზაზე წახვედი, ბერი იარე , ბევრი კარგი ემოცია იყ და გინდა რო კარგი ფოტო გადაიღო და რო დაბრუნდები ყველას აჩვენო, მაგრამ. არ გაგიმართლა ამ მოგზაურობის დროს, არ შეგხვდა ამ დღეებში ნორმალური განათება, ნორმალური :ადგილი" რო ნორმალური კომპოზიცია აგეწყო, მაგრამ ტყუილად ხო არ გაჩერდებოდი, ადექი და გადაიღე, მერე ჩამოხვედი და აქ ვიღაცა გიწუნებს, ამ იმ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეხლა მოვიგონეთ ეს "წამი", მე თუ მკითხავ სისულელეა, ზუსტად ეს არის რომ იმ წამში უდნა გაგიმართლოს ყველაფერმა ერთად, და მაშინ გამოვა ის რაც გვინდა. და ეხლა იმის ძახილი რო იქ ასე იყო და ეს არ იყო გამართლებად არ მიმაჩნია, ანუ იმის გამართლებად რო ვიღაცამ დაიწუნოს და დავიწყოთ იმ წამში სხვა გზა არ იყო, თუ არ იყო სხვა გზა არ გადაგეღო ბატონო და თუ გადაიღე მაშინ მომეცი უფლება შევაფასო, კარგი ავტორს არ დავაბრალებ და ამინდს დავაბრალებ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Mar 20 2007, 12:26
#29 
Club Founder

Administration Administration
4,000


ხოდა ასე რომ, ის წამია რო ერთხელ გაგიმართლებს და ძაღლიც ჩაცუცქული იქნება სადაც საჭიროა , კალიც და სხვა სულიერი თუ არასულიერი საგნები DDDD.gif
რაც იშვიათად ხდება , და ეგ მომხდარია ზუსტად ფოტო რო გამოვა wick.gif
Added @
ხოდა კიდე რაც შეეხება კრიტიკას, მე უბრალოდ ჩემ აზრს ვწერ ამ ფოტოს შესახებ (და არ ვაბობ ვარგა თუ არა, )ამის შემდეგ შეიძლება ავტორმა მიპასუხოს თავისი საწინაამღდეგო აზრი ან დამეთანხმოს, ამ დროს შეიძლება მესამე პირმა გამოთქვას წინა ორ აზრზე აზრი DDDD.gif (მაგარი ქართულით ვწერ), და მერე ყველა თითონ გადაწყვითავს თავისთვის რას ფიქრობს და როგორ.
თუ არ გინდა სხვისი აზრის მოსმენა მაშინ შემიზღუდე შეფასება და ითხოვე რომ კომენტარი არ გაკეთდეს. ან დაწერე რო მარტო კარგი კომენტარი მინდა, აბა ასე სადაა.
ნუ რაც შეეხება უზრდელურ კომენტარებს ან ადამიანის დამცირებას ეს სულ სხვა თემაა.
მემგონი საკლასო ოთახის სტუმრებმა რო მოიმატოს და ცოტა ლიტერატურის მკითხველმა, სიტვაცია უფრო კარგად იქნება, და ბოლობოლო ასეც იქნება smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Mar 20 2007, 12:36
#30 

Amateur Amateur
6,485


shom

da shezgudva saertod zedmetia chemi azrit DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 4th June 2024 - 10:20

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'