და რაც შეეხება ჭეშმარიტ ფოტოგრაფიას... ის მაინც არსებოოობს! და მას არ აქვს ფერი... ' ის უსუნოა მაგრამ ყარს ... ის უფეროა მაგრამ თვალს ჭრის... ის უსულოა მაგრამ სულს აღვივებს... და ბოლოს ის უზნეოა : )
Batumskii გააცჰნია ემიგრაციაში როგორ ცხოვრობ. შენ თუ ისე გაქვს საქმე, რომ კამერა გადაკიდებული სულ ბუნების ყურებით ტკბები, მაშინ დარცმუნებული ვარ რაც ემიგრაციაში ხარ ბლომად წიგნი გექნება ცაკითხული))))))).
ესეიგი აზრი ვერ გამომაქვს ამ ხალხის საუბრიდან. რა საჭიროა აქ ამდენი ფილოსოფია და სიბრძნის გადმოფრქვევა? ზოგს მოსწონს ფერადი, ზოგს შავთეთი და ზოგსაც ორივე.
დღეს რა თემა გვაქვს? როგორ გავაფერადოთ შავ-თეთრი ფოტო? ეს შესაძლებელია თუნდაც იმ ლოგიკიდან რომ შავ-თეთრმა ტელევიზორმა ზუსტად რომ გამოიარა ეს ეტაპი, შესაბამისად ლოგიკურად ეს შესაძლებელია
და რაც შეეხება ჭეშმარიტ ფოტოგრაფიას... ის მაინც არსებოოობს! და მას არ აქვს ფერი... ' ის უსუნოა მაგრამ ყარს ... ის უფეროა მაგრამ თვალს ჭრის... ის უსულოა მაგრამ სულს აღვივებს... და ბოლოს ის უზნეოა : )
და საერთოდ სიყვარული რა შუაშია ფოტომ შენი სათქმელი/გრძნობა უნდა გადმოსცეს რომელიც ან შავ-თეთრითაა შესაძლებელი ან ფერადით.. მაგრამ შავთეთრით როცა იღებ მეტი ყურედღებაა საჭირო. ფერადისგან განსხვავებით მაგ შემთხვევაში ორი ფერით უნდა შეძლო დახატვა
გალერეაში ბევრ უგემოვნოდ გაშავთეთრებულ ფოტოს წააწყდები კაცი.. რომელიც შეიძლება ფერადი კარგი ყოფილიყო,, არ ვიცი ვინ ურევს ტვინს ამ ხალხს და ვინ ეუბნება შავ-თეთრი უფრო დონეაო ან რამე მსგავსს
შავ-თეთრ ფირზე სურატის გადაღებას გარკვეული ცოდნა და ფილტრების გამოყენება სჭირდება, ექსპოზიცია უფრო ზუსტი უნდა იყოს. ტემპერატურის, დღის გარკვეული დროის და კიდევ სხვა მრავალი პარამეტრის შერჩევაა საჭირო. ფერადი ფოტოს გაშავთეთრებას კი რამოდენიმე პროგრამის ცოდნაც ყოფნის. ხოლო თუ შავ-თეთრ სურათში გარკვეული აზრის ჩაქსოვებას შეძლებ და სხვისთვის ამ აზრის დანახებას ის შეიძლება შედევრადაც მოინათლოს. Added @
piba, მგონი გარკვეულ მოდაზეა დამოკიდებული, იყო დრო როცა რბილი ფერები იყო მოდაში.... Added @ NikolOzzI, ფერადს თავისი მოთხოვნები და ჭეშმარიტი გულშემატკივრები ჰყავს, შავთეთრს თავისი...... ზოგს ოპერა მოსწონს...ზოგს ჯაზი... ზოგსაც ორივე..
მგონი თავს არ უნდა ვზღუდავდეთ. ზოგ სურათს შავთეთრი უხდება, ზოგს კი ფერები. რაც უფრო დიდი არსენალი და გამოხატვის ხერხები იქნება, მით უკეთესი. ნაირფეროვნება ყოველთვის კაგია. ადამიანი ერთ რამეზე არ უნდა იყოს ჩაციკლული. ფანატიზმი ცხოვრების არცერთ სფეროში არ ვარგა. მთავარია ვგრძნობდეთ რა სიტუაციაში რომელი ფოტო უფრო კარგათ გადმოსცემს შინაარს, განწყობას და იდეას, მიიტანს მაყურებლამდე ჩვენს ნათქვამს. და კარგია, რომ ეს გემოვნებით იყოს გაკეთებული. რაც უფრო მდიდარი და მრავალმხრივია ჩვენი შემოქმედება მით უკეთესი.
როცა ფოტო შავ-თეთრია კომპოზიციას უფრო კარგად აღვიქვამ როგორც ერთიანს, ფერები ზოგჯერ ყურადღებას ფანტავს და სურათს თითქოს ნაწილებად შლის, თუმცა არის შემთხვევა როცა ზუსტად ფერადია საჭირო