საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციის მიზნით აცხადებს ყოველწლიურ ფოტო კონკურსს თემაზე ”ჩემი ჯარისკაცი”.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს.კონკურსი შემდეგ ნომინაციებში გაიმართება: ”საუკეთესო პორტრეტი”, ”საუკეთესო კომპოზიცია”, ”ყველაზე დინამიური კადრი”, ”საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი”.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები თავდაცვის სამინისტროში 1 მარტიდან 31 მარტამდე, შემდეგ მისამართზე: გენერალ კვინიტაძის ქუჩა №20. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, ფოტო კონკურსისათვის ”ჩემი ჯარისკაცი”.
ყველა ამ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრემია. გარდა ამისა დაწესებულია მთავარი პრიზი ”ჩემი ჯარისკაცი”, რომელსაც სპეციალურად შემდგარი ჟიური გამოავლენს.
ცოტა გვიანი კი არის მაგრამ შეიძლება ვინმეს უკვე გაქვთ მზა კადრები