პირველ რიგში ჩამოტვირთეთ retouchartists.com_speed_test.zip ფაილი და გახსენით. 2 პაპკაა: MacOSX - Mac-ისთვის და Retouch Artists Speed Test - PC-ისთვის.
Action პაპკაში არის ასეთი ფაილი Retouch Artists Speed Test.atn - ეს ფაილი გაუშვით, რომელიც Photoshop-ში დააინსტალირებს Actioin-ს.
ფოტოშოპში შედით Preferences > Performance და შეცვალეთ მონაცემები, ისე როგორც ეს READ ME.rtf ინსტრუქციაშია მითითებული, ანუ:
1) History States = დააყენეთ 1-ზე (თუმცა, შეგიძლიათ 20-ზეც დააყენეთ უფრო რეალური რეზულტატისთვის) 2) Cache Levels = დააყენეთ 4-ზე 3) Memory usage = აირჩიეთ 100% 4) Set Any Processor usage to maximum (On laptops and iMacs, I'm system preferences on a Mac) - რომ არ დაგიმალოთ, ეს მეც ვერ გავიგე საიდან ყენდება ან რა პარამეტრზეა საუბარი!
ამ ყველაფრის მერე გადატვირთეთ კომპიუტერი და რომ ჩაირთვება გახსენით Photoshop და მხოლოდ და მხოლოდ Photoshop. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!! სხვა არცერთი პროგრამა არ უნდა იყოს გაშვებული. Photoshop-ში Test Image პაპკიდან გახსენით Test Image.jpg (არწივი), მოიმარჯვეთ წამზომი და Actions-იდან გაუშვით Speed Test: ანუ გამოშალეთ Retouch Artists Speed Test, ლურჯად მონიშნეთ Speed Test და დააჭირეთ პატარა სამკუთხედს - Play Selectioin. გამოვა პატარა ფანჯარა. როდესაც დააჭერთ Continue-ს, წამზომი ჩართეთ. ტესტი რომ მორჩება გამოვა მეორე ფანჯარა, წარწერით STOP! გააჩერეთ წამზომი და ეგ იქნება თქვენი რეზულტატიც!
ალბათ აქვს იმიტომ რომ CS3 წესით და რიგით უფრო სწრაფი უნდა იყოს ვიდრე CS2, ასე რომ დროის შედეგთან ერთად, თუ არ დაგეზარებათ, კარგი იქნება ასევე თუ დაწერთ შემდეგს:
1. კომპიუტერის მოდელი 2. პროცესორის ტიპი და სისწრაფე 3. ოპერატიული მახსოვრობა (RAM) 4. ხისტი დისკის მოცულობა და ბრუნვის სისწრაფე (მაგ. 120GB, 5400rpm) 5. Photoshop-ის ვერსია 6. Scratch Disk-ის მონაცემები
Tarkhan Gasviani, რას ვერ მიხვდი? კომპიუტერის და ფოტოშოპის ეგრედ წოდებული „ბენჩ ტესტი“ (ანუ ლაბორატორიული ტესტი). რეზულტატის გიჩვენებს, თუ რა დროს ანდომებს შენი კომპიუტერი თავის ფოტოშოპიანად ყველაზე მნიშველოვანი ოპერაციების შესრულებას. აქედან გამომდინარე, მიხვდები, გჭირდება თუ არა ფოტოშოპისა და კომპიუტერის ოპტიმირება.
რაღაც არაქართულად ავხსენი, ხომ? გამოშალე, ანუ ჩამოშალე ანუ expand.
Actions-ში შეიქმნება პაპკა, სახელად Retouch Artists Speed Test. წინ პატარა სამკუთხედი ექნება. იმ სამკუთხედზე დაჭერით, ეს პაპკა იხსნება და შიგთავსი ჩამოიშლება ქვე-მენიუს სახით.
როგორც ვატყობ Actions-ის ფუნქციებს და batch & bulk processing-ს ბევრი არ იყენებს ფოტოშოპში!
TABASCO, ვინდოუსი მაქვს 2,5 წლის წინ დაყენებული და გადაყენებას მეხვეწება.. მაგრამ იტანს ხოდა ეხლა რომ დავტესტო აზრი არ ექნება... თანაც თავიდან უამრავი პროგრამა მერთვება (ანტივირუსი, SQL სერვერი და ა.შ. - ამას რა გამათიშინებს )
აუფ, ეგ ორივე და კიდე ღმერთმა უწყის კიდევ რა ხომ ჩემთანაც ირთვება, ეგ აღარ მიფიქრია. ზნაჩიტ არც ისე სავალალო მდგომარეობა მაქვს Added @ fani, აბიტურიენტ!
რადა მე მაქ აუ რავი აბა ეხავე გეტყვი ეგრე ზუსტად მონაცემები არ ვიცი 2 ბირთვიანია AMD სი ვიდეო კარტა აქვს 512 იანი მემგონი თუ რაღაც ეგეთი საუნდ კარტა 128 იანი კიიდე გეგაბაიტიანი პროცესორი თუ რაღაც... აუ მოკლედ ზუსტად არ ვიცი ეს მონაცემეი და ერთი ვიცი რო 2 ბირთვიანია და აემდესია და კიდე ვიცი ის რო 512 იანი ვიდეო კარტა აქვს და 140გბ მეხსიერება Added @ ა კიდე 4.1GHz აწერრია სადღაც მარა არ ვიცი რას ნიშნავს