BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოხელოვნება, გამოფენა ქარვასლაში

| |
Kapo
post Dec 5 2010, 19:28
#1 

Amateur Amateur
1,281


user posted imageვულფ ჰერცოგენრატის მიერ კურატირებული უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა "ფოტოხელოვნება" მოიცავს რვა გერმანელი ხელოვანის ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს, რომელთა შემოქმედებაშიც ფოტოგრაფიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მას წლების მანძილზე ისევე ხშირად მიმართავს, როგორც მხატვრობას, გრაფიკას და პერფორმანსს.

დიტერ აპელტ, ანა და ბერნჰარდ ბლუმები, თომას ლორშუეც, იურგენ კლაუკე, ასტრიდ კლეინ, ზიგმარ პოლკე, კლაუს რინკე, კატარინა ზივერდინგ – ეს რვა სახელი გერმანიის თანამედროვე სახელოვნებო სცენას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.

გამოფენაზე წარმოდგენილია 8 კომპლექსური ნამუშევარი, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული კომპლექსი ნამუშევრის მცირე რეპროსპექტივას ქმნის. ფორმატირების შეცვლის, ქიმიური პროცესებით ექსპერიმენტების, მოტივების კომბინაციებითა და თანმიმდევრობის შერჩევით, სამოყვარულო, რეპორტაჟული და სარეკლამო ფოტოგრაფიის ... იქმნება ახალი, მხოლოდ ფოტოგრაფიისათვის გამოყენებით შექმნილი სურათის კომპოზიციები, რომლებიც მასობრივი მედიასაშუალელების კონცეპტუალურ სიმძაფრეს ეჭვის ქვეშ აყენებს.

გამოფენის გახსნა: 4 დეკემბერი, 16 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 4.12.2010 – 24.01.2011
ქარვასლა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8
_______________________________________________________________________
დღეს ვიყავი და ალბათ კიდევ მოვინახულებ ამ გამოფენას.
თბილისისთვის უჩვეულო/ეგზოტიკური ნამუშევრებია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st May 2024 - 02:00

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'