BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოკონკურსი განათლების თემაზე

| |
kaukasreport
post Jul 6 2010, 18:22
#1 

NewBie NewBie
4


http://jobs.ge/geo/25039/


თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" ფოტოგრაფებს და დიზაინერებს გთავაზობთ ფოტოკონკურსს განათლების თემაზე კრეატიული რეკლამის შესაქმნელად. შერჩეული ფოტოები განთავსდება უნივერსიტეტის ფოტოგალერეაში, სადაც თქვენ საშუალება გეძლევათ ხმის მიცემის რეჟიმით შეაფასოთ ავტორთა ნამუშევრები, მიანიჭოთ მათ შესაბამისი ქულები და დაგროვილი ხმების რაოდენობის მიხედვით გამოავლინოთ გამარჯვებული.

კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა 20 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნამუშევარი.

კონკურსის მეორე ეტაპზე, მოწვეული ჟიურის მიერ, შეირჩევა სამი საუკეთესო ფოტო, რომელთა შორის გამარჯვებულ ავტორს საპრიზო თანხა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს სპეციალური საჩუქრები გადაემათ.

კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის საპრიზო ფონდი შეადგენს 500 ლარს.

საკონკურსო მოთხოვნები:

ფოტოები მიიღება მხოლოდ ციფრულ ფორმატში. გამოგზავნილი ფოტოს ზომა არ უნდა იყოს 900 x 600 პიქსელზე ნაკლები. ავტორს აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს მაღალი ხარისხის ორიგინალი. ფოტონამუშევრები სასურველია იყოს უმაღლესი განათლების თემაზე. გთხოვთ, ნამუშევარს მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ფოტოები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: pr@metekhiuni.edu.ge 2010 წლის 1 ოქტომბრის 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებ-გვერდს: http://www.metekhiuni.edu.ge
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post Jul 6 2010, 22:16
#2 

Amateur Amateur
839


საინტერესო პროექტია, კარგი პრიზით - დავფიქრდები. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kaukasreport
post Jul 19 2010, 13:21
#3 

NewBie NewBie
4


ქ შეგიძლიათ გაეცნოთ, შეაფასოთ და განათავსოთ საკონკურსო ნამუშევრები

http://metekhiuni.edu.ge/geo/gallery?galid=4
Added @
კონკურსზე მიიღება ნებისმიერი ფოტო, ან ილუსტრაცია, რომელიც კავშირშია განათლებასთან, საგანმანათლებლო საქმიანობასთან და შეესაბამება საკონკურსო მოთხოვნებს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nat_nat
post Jul 20 2010, 00:03
#4 

Amateur Amateur
429


QUOTE
ფოტოები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: pr@metekhiuni.edu.ge 2010 წლის 1 ოქტომბრის 18 საათამდე.

ანუ ეს ფოტოების მიღების ბოლო თარიღია? რატო ასე შორს?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kaukasreport
post Jul 20 2010, 14:07
#5 

NewBie NewBie
4


კი ბატონო ბოლოა...

იმიტომ რომ ჯერ გადასაღებად და მერე რეიტინგის დასაგროვებლად დრო დავუტოვეთ ავტორებს + აგვისტო ჩვენთვის არააქტიური სამუშაო პერიოდია და ალბათ არამარტო ჩვენთვის რადგან არც მონაწილეებს გამოუგზავნიათ მაინცდამაინც ფოტოები...

ეჭვი მაქვს ერთ თვეში რომ დაგვესრულებინა ნამუშევრების მიღება იმ ორი ფოტოდან მოგვიწევდა არჩევანის გაკეთება რაც ეხლა დევს.. თუ ვინმეს გინდათ რომ ესე არ მოხდეს და თავად გახდეთ გამარჯვებული გამოაგზავნეთ უბრალოდ უკეთესი ნამუშევრები smile.gif

წარმატებები! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 16th May 2024 - 05:21

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'