1. ნიკი - მაკუკუ, შემარქვა ძმის შვილმა დაახლოებით 7 წლის წინ და უკვე ძალიან ბევრი მეძახის
2. მაიკო კუდავა, 10 ივლისი, 1983 წელი.
3. მიყვარს მოგზაურობა; წყალი ჩემი სტიქიაა, ვცურავ ტალღებში უშიშრად - სვანური სისხლი ხშირად ყივის ჩემში დედა მყავს სვანი, ბებია კახელი, მოკლედ მაგარი ნარევი ვარ. მიყვარს ცხენები, ბავშვები (რა კარგი გადასვლა იყო : ))), ხოოოოო მიყვარს ხინკალიიიიიიი რაც მთავარია და "კაცური" საჭმელები, სალათები ძალიან შორსაა ჩემგან
არასდროს დამიწერია საკუთარ თავზე და საშინელი ყოფილა
ვარ საქართველოს ნაკრების ფანი ნებისმიერ სპორტში იმედია როდესმე გაამართლებენ.
4. ჩემი ძმა იღებს ფოტოებს კარგად, მოწყობილი აქვს რამდენიმე გამოფენა. ეს აპარატი (მინოლტა) მერგო მისგან შთამომავლობით ახლა იმედი მაქვს რომ უკეთეს ციფრულს იყიდის და... თვალი მაქვს დადგმული მოკლედ ციფრულებზე, იმიტო რო ბეჭდვამ დამტანჯა. ნახევარი წელია მოვკიდე ხელი ფოტოგრაფიას ცოოოოტა სერიოზულად.
5. ხო მართლა, ვარ ფილოლოგი, საგამომცემლო საქმის განხრით. ჩემი ამჟამინდელი მუშაობა გამომცემლობაში "არ გეიშვა"..
უკვე ყველა ბოკელი ძალიან მიყვარხართ და იმედია მალე გაგიცნობთ. მეამაყება რუსთაველზე გასვლა თქვენს ფოტოებს რომ ჩავუვლი ხოლმე მარა ახლა რატომღაც ჩამოხსნეს..
1. ნიკი - GOREC 2. სახელი, გვარი - ლევანი შერმადინი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა-კინო-რეჟისორი,მარა გული მწყდება რო ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ,იმედდი მააქვს ამ უახლოეს მომავალში ჩემ გადაღებულ კინოს შემოვთავაზებ მაყურებელს,მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიებიც მოვიარ -მივიარე,ახლაც ვმუშაობ {სად ვერ გეტყვით} ვიდეო-ოპერატორათ(ხელფასის გამო)და ჩემი გამოგზავნილი სურათებიც თითქმის სულ ვიდეოთი იმიტომ არის გადაღებული,აპარატი არ მააქვს და იმიტო .მომავალში ალბათ შევიძენ და უფრო ხარისხიანი სურათებიც გამომივა, 4. ჰობი-მთებში სიარული და მოგზაურობა-მე ხომ მთიული ვარ 5. ოჯახურ მდგომიარობაზე - დასაოჯახებელი
რუსლან მიქუტიშვილი 15 წლის. ვსსავლობ პლეხანოვზე თეატრალურ კოლეჯში . ვარ მომავალი კინო მსახიობი მაგრათ მევასება დიდი გოგოებიბ. როკი ყველაზე მაგარია ასევე ნუ დრამერი ვარ რა მაგრამ გიტარაზეც საკაიფოდ ვუკრავ ექსტრემი მოტოციკლეტით მაგარი გიჯობაა ხალხნო დამიჯერეთ და ვისაც ბაიკი არ გყავთ დაითრიეთ Dალიან მაგარია ხო კიდევ რავთკვა მაილ აგენტში ვარ pupo15@mail.ru შემოდით და უფრო კარგათ გავიცნოთ ერთმანეთი
მე ვინ ვარ? სერიოზულად? მაშინ თვალები დახუჭეთ მე ვიწყებ მოყოლას.
მე ვარ თია მორჩიაშვილი. ვარ 25 წლის და უკვე 7 წელია რაც გავთხოვდი. მყავს პატარა (1წლის და 4 თვის ) გოგონა სახელად ჰელენა.დედიმ ენაცვალოს როგორ მომენატრა ჩემი მეუღლე არის ინჟინერი და 3 იანვარს გახდება 41 წლის. მე ვცხოვრობ გერმანიაში და ამჟამად ვსწავლობ დაუსწრებელზე. ჯურნალისტი მინდა გამოვიდე და ბევრი რამ მინდა კიდე ცხოვრებაში მივაღწიო. ა აი ვარ მე და ჰე
1. სახელი - ნინო 2. გვარი - ნატროშვილი 3. ასაკი - 23 წლის 4. განათლება - უმაღლესი-დამთავრებული მაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენა მთარგმნელ-რეფერენტი-ს ფაკულტეტი. 5. სამუშაო - ამ ჟამად ვმუშაობ კომპიუტერულ ფირმაში "Global TechnoloGy Group" ფოტო-დიზაინერი (სარეკლამო სურათები). 4 წელი მაქვს ნამუშევარი ინტერნეტ გაზეთში "www.BatumiNews.com" ფოტოჟურნალისტად! სამწუხაროდ ეგ გაზეთი დაიხურა, აღარ ფუნქციონირებს! 6. ჰობი - ფოტოგრაფია მხატვრობა - დავდიოდი სამხატვრო სკოლაში მუსიკა-(ენი ლენოქს,მადონა,U2,Black Eyed Peas,Maroon 5, შინაიდა კონორი,ნინა სიმონ,მობი,კაფე დელ მარ, ბობ მარლეი, დევიდ ბოუი, დორზი, ქოლდპლეი და ა.შ. ის რაც კარგი მოსასმენია) 7.სპორტი - ჩოგბურთი; მაქვს სერთიპიკატი მსაჯობის, რომელიც საშუალებას მაძლევს ვიმსაჯო მსოფლიოს ტურნირებზე. ჯერ ჯერობით ვმსაჯობ ბათუმსა და თბილისში, ქალთა საერთაშორისო ტურნირს "Ladies Open"
ფოტოგრაფია კი ჩემი გატაცებაცაა და სამუშაოც მეტ ნაკლებად.. პატარაობიდან მქონდა ოცნება მქონოდა კარგი აპარატი და იმის შესაძლებლობა რომ ბევრი მემოგზაურა, ნახევრად ეგ ოცნება ამიხდა, მაქვს კარგი აპარატი Canon Eos D60 ორი ობიექტივით, ერთი 28-300MM მეორე კი შირაკაუგოლნიკი "რიბი-გლაზ" 15-30MM. მოგზაურობას რაც შეეხება ეგ ვერ ავიხდინე სამწუხაროდ იმედია ოდესმე ეგაც ამიხედება
მგონი ბევრიც გამომივიდა, იმედია ამით თქვენ ცოტაოდენ წარმოდგენა გექნებათ ჩემზე
სახელი - გიორგი გვარი - გოგიჩაიშვილი პროფესია - ვსწავლობ სარეჟისორო ფაკულტეტზე ჰობი - ფეხბურთი, გრაფიკა მეშინია - ხოჭოების და ტარაკნების არ მეშინია - კომპიუტერის დავიბადე - თბილისში, N1 სამშობიაროში, 1984 წ. 13 მარტს, სავსემთვარის დროს თან მეცამეტე გავჩნდი იმ დღეს და თან პირველი ბიჭი, საშიში ვარ, ვაი.... ვაღიზიანებ - ყველას მაღიზიანებს - ცუდად როცა ჭამენ და თითებს ილოკავენ ეს ყველაფერი გაინტერესებდათ?
ნიკი: ნანა სახელი: ნანა გვარი: ყუფარაძე პროფესია: მხატვარი, ხატმწერი ჰობი: წიგნები, ფოტოგრაფია, მუსიკა, მოგზაურობა ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე და პატარა ვაჟკაცი შეგიძლიათ ეწვიოთ ჩემს ვებ-გვერდს: http://www.geocities.com/nana_quparadze/
ნიკი: Iter (არადა ჩემი სახელი მინდოდა, რაც უკვე აღებული ყოფილა) სახელი: ერეკლე გვარი: წაქაძე ასაკი: 34 პროფესია: ფიზიკოსი (ph.d.-ის ხარისხით) ოჯახური მდგომარეობა: მყავს მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ჰობი: წიგნები, მოგზაურობა, ცურვა, მუსიკა, კომპიუტერი და ფოტოგრაფია (ისე მომენტებში თევზაობაზეც უარს არ ვამბობ)
ესეიგი რომ გადავხედე ამ ხალხის ინფორმაციას ჩემი ყველაზე ნაკლებად ინფორმატიული ახმოჩნდა და გადავწყვიტე თავიდან დავწერო ცოთა ვრცლად
1.დავიბადე 1985 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში (კერძოდ ვაკეში მგონი) მეძახიან IKI-ის იმის მერე რაც დავიბადე ალბათ ირაკლის ძახილი ეზარებოდათ 2. ბაზაძე ირაკლი 3. ვარ CSB-ის 4 კურსის სტუდენტი ვსწავლობ მარკეტინგზე ასევე თსუ შიც ვარ საერთაშორისო სამართალზე 4. ესეიგი ჰობის რაც შეეხება 10 წელი ვიყავი წყალბურთელი ვთამაშიბდი საქართველოს ნაკრებში მრავალგზის ჩემპიონი და ასევე სნგ-ეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (დანარჩენ ტიტულებს ახარ ჩამოვთვლი), ვსრიალებ თხილამურებზე თან კარგად იმის და მიუხედავად რომ ფეხი მაქვს მონატეხი და ეხლა წვივში 12 შურუფი მიმაგრებს რკინას ერთი სიტყვით რკინის ფეხი მაქვს, ასევე შესძლების და გვარად ვიღებ ფოტოებს მგონი ოდნავ რაღაც გამომდის იმის და მიუხედავათ რომ არაფერი არ გამეგება ამ საქმეში, ასევე მიყვარს ავიასიმულაცია.
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":) არც ცოლი მყავს და არც შვილი, (20 წლამდე გოგოები გამომეხმაურონ, ვარ მანქანითა და ბინით უზრინველყოფილი პერსპექტიული ახალგაზრდა)
ნიკი: პუპა სახელი და გვარი: ანუკი ჯაფარიძე დაბადების თარიღი : 1987 წლის 22 დეკემბერი ვსწავლობ თსუ-ში სამართალმცოდნეობაზე,ვარ პირველ კურსზე ჰობი ფოტოგრაფია,ცეკვა,მუსიკა მეტი საინტერესო არაფერი
მოკლედ! მე ვარ თამთა, 14 წლის (ჯერ პატარა ), ვარ 9 კლასში და ჩემთვის ვიღებ ფოტოებს მაგრამ იშვიათად მომწონს. ვცხოვრობ ვერაზე, ვსწავლობ 53ში და მიყვარს ქუჩაში ხეტიალი. რო გავიზრდები მინდა გავხდე ჟურნალისტი და მოვიარო მთელი მსოფლიო და გავაკეთო ძალიან მაგარი რეპორტაჟები. ხო, კიდევ ვწერ ლექსებს და ვსწავლობ გაკვეთილებს. ვსო, აი ეს ვარ!!!
1. ნიკი-ANITA 2.ანა თვაური 3.19 წლის. დავამთავრე მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი და ვარ ჯავახიშვილში საერთაშორისო ჟურნალისტიკის პირველ კურსზე.კაკაბაძის მსგავსად (ხომ იცით ვინ არს შენი მეგობარიო და ა.შ.) ვუსმენ ROCK-ს მიყვარს ველოსიპედი და მე და ნინი ერთად ვკივით ხოლმე როცა ქუჩაში ვინმეს ველოსიპედით ვხედავთ.ფოტოგრაფიით მეც კოლეჯში დავინტერესდი როცა ჩათვლისთვის ფოტოები უნდა გადამეღო.მუღამში ჩავვარდი i da sax por abajaiu.მიყვერს სნიკერსი და ყველანაირი ექსტრემალური სპორტი(რაღაც ბიჭური გატაცებები მაქვს მგონი ) განსაკუთრებით მიყვარს სკეიტბორდი,სნოუბორდი და ყველაფერი რაც "board"-ით მთავრდება. 4.ველოდები მოტოციკლეტზე ამხედრებულ პრინცს CANON-ით ხელში. (აპარატი ჩემთვის )
1. ნიკი : მუტანტი 2. სახელი, გვარი : ვახტანგ ბერძენიშვილი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა : სტუდენტი, სტუ. ტელე-კინო რეჟისურა... 4. ჰობი : ფოტოგრაფია 5. სახლის მისამართი ტბილისი
რაც შეეხება კითხვებს: 1. Ice_Queen , Insomnia 2.ნინა 3. წელს ვაბარებ იურიდიულზე 4. გოთიკური სათამაშოების გაკეთება,ტანსაცმლის დიზაინი,ფოტოხელოვნება,მუსიკა(როკი,მეტალი),ანიმეს ხატვა..და ა.შ. 5. ჩემი მისამართია www.georock.ge 6. single
1. ნიკი - Alice 2. სახელი და გვარი - ელისო ბერიძე 3. პროფესია - ვსწავლობ ჯავახიშვილში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებზე 4. ჰობი - ხელოვნება, მუსიკა, ჩოგბურთი, მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად დროის ტარება. 5. სახლის მისამართი მემგონი არ არის საჭირო ) 6. ხოლო რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას ვიტკოდი ასე - single
სხვა რა? . . . ჰმ , , , ვარ 19 წლის (ნუ მალე 20ის ვხდები ) გავწევრიანდი სულ ახლახანს და დადებული მაქ რამოდენიმე სურათი მარა დიდი არაფერი რადგან სრულიად ახალბედა ვარ
1. ნიკი - Alice 2. სახელი და გვარი - ელისო ბერიძე 3. პროფესია - ვსწავლობ ჯავახიშვილში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებზე 4. ჰობი - ხელოვნება, მუსიკა, ჩოგბურთი, მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად დროის ტარება. 5. სახლის მისამართი მემგონი არ არის საჭირო ) 6. ხოლო რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას ვიტყოდი ასე - single
სხვა რა? . . . ჰმ , , , ვარ 19 წლის (ნუ მალე 20ის ვხდები ) გავწევრიანდი სულ ახლახანს და დადებული მაქ რამოდენიმე სურათი მარა დიდი არაფერი რადგან სრულიად ახალბედა ვარ
ნიკი ფლამინგო,მაგრამ მიცნობენ როგორც პუდელა ხო რითი დავიწყო არც ვიცი. დავუბადე ST:Petersburg ში.მერე ჩემი გაჩენის მერე არვიცი რამდენი დღის მერ მოხდა, მაგრამ ავღმოჩნდი ბავშთA უპატრონო სახლში.იქიდან ერთმა გულ კეთილმა და უმაგრესმა ,უჯიგრესმა და ჩემი ყველაზე უსაყვარლესმა ქართველმა ქალმა(დედა) რომელმაც დედობა და სიყვარული და სითბო არ მომაკლო. წამოვედით საქართველოში როცა თითქმის 3 წლის გავხდი.ქალაქ თბილისის ერთერთი საშუალო სკოლაც დავამთავრე და მერე ვსწავლობდი, (ამ ვაპირებდი,უცხოენებზე დედაჩემის ხათრით თორე მე მსახიობობა და იურიდიული მინდოდა.და ვსწავლობდი ჩუმად გამოცდებისთვის)ხო დააააააააა. რატომღAც მერე გადავწვყვიტეთ რომ გერმანიაში წავსულიყვაით. გერმანიაში გავიცანი ეხლანდელი ჩემი ქმარი და 6წლის მერე ერთი მშვენიერი ჰელენაც გავაჩინე.აქ გერმანიაში ეხლა ჯურნალისტობაზე ვსწავლობ(ვითომ წიგნი ვერ დამიკავებია წესივრად რომ არ შემიშალონ ხელი). ჩემი ჰობი არის ცეკვა,ფოტოგრაფია და ყველაფერი რაც ხელოვნებას შეეხება. მიყვარს მანქანა(ვატარებ გიჟივით) , მიყვარს სიგარეტი და დალევაზეც აუარს არ ვამბობ. მიყვარს მოგზაურობა და მთA სვლელობა,მაგრამ ჯერ არ ავსულვარ მწერვალზე. კიდე რა დავწერო არ ვიცი იმდენია მოსაყოლი ჩემზე რომ გადაირევით .იყოს ასე რაც არის და თუ ვინმე უფრო კარგად მიცნობს დაწეროს რამე
გამრჯობათ, სულ ცოტა ხანია რაც ეს საიტი აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს ვგიჟდები ფოტოგრაფიაზე, შემიძლია ყველაფერი მივუძღვნა და შევწირო, თუნდაც პირადი ცხოვრება, ფოტოგრაფია ჩემთვის ყველაფერია.... ნიკი: INNA ვარ ინა იმედაშვილი, დავიბადე 1984 29 ივლისს დავამთავრე თ.ს.უ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თუმცა ბავშვობიდან მხატვრობაზე და დიზაინერობაზე ვოცნებობდი... და მოთხრობებსაც ვწერდი,მოკლედ ჩემი ნიჭებიდან ამ უკანასკნელმა გადაწონა და გავხდი ჟურნალისტი ეხლა ერთ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრესცენტრის უფროსი ვარ.. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია... მაქვს ფოტოებიც, თუმცა მათ არავის ვაჩვენებ, რადგან ჩემთვის იმდენად ძვირფასები არიან მათ კრიტიკას ვერ გადავიტან ჯერ ამისთვის მზად არ ვარ ამიტომ არ მაქვს აქ დადებული... ჰობი დიზაინი, ხატვა, ქარგვა და კერვაა.. ვოცნებობ მქონდეს ჩემი მოდის სახლი ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ისეთ საშინელებებს ვხატავ ყველას ეშინია, მოკლედ ჩემი ნახატები მნახველში მოწონებას კი არ იწვევს არამედ შიშს ვარ მარტოხელა
სანდრო კაციტაძე _არქიტექტორი 23 წლის წინ თბილისის ერთ ერთ სამშობიაროში ექიმს 1-2 ჭიქაც რო დაელია ამ სტრიქონებს ვეღარ დავწერდი-ჰაერში დამიჭირეს დაბადების ადგილი_დედამიწა ლიჟამურები_თ ვსუნთქავ hobby ბევრი მაქ და მეზარება რა ფოტოგრაფიის მუზა(სახელი ცვალებადია) ხან მიდის ხან "გამიტანს და ცოცხლად დამმარხავს" isq-253-713- ბოლო არ მახსოვს იქაც zek -ი ვარ რა
Added @ ხოოო დამავიწყდა დავამთავრე G asudarsvennii P itomnik I diotov და ვმუშაობ პროფესიით
Added @ ისე erekle- ს კურსელი ვიყავი თუ ვინმესთვის რამის მთკმელია აუ რამდენი დავწერე 5 გვერდზე მაინც არავინ მოაღწევს
სახელი: გიორგი გვარი: ნინიძე დაბადების ამბები: 25 ნოემბერი 1982 წელი. ქ. სოხუმი; სპეციალობა: დავამთავრე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, ინფორმატიკის ფაკულტეტი (2000-2004) აქიდან გამომდინარე მიყვარს კომპიუტერი. ჰობი: ფოტოგრაფია (ეს ეს არის აპარატის დაჭერა ვისწავლე), ხატვა, ვებ-დიზაინი, ვცდილობთ შევქმნათ საკუთარი საიტი www.gio-art.narod.ru, რომელიც მთლად ვერ გავამდიდრე საინტერესო ფოტოებით, რადგან არა მაქვს საკმარისი დრო და გამოცდილება; ოჯახური მდგომარეობა: მაქვს ელექტრო ლეიბი და სანამ მექნება ცოლის მოყვანას არც ვაპირებ; ვმუშაობ: ბანკში (მეტი არ გვინდა რომ ვთქვათ); საჭმელები: შემწვარი კარტოფილი ზევიდან სმეტანით (არასოდეს მომბეზრდება)...
მესამე გვერძე დავწერე ჩემს შესახებ , მაგრამ ისე- ლაითად!!!! ეხლა უფრო სერიოზულად და გულწრფელად!!!
გიორგი ჩოგოვაძე____ იგივე__ ჩოგო, ჩოგბა, ჩიგო, ჩინგოსტარ. ცხოვრების სხვადასხვა მომენტში სხვადასხვანაირად მეძახდნენ მეგობრები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩოგო შემომრჩა. ნიკი archigio ---- მომაფიქრდა ბოკეზე დარეგისტრირებისას !!! (საავტორო უფლებები დაცულია) და architecture-სა და giorgis შერწყმაა. დავიბადე ქუთაისში 1986 წლის 12 ივლისს, მამაჩემის "კარენოი" ქალაქში. მერე გადავედი და აფხაზეთში ვცხოვრობდი 7 წლამდე. 1993 წლის 30 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დგეა და იმიტო მახსოვს) "წამოვედი"--- უფრო გამომიშვეს თბილისში და იმის მერე საბურთალოზე ვცხოვრობ. 9 კლასი ვისწავლე 161-ე სკოლაში, 10-11 კლასი --- "ნატიფი ხელოვნების კოლეჯში" და ეხლა ვარ საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , არქიტექტურის ფაკულტეტის 3 კურსის სტუდენტი. წელს ზაფხულში ტუზი დამეცა და სტამბულში ინტერნეტკაფეში თუ რაგაც ამდაგვარში ვიპოვე (ვიგაც კორეელ სტუდენტს დარჩა) sony dsc- f 828, რის მერეც უკვე სერიოზულად დავიწყე სურათების გადაგება.(მანამდე ზენიტს ვაჩხაკუნებდი, მარა მალევე მგლიდა და მივაგდებდი ხოლმე) ასე მგონია რომ როდესგაც ძაან მაგარ სურათს გადავიგებ მარა ის დგე ჯერ შორსა! მიყვარს რათქმაუნდა ჩემი მომავალი პროფესია!!! ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიგე როცა არქიტექტურა ავირჩიე (ჩემი მოწოდებაა). ასევე მიყვარს თითქმის ყველა სპორტი მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთი იმიტო რომ ნორმალურად ვთამაშობ! ვერ ვიტან ბალახის ხოკეის რადიკულიტი იცის ასე მგონია!!! ვდგევარ თხილამურებზე და ვზივარ ციგაზე!! და ყველაზე ყველაზე ძალიან ამ სამყაროში მიყვარს ჩემი დედიკო!!! ესეიგი შენ ამდენი თუ წაიკითხე და აქამდე მოხვედი ან ჩოგოვაძე ხარ ან კიდე საქმე არაგაქ!!!! :ბლინკ:
დიმა კობახიძე, 22 წლის დავამთავრე სტუ, ინფორმატიკის ფაკულტეტი. ვმუშაობ ყოველთვიურ ჟურნალში, რომელიც გამოდის მოსკოვში და ეხება მოდას, bild-რედაქტორად. მიყვარს ზოგადად ფოტოგრაფია, და მინდა გავხდე "გლამურული" ფოტოს პროფი. ეს იმასაც არ ნიშნავს რომ სხვა მიმართულებებს იგნორირებას ვუწევ - პირიქით! ვისაც სსურს დამეკონტაქტოს, აი ჩემი ICQ: 19788127
სახეალი: მაგდა ნიკი: არც თუ ძალიან დიდი გამომგონებელი ვარ - მაგდალინა გვარი: დარბაიძე საქმიანობა?!?!?! პროფესიით ჟურნალისტი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ინტერვალებით ვმუშაობ ხოლმე, უფრო სწორად ვმუშაობდი. ჰობი: ბევრი რამ როგორ მოვხვდი ამ საიტზე და ფოტოგრაფია ჩემი აუხდენელი ოცნებაა ასე რომ ოცნების ახდენას მოგვიანებით შევცადე, მაგარი პასიური ადამიანი ვარ და ვიფიქრე ბოკეში რომ ვიქნებოდი გაწევრიანებული იქნებ შემრცხვეს და მეც რამე გავაკეთო მეთქი, აი ასე იყო ეს საქმე........... ამჟამად დიდი სურვილი მაქვს ფოტოჟურნალისტიკას დავეუფლო წერა მომწყინდა, თანაც მაგრად ხო მართლაც მცირე რამ საკუთარი დაბადების შესახებ ვარ 26 წლის ანუ დაბადებული 1979 წლის 7 ნოემბერს, ვცხოვრობ ერთ უნაცრისფერეს ქალაქში რუსთავში უფ დავიღალე .... მგონი სულ ეს არის რაც შეიძლებოდა დამეწერა