BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
16 გვერდი < 1 2 3 4 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ვინ ვინაა?, ცოტა რამ კლუბის წევრებისა და სხვათა შესახებ...

| |
TAMAR_MEPE
post Jul 23 2005, 04:04
#31 

NewBie NewBie
62


მაშინ მე თეა ვარ,შოთაშვილი
დავიბადე-1975წ. 2 აგვისტოს
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი
ჰობი:მუსიკა, მოგზაურობა,ფოტოგრაფია,კულინარია,
ოღონდ ნამცხვრები არა. ხატვა, ძერწვა, შუშის ჭურჭელის მოხატვა და ასე შემდეგ biggrin.gif
მომწონს გულწრფელ და თბილ ხალხთან ურთიერთობა.
თვითონ ემოციური და სენტიმენტალური ვარ.
არასდოს არ ვიბოღმები და 2 საათში გამდის წყენა .
სულ ეს იყო და თუ რამე გავიხსენე კიდევ დავწერ smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lolski
post Jul 23 2005, 18:32
#32 

NewBie NewBie
4,865


დავიტანჯე, ძალიან ნელა ტვირთავს ჩემთან mad.gif

me-lolski, 32yo, მყავს შვილი 11 წლის cool.gif , ვცხოვრობ შვეიცარიაში rolleyes.gif

PC games, Photo, Photoshop, Illustrator... ნელნელა ვითვისებ Flash-ს!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nini
post Aug 2 2005, 00:29
#33 

Amateur Amateur
4,014


ხო ეხლა მეც გაგეცნობით. ნინი კაკაბაძე, დავიბადე1987წ. 23 მარტს ვარ 18წლის დავამთავრე მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯი და ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ეგ ჯერ არ ვიცი smile.gif ფოტოგრაფია ჩემ კოლეჯში ვისწავლე და ვარ მოყვარული ფოტოგრაფი.
ჰობი კლდეებზე ცოცვაა ასევე ვგიჟდები ველოსიპედზე მაგრამ ჯერჯერობით არ მაქ smile_053.gif . ხო ვუსმენ როკს როკს და კიდე როკს სხვას არაფერს. ი ვსიო ესა ვარ მე. და უი ის დამავიწყდა ზოდიაქოთი ვარ ვერძი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nan
post Aug 13 2005, 03:15
#34 

NewBie NewBie
179


ნანა,
29 წლის,
იურისტი, ვმუშაობ სპეციალობით,
მაქვს სანის გაკეთებული ავატარი biggrin.gif,
კიდევ რა გითხრათ, ფოტოსურათების გადაღება რომ ჰობია, შემატყობდით ალბათ.
დანარჩენი კი აროს პროფილში თავის სურათიანად biggrin.gif.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Raulito
post Aug 13 2005, 18:41
#35 

Master Master
2,310


ვახ, ვახ! საინტერესო ამბებია აქა: მე ვფიქრობდი რამ გამაგიჟა ეს იურისტი კაცი ფოტოგრაფიაზე-თქო და თურმე ეს "პროფესიული დაავადება" biggrin.gif ყოფილა, იმდენი იურისტი გაიჩითა ამ ფორუმზე ფოტოგრაფიით დაშპრიცული! კაია, მაინც როცა ხვდები, რომ მარტო არა ხარ "გადახრებით".. biggrin.gif biggrin.gif

მე ვარ ზურა, ვარ 30 წლის. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ვასწავლიდი კიდეც ამავე ფაკულტეტზე - რეფორმამდე. ეხლა არ ვიცი რა იქნება. პრეზიდენტის სიტყვა მახსოვს "პროფესიონალები და ქალები მჭირდებაო"! ქალებში ასრულებს სიტყვას და პროფებში არ ვიცი, არ ვიცი.. biggrin.gif biggrin.gif (ტაკ ჩტო, უნკასო, შეიძლება ჩემს ხელშიც გაიარე, თუ თსუ-ში იყავი smile_116.gif )
ჯერჯერობით პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ კოშმარები მტანჯავენ და ალბათ ვეღარ გავუძლებ და ფოტოგრაფიაში გადავდგამ რაკავოი ნაბიჯს! biggrin.gif სხვა თუ არაფერი, ერთით მეტი ლოთი-ფოტოგრაფი კი გამოვა ამ ამბიდან და .. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chaba
post Aug 13 2005, 19:17
#36 

Photographer Photographer
813


სახელი: დავით ჭაბაშვილი
განათლება: მარკეტინგის მაგისტრი, CSB
დაბათების თარიღი: 1978 წლის 23 თებერვალი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
სამუშაო ადგილი: UGT
ჰობი: კინემატოგრაფია (ჰობიზე მეტია, მაგრამ სერიოზულად არ დავკავებულვარ ჯერ) , ფოტოგრაფია (მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ჩემი ზენიტი 2 თვეა რაც ჩამოვიღე თაროდან და შედეგს ჩემთან ერთად კლუბიც ადევნებს თვალს), კითხვა, მუსიკა, ბილიარდი, ფეხბურთი
სად შიგიძლიათ მიპოვოთ: MSN - dchabashvili, Yahoo - dchabashvili. ასევე htt://chaba.boom.ge
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული და თანაც 2 შვილი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
InsaneClown
post Sep 10 2005, 13:49
#37 

Amateur Amateur
217


მე ვარ თინათინ შელიაuser posted image , ვარ 22 წლის, დავამთავრე ESM, ეხლა კი ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, ჩემი ჰობია მთები , ტყეები და ბუნება საერთოდ, მიყვარს ჩემ ავჩარკასთან ერთად ბუნებაშI ხეტიალი...და რასაკვირველია მიჩნდება დიდი სურვილი ამ ბუნებისთვის სურათის გადაღების....ასე რომ მოყვარულ ფოტოგრაფად ვითვლები ალბათ user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gruzinus_Vulgaris
post Sep 11 2005, 16:39
#38 

Photographer Photographer
919


1. Gruzinus Vulgaris
2. დათო მაღრაძე, (75წ 6 ნოემბერი)
3. იურისტი, ამჯერად ვმუშაობ ერთ-ერთი არასამთავრო ორგანიზაციის კანონის უზენაესობის პროექტში.
4. ფოტოგრაფია, თხილამურები და კარგი მუსიკა.
5. თბილისელი.
6. დაოჯახებული, ორი შვილის მამა.

არ მიყვარს ფოტოგრაფიას ფოტოხელოვნებას რომ ეძახიან და ფოტოგრაფს ფოტოხელოვანს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Sep 21 2005, 17:22
#39 
Чайка

Photographer Photographer
17,182


1. PsixOdino4ka biggrin.gif
2. სახელი : Psix , გვარი : Odino4ka , smile_060.gif t.e ლიზი (1986წ, 11 აგვისტო)
3. ტექნიკური უნივერსიტეტის (მარტივად GPI-ის), ინფორმატიკის ფაკუკტეტის 3 კურსის სტუდენტი, "პასტაიანი" სამსახური ჯერ არ მაქვს, მაგიტომ ჯერ ტო ტამ, ტო სიამ biggrin.gif
4. ფოტოგრაფია, "ლუბიტელსკი" თეატრი, მუსიკა... (ყველაფერს აღარ ჩამოვწერ)
5. no comments biggrin.gif
6. adino4ka biggrin.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mika
post Sep 21 2005, 20:21
#40 

Amateur Amateur
2,177


მე დავწერე თუ არა არ მახსოვს.....მგონი კი მაგრამ კიდე ვწერ

1. მიკა ვერულაშვილი
2. სამედიცინო უნივერსიტეტი 6 კურსი
3. ხეტიალი ბუნებაში. თხილამურები. ხატვა
4. ფოტოგრაფიამ დამაინტერესა მას შემდეგ რაც ამ საიტზე აღმოვჩნდი....უფრო სწორად ბორჯომი ხარაგაულის ლაშქრობის შემდეგ.....

5.21 წლის

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Lis
post Sep 22 2005, 21:44
#41 

Amateur Amateur
144




1. ნიკი "პატარა პრინცის" ერთერთი გმირის ხათრით.
2. ნინო ჯანჯღავა ( 5 აპრილი 1980წ. )
3. ექიმი-ნეონატოლოგი (ე.ი. ახალშობილების smile.gif ), ვმუშაობ პროფესიით.
4. ჰობი - ფოტოგრაფია, მოგზაურობა, მისალოცი ბარათების კეთება "იზ პოდრუჩნიხ მატერიალოვ", კინო ( არა თანამედროვე გოლივუდი), მულტიპლიკაცია (იაპონური ანიმე), მუსიკა, პოეზია ..... თუ დრო მაქვს.
5. ბოლო 10 წელია - მოსკოვი.
6. no comments

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
paatavar
post Sep 27 2005, 09:48
#42 

Photographer Photographer
3,606


1. ნიკი - paatavar
2. სახელი, გვარი - პაატა ვარდანაშვილი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - მარკეტოლოგი, კომპიუტერის სპეციალისტი (პოლიგრაფია, დიზაინი),ფოტო რედაქტორი, PR სპეციალისტი
4. ჰობი - მოგზაურობა, ცხოველები, ფოტოგადაღება, სპორტი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kat
post Oct 10 2005, 13:36
#43 

Amateur Amateur
96


1. kat;
2. ქეთევან ხარებავა, 25 წლის;
3. პროფესია _ მატემატიკოს-ინფორმატიკოსი, ვმუშაობ სპეცილობით;
4. ჰობი_ მაქვს პლაკატების კოლექცია, თავისუფალ დროს ვაკეთებ პლაკატს, მქონდა 2 გამოფენა;
5. biggrin.gif ;
6. biggrin.gif დაუოჯახებელი.

პატივისცემით , kat
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
keto
post Oct 14 2005, 15:16
#44 

Amateur+ Amateur+
4,157


1. keto
2. ქეთი ოთიაშვილი, 28/06/83- ში დავიბადე.
3. დავამთავრე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტში სინქრონული თარგმანის განყოფილებაზე (ინგლისური).
4. მიყვარს ცურვა, თხილამურები, მთა.
ფოტოგრაფია დიდი ხანია მიტაცებს, რაღაცეებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ ხარისხი ბევრი არაფერია და არც მიცდია აქ დადება. გუშინ ვიყიდე ციფრული და იმის შემდეგ რაც ცოტა გავერკვევი გადაგების ტექნიკაში (აქაც თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ალბათsmile.gif ) ჩემი სურათებიც გაჩნდება გალერეაშიsmile.gif
5. cool.gif
6. single
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
mr_dadada
post Oct 14 2005, 19:02
#45 

Amateur Amateur
17


1. ნიკი -mr_dadada

2. სახელი, გვარი - დავით (დადა) ხიტირი დადაიზმთან არაა კავშირში
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ჟურნალისტი

4. ჰობი - ფოტოგრაფია,

5. Deutschland, frankfurt, margaretenstr 3
6.ბევრჯერ დამადეს და ამიტომ ხალასტოიsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
duraji
post Oct 24 2005, 12:20
#46 

NewBie NewBie
54


პირველად რომ ვნახე ეს საითი, მას შემდეგ გამორიცხულია რომ ყოველდღე რამოდენიმეჯერ არ შემოვიდე, დამისვეს კიდეც დიაგნოზი - ესე თქვეს www.boke.ge არისო.
მე ვარ დათო კორძაძე, 28 წლის, 1 სპეციალობა იურისტი - სისხლის სამართალი, 2 სპეციალობა უცხო ენები - ძირითადი ინგლისური და + მესამეც სამხედრო განათლება. ჰობია ასტრონომია და წყალქვეშა სამყარო, აი ესე ზემოთ ქვემოთ ვარ მოდებული. smile.gif . ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ჩემ სურათებს ვერ ვდებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ (იმედია). სხვა მეტი რა?, უფრო ავატარში თუ დაინახავთ რამეს biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
lama
post Oct 24 2005, 14:11
#47 

Amateur Amateur
6,485


მე მქვია კახა და გვარად ვარ ოღაძე. დავიბადე 1981 წლის 24 აგვისტოს. ჩემს დაბადების დღეს იხსნება ქალწულის ზოდიაქო. მყავს სამი ძმა დავამთვრე 65-ე საშ. სკოლა. შემდგომ 1998წელს ჩავაბარე ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რელიგიის განხრით ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.
ჩემი ჰობია მოგზაურობები მთასა და ბარში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Nov 17 2005, 15:05
#48 

Amateur+ Amateur+
3,075


ბიოგრაფია, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ!
აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? biggrin.gif
1. გახლავართ ნატა იორდანიშვილი. თუმცა ყველა ნატალის მეძახის. ამ ფორუმზეც ძალიან მინდოდა ეგ ნიკი მქონოდა, მაგრამ არაო.
2. დავიბადე 82-ში, სექტემბერში.(თუმცა ქალწულის ნიშნის ბევრი არაფერი მცხია!)
3. ვსწავლობ უცხო ენებში. მარადმწვანე სტუდენტი ვარ და ვაპირებ გავაგრძელო!
4. საყვარელი საქმიანობა-ვინ მოსთვლის. ნამეტანი ინტერესიანი ვარ და ყველაფერს ვეპოტინები. ჯერ ბოლომდე ვერაფერი მივიყვანე-მოკლედ ძიებაში ვარ! ა) ხატვა
ბ)პოეზია- საკუთარი და ბრიტანული. განსაკუთრებით ინგლისელი მეტაფიზიკოსები (ვწერ წიგნს მაგათზე)
გ) მუზზზიკა- ზემფირას ოფიციალური ფანი. ჯგ. კინო. ნიკ ქეივი. ბრაზილიური ჰანგები. ბობ მარლი. გორან ბრეგოვიჩი. როდ სტიუარტი, კლასიკური ჯაზი და კიდევ ვინ მოსთვლის რა.
დ)ფოტოხელოვნება (ოღონდ ჯერჯერობით უბრალოდ ვაჩხაკუნებ! smile_060.gif )
ე)ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულიიიი (ეს უმთავრესი საქმიანობაა!! კაი გაგებით, რა თქმა უნდა) biggrin.gif
ვ) და ა.შ.
5) ამჟამად თბილის-ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ისე სუფთა კახელი ვარ და ამით ვამაყობ! აპაჩის გასაგონად-ჩემთვის დედაქალაქი- თელავია!!!!
6) ვეძებ, და იმედია -მეძებენ! cool.gif smile_060.gif
ბოდიში. რამდენი დამიწერია?! ohmy.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tarkhan Gasviani
post Nov 17 2005, 23:03
#49 

Amateur+ Amateur+
5,318


1.თარხანი ნადმვილი სახელიაsmile.gif
2.ვეიქი
3.ვმუშაობ
4.ჰობი დიდი ხანია რაც ჰობი გამიჩნდა ფოტოგრაფია
5.ვარ ჯიგარი biggrin.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdalena
post Nov 22 2005, 11:54
#50 

Amateur Amateur
276


1 Magdalena
2 მაგდა თურქაძე
3 ჯერ არ მაქვს პროფესია თუ გამიმართლა და 4 წელი არ გამომაგდეს რეჟისორი ვიქნები smile_015.gif tongue.gif
4 წერა,მუსიკა და ზაფხული biggrin.gif tongue.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ANGEL
post Nov 26 2005, 20:17
#51 

Amateur Amateur
17


კარგი topic-ია. smile.gif თავის ჩვენება არ მიყვარს, მაგრამ ამავე დროს არც ინკოგნიტოდ დარჩენა მსიამოვნებს. ამიტომ ჩემი "CV"-ს შემოგთავაზებთ. tongue.gif

სახელი: ხატია ე.-მ.
ასაკი: 27
პროფესია: ენათმეცნიერი, ინგლისური, გერმანული და პორტუგალიური ენების
სპეციალისტი
ჰობი: ცურვა, მთაში სეირნობა, ფოტოგრაფია.
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული.
ჩემი ერთ-ერთი "ჰობი" გამომდინარეობს ჩემი პროფესიიდან, კერძოდ, მიყვარს სხვადასხვა ენების გრამატიკისა და ფონეტიკის შედარება და სხვადასხვა გრამატიკული და ფონეტიკური მოვლენების მიზეზების ძიება და ახსნა.
ფოტოგრაფიით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი პირველი ფოტოაპარატი CANON EOS 300 შევიძინე.
თუმცა აქ განთავსებული ჩემი ყველა სურათი არის CANON Power Shot A510-ით გადაღებული.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marikuna
post Nov 26 2005, 22:01
#52 

Amateur Amateur
390


me var mariam kopadze 17 tslis.vstsavlob cavcasiis biznes skolasi pinansebze.potograpia seileba itkvas rom tsemi hobi ar iko tsels zapxulamde.magram tsels vikavi pinetsi,ik vmonatsileobdi potograpiis workshopshi da agmovatsine ro arts ise tsud suratebs ar vigeb.ro tamovedi mondoda seriozulad momekida xeli magram iset adgilas vstsavlob eg tsota dzneli agmotsda da rats stsavla daitsko erti surati ar gadamigia:(
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Nov 26 2005, 23:23
#53 

Amateur+ Amateur+
5,922


თუ ვინმეს აინტერესებს...
ნინო ტაბუცაძე 21 წლის. ჟურნალისტი, მაგრამ ხანდახან ვჟურნალისტობ ხოლმე ისე бездельник ვარ smile.gif ჯერჯერობით მაგისტრატურაში ვარ.
ფოტოგრაფია მიყვარს ბავშვობიდან - არც ვიცი, რამდენი წელია ჩემთვის ვაჩხაკუნებ, თითქმის ყველგან და ყოველთვის
ინტერესები: კინო, თეატრი, ბალეტი, ე.წ. ვიზუალური ხელოვნება, ტენისი, მსოფლიოში ბოდიალი და თხილამურებიიიიიიიიიიიიიიიი... თან მიყვარს ყველაფრის ამის ფოტოგრაფირებაsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Svanga
post Nov 30 2005, 00:32
#54 

NewBie NewBie
462


გვანცა
ვიტანჯები CSB ში
ფოტო არც პროფესიაა და არც ჰობი,
Just how i feel, see and live HERE. . .
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kikala
post Nov 30 2005, 18:07
#55 

Photographer Photographer
3,601



აქ წერია ყვლაფერიsmile.gif)

www.kikalishvili.ge
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
zure
post Nov 30 2005, 18:13
#56 

NewBie NewBie
246


ჩემი სახელი და გვარია ზურა მექვაბიშვილი,დავიბადე ქალაქ თბილისში 1985 წლის 15 ივლისს.ვსწავლობ თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში.მიყვარს მთაში სიარული და მოგზაურობა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
aniiii
post Dec 1 2005, 17:40
#57 

Amateur Amateur
1,159


1.aniiii (!)
2.ani shamatava 17 clis
3.dziritadi saqmianoba scavla csb-shi smile.gif momavali propesia an marketologi an menejeri..
4.photograpia, txilamurebiii, kitxva, megobrebtan yopna smile.gif , musika, kargi advertismentebis shegroveba da a. sh....
5......
6.albat isedac natelia..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ELLy
post Dec 1 2005, 18:25
#58 

Amateur Amateur
628


გამარჯვება თქვენ!

1. ---
2. ნელი აგირბა. 19 წლის გახლავართ. smile_116.gif
3. თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ მე-2 კურსზე. კიდევ მუსიკალურ სასწავლებელში სიმებიან განყოფილებაზე. არფისტი ვარ. ვმუშაობ მხოლოდ ხელფასისთვის და რაც ცუდია, ეს მთრგუნავს unsure.gif კიდევ, რამდენიმე თვეა,რაც დავაფუძნეთ NGO, უამრავი საქმე გამიჩინა.
4. ჰობი - რავი,ბევრია. გრაფიკული მხატვრობა, რაიმე ენის სწავლა smile.gif , სასწაულების აღმოჩენა, ბილიარდი, ჩოგბურთი და ა.შ. smile.gif ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა, უფრო - შავთეთრი. გუშინ გავაფუჭე ჩემი გადაღებული 1-ლი ფირი... Fედ-ით გადავიღე (ხომ გმირი ვარ?!!) cool.gif და ბოლოს გაჭედა. შემდეგ ფირს ზენიტში ჩავდებ.
5. ვინ ვარ?- ადამიანი, რომელსაც ხშირად არაფრის სწამს, არც ეშინია, მაგრამ მომავალი აინტრიგებს. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ აზარტული ვარ huh.gif
6. არ მინდა ბავშვობა მომენატროს!
7. მადლობთ ამ საიტისთვის! ოღონდ მართლა! smile.gif




smile_080.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Natura
post Dec 2 2005, 19:01
#59 

Amateur Amateur
1,546


გამარჯობა! ნათურა, მეგობრებმა შემარქვეს რატომღაცsmile.gif ვარ ნათია ხულუზაური, 24 წლის. ხელოვნებათ მცოდნე, ჟურნალისტი. ამჟამად ვმუშაობ ტელე-კომპანია "იმედში". არადა აშკარად ჯობდა ან ცეკვა გამეგრძელებინა, ან მუსიკა... რას იზამ... ჰობი, ბევრი მაქვს... ბევრ რამეს მივედ-მოვედები, მაგრამ საშინლად ზარმაცი ვარ... ისე, ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან... იყო დრო როცა ხშირად ვიღებდი... ახლა საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი გადამიღია და ისევ მინდა დავიწყო ფოტო-აპარატით ბოდიალი... მიყვარს მთაში სიარული, კლდეზე ცოცვა, ბუნებაში ხეტიალი, ცეკვა, ცურვა, კლასიკური მუსიკა, ჯაზი, ბლუზი... და ჩაი...
სხვა რა გითხრათ?
ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს საიტი და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მის დამფუძვნებელს...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Cyb
post Dec 4 2005, 00:43
#60 

Amateur+ Amateur+
2,204


Natura, ნეტა რატომ შეგარქვეს, ან ვინ? smile.gif smile_116.gif
ახლა რაც შემეხება მე:

1.Cyb
2. ნიკა [ნიკანდრო, ნიკოლოზი, ნიკალა, ნიკალაიჩიკ, უფონი, ნიკუშა, და მრავალი სხვა უბედურება] გოგოჭური. [შვილს ალბათ დუდუკს დავარქმევ და იქნება დუდუკი გოგოჭური]
3. პროფესია: კავშირგაბმულობის სპეციალისტი. ძირითადი საქმიანობა: 3D.
4. ჰობი: ფოტოგრაფია მიყვარს, ავტომოტოსპორტი მიყვარს, მანქანით ფიგურული სრიალი მიყვარს, ტანგოს ცეკვა მიყვარს [ნათურ, biggrin.gif] smile.gif, ბევრი რამე მიყვარს, კითხვა, წერა, ხატვა... ლაპარაკი მიყვარს ძალიან smile.gif ლაზღანდარობა და თხზუზობა [ანუ შეთხზვა] მიყვარს კიდევ და რავი, 10013 საშინელება კიდევ... ბავშვობის ჰობი, ბავშვობაში ორი ბუშტი მქონდა და მაგით ვთამაშობდი... ახლა ინვალიდი ვარ.
5. სახლის მისამართი ჩემი არავის აინტერესებს ალბათ, და დაბადების თარიღი და ადგილი კი : ქ. თბილისი [დაფუძვნებულია ჩემი ბიჭის, ვახოს მიერ, ერთ ერთი გასეირნების დროს, რავი ალბათ დაფუძვნების ხასიათზე იყო...] მესტო დეისტვია: მე5 სამშობიარო [მაშინ ის ჯერ კიდევ ავჭალაში იყო, მე ამ სამშობიაროს უკანასკნელი კლიენტი ვიყავი. ჩემი დაბადების მერე მათ თქვეს, რომ ახლა ყველაფერი ნანახი აქვთ ცხოვრებაში და სახალხო სუიციდით დაასრულეს მოღვაწეობა. მას მერე სამშობიაროში აღარ შეისვლებოდა და ის დაანგრიეს. ახლა მანდ აღარაფერი მიუთითებს ასეთი გამოჩენილი ადამიანის დაბადებაზე... ა ჟალ.. ადრე კედელზე ბიძაჩემმა "ნიკა" დააწერა... ვანდალიზმ....] ეს ტრაგედია მანდ 25/04/1983 21:33:13 დატრიალდა... არადა რა კარგად იწყებოდა დღე... smile.gif
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე"": უცოლო [ფეის კონტროლს ვერ გავდივარ, მერამდენედ ვიჭრები მაგ ეტაპზე smile.gif)))))]

That's all I can say about it... [Forest Gump]

გმადლობთ, რომ ასე გულმოდგინედ აფურთხეთ მონიტორს... blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 12:57

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'