მოკლედ ვიცი სათაურმა ცოტა დაგაბნიათ და ბევრ რამეზე დაგაფიქრათ თუმცა გეტყვით რომ ყველაფერი მარტივათ არის... მოკლედ შევიკრიბეთ 10:00 საათზე სპორტის სასახლესთან leonsio levan archigio, ELLy მეგობარი ლალი (თუ არ ვცდები) be_qa, მეგობარი მიშკა... etushki, vaxtanga elichka November Rain anubis
როგორც მოგეხსენებათ წვიმდა ხოდა ჩავარდი საფიქრებელში რა მექნა გადაგვედო თუ გაგვეგრძელებინა ექსკურსია და ზუსტად ამ დროს ბაზალეთიდან მირეკავს ჩვენი gubazi და MAMONTA მეუბნებიან რომ ბაზალეთზე ისეთი ამბავია ისე წვიმსო რომ გამოვრბივართ აქედანო მოკლედ ცუდ დღეში ვართო რა ხოდა გირჩევთ არ ჩამოხვიდეთო... ესეც პასუხი ანუ უნდა გადავდო წასვალამეთქი ვიფიქრე და უცებ გამოჩნდა be_qa რომელსაც გავუზიარე ჩემი აზრი გადადებასთან დაკავშირებით... მან კი სრულიად რადიკალური აზრი მომაწოდა კი არ გადავდოთო არამედ მარშუტი შევცვალოთ და სიონში წავიდეთო... ხო რავიცი ამ აზრმა დამაფიქრა... ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მეთქი კაი წავიდეთ სიონში!!! ხალხიც უარზე არიყო ასე რომ მარშუტი შეიცვალა და სიონისკენ გავუდექით... ხო ვიყიდეთ პროდუქტები და დავადექით გზას.. გზაში როგორც ვარაუდობდი დაიწყო სმა და ერთი ამბავი ბექა დაინიშნა მარშუტკის სუფრის თამადათ (რაც ბოკეზე მოდერი აღარაა სამსახურს ეძებს ) ხოდა იყო ღრიანცალი და ერთი ამბავი.... ვეფხია ჩვენი მძღოლი მგონი გაგვიგიჟდა ბოლოს... რაც მთავარია სიონის გზა ზუსტად არავინ იცოდა არც მძღოლმა ხოდა ასე მივდიოდით და ტრასას მიუყვებოდით თან წვიმდა... რომ გავცდით ცხვარიჭამიას.. ისეთი ნისლიან ტერიტორიაზე ამოვყავით თავი რომ 5 მეტრზე ვერაფერს ვხედავდით ხოდა ჩვენც გიჟებმა გავაჩერეთ მარშუტკა და ჩამოვედი ფოტოების გადასაღებლათ(რეპორტაჟს ოდნავ მოგვიანებით იხილავთ) ხოდა ვიღეთ გაძღომამდე და კვლავ სამარშუტო ტაქსში სუფრას მიუჯექით... ასე უკომპასოთ და უმისმართოდ გავიარეთ ტყე-ღრეები და როგორც იქნა გავედით გვირაბის ბოლოს სადაც მოსახლებო და ცივილიზაცია დავინახეთ ხოდა ვკითხეთ სად იყო სიონი (აქვე დავძენ რომ ბექამ თავიდან როგორც გვითხრა სიონი ცხვარიჭამიიდან 15 კილომეტრზე არისო) ხოდა გვითხრეს რომ სიონი სადღაც კიდე 15 კილომეტრში იყო ანუ 10-15 კილომეტრი უკვე გამოვლილი გვქონდა და გამოვიდა რომ ცხვარიჭამიიდან სიონი სადღაც 25-30 კილომეტრში იყო... მოკლედ ამის გაგონებაზე შევატყე რომ ვეფხიას ჩვენ მძღოლს სახე შეეცვალა ხოდა არ ვაცადე სიტყვის თქმა და მეთქი კაი აქედან ისევ უკან ცხვარიჭამიაში გავბრუნდეთთქო... ხოდა ცოტა დაწყნარდა ვეფხია მოატრიალა მანქანა და ისევ უკან წამოვედით გზაში ისევ ლოთაობა ამბავი და ბექას თამადობა ისმოდა... (ყველაფერი რაც კი ვიყიდეთ მარშუტკაშივე ფაფუ იყო ) ჩავედით ცხვარიჭამიაში სადაც ბექამ თავის სახლში მიგვიპატიჟა.. ის უკვე ტრადიციათ გვექცა რომ სახლის კარი ჩაკეტილია და ჭიშკარზე გადაძრომა გვიწევს ხოლმე ხოდა აქაც ასე ვქენით.. შევედით დავჯექით და რა ნამცეცებიც დაგვრჩა უსასმელოდ (ალკოჰოლიან სასმელს ვგულისხმობ) დავიწყეთ ჭამა... ცოტახანში კი დაიწყო ფოტობუმი ყველა იღებდა, ყველა მოდელობდა და ასე შემდეგ თუმცა ზოგმა მაინც ვერ გაუძლო უსასმელობას და იქვე თრამაზის მიაკითხეს ღვინოზ რომელმაც ღვინო ლიტრა 50 თეთრად მისცა ამათმაც ვახ რა იაფიაო და იყიდეს მგონი სულ რაც კი იქ იყო ხოდა დაგვიბრუნდნენ გახარებულები ნახეთ რამდენი სასმელი მოვიტანეთო.. მაგრამ რათგინდა ამ ღვინოს ისევ წყალი დაგველია ჯობდა მაგრამ ამათ ისე უნდოდათ სასმელი რომ ილუზია შეიქმნეს თითქოს მაგარ კახურ ღვინოს სვამდნენ მოკლედ კიდე ცოტა და ისევ ფოტო ბუმი ავტეხეთ... ზოგამ იქვე რამდენიმე კილომეტრში ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეს და წავიდნენ კიდეც დანარჩენებმა კი ფოტო სესიები დავამთავრეთ სუფრა ავალაგეთ და ჰერიჰა მარშუტკისკენ სადაც მშიერი ვეფხია გველოდებოდა (მანამდე არ წამოგვყვა ჩვენ) ჩვენც აუტანეთ რაცხა დარჩენილი ნამცეცები და ძალით ვაჭამეთ ხო მოკლედ ეკლესიაში წასული ხალხი დაგვიბრუნდა და რომ გვეგონა ვსო წავედით სახლებში თქო მოიცა კაცოო გვითხრეს ჯერ კიდევ დარჩა თამაზას ღვინოო ხოდა სანამ არ დავლევთ აქ ვართო... მოკლედ კიდევ ერთი სუფრა გაიშალა და ატყდა სმა და ისევ სმა საჭმელი აღარ იყო და.... მოკლედ როგორც იქნა გაიჭყიპნენ ამ ღვინოთი თუ წყალით და ჰე ახლა წავედითო... ავიბარგეთ და გამოვეშურეთ თბილსისკენ გზაში ისევ ღრიანცელი და ამბავი იყო ოღონც სუფრის გარეშე და ასე და ამგვარად ჩამოვაღწიეთ აქ თბილისში...
ხო ასე აღმოაჩინა კოლუმბმა ამერიკა ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ბაზალეთი...
ისევ და ისევ ყველანი სასიამუვნოდ დავიღალეთ! რეპორტაჟიც მალე იქნება და რამე თუ გამომრჩა სურათებს თავზე მიაწერეთ... უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ და ძლივს ვწერე ესეც
ბექქქ,არა ყოველთვის მიყვარდი მაგრამ ახლა უფრო მიყვარხარ აუ რა ლამაზი ადგილია და რა ნისლია ეჰ... ელე მოგკლავს ახალი იმიჯი? დადეთ სურათები თორე გაგლახავთ ახლა ვააააა ჩემს ნერვებზე თამაშობთ?
აუ რა მაგარი ნისლია მართლა!!! ძAან მომეწონა ეგ ერთი მაგრამ...ბექა რას აკეთებს იმ სურათზე? ფაქტებზე დაგიჭირეს ბექ? ლეონ ის მაგარი სურათიაავტოლეველ და ვახტანგაა სასიამოვნოა შენი გაცნობა