დავტესტე ყველა სმაილიკი მემგონი : ))))))) ისე რა უნამუსობაა თმა გადაპარსულები დაამატეთ და ერთი ხუჭუჭა თმიანი სმაილიკის დამატება რა გახდა?: ((((((((((((((((
ისე Fოტოები მომეწონა,მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ აქედან გამომდინარე არაFერს გეუბნები Fოტოებზე,ვოტ ტაკ!
ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის გამოფენაზე გამოტანილი ფოტოების ავტორებს და ყველა მონაწილეს, რომელმაც შეიტანა თავისი წვლილი დუშეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელთათვის ახალი წლის გალამაზებაში.
მადლობას ვუხდით ჯეობარელებს - გიორგის, დეას და დათოს.
სამშაბათს, 25 დეკემბერს მივდივართ ბაზრობაზე და ვყიდულობთ ტკბილეულობას. ტკბილეულობის გარდა ვაპირებთ ნაძვის ხის და სათამაშოების ყიდვას.
დიდი მადლობელი ვიქნებოდით, რომ ვინმე მანქანიანი მოგვხმარებოდა უბრალოდ, უმანქანოდაც, თუ მოგვეხმარებოდით, მადლობელი ვიქნებოდით.
შაბათს, 29 დეკემბერს, დილით 10:00 საათზე გვინდა გავემგზავროთ დუშეთის ბავშვთა სახლში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ გამოჩნდებიან ისეთი ხალხი, რომლებიც შემოგვთავაზებენ თავიანთი მანქანით საჩუქრების ბავშვებთან ატანას. სულ დაგვჭირდება 2 მანქანა. გთხოვთ შემომეხმიანოთ PM-ში მე ან შოთას.
მეგობრებო ძალიან გთხოვთ, იქნებ მანქანიტ დაგვეხმაროთ, ეხლა ვესაუბრე ბავშვთა სახლის დირექტორს და ბავშვები გველოდებიან 29 ში, მათ არ აქვთ ნაძვის ხე და ჩვენ მათ საახალწლო სურვილს ვუსრულებთ და იქნებ რამენაირად დაგვეხმაროთ უღრმესი მადლობა წინასწარ
tavadi, ცოცხალი ნაძვის ხე იქ არ გამოდგება, ჩვენ უკვე ვუყიდეთ ხელოვნური ნაძვისხე რომელსაც ბავშვები მომავალ წელსაც დადგამენ თურმე ბავშვები ოცნებობდნენ მაღალ ნაძვისხეზე და აუსრულდათ სახალწლო ნატვრა