ჩემთვის მართლა ადვილი გასარჩევია. პირველ ფოტოს ფირის ოდნავი ნიშანიც კი არ დაკრავს. ფერებს თუ დავაკვირდები დიდი ალბათობით ვვარაუდობ, რომ ქენონია
იზიუმინკის რა მოგახსენო ამ ფოტოში, თუმცა ზოგადად ფირს აქვს :P საბოლოდ, რომ ნათელი მოვფინოთ საქმეს: მე ვკამათობ მხოლოდ იმაზე, რომ ციფრულით იმას ვერ მიიღებ რასაც ფირით, მაგრამ ეს არ უნდა აგერიოთ იმაში, რომ ფირი შეუცვლელი არ არის, იგივე კომერციული თვალსაზრისით ფირს ვერ იხმარ. გიორგიმ მოიყვანა მაგალითი და იმიტო შევეხე ამ თემას. მოკლედ მე როცა მინდა ვისიამოვნო ფოტოს გადაღებით მირჩევნია ფირი ვიხმარო და აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ციფრული გამოსახულებით ისე ვერ ვიკაიფებ როგორც ფირით. ვოტ ი სკაზკე კანეც, ა კტო სლუშალ აგურეც. მორჩა კინო )))
პირველი ფოტო, რომ ვნახე მეორეს არც კი დავკვირვებივარ, იმდენად პრიალა და ბლედნი იყო. ფირს ასეთი ბლედნი ფერები არ ახასიათებს, თუ რათქმაუნდა ფოტოშოპით არ ჩაერიე. ცუდი განათების პირობებშიც კი არ მაძლევს ასეთ ფერებს. შენ აქცენტი გააკეთე მაღალ ისოზე და ზერნოზე, აკი ავღნიშნე ფირი მხოლოდ ზერნო არ არისთქო )))
პირველი ფოტოს ისოზე გეთანხმები, მაგრამ მეორე ფოტო ტყე სადაცაა ნამდვილათ არ არის ადვილი მისახვედრი რითია გადაღებული ციფრულით თუ ფირით (მითუმეტეს ვადაგასული ფირით)
მე ფირს სადაც ვცნობ რო ფირია ესაა ბლარი (ანუ უფოკუსო ადგილის სიღრმე) რა ფორმის ბლარი აქვს
ფეხბურთისთვის არ ცივა თუ დარბაზში ვითამაშებთ, გარეთ ცივა
სკა-ზე ვთამაშობ ხოლმე ოთხშაბათობით და სიცივე ნაღდათ არაა ისეთი რო ვერ ითამაშო
დავაჯგუფებ თუ ვერა მაგითი მაინც არაფერი დამტკიცდება :P ხოდა შეიძლება ზოგი სლაიდი იყოს, მაგაზეც უნდა გქონდეს პასუხი, თუმცა მე მაინც ჩემს აზრს მოგახსენებთ.
მაგრამ მთავარი ეს არ არის, ანუ, ნიკოლოზ, გამოცდას და ტესტირებას არ გიწყობთ უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ფოტო კარგი ფოტოა, იმისდა მიუხედავადმ ციფრაა თუ ფირი. და რომ ციფრას ციფრობა ეტყობა და ფირს ფირობა, იმას არ ნიშნავს, ერთი მეორეს სჯობს. ფოტოს რომ ეტყობა ციფრაა, გრეხი ხო არაა, კაცო ციფრათიც იღებენ ძალიან მხატვრულ და ჭიის გასახარ ფოტოებს და ფირზეც ბევრი ნაგავია. ეს ფოტოები შედევრები არ არის, უბრალო, სასიამოვნო, ნუ ვისთის როგორ, მაგრამ ნორმალური და კარგი ფოტოებია და ძალიან ხშირ შემტხვევაში ციფრა და ფირი ერთმანეთს გავს. და თუ მათ არჩევთ არა იმის ხარჯზე, რომ ერთი მეორეს ჩამოუვარდება.
რაც გინდათ ის მიყავით, მაგრამ მე კვლავ ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ვარ და ფოტოში კროპის გარდა სხვა ცვლილებებს ვერ ვამართლებ ზოგადად ციფრსა და ფოტოზე დავა, ეს ჯობია თუ ის, მაინც, ჩემი აზრით, გლობალური საკითხია. ესაა ადამიანის ინსტინქტი ახლის მიმართ. საერთოდ ყოველი ადამიანი ახალს თავისებურად უყურებს. მაგრამ ზოგადად რომ ავიღოთ, ცივილიზაცია/სიახლე, მაინც განუვითარებელ ტომებს აშინებდა ყველაზე მეტად... ეს რა თქმა უნდა, უცნობის მიმართ შიშსა და უნდობლობაზე იყო დამყარებული.. დღეს, რა თქმა უნდა, აღარ არიან განუვითარებელი ტომები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მათი შვილთაშვილიშვილები ვართ და ეს ინსტინქტი ასე თუ ისე მაინც გადმოგვყვა... ციფრის იგნორირება, ჩემი აზრით, მხოლოდ მისი არცოდნით და მისი რთული სისტემის შიშით აიხსნება. რაც ადამიანური და ბუნებრივია.
ფირიც შეიძლება ოდესღაც ასე იყო მხატვრებისთვის, ვინ იცის?..
ახლა რომ კაპა ცოცხალი იყოს, რომელი დამაჯერებს, რომ ის კვლავ ფირით ისარგებლებდა?..
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფირი გლობალურად უვარგისი გახდა... მე რამოდენიმე არგუმენტი მაქვს, რის გამოც ფირს ვანიჭებ უპირატესობას.. 1) "მაგრამ როდესაც საქმე დგება ფოტოგრაფიაზე როგორც სამსახურზე, ფირის ადგილი აღარ არის თუ განუსაზღვრელი ვადები არ გაქ სამუშაოს შესასრულებლად და თუ კონკრეტულად იდეურად არ გაქვს ფირი არჩეული იმ გადაღებისთვის" - მე ამაში სრულიად ვეთანხმები გიორგის. ციფრი საქმისთვის ძალიან პრაქტიკულია და ფირთან შედარებით ეკონომიურიც. მაგრამ მე ფოტოგრაფი არ ვარ და არც გაწერილი გრაფიკი მაქვს ამა თუ იმს ფოტოს გადასაღებად. მე თავისუფლად ვმუშაობ. 2) არავის გაგეცინოთ, მაგრამ მე ყველაზე დიდ უპირატესობას მექანიკურ აპარატებს ვანიჭებ. ე.ი. იმ აპარატს, რომელსაც არც დამტეი სჭირდება და არც ელემენტები. ბუნების ტრფიალი ვარ და ყოველ Dღე ექსტრემალურ პირობებში მიწევს გადაღება, სადაც არც შუქია და არც კომპიუტერი-თქო ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტან, როცა აპარატი მიჯდება. ეს ხომ საძაგლობაა. 3) არ მაქვს იმდენი, რომ წესიერი ციფრი და ლინზა ვიყიდო და არც ვთვლი საჭიროდ, როცა მე ფირი სრულიად მყოფნის.
მაგრამ იმაზე დავა ეს ჯობია თუ ის, იგივეა გემოვნებაზე ვიდავოთ... დღეს ორივეს თავისი ფუნქცია გამოწერილი აქვს. ________________________________________ მე მაინტერესებს ზოგადი სტატისტიკა, ფირის მომხარებელთა რამდენი ფროცენტი რომელ, რა რაოდენობით ფირს იყენებს.
აი ვთქვათ ერთ თვეში ერთ ფოტოგრაფს რამდენი ესაჭიროება. საშუალოდ. _____________ კიდევ იმასაც დავძენ, რომ ბოკეზე ძალიან ცოტაა ისეთი ვინც ძირითადად ფირით იღებს. ლოგიკურია, რადგან ციფრულ სივრცეში ზედმეტი ჩალიჩია ფირის ატვირთვა. ასე რომ შეიძლება მათი შეხედულებები გუთვალისწინებელი დაგვრჩეს.. ________________
დაბოლოს. ფოტოებს კომპიუტერის ეკრანზე არასოდეს ვადარებ მე. ფოტო უნდა დაიბეჭდოს. ფოტო "ჩარჩოში" სხვანაირად ჩანს...
P.ს. "როცა ხალხი გაბოზდა, პოეზია გაპროზდა." ეს თანმედროვეთა გამოთქმა აქ უადგილოა, მაგრამ ჩემთვი ფირი პოეზიაა, ციფრი კი პროზა... Added @ მადლობა რჩევებისთვის... აუცილებლად გავითვალისწინებ..
დადიანი: შემოთავაზება მიღებულია, როცა ამოვწურავ დღევანდელ მარაგს შეგეხმიანები ))
ვაიმე რამდენი ვიკითხე ...რომელი დიდი მცოდნე მე ვარ,რომდ ავიწყო,ახლა ფირის(ციფრას) ლპიუსებზე თუ მინუსებზე,რადგან ვთვლი რომ არ მაქვს სათანადო განათლება და პრაკტიკაც(მითუმეტეს ფირებში,გოლდი და სუპერიას გარდა სხვა არც მიხმარია) რაც შეეხება გარჩევა არ გარჩევას,85 % მგონი გამოვიცანი დადებული ფოტოებისა და ბოლოს,თემა რაზეცააა,ადრე კოდაკში ვიკითხე: "-კოდაკის ოფიციალური დისტრიბუტორი ხართ? -დიახ -ვაუ,და ფირები რატომ არ ჩამოგაქვთ? ხო თქვენ უშვებთ,თან აშკარად მოთხოვნა -არის... -და ვინ თქვა რომ არ ჩამოგვაქ? -აბა რომლები? გოლდის გარდა არაფერი მინახავს... ?! -ამასწინად პორტა160 გვქონდა,პროფოტო100,ეკტარ 100... -უბრალოდ ცოტა ჩამოგვაქ და ეგრევე იყიდება -მოიცა მოიცა,ეგრევე როგორ? ეგრევე როგორ იყიდება? საიდან გებულობს ხალხი?უნდა გითვალთვალოთ? როგორ გავიგო რომ გაქვთ? -ჭალო,შემდეგი პარტია რომ ჩამოვა დაგირეკავ და გეტყვი თუ გინდა -კი კი მინდა რააა"
ეს დიალოგი იყო ოქტომბერში,ერთხელ დამირეკეს,მაგრამ ვერ ვიყიდე,იმის მერე აღარ დაურეკავთ,ალბათ არც ჩამოუტანიათ
როგორც ჩანს,ნაცნობობაა საჭირო ან უბრალოდ დამაიმედეს ))
რადგან აქ პატარა "დისკუსია გაიმართა ფირის მომხმარებლებსა და ციფრავიკებს შორის", ვიფიქრე რაიმე სიმბოლური ექსპერიმენტი ხომ არ ჩაგვეტარებინა ამ საკითხში გასარკვევად.
პირველ რიგში მივმართავ მათ, ვინც ამ თემას გამოეხმაურა (მათი აზრი ჩემთვის პრიორიტეტული იქნება). ე.ი. რა მინდა გითხრათ
კვირა დღეს, რა თქმა უნდა თუ გცალიათ, ერთი პატარა და სახალისო ღონისძიება მოვაწყოთ. ამისათვის საჭიროა მინიმუმ ერთი მოხალისე ადამიანი, რომელიც იღებს ციფრული აპარატით. რადგან მე უკვე მონაწილედ ვითვლები და ფირით ვიღებ და რადგანაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის გაერთიანებას ერთი იდეისა და მიზნის ქვეში გუნდი ეწოდება. ახლა კი ცოტა არ იყოს და დაბნეულებს, რამეთუ ვერ გაიგებდით რა შუაშია ის, რომ მე ფირით ვიღებ და ა.შ. და ა.შ., აგიხსნით რაც მნებავს
ფოტო მარათონი მოვაწყოთ ამ კვირას ორი გუნდი შევადგინოთ. ერთ გუნდში იქნებიან "ციფრავიკები", მეორეში - შესაბამისად ფირით შეიარაღებული პარტიზანები
გეოგრაფიული მდებარეობა და თემატიკა თქვენ თვითონ შეარჩიეთ. დროის ხანგრძლივობაც თქვენზე მომინდია. გავალთ, გადავიღებთ, ღამის თორმეტ საათამდე ავტვირთავთ ნამუშევრებს ჩვენ-ჩვენი გუნდის ბანაკში (ან ორ თემას გავხსნით ან ერთ თემაში მოვუყრით თავს ყველა ფოტოს). ხალხის აზრი ჩვენნაირი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მოგეხსენებათ და უმნიშვნელოვანესია! ამრიგად გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს ხმების უმრავლესობა!!!
სალამი ყველას . ვფიქრობ ჩემი ,,სტატუსი" მაძლევს იმის უფლებას გამოვთქვა რამოდენიმე მოსაზრება ამ თემის (თუ თემების) გარშემო. ფირი თუ ციფრა?? ამ სიტუაციაში შედარება სხვადასხვა წონით კატეგორიებშია და რატომ. დღევანდელ თაობაში ციფრული ტექნიკის ათვისება ბევრად უფრო სწრაფად მიდის ვიდრე ფირის. ფირით (ტექნიკურად კარგი და აზრობრივად) გამართული სურათის გადაღებას გარკვეული პრაქტიკა სჭირდება, თეორიულ ცოდნაზე აღარ ვლაპარაკობ. ციფრით ეს ელემენტი ბევრად გამარტივებულია და შედეგიც ბევრად სწრაფად მიიღება. გამოცდილებით გეტყვით რომ, ამ კამათს სასრული არ ექნება იმიტომ რომ, ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს შედეგს, კარგი სურათის გადაღება ორივეთი შეიძლება გააჩნია ვის როგორ ეხერხება და როგორ მიუწვდება ხელი შესაბამის ტექნიკაზე. ხარისხი? ესეც ტექნიკაზე და გადაღების ცოდნაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა დღეისათვის ციფრი ბევრად პრაქტიკულია, ფირი ბევრად ხელმისაწვდომი (ფასებში), ზოგს შედეგის სწრაფად ნახვა მოსწონს, ზოგს კი თვითონ გადაღების პროცესი. ზოგჯერ გადასაღებად მომზადებას 0,5-1 საათი წაუღია, თვითონ სურათი კი 10 წამში გადამიღია, ჩემი მე-7 კლასელი ბიჭი 10 წამში იღებს სურათს და მერე ერთი საათი ამუშავებს პროგრამაში. მინდა ვთქვა (ფირის სასარგებლოდ) ისიც რომ, მცირეფასიანი ფირის აპარატით შეიძლება მიიღო ძალიან ძვირადღირებული ციფრის აპარატის ხარისხი. 3 ათეული წელია ვიღებ სურათებს და დღესაც ხანდახან ბავშვური აღტკინება მეუფლება როდესაც ჩემი ხელით დამუშავებულ ნეგატივში თუ სლაიდში იმას დავინახავ რისი მიღებაც მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ ყოფილა სიტუაცია როდესაც გარკვეული ოპერატიულობის გამო ციფრული აპარატი მინატრია, ვისაც მომენტალური შედეგი სჭირდება ციფრს მიანიჭებს უპირატესობას, ვისაც გადაღება დამუშავების პროცესი სიამოვნებს ალბათ ფირს. ციფრით გადაღებისას არ ზოგავ დუბლებს, კადრების რაოდენობას, ნახულობ ეფექტებს ... ნაკლებად გაღელვებს ხარვეზი რადგან იმას მაშინვე გამოასწორებ, ფირი სრულიად საპირისპიროა, მეტად მოტივირებული და კონცეტრირებული ხარ ხარისხზე, სწორ ექსპოზიციაზე, სიუჟეტის დანახვაზე.... იმიტომ რომ (მაგალითად) მთიდან ჩამოსული 36 კადრიდან შეიძლება ტექნიკურად კარგი ყველა იყოს მაგრამ ის რაც გინდა არცერთი, უკან მთაში კი ვეღარ ახვალ ხელახლა გადასაღებად.... შეგნებულად არ ვუსვამ ხაზს გარკვეულ ეფექტებს. თუ იცი პრაქტიკულად ყველანაირი ეფექტის მიღება შეგიძლია ფირითაც..... ეს კამათი და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა ძალიან შორს მიდის. ბევრი პროფესიონალი ვიცი რომელიც ძირითადად იღებს ციფრული აპარატით, მაგრამ ზოგიერთ მთავარ სურათს აუცილებლად ფირითაც.
Nino Baidauri ციტატა ''უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი ფოტო კარგი ფოტოა, იმისდა მიუხედავადმ ციფრაა თუ ფირი" 100%
უნდა იცოდე გადაღება კაცმა...თეორიულ ცოდნას აუცილებლად უზარმაზარი პრაქტიკა სჭირდება, გადაღებული სურათების ანალიზი, ექსპოზიციების, გადაღების პირობების ჩაწერა და შედარება, მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევ სასურველ შედეგს. ფოტოსურათის კარგად გადაღებასა და სურათის კარგად პროგრამულ დამუშავებას შორის უზარმაზარი სხვაობაა ფოტოშოფისტობა კი ფოტოგრაფობა ნამდვილად არ არის (იდეალურია როცა ორივე გეხერხება).
გადაიღეთ ერთი და იგივე კადრი ერთი ციფრულით და ერთიც ფირით - განსხვავევებას დაინახავთ აშკარას.
ახლა რომელია კარგი და რომელი ნაკლებად კარგი? რათქმაუნდა ისაა კარგი თქვენთვის, რომელიც მოგეწონებათ.
ფირის უპირატესობა მაშნ იჩენს ხოლმე კარგად თავს როცა კონტრაჟურულ კონტრასტულ კადრებს მივუშვერთ ხოლმე ჩვენს აპარატებს, მას შეუძლია ციფრულზე ბევრად უფრო გამოკვეთილად შეინარჩუნოს ფაქტურა ჩრდილიან და მზიან ანუ ბნელ და ნათელ ადგილებზე კადრში, უფრო მეტი გრადაციაა შუქსა და ჩრდილს შორის, ასევე ტონებს შორის, თან ეფექტურია. იმედია მოვა დრო ციფრული ტექნოლოგიაც გაიმეორებს იგივე შესაძლებლობებს, რავიცი რავიცი. თუმცაღა კარგ ციფრულს სიამოვნებით გადავიკიდებდი მხარზე.