BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> პირადი თუ საზოგადოებრივი?, ფოტოგრაფირება და უფლებები

| |
EdiLine
post Jul 21 2009, 22:22
#1 

NewBie NewBie
29


იყო ასეთი შემთხვევა.
შარშან ჩემმა ნაცნობმა ფოტო გადაუღო ერთ ქალ-ვაჟს, რომლებიც იმყოფებოდნენ განმარტოებით, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. წყვილის სახის გამომეტყველებიდან იგრძნობოდა, რომ ისინი რაღაც ტკივილს განიცდიდნენ ან ჰქონდათ რაღაც სერიოზული პრობლემა. გოგონას ხელთ ეჭირა სანთლები, ვაჟს გოგონას ხელები. ეს ყოველივე იმდენად სულშიჩამწვდომი იყო, რომ ჩემმა ნაცნობმა აღნიშნული სიტუაცია ფირზე აღბეჭდა, შემდეგ კი ეს სურათი, წყვილისადმი ერთგვარი მორალური მხარდაჭერის მიზნით, განათავსა თავის ბლოგში.
ამ გადაწყვეტილებამ (სურათის გამოქვეყნებამ) ბლოგის მკითხველებში გამოიწვია არაერთგვარი რეაქცია. იყო ცალსახა მორალური მხარდაჭერა ქალვაჟისადმი, თუმცა იყო, ასევე, უარყოფითი დამოკიდებულება სურათის, ერთგვარად, უნებართვო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მკითხველების აღნიშნული კატეგორია თვლიდა, რომ ქალ-ვაჟთან შეუთანხმებლად სურათი არ უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ ამით დაირღვა მათი უფლებები. თუმცაღა შემფასებლებში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ფოტოგრაფირება, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას. მოყვანილი იყო, აგრეთვე, ფაქტი, 1945 წლის მაისში, ბერლინში, გადაღებულ სურათთან დაკავშირებით. იმ სურათზე აღბეჭდილი იყო ქალ-ვაჟის მგზნებარე კოცნა, გომოწვეული ომის დამთავრების სიხარულის გამო. სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა და ეს, სავარაუდოდ, არ იქნებოდა შეთანხმებული რომანტიკულ წყვილთან.
საინტერესოა Boke-ს წევრების აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jul 21 2009, 22:26
#2 

Amateur+ Amateur+
8,113


ეხლა ჯინჯერი მოვა და იტყვის რამე საინტერესოს : )))))))))))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 21 2009, 22:29
#3 

NewBie NewBie
29


User-Nikala, ნუთუ მარტო ჯინჯერს ეძლევა აზრის გამოთქმის "საავტორო უფლებები"?wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 21 2009, 22:37
#4 

Amateur+ Amateur+
4,684


ედილაინ, არა, აქ მთელი პრეისტორიაა უბრალოდ და თქვენ არ იცით DDDD.gif
მე ჯერჯერობით ვდუმვარ DDDD.gif
სხვების აზრი მაინტერესებს მეც ჯერ DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 21 2009, 22:38
#5 

NewBie NewBie
29


gingery smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jul 21 2009, 22:45
#6 

Amateur+ Amateur+
8,113


მე ეხლა ორ ნაწილად ვიყოფი,ერთის მხრივ ვთვლი რომ არანაირად არ არის საჭირო კანონით იკრძალებოდეს მსგავსი ფოტოების საზოგადოებისთვის მიწოდება,თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ანალოგიურ არასასიამოვნო სიტუაციაში ყოველი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს. ასე რომ დელო ტრუდნოეეო : ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 21 2009, 22:52
#7 
Club Founder

Administration Administration
4,838


User-Nikala,
კანონით არ იკრძალება smile.gif
ამონარიდი სამოქალაქო კოდექსიდან:
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მუხლის მეხუთე ნაწილი
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jul 21 2009, 22:57
#8 

Amateur+ Amateur+
8,113


Magdu

დარწმუნებული არ ვიყავი,მაგრამ ვფიქრობდი რომ ასეთი რამის აკრძალვა სისულელეა. უბრალოდ თუ ფიქრობ რომ შენი უფლებები დაირღვა წახვალ და იჩივლებ. საბოლო ჯამში გააჩნია რა ხდება ფოტოზე,რა მდგომარეობაში ხარ გადაღებული,შეიძლება უბრალოდ პრინციპის გულისთვის "გაახურო" ჩვეულებრივ ფოტოზე,მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ მართლა პირად ცხოვრებაში შემოჭრა მოხდეს ფოტოთი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 21 2009, 23:08
#9 

NewBie NewBie
29


Magdu, კოდექსით მართლაც გარკვეულია თითქოს ყველაფერი, მაგრამ ძნელია განსაზღვრო რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ფოტოსურათი პრინციპს - "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში". ან კიდევ "ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან" საკმაოდ რთული შესაფასებელია. ვთქვათ ნებისმიერი პიროვნების ფოტოსურათის (ვთქვათ ნორმალური, არაპროვოკაციული სურათი) ინტერნეტში განთავსება რაღაც დონეზე უზრუნველყოფს ამ პირის საზოგადოებრივ აღიარებასsmile.gif

Added @
ან კიდევ.
ვთქვათ ჩემთვის ვიღებ პეიზაჟს და აღმოჩნდა, რომ იქვე სადღაც "ჩრდილში", თურმე, მყოფი წყვილის სერიოზული ვნებათაღელვაც გადამიღია. თუ არა და პეიზაჟი იმდენად მომხიბლავია, რომ მისი განთავსება მინდა, ვთქვათ, ინტერნეტსივრცეში. რა უნდა ვქნა ასეთ შემთხვევაში? იმ წყვილის ძებნა დავიწყო ნებართვის მისაღებად, თუ პეიზაჟის კონკრეტულ უბანს ცენზურა დავადო?wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jul 21 2009, 23:18
#10 

Amateur Amateur
4,340


EdiLine,
ინტერნეტში ფოტოს განთავსება არ უზრუნველყობს პიროვნების საზოგადოებრივ აღიარებას..
თუ საზოგადოება აღიარებს პიროვნებას, მაშინ ხდება მისი ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნება..
რაც შეეხება
QUOTE
ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში,

აი მე თუ ვმოძრაობ ვაჟაზე და ვიღაცამ რუსთავი2-ს შენობიდან ფოტო გადამიღო და სადმე გამოაქვეყნა ეს საზოგადოებრივ ადგილზე გადაღებული ფოტოა?
Added @
EdiLine,
QUOTE
თუ პეიზაჟის კონკრეტულ უბანს ცენზურა დავადო?

ფოტოშოპში გააქრე lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jul 22 2009, 01:00
#11 
Unregistered





მე ვისაც ვუღებ და ვაქვეყნებ ყველას რო შევეკითხო იმდენ ხალხს შევკრიბავ მიმიქარავს ოპოზიცია lol.gif
Added @
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jul 22 2009, 01:20
#12 

Amateur Amateur
4,340


kakha kakhiani,
QUOTE
დოკუმენტალისტიკა ზუსტად ეგაა რო ის უნდა გამოაქვეყნო რაც ხალხშია და ხალხს ეხება ..რეალური ფაქტები

კი ნამდვილად ეგრეა, თუმცა ხომ მაქვს მეც უფლება ვისაც მიღებ, რომ არ მსურდეს ჩემი პირადულის, თუნდაც მხოლოდ სახის საქვეყნოდ გამოჭენება?
თუ იცით ვინმემ რა შემიძლია გავაკეთო ისეთ სიტუაციში, როდესაც ვინმე მიღებს ფოტოს, აქვეყნებს ბოკეზე, გაზეთში, ბილბორდზე ან ნებისმიერ ადგილზე სადაც უცხო ადამიანები მნახავენ. უბრალოდ უნდა მივიდე მუხლზე დაჩოქილი ფოტოგრაფთან და ვთხოვო, რომ სადაც გამომაქვეყნა იქიდან ამომიღონ? თუ უკვე ნანახი ვყავარ ხალხს გაზეთის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში, მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 22 2009, 01:23
#13 
Club Founder

Administration Administration
4,838


tavadi,
QUOTE
მაქვს თუ არა უფლება ვიჩივლო?

ჩივილის უფლება გაქვს ნებისმიერ შემთხვევაში.

უბრალოდ უნდა შეზლო დაამტკიცო, რომ ასეთი "გამოქვეყნებით" დაირღვა შენი უფლებები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jul 22 2009, 01:26
#14 

Amateur Amateur
4,340


Magdu,
ანონიმურობის უფლება უფლება არ არის?
უბრალოდ არ მინდა ხალხმა ნახოს ჩემი სახე და მორჩა..
მაქვს თუ არა ამის უფლება?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Jul 22 2009, 01:52
#15 
Unregistered





იჩივლე მაგრამ მე ხომ მაქვს იმის უფლება რომ გადაგიღო? DDDD.gif

ვინ მოიგებს ამ შემთხვევაში?

ალბათ ფოტოს გააჩნია DDDD.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
unicho
post Jul 22 2009, 02:37
#16 

Amateur Amateur
1,663


საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)

ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი..
ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს.
ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე..
ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Jul 22 2009, 10:24
#17 
Club Founder

Administration Administration
4,838


tavadi,
QUOTE
ანონიმურობის უფლება უფლება არ არის?

ნუ გადიხარ საზოგადოებრივ ადგილებში და იქნები ანონიმური.
ან სახეზე რამე აიფარე. smile.gif

რას ნიშნავს "არ მინდა ხალხმა ნახოს ჩემი სახე?!"
საზოგადოებრივ ადგილებში რომ დადიხარ იქაც ხომ გხედავენ?! თუ შენ არ გსიამოვნებს რომ შენ სახეს ნახავს 100 000 კაცი (მაგალითად) 100 კაცის ნაცვლად?

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 22 2009, 12:57
#18 

NewBie NewBie
29


QUOTE(unicho @ Jul 22 2009, 02:37)
საქართველოს კანონმდებლობაში გაცილებით მარტივად ყოფილა საქმე (ფოტოგრაფებისთვის)

ევროპის ბევრ ქვეყანაში იკრძალება ფოტოს გამოქვეყნება, თუ ფოტოზე აღბეჭდილი პირის ნებართვით არ ხდება ეს ყველაფერი..
ანუ თუ გამოაქვეყნებ ნებართვის გარეშე  და გიჩივლებს, აუცილებლად წააგებ საქმეს.
ჩივილი შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ფოტოზე..
ჰო.. და .. მე არ მომწონს ეს კანონი..
*


მხედველობაშია ის შემთხვევა, რომ ფოტოზე მხოლოდ კონკრეტული პიროვნებაა, თუ პიროვნებას ჩივილის უფლება აქვს მაშინაც (და შესაძლოა მოიგოს კიდეც პროცესი), თუ იგი მხოლოდ ე.წ. "ეპიზოდურ" ფრაგმენტშია? დავუშვათ არავინაც არ უღებდა ამ პიროვნებას, მაგრამ იგი კადრში მოხვდა სრულიად შემთხვევით, როცა ხდებოდა, ვთქვათ, შადრევანის ან ეკლესიის გადაღება, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?
ისე კი უცხოეთში რომ უხეშობის დონემდე აყვანილი პაპარაცული სტილის გადაღებებია, ასეთები ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ჩვენთან.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
unicho
post Jul 22 2009, 17:30
#19 

Amateur Amateur
1,663


EdiLine

ნებისმიერ პირს შეუძლია ჩივილი, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია ფოტოზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 23 2009, 13:54
#20 

NewBie NewBie
29


ანუ, ფოტოგრაფირება გარკვეული რისკის შემცველი გამოდის...
საინტერესოა, თუ გადავიღე პატარა ბავშვი და ფოტოსურათი ინტერნეტში გამოვაქვეყნე, ამ დროს ან მისი მშებლები მიჩივლებენ, ან თვითონ ეს ბავშვი, თუნდაც როცა გაიზრდება მაშინ?
და, საერთოდ, როცა ფოტოების გადასაღებად მივდივარ, ფოტოაპარატთან ერთად ნოტარიუსიც უნდა ვიყოლიო თან, რომ ოფიციალური ნებართვა ავიღო ყველა იმ პირისაგან ვინც, თუნდაც, შემთხვევით მოხვდება კადრში. (შესაძლოა ვინმემ სიტყვიერი თანხმობის შემდეგ გადათქვას).
ისე კი, იქნებ მე თვითონ ვუჩივლო ყველა იმ პირს ვინც რაიმე ობიექტის გადაღებისას კადრში მოხვდება და იდეას გამიფუჭებს?wick.gif

და, საერთოდ: როგორაა დაცული ფოტოგრაფის უფლებები?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jul 23 2009, 14:07
#21 

Amateur+ Amateur+
4,684


ჩივილი ერთია და საქმის მოგება მეორე.
ყველაფერი ალბათ მაინც კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tavadi
post Jul 23 2009, 16:10
#22 

Amateur Amateur
4,340


Magdu,
დავიწყებ აწი ჩეჩენი პარტიზანივით სიარულს.. lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
EdiLine
post Jul 23 2009, 16:40
#23 

NewBie NewBie
29


gingery,
ზუსტად ეგაა რთული, როცა ყოველი კონკრეტული სიტუაციის აღქმა შეიძლება (და ხდება კიდეც) არაერთგვაროვნად.


ისე კი, ჩემი აზრით, თუ გამოქვეყნებული ფოტოსურათი არაა გამიზნული პიროვნების ღირსების შესაბღალავად ან ფოტოსურათის გამოქვეყნება არაა კომერციული ხასიათის, ანუ არ ხდება ფოტოსურათის მეშვეობით გარკვეული ფინანსური სარგებელის მიღება, ვთლი რომ, არ უნდა იზღუდებოდეს გადაღებული ფოტოსურათების (განსაკუთრებით "ღიად" გადაღებულების) გამოქვეყნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პიროვნება წინასწარ აუკრძალავს ფოტოგრაფს აღნიშნული ფოტოსურათის პოპულარიზებას (საჯაროობას).

თუმცაღა, როგორც იტყვიან, - ყველაფერი ინდივიდუალურია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
just be
post Jul 26 2009, 22:17
#24 

NewBie NewBie
35


თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...

[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება....
რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
gagatogo
post Jul 26 2009, 22:47
#25 

Amateur Amateur
3,140


გადაიღეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ...თუ ვინმე გიჩივლებთ ეტყვით რომ მეორედ აღარ იზამთ...თუ ვინმეს ისეთს გადაიღებთ კიდე რომ რაიმე საზღაურის ამოიღებას შეეცდება თქვენგან...ნუ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ.....თქვენ მის ფოტოს იმაზე მეტადნ მიყიდით ვინმეს რასაც მას მორალური და ა.შ კომპენსაციისთვის... მოგთხოვენ როგორც როგით ფოტოგრაფს..( აბა მსოფლიო დონის ფოტოგრაფები ისე როგორც ფეხბურთელები ჩვენ ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო არ მოიძებნება).....ტაკ ჩტო დაიკიდეთ არ გააცივოთ კამერა... DDDD.gif არ დაგავიწყდეთ აქ ჯუმბერამ ჯონდო დააორსულაო თუ როგორ არის ეგ ამბავი..??? )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nino ch
post Jul 28 2009, 20:02
#26 

Amateur Amateur
244


ოოო რთული საკითხია DDDD.gif სურათის ფოტოგრაფი რომ ვიყო ჩავთვლიდი რომ თავისუფალი ვარ და რასაც გადავიღებ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რომ იმ ახალგაზრდების ადგილას ვყოფილიყავი მაშინ განსხვავებული აზრი მექნებოდა DDDD.gif gagatogo, ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა აქ ჯუმბერიმ ჯონდო დააორსულა DDDD.gif ოღომდ მგონი ჯამბული იყო არ მახსოვს DDDD.gif მოკლედ საბოლოოდ მაინც ფოტოგრაფები მხარეს ვიჭერ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Batumskii
post Aug 6 2009, 04:58
#27 

Amateur Amateur
678


me vpikrob am sakitxshi mtavaria zomiereba da koveli potogapis piradi etika...ar gamova kvela situaciis erti sazomit gazomva-ar gadavigot????-mashin dzalian bevri arachveulebrivi kadri daikargeba...-mashin dajde unda potoatelieshi da passportis suratebi aketo-ik aravin getkvis rato gadamige-nebartva ar momiciao:)))...gadavigot kvela da kvelaperi????-sheidzleba pizikuradac dazaralde da aparatic dakargo...-improvozireba da mxolod improvizireba-vgoneb am sakmeshi uketesi xerxi jer aravis gamougonebia.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post Aug 6 2009, 10:45
#28 

Amateur Amateur
839


QUOTE(just be @ Jul 26 2009, 22:17)
თუ პიროვნების თავმოყვარეობა არ ილახება გადაღებული ფოტოთი,ანუ არ არის სკანდალური და პიროვნების გირსების შესალახად გადაღებული ფოტო არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს მაშინ,ფოტოგრაფია ფა ფოტოგრაფი იმისთვისაა რომ ფირზე აღბეჭდოს გარკვეული ემოცია...

[SIZE=7][COLOR=purple] ფოტო ... ეს არის წარსულში სასიამოვნო გასეირნება....
რაღაც ცოტა ლამაზად არ გამომივიდა მაგრამ მაინც....
*



+1 smile.gif

ჩვენი მისიაც სწორედ ის არაა, რომ ემოცია აღვბეჭდოთ, ფირზე. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე რა პრობლემაა, მითუმეტეს კანონმდებლობა არ გვიკრძალავს. ანუ, გადავიღოთ და გადავუღოთ, ვისაც გვინდა, სადაც გვინდა, სანამ ბატარეა და ჩიპი გაძლებს. smile.gif smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Batumskii
post Aug 6 2009, 16:57
#29 

Amateur Amateur
678


-eg im paparazzi-s ytxari mel gibsonma rom erti kviris cin pexkvesh gaipina:))))))))))))-zomiereeebaaaaaa!!!!!!!!!!:))))))))))))))))))))))
Added @
smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post Aug 6 2009, 17:05
#30 

Amateur Amateur
839


Batumskii

კანონით თუ მართალი არის, დამთავრდა იქ ყველაფერი. smile.gif
საქმე სასამართლომდეც რომ მიდგეს, თუ კანონს იცავდა და უკანონოდ არ გადუიღია, ვერავინ ვერაფერს დააკლებს და თუ ვინმე ფიზიკურად გაუსწორდება, ორჯერ აზღვევინებს სასამართლოში. smile.gif smile.gif wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 26th May 2024 - 02:48

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'