და შევჩერდი ამაზე.. "ყველას თავისი ფოტოგრაფია აქვს"..
ერთგვარი შთაგონება რამდენიმე თვის წინ მქონდა.. როცა ვნახე კანის ფესტივალის დაკვეთით გაკეთებული სამ წუთიანი ფილმები ერთი თემის ქვეშ.. "ყველას თავისი კინო აქვს".. ამ შემთხვევაში კინო არაფერ შუაშია..
ნანი მორეტის უნდა შვილი ჭეშმარიტ კინოს აზიაროს.. და შვილი კი ეუბნება.. მატრიცა სამი გამოვიდაო.. იცი შვილო.. მე ცოტა სხვანაირ კინოებს ვაკეთებო.. კი, მაგრამ, მაინც წავალთ მატრიცა სამზეო.. ჰო, შვილო, წავალთო..
კენ ლოუჩი მამა შვილს გვნახებს.. რომლებიც ნახევარი საათი კინო თეატრის სალაროსთან არჩევენ რა კინო ნახონ.. ბოლოს ფეხბურთის სანახავად მიდიან სტადიონზე..
კორეის მიყრუებულ სოფელში ჩადის ჯგუფი, რათა სოფლის მოსახლეობას ღია ცის ქვეშ აჩუქონ ერთი ღამე დიდი კინოსი.. კორეელი ბაშვი რომელიც მთელი კვირა მოლოდინში იყო, დილიდან უდარაჯებდა ამათ ჩამოსვლას.. ავტობუსის გამოჩენაზე იკივლებს სიხარულისგან.. მერე პერსონალი რომ გადმოვა იმაზეც.. მერე გაფაციცებით აკვირდება როგორ ამონტაჯებენ გამშვებ პროექტორს.. ამზადებენ თეთრ დაფას.. სიხარულით დასდევს.. და საღამოსკენ, როცა უკვე კინოს ჩართავენ.. ამ ბავშვს დაღლილობისგან დაეძინება..
ამათმა 3 წუთში ჩატიეს.. და ჩვენი ამოცანაა ეს წამის ასოცდამეხუთედში ჩავტიოთ..