BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> გალერეის მოდერატორის უფლება/მოვალეობანი

| |
Shota Megrelishvili
post Aug 13 2007, 10:03
#1 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


მოცემული წარმოადგენს გალერეის მოდერატორის უფლება/მოვალეობებს, რომელიც გამოტანილია საჯაროდ საზოგადოებისთვის გასაცნობად:

გალერეის მოდერატორი ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი გალერეაში.

ვალდებულებები:
1. გადაიტანოს გალერეის არქივში ისეთი ფოტოები, რომლებიც ტექნიკური ხარვეზებით იქნა ატვირთული (ბოლომდე არ არის ატვირთული, ცარიელი სურათია)
2. კლუბის კოდექსიდან და წესებიდან გამომდინარე გადაიტანოს არქივში ფოტოები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წესებს და კოდექს. ამ შემთხვევაში, ფოტოს გადატანის დროს კომენტარში ჩაწეროს მიზეზი "ეწინააღმდეგება კლუბის წესებს და კოდექსს". იმავდროულად, მისწეროს ფოტოს ავტორს წერილი/გაფრთხილება და გაუზარდოს ვორნი 10%-ით, ვორნს თან დაურთოს მიზეზი.
3. უზრუნველყოს გალერეის წესრიგი ფოტოებისათვის შესაბამისი განყოფილების მიჩენით. ამისათვის, გამოავლინოს აშკარა შეუსაბამობა გალერეის კატეგორიისა და განთავსებულ ფოტოს შორის (მაგალითად პორტრეტი დევს პეიზაჟში). იმ შემთხვევაში, თუ ფოტოს კატეგორია საეჭვოა, დაეკითხოს ადმინისტრაციას (საადმინისტრაციოში შესაბამისი თემის გახსნით), ხოლო მათ პასუხამდე არანაირი რეაქცია არ მოახდინოს.
4. ფოტოს ქვეშ ოფტოპიკების შემთხვევაში, თუ ფოტოს ავტორი მოითხოვს მათ აღკვეთას, მოდერატორი ვალდებულია ფოტოს ქვეშ კომენტარის სახით დაწეროს მოთხოვნა "თავი შეიკავეთ ოფტოპიკებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას!" და წაშალოს ყველა ოფტოპიკი.

გალერეის მოდერატორი არ არის ვალდებული:
1. თვალყური ადევნოს ოფტოპიკებს გალერეაში და შესაბამისად, არ არის ვალდებული რამე იღონოს ამ შემთხვევაში, თუ ფოტოს ავტორისგან არ არის შემოსული თხოვნა მოდერატორის სახელზე, რომ აღკვეთოს ოფტოპიკები.
2. თვალყური ადევნოს ფოტოსურათების ქვეშ კომენტარებს და აღმოაჩინოს მათ შორის კლუბის წესების დამრღვევი კომენტარები.

გალერეის მოდერატორს ეკრძალება:
1. საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამოქვეყნება;
2. ფოტოსურათების შემფასებლების ვინაობის დასახელება და/ან მათი შეფასებების გამხილება;
3. ფორუმზე ან გალერეაში სხვისი კომენტარების რედაქტირება შინაარსის შეცვლის მიზნით;
4. გალერეაში მოდერირების მიზნით (ანუ, სხვა ავტორის ფოტოს წესებთან შეუსაბამობის გამო) ფოტოსურათის პირდაპირი წაშლა. იხილეთ ვალდებულებების პუნქტი N2


გალერეის მოდერატორს აქვს უფლება:
1. მოითხოვოს მის მიერ წამოყენებული წინადადების თუ საკითხის კლუბის ადმინისტრაციის მიერ განხილვა
2. მოითხოვოს 1 თვის გასვლამდე მოდერატორის სტატუსის გაუქმება, რის შესახებაც ის ვალდებულია 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს ადმინისტრაციას და დაასახელოს მიზეზები
3. მოითხოვოს თრენინგი მოდერირების საკითხების ირგვლივ

გალერეის მოდერატორისთვის სარგებელი:
1 თვის დამაკმაყოფილებელი მოდერირების (მოდერირების წარმატებულობის საკითხი განიხილება კლუბის ადმინისტრაციის მიერ) შემდეგ:
1. მიიღოს ფასდაკლება კლუბის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კომერციულ მომსახურებაზე ან შემოთავაზებაზე (სემინარი, მასტერ-კლასი, სარეკლამო ბანერის განთავსება საიტზე და სხვა) 5-20% ოდენობით.
2. მიიღოს ფოტოსამყაროში და პროფოტოში კლუბის 20% ფასდაკლების ბარათის კოდი (კოდის კონფიდენციალურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი).
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 13:30

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'