ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge
ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით საკონკურსო გალერეაში ავტორის მიერ კომენტირება აკრძალულია. ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 25 აგვისტომდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ. 25 აგვისტოს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.
ფოტო კონკურსი “ბათუმი, მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი” ტარდება აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.
ფოტო კონკურს “ბათუმი, მეტი ვიდრე უბრალოდ ქალაქი”-ს პრიზები და ნომინაციები:
გრან-პრი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა საუკეთესო დაისი – ფასიანი საჩუქარი საუკეთესო ზღვის პეიზაჟი – ფასიანი საჩუქარი ქუჩის საუკეთესო ფოტო – ფასიანი საჩუქარი
ფასიან საჩუქრებში იგულისხმება ფასიანი საჩუქრები და მის თანხას თქვენ ნამდვილად არრ გადაგახდევინებენ გელოდებით, მართალია ვებ გვერდზე ჯერ ისევ ვმუშაობთ (ესტ რეჟიმშია), თუმცა უკვე მუშაა გელოდებით და რაც მთავარია, არანაირი შეზღუდვა, ატვირთეთ იმდენი ფოტო, რამდენიც გენებოთ
დიახ, მხოლოდ ბათუმი ხალხნო, ბათუმს რაც ეხება ყველაფერი შეგიძლიათ დადოთ - ნუ ეხლა ლევან ვარშალომიძის ფოტოს ნუ დადებთ და დანარჩენი ფანტაზია და მარჯვე ხელები :D:D:D
მაღალმთიან აჭარაში გადაღებული ფოტოების დადება არ შეიძლება ? ( რა თქმა არა პეიზაჟების :P პორტრეტი და ა.შ )
ხო და კიდევ, გამარჯვებულის გამოვლენა როგორ ხდება ? საიტზე დარეგისტრირებული ხალხის შეფასებებით თუ ჟიური არსებობს ?
და პ.ს რა იგულისხმება პროფესიონალურ ფოტოკამერაში ? აქვე დავამატებ რომ 10D, 20D, 30D, 40D არის ნახევრად პროფესიონალური აპარატაები ( სამოყვარული 400D და მის კალსზე აღარ ვამბობ არაფერს ) და ე.ი პრიზი თუ სწორედ წერია კაკ მინიმუმ 5D ყოდილა გრანპრიზე აბაააააა
მაღალმთიანი აჭარა უკვე იყო ეგ გამოფენა, აქ კონკრეტულად ბათუმი იქნება, რაც შეეხება აჭარას ზოგადად, ეგ ცოტა მოგვიანებით ეხლა რაც შეეხება პრიზს, გაიმარჯვე და ნახავ რაზეცაა საუბარი რაც შეეხება შეფასებას - იქნება რეიტინგიც და პარალელურად ჟიურიც, რომელიც გასაიდუმლოებული იქნება ბოლომდე