BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> კაზიმირ მალევიჩი

| |
dathuna
post Jan 9 2008, 12:16
#1 

Amateur Amateur
19,278


კაზიმირ მალევიჩი (რუს.: Казимир Северинович Малевич, პოლ.: Malewicz, გერმ.: Kasimir Malewitsch), (*23 თებერვალი, 1878 – 15 მაისი, 1935) — მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, გეომეტრიული აბსტრაქტული ხელოვნების პიონერი და რუსული ავანგარდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

დაიბადა კიევში, უკრაინა. მისი მშობლები სევერინი და ლუდვიკა მალევიჩები, კათოლიკე პოლონელ-ბელორუსები იყვნენ. შესაბამისად კაზიმირი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს. მამამისი შაქრის ჭარხლის ქარხნის დირექტორი იყო. კაზიმირი უფროსი იყო თოთხმეტ შვილთაგან, თუმცა მხოლოდ ცხრა მათგანმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და კაზიმირმა ბავშვობის მეტი წილი უკრაინის სოფლებში გაატარა შაქრის ჭარხლის პლანტაციებთან, კულტურისგან მოშორებით. 13 წლის ასაკამდე მან ცოტა რამ თუ იცოდა პროფესიონალ მხატვრებზე, თუმცა ბავშვობიდან მის გარშემო გლეხთა შემოქმედებას ეცნობოდა. განსაკუთრებით იტაცებდა გლეხური ნაქარგები, კედლებისა და ღუმელების მოხატულობა და დეკორაციები. ამ პერიოდში ის თავადაც ცდილობს გლეხურ სტილში ხატვას. 1895-96 წლებში ის კიევის სკოლაში სწავლობს ფერწერას.1904 წელს მამის სიკვდილის შემდეგ კაზიმირი მოსკოვში გადადის. 1904-10 წლებში მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სკოლაში სწავლობდა ფიოდორ რერბერგის სტუდიაში. 1911 წელს მონაწილეობა მიიღო გაერთიანება სოიუზ მოლოდიოჟის (ახალგაზრდობის კავშირი) მეორე გამოფენაში სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ ტატლინთან ერთად, ხოლო 1912 წელს ამავე ჯგუფის მესამე გამოფენაში ალექსანდრა ეკსტერთან, ტატლინთან და სხვებთან ერთად. იმავე წელს მონაწილეობს მოსკოვში კოლექტივი "ვირის კუდის" გამოფენაში. 1914 წელს მალევიჩს საკუთარი ნამუშევრები გამოაქვს პარიზში "დამოუკიდებელთა სალონში" (Salon des Independants) ალექსანდრ არხიპენკოს, სონია დელონს, ალეკსანდრა ეკსტერსა და ვადიმ მელერთან ერთად. 1915 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი "კუბიზმიდან სუპრემატიზმამდე". 1915-16 წლებში მუშაობს სხვა სუპრემატისტ მხატვრებთან ერთად გლეხ/ხელოსანთა კოოპერატივში სკოპცისა და ვერბოვკას სოფლებში. 1916-17 წლებში მონაწილეობს ჯგუფ "ბუბნოვი ვალეტის" გამოფენაში მოსკოვში ნათან ალტმანთან, დავიდ ბურლიუკთან და ა. ეკსტერთან ერთად.

სხვადასხვა მოდერნისტულ სტილში ექსპერიმენტების შემდეგ, კუბიზმისა და ფუტურიზმის ჩათვლით, რაც გამოიხატა მის კოსტიუმებსა და სცენურ დეკორაციებში კუბო-ფუტურისტულ ოპერაში "მზეზე გამარჯვება", მალევიჩი იწყებს მუშაობას აბსტრაქტულ, არაობიექტივისტურ გეომეტრიულ ფომრებში, აფუძნებს რა მოძრაობას, რომელსაც სუპრემატიზმს უწოდებს. მისი სუპრემატისტული ნამუშევრებიდან ყველაზე განთქმულია "შავი კვადრატი" (1915) და "თეთრი თეთზე" (1918).

მალევიჩი ასევე ნარკომპროსის ხელოვნების კოლეგიის, ძეგლთა დაცვისა და მუზეუმთა კომისიების (1918-19) წევრი იყო. ასწავლიდა ვიტებსკის პრაქტიკული ხელოვნების სკოლაში (ბელარუსი, 1919-22), ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში (1922-27), კიევის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტში (1927-29), და ლენინგრადის ხელოვნების სახლში (1930).

1927 წელს მოგზაურობს ვარშავაში, შემდეგ გერმანიაში რეტროსპექციისთვის, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, სადაც მთელი თავისი ნახატების კოლექცია დატოვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე. როცა სტალინისტურმა რეჟიმმა მოდერნისტული ხელოვნება ბურჟუაზიულად გამოაცხადა, მალევიჩის დევნა დაიწყო. მრავალი მისი ნამუშევარი კონფისკირებული და განადგურებულ იქნა. საბოლოოდ ის სიღარებეში მივიწყებული გარდაიცვალა ლენინგრადში.

მალევიჩის ნამუშევრები რუსეთში ხელოვნების გამოფენებზე მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა დიდი პაუზის შემდეგ. მას შემდეგ ხელოვნების მიმდევრები ცდილობენ ხელახლა გააცნონ ეს ხელოვანი რუს ფერწერის მოყვარულებს. 2006 წელს დ. გორბაჩოვის მიერ გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში "მალევიჩი და უკრაინა" შეტანილია მრავალი მანამდე უცნობი დეტალი მხატვრის ცხოვრებიდან.


Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Jan 9 2008, 12:26
#2 

Amateur Amateur
19,278


user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LilacWine
post Jan 16 2008, 18:03
#3 

Photographer Photographer
3,940


შავი კვადრატის გენიალობას ვერ აღვიქვამ და შავი წრე კი რატომღაც ძალიან მიყვარს...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Levan Sikharulidze
post Jan 16 2008, 18:04
#4 
წამყვანი

Amateur Amateur
7,912


მალევიჩზე აქამდე თემა არ იყო? მდააა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Jan 16 2008, 19:36
#5 

Amateur Amateur
19,278


Levan Sikharulidze,
სადაა დუშამპი?? DDDD.gif
Added @
LilacWine,
წრე მაგარია
კომპოზიციურადაც ცენტრში რო არაა ჩემზე მაგრა მოქმედებს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LilacWine
post Jan 16 2008, 20:05
#6 

Photographer Photographer
3,940


dathuna,
აჰა, და კვადრატი კიდე ცენტრშია როა , ეგაა მთელი შემოქმედებაო. უხსენი რამე ცენტრისტებს..
პ.ს. ხო და ერთ დროს მეც დუშამპს ვეძახდი და მერე მცოდნე ხალხმა, დურა ტი დურაო, დუშამია ეგო. (მე რა რბილად და საყვარლად გეუბნები, თუ შეამჩნიე)
გახსენით დუშამი და კაი რამეების დაგიყრით, ვიდეო-ექსპერიმენტ-არტებიდან.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Jan 16 2008, 20:07
#7 

Amateur Amateur
19,278


LilacWine,
აჰაა
გეთანხმები smile.gif
უი დუშამი? LიოL
ხოდა ეხა დავსერჩავ დუშამის პაპკას ჩემ კომპში და გავხსნი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamri
post Jan 16 2008, 20:27
#8 

Amateur+ Amateur+
6,357


ვიბრაციას გრძნოობთ
DDDD.gif

ისე ძალიან მომწონს!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kapkpa
post Jan 2 2011, 05:35
#9 

Amateur Amateur
710


საინტერესოა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 23:32

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'