როგორც ვატყობ, ზოგ თქვენთაგანს ჰგონია რომ ხვალ საღამოს ყიჟინით გავცვივდებით ფოტოების გადასაღებად. არადა 7 საათი მართლაც საკმაოდ გვიანია. მოკლედ ხვალ ვიკრიბებით იმიტომ, რომ - გავიცნოთ ერთმანეთი და ყველას გაჩვენოთ უკვე გადაღებული მასალა, რის შემდეგად გავინაწილებთ ვინ რომელ ქუჩას გადაიღებს, რა რა დროის მონაკვეთში, ისე რომ ყველას თანაბარი რაოდენობა შეხვდეს და ერთი და იგივე არ გადაიღოს რამოდენიმემ. ოკ? არის რამე სხვა იდეა?
დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა გუშინ, და იმათაც ვისაც უნდოდა მოსვლა და ვერ მოვიდა. მოკლედ, ჩვენ ვაგრძელებთ გადაღებას სოლოლაკში. ქუჩები ძირითადად გავინაწილეთ - ასათიანი (ძველი ენგელსი), დადიანი, მაჩაბელი, ტაბიძე, ქიქოძე, იაშვილი, ჭონქაძე, დავითაშვილი, სერგო მესხის, გერგეთის, კოჯრის ქუჩები. ჯერჯერობით ამ უბანში "უპატრონოდ" დაგვრჩა სულხან საბას ქუჩა, ლეონიძე და ჩაიკოვსკი. გადაღების პრონციპია - ჯერ სახლის ნომერი, მერე ფასადის საერთო ხედი+ დეტალები. ვიღებთ მხოლოდ ფასადებს, რადგნაც ეზოებში "შეღწევა" და მერე იქ ცნობისმოყვარე მეზობლების "მოგერიება" ხშირად დიდი პრობლემაა. იგივე პრობლემის გამო არ ვიღებთ სადარბაზოს ინტერიერებს, თუმცა მე პირადად გული არ მომითმენს რომ არ გადავიღო შემდეგი შეხვედრა გვექნება ორი კვირის მერე, ხუთშაბათს, საღამოს 7-ზე. მოვალთ ჩვენი "ფოტონანადირევით":)
ძნელი არაა - ეროვნულ ბანკთან ლეონიძეზე არის გადასახვევი მარცხნივ მაჩაბელზე იქ სულ პირდაპირ ქუჩის ბოლოში არის 15 ნომერი. შემდეგი შეხვედრა როცა იქნება დავაზუსტებ და მოდი თუ გაინტერესებს
პრივეტ თათი!:) შენი დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება ერთი უნიკალური სადარბაზოა ტაბიძეზე და "დაუნდობლად" უნდა გადავიღოთ ხუთშაბათს გვაქვს შეხვედრა საღამოს გადაღებაზე რომელიმე დღე შევარჩიოთ ოკ?