როდესაც ადამიანი სტუდიაში იღებს რაღაცას მაშინ ... შეუძლია გადაიღოს ფოტოები დამატებით, ანუ იქ მოაცილოს ჩრდილი, გამოწიოს სკამი მოდელს შეაცვლევინოს პოზა და ასე შემდეგ ,,,
ძალიან ხშირია ბოკეზე შენიშვნები დაახლოებით ასეთი ...
- " ეს შნური აქ რომ არ ყოფილიყო ..." - "მაღლა სივრცე რომ ქონოდააა... " - "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
როდესაც საქმე ეხება დიაფრაგმის გახსნას ან iso-ს მომატებას ან ასე შემდეგ კიდევ მიღებულია ...
მაგრამ როდესაც ვერ ასწრებ ვერაფერს, წამები გაქვს გენიალური ფოტოს გადასაღებად და ვერც დენის კაბელს გადახერხავ იმისათვის, რომ მერე არ გითხრან ის შნური რატომ არის იქო??? ეს ცოტა დამაფიქრებელია
რაც შეეხება ფოტოშოფს კი გასაგებია იქ დაკლონავ შნურს იქ ფერსაც მოუმატებ ჩრდილსაც მოხსნი ლუდსაც დააჭერინებ მოდელს მაგრამ ეგ უკვე კომპ.გრაფიკა გამოდის ხომ?
მე იმას არ ვამბობ კომპ.გრაფიკა ცუდი არის თქო, კარგია მაგრამ მე პირადათ ვერ ვუმუღამებ , მაპატიეთ პა ჟარგონაჩკი გამომდის,
ასე რომ როდესაც ფოტო დაიდება ძალიან მინდა რომ არ დაიწუნოთ თუნდაც შნურის გულისთვის ...
მაინტერესებს თქვენი აზრები, ნუ სანამ თემას აცოცხლებენ გთხოვთ იაქტიუროთ ,იმიტომ რომ ბევრი აქაურისგან გამიგია მსგავსი საუბრები,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, თუნდაც ვიკამათოთ მაგრამ ყველაფერი მეგობრულად ! არანაირი ტრამ ტარარარა რამ ...
გეთანხმები ისე მაღიზიანებ სხოლმე ესეთი კომენტარები ნუ როცა მართლა რაღაც შენისვნაა რო სხვანერად შეეძლო ავტორს და არ გააკეთა ეგ სხვაა და აი ეს რაღაც უაზრობები ძაან მაღიზიანებს: " წერტილი რო ჩანს 0.00001 მმ ის აი იქ იატაკის ბოლოში აი ეგ არ უდნა გამოგეჩინა და 0 შენ და რაღაც ეები კიდე
- "ჩიტი ცოტა იქით რომ გაფრენილიყოოო... " - " ეს ძაღლი იქით რომ ჩაკუზულიყოოო... "
ჰჰჰმ, ახლა სერიოზულად: აი ამ შენიშვნებს მეც უაზროდ მივიჩნევ, ასე რომ ყოფილიყო , ისე რომ ყოფილიყო , კი , კარგი იქნებოდა , მეც მინდა წამში მოსწრებული კადრი, კომპოზიციურად შესანიშნავად აგებული და ხუთიანზე გამართული, ყოველგვარი ზედმეტი დეტალის გარეშე და ა.შ,,,, მაგრამ სად არის?!(ხშირ შემთსვევაში)
ასეთ ფოტოებზე მიღებულ შენიშვნებს არ ვიზიარებ ხოლმე, რადგამ იმ მომენტში სხვანაირად არ გამოდიოდა კადრის გადაღება !!!!
მოკლედ , ფოტოს დაწუნების კრიტერიუმს ეს ზემოთ თქმული არ უნდა წარმოადგენდეს!!!!
ხო, სტუდიური, დადგმული ფოტოები არ იგულისხმება თავისთავად!!!!
მდაას ისე მომენტში საინტერესოა... ისიც უნდა ითქვას რომ ბევრ მსოფლიოში ცნობილ ფოტოზე არის ხოლმე ეგეთი შნურები და რაღაცეები მაგრამ არავინ ამბობს მაგას მითუმეტეს როდესაც ჯანრზეა საუბარი და სიტუაციას იღებ იმ ადგილს ყველა შნური მური უხდება და ჭირდება კდიევაც მეტი ბუნებრიობისთვის ანუ კადრში ობიექტზე არ უნდა იყოს ნაჟიმი თუ რა თქმა უნდა ეს ობიექტი არ აგდებს მთელ კადრს... Added @ აუ რეები ვწერე გამაგდეთ ლოგინში წავედი მე მართალი ხარ ნიკუშ შენთან ვარ
Nika, დამიწერია ათასჯერ ეგეთი რაღაცა...რა პირობებშია გადაღებული და სად...და მერე ვითომც არაფერი...სხვა თუ არაფერი ნერვები მეშლება, 4000 და 5000 მეტრზე კლდის კედელზე, ყინვაში და ნისლში რო ფოტოს გადაიღებ და მერე იმაზე უაზრო შენიშვნებს იღებ....უაზროს კი არა, ვაბშე რო იღებ ეს ავიხუმრე მარა ეგეთზე რო გეტყვის ვინმე კამერა სხვანაირად უნდა დაგეჭირაო, ხო შეიძლება გაგიჟდე! ავიდეს და ცადოს ერთი სხვანაირად დაჭერა! Added @ ხო, კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა....ერთხელ ვიღაცამ ანსელ ადამსის ფოტო რო ატვირთა გალერეაში და საშუალო ქულა 3.70 რო ქონდა კადრი ცუდადაა აგებულიო...ანუ ზოგი პროსტა იმიტო წერს ეგეთ კომენტარებს რომ...რამე ხო უნდა დაწეროს და თავისი უსამართლო შეფასება გაამართლოს...ზოგი კომენტარსაც არ კადრულბს
ხო, კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა....ერთხელ ვიღაცამ ანსელ ადამსის ფოტო რო ატვირთა გალერეაში და საშუალო ქულა 3.70 რო ქონდა კადრი ცუდადაა აგებულიო...ანუ ზოგი პროსტა იმიტო წერს ეგეთ კომენტარებს რომ...რამე ხო უნდა დაწეროს და თავისი უსამართლო შეფასება გაამართლოს...ზოგი კომენტარსაც არ კადრულბს
ხოდა აი იმას მოსცლია, ვისაც მაგ კომენტარებზე ნერვები ეშლება გაატარეთ, გაატარეეთ!
ნიკუშა23-ს ვერ დავეთანხმები სივრცეზე. (ანუ ფანი-ს ვეთანხმები )
კაბელები, ჩიტები და ა.შ. შეიძლება ვერ მოაშორო კადრიდან, მაგრამ გადაღებისას (თუნდაც წამიერი მომენტის შემთხვევაში) უნდა შეძლო კომპოზიციის აწყობა.
აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი თვალით შეხედავ კომენტარს. თუ გაღიზიანებული ხარ და უარყოფითს ელოდები, ნებისმიერი "დადებითი" კომენტარიც კი შეიძლება სხვანაერად აღიქვა.
მაგალითად "კამერას ოდნავ გავწევდი მარჯვნივ" 1. შემთხვევაში შეიძლება რეაქცია გქონდეს - "თუ შეგიძლია უკეთესი გადაიღე" 2. შემთხვევაში კი - "მართალია... მეც უნდა გამეწია"
ამიტომ შენ (ავტორის) იმ მომენტში სულიერ მდგომარეობას და განწყობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა.
ისიც მართალია, რომ ხშირად კომენტარი იწერება იმიტომ, რომ რამეზე გააკეთონ შენიშვნა.
რაც შეეხება რომას დაწერილს, გინდ 4000 მეტრზე გადაღებისას (თუ ამას როგორც "ფოტოგრაფი" იღებ და არა ადამიანი, რომელიც უბრალოდ აღმოჩნდი ლამაზ ადგილას, ფოტოაპარატიტ ხელში) კომპოზიციასაც უნდა მიაქციო ყურადღება და ტექნიკურადაც გამართული კადრი უნდა გადაიღო...
ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არავისთვის სავალდებულო არ არის
მოკლედ "შენიშვნები მინდა" და "შენიშვნები არ მინდა" შინაარსის თემები დღეგამოშვებით იხსნება უკვე, ეხლა მათი რაოდენობა უნდა დავითვალოთ, დავაჯამოთ და საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ - უნდა ამ ხალხს შენიშვნა თუ არ უნდა..
თუ ფოტოს იღებ, ბარემ გადაიღე რა იქ მციოდა და მცხელოდა და ბარგი მქონდა და მეჩქარებოდა არ მოსულა ბრესონს რა არ ციოდა? შინაგანად უნდა გქონდეს მოთხოვნა, რაიმეს თუ აკეთებ, თავი გადადო და ბოლომდე დაიხარჯო მეორე კიდევ - ვიღაცის კადრში, გინდა კაუსტონი იყოს, გინდა ბონდერი თვალი მე შეიძლება მთხოვდეს კიდევ სივრცეს, ან სხვა წყობას, მაგრამ რა? ისეთსაც, როგორსაც თვალი მთხოვს ავდგები და მეთვითონ გადავიღებ, მოგეწონება კაი, თუ არადა გავიქცევი ეხლა და თავს ჩამოვიხრჩობ? არასდროს არ უნდა გაიხადო საზომად არც ბოკე, არც ბრესონი და არც რომელიმე ფოტოგრაფი და საიტი, გადაიკიდე კამერა და წადი რა : ) და მესამე კიდევ - ვარჯიში ვარჯიში ვარჯიში თვალის ხელის რეაქციის ტემპის გაუთავებელი ვარჯიშია საჭირო იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, სულ რომ ვან გოგის თვალი და ფანტაზია გქონდეს
იცით რა მაინტერესებს კიდევ ერთი რატომ გგონიათ რომ თემას ვინც ხსნის ის უეჭველი ნერვებმოშლილია რაღაცაზე ან "ბოკე" -გეს კომენტარებმა გააღიზიანეს?
Nino Tabutsadze არც ბოკეს საზომით ვზომავ არაფერს უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი და ვსო,
LilacWine შენიშვნები არაფერ შუაშია, თქვენ როგორც გსიამოვნებთ ისე წერეთ ჩემს ფოტოებზე და რაც გინდათ წერეთ კიდევ ვიმეორებ რომ დამაინტერესა მსგავს კომენტარებზე რას ფიქრობს ხალხი ,
ჩვენ გვინდა ყოველდღე შედევრი გადავიღოთ და ამიტო ))
არა, თავიდან მეც ყველა კარგი კომენტარი მინდოდა , არ მიყვარდა შენიშვნები მეგონა ბევრი რამე ვიცოდი, მაგრამ ეხლა რომ მივხვდი რომ თურმე არაფერი ვიცი, ეხლა კი მინდა შენიშვენი მაგრამ ეხლა სადაა.......
Nikusha23, მე ზოგადად დავწერე : ) კონკრეტულად კომენტარებს რაც შეეხება, მეორედ მოსვლა ხდება : მე რომ ბოკეზე მოვედი, ესეთ კომენტარებს წერდნენ : "ნინო, შენმა ტექნიკურმა ინფორმაციამ გამაკვირვა ექსპონომეტრს პლიუსში რატო ამუშავებ? (ის100 -იან ფირს 75 აყენებ?) 22 დიაფრაგმა რა უბედურებაა? 10X15-ზე დიდი ანაბეჭდის გაკეთება არ გინდა?" "ეს კარგია, მარა შენ უკეთ უნდა აგეგო კადრი, მე ასე ვფიქრობ ისე აწი ჩემიდან კაი სიტყვას ვერ გეიგონებ, თუ ძაან მაგარ ფოტოს არ დადებ შეგიძლია და მიტო : "მე თუ მკითხავთ, არაფრის მოჭრა არაა საჭირო, უკანა ხეები ძალიან უხდება, ვერც გაშავთეთრებაზე დაგეთანხმებით. აი მდინარე რომ ცოტა მეტად ჩანდეს, მგონი გაასწორებდა.".....
მაგრამ ეს იყო ორი წლის წინ დღეს ესეთი დომინირებს კომენტარები: "კარგია" "ხო / არა" "მე არ მომწონს"......
ზოგადად მიდგომა შეიცვალა საიტის და მისი ფუნქციის მიმართ : გალერეა იქცა ალბომად............................ ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მოუსმინო იმას, ვისი აზრიც გაინტერესებს, დანარჩემნი ყველაფერი გაატარო და დაიკიდო ძალიან მარტივია
ჩემი აზრით სტუდიურსაც ჭირდება წამი, გასაგებია რო შუქს აყენებ და სცენას დგავ, მაგრამ იმ მოდელს რომელსაც გადაუღებ, პირველივე კადრიში მოგეცონება მისი ხასიათი ან მიმიკა? გადაღების პროცესში შეიძლება 1 წამით მიიღოს ის მიმიკა რაც შენ შეიძლება გინდოდეს და რაც მერე შეიძლება ვეღარ დაიჭირო საერთოდ ხოდა ჩემი აზრით ასევეა დანარჩენზეც, გასაგებია რო შენ შორ გზაზე წახვედი, ბერი იარე , ბევრი კარგი ემოცია იყ და გინდა რო კარგი ფოტო გადაიღო და რო დაბრუნდები ყველას აჩვენო, მაგრამ. არ გაგიმართლა ამ მოგზაურობის დროს, არ შეგხვდა ამ დღეებში ნორმალური განათება, ნორმალური :ადგილი" რო ნორმალური კომპოზიცია აგეწყო, მაგრამ ტყუილად ხო არ გაჩერდებოდი, ადექი და გადაიღე, მერე ჩამოხვედი და აქ ვიღაცა გიწუნებს, ამ იმ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეხლა მოვიგონეთ ეს "წამი", მე თუ მკითხავ სისულელეა, ზუსტად ეს არის რომ იმ წამში უდნა გაგიმართლოს ყველაფერმა ერთად, და მაშინ გამოვა ის რაც გვინდა. და ეხლა იმის ძახილი რო იქ ასე იყო და ეს არ იყო გამართლებად არ მიმაჩნია, ანუ იმის გამართლებად რო ვიღაცამ დაიწუნოს და დავიწყოთ იმ წამში სხვა გზა არ იყო, თუ არ იყო სხვა გზა არ გადაგეღო ბატონო და თუ გადაიღე მაშინ მომეცი უფლება შევაფასო, კარგი ავტორს არ დავაბრალებ და ამინდს დავაბრალებ
ხოდა ასე რომ, ის წამია რო ერთხელ გაგიმართლებს და ძაღლიც ჩაცუცქული იქნება სადაც საჭიროა , კალიც და სხვა სულიერი თუ არასულიერი საგნები რაც იშვიათად ხდება , და ეგ მომხდარია ზუსტად ფოტო რო გამოვა Added @ ხოდა კიდე რაც შეეხება კრიტიკას, მე უბრალოდ ჩემ აზრს ვწერ ამ ფოტოს შესახებ (და არ ვაბობ ვარგა თუ არა, )ამის შემდეგ შეიძლება ავტორმა მიპასუხოს თავისი საწინაამღდეგო აზრი ან დამეთანხმოს, ამ დროს შეიძლება მესამე პირმა გამოთქვას წინა ორ აზრზე აზრი (მაგარი ქართულით ვწერ), და მერე ყველა თითონ გადაწყვითავს თავისთვის რას ფიქრობს და როგორ. თუ არ გინდა სხვისი აზრის მოსმენა მაშინ შემიზღუდე შეფასება და ითხოვე რომ კომენტარი არ გაკეთდეს. ან დაწერე რო მარტო კარგი კომენტარი მინდა, აბა ასე სადაა. ნუ რაც შეეხება უზრდელურ კომენტარებს ან ადამიანის დამცირებას ეს სულ სხვა თემაა. მემგონი საკლასო ოთახის სტუმრებმა რო მოიმატოს და ცოტა ლიტერატურის მკითხველმა, სიტვაცია უფრო კარგად იქნება, და ბოლობოლო ასეც იქნება